ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2017


ტ კ ი ვ ი ლ ი

მზე  ამოვიდა,  რაღაც  ისე სვენებ–სვენებით,
უხალისოდ,  გოდებით.  ოხვრით.
დარეკა  ზარმა  ტელეფონის,
ვხსნი  და რატომღაც,
  მეშინია  არ  ვიცი  რისი.
დავეცი  წამში , ზარებით  და  ძალაგაცლილი.
რა  უძლური  ვარ,  უსუსური
და  სმენას  რჩება,
  ხმა  ანგელოზთა ჰაეროვან  მსუბუქთა  ფრთისი,
დედა,  ბარბარე  წაიყვანა  უკვე  უფალმა,
მეორდება  და  მეორდება  ჩემი  შვილის  ხმა,
ცრემლებისგან  მისუსტებული.
ექვსთვის  ბარბარეს  გაუჩერდა  გული  5 რიცხვში
თურმე  უფალმა  წაიყვანა  და  მასთან  დარჩა.
ამ  უძლურებამ ცხელ ცრემლებში  ჩამალპო  თითქმის,
რამდენი არის  გულში,  ფიქრში,

რაც  ხმამაღლა  ვერასდროს  ითქმის.
ცვივა  ფოთლები  შემოდგომის,
ვით  მკვდარი  ნივთი...
ვთხოვე  წამოვალ  იქ...თუ  მიხვალ  ძლიერო  ივდით..
მე კი, აქვე  ვარ  და  ტკივილი  სხეულში  მივლის...
არავინ  არ  ვარ,  თვით  დამჭკნარი  ფოთლის  ფასიც  კი,
მწუხრი  საღამო  ხანდროს  მაფენს  ნაცრისფერ  თივთიკს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები