ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
20 სექტემბერი, 2017


ქ ა ლ ი (მიგრაცია)

ქართელი  ქალები  ემიგრაციაში  ლეგალუად  თუ  არალეგალურად  გადიან  საქართველოდან,  რაც  ძალიან  სამწუხარო  და  მტკივნეულია ყველა  გონიერი  ქართველისათვის.
გასულ  ქალთა  ძირითადი  ნაწილი,  დაოჯახებულებია,  რომელნიც,  იქ  ქმრისა  და  დედამთილის  რჩევითა  და  მხარდაჭერით  და ხელშეწყობით  იქნა  მივლინებული.
უცხო  არ  არის  და  არც  ძნელი  გასაგები  უნდა  იყოს,  ის  საკითხი,  თუ  როგორ  უჭირს  ოჯახის  ქალს,  დედას,  მეუღლეს,  შვილს  საყვარელი  შვილებისა  და  ძვირფასი  ადამიანების  მიტოვება,  რომელნიც  შესაძლებელია  ვეღარც  კი  ნახოს  და  ისე  გარდაიცვალოს უცხო  მიწაზე.
ეს  უმძიმესი  სულიერი  ტრაგედიაა  დედის,  ქალის  არსებობაში.
კარგად  ვიციათ,  რომ  ის,  უკვე  ქმრისა  და  დედამთილისაგან  გასხვისებული,  გამეტებული  სამუშაო  იარაღია,  მიქირავებულ–მიყიდული  უცხო  ტომელისათ ვის,  ყველანაირი  უფლებების  ჩამორთმევით. 
ეს  სავალალოა,  მძიმეა,  გამოუსწორებელი  და  შეუფერებელია  ქართველი  კაცის ისტორიისათვის,  რომელნიც  მტრის  შემოსევების  დროს  ქალებს  მთებში  ხიზნავდნენ,,  რომ  ისინი ყოველგვარი  შეურაცხყოფისაგან  დაეცვათ.
მაშ,  რა  ხდება  ახლა, ვინ  და  რატომ  გზავნის  ქალებს  ოჯახიდან  უცხო  მხარეში,  ვინ  ყიდის  მათ  და  რაზე?
საქართველოს  ისტორიიდან  ცნობილია,  ის  ფაქტები,  რომ  მაღალი  წრის  წარმომადგენლები  ულამაზეს  ქართველ  ასულებს  და  ქალებს  საკუთარი  ინტერესებისათვის  უცხოტომელთ  ჩუქნიდნენ,  ყიდიდნენ,  ხდებოდა  გატაცებები  და  მტრის  შემოსევების  დროს  მათი  ტყვედ  წაყვანაც.
  მაგრამ  ამას,  მაშინ,  მათ მიმართ  მათი  ოჯახისა  და  სამშობლოს  მტრები  და  მოღალატე  ადამიანები  აკეთებდნენ,  ქართველი  კაცები  ამის  შემყურენი  ხელჩართულ  ბრძოლებში  მტერს  აკვდებოდნენ  მათ  დასაცავად.
ამ  მხრივ,  დღეის  მდგომარეობით, განულდა  კაცის  ფუნქცია  და  სახედაკარგული  მამრებით  სავსეა  საქართველო.
რომლებიც  ახლა,  თავად  აიძულებენ  ცოლებს  წასვლას,  რომ  წავიდნენ  მათ  სარჩენად  და  გადასარჩენად  ბედნიერი  და  უზრუნველი ცხოვრების  მოსაწყობად.  რომლებიც  უტიფრად,  არაკაცურად  სახლსაც  კი  ყიდიან,  რომ  ცოლი  მოიშორონ თავოდან,  გააგდონ  სახლიდან,  მეზობლიაანთ  თხუპნიასავით  ესროლონ,  მიჰყიდონ,  მიაქირავონ  ლაფჩამოსხმულებმა,  უცხო  ტომისა  და  რჯულია  ადამიანებს,  რათა  თავად  აქ  მოიწყონ  სასიამოვნო  ცხოვრება,  არაფერი  მოიკლონ  და  ოჯახს  ჩირქიც  სცხონ ცოლის  ლანძღვით.
პირში  ქებით  უხანგრძლივებენ  უცხო  მიწაზე  ყოვნის  მომაკვდინებელ  დღეებსა  და  წლებს  ცოლებს  მლიქვნელურად,  იმ  პირობით,  რომ  დაეხოცებათ  შვილები,  ოჯახი  გაუნადგურდებათ  თუ  დაბრუნდება  ცოლი,  რძალი  საქართველოში.
არცერთ  ქმარს,  არცერთ  დედამთილს არ  აინტერესებს  ცოლისა  და  რძლის  უმძიმესი  სულიერი  და  ფიზიკური  ტანჯვა  დამამცირებელ  სამუშაოზე,  რომ  განნიცდის  მათ  მიერ  სამუშაო  ძალად  გაყიდული  შვილებისა  და  შვილიშვილებს  დედა,  მთავარია  მათ  აქ  ყველაფერი  აქვთ  მისი  გამოგზავნილი  ფულით  და  არაფერს  იკლებენ.
ვინ  არის  კაცი,  მეუღლე,  შვილების  მამა  დღეს  საქართველოში?  ღირსეული  კაცობაშერჩენილი  ადამიანი?
ასეთი  ძალიან  ცოტაა  დარჩენილი,  კაცი  არის  ის,  რომელსაც  ღირსება  აქვს  შერჩენილი,  უყვარს  ცოლი  და  შვილები,  უფრთხილდება  მათ  და  თავად  იღებს  ოჯახის  გაძღოლისა  და  რჩენის  ვალდებულებას, და  არა  ცოლის  კისერზე  ამხედრებული  ჩუჩელები,  ქალის  ნაჯაფარის  ჭამის  მეტი  ცოდნა  და  განათლება  რომ  არა  აქვთ. გონებაშეზღუდულობაა  ეს,  უგუნურებაა,  უთავმოყვარეობაა,  კაცობადაკარგულობაა...
ნუ შეეხებით  ემიგრანტ  ქალებს  აუგად,  ნუ  გალანძღავთ  და  ნუ  დაწყევლით  მათ,  ისინი  თქვენი  მეგობრების,  ნათესავების,  ახლობლების  დები,  მეუღლეები,  შვილების  დედები  არიან,  ნუ  დგამთ  უპატიებელ  ცოდვაში  ფეხს.
ეცადეთ  დაეხმაროთ  მათ,  ოჯახში  დროულად  დაბრუნებაში.  ისინი  მუდმივ  ტკივილსა,  ჩაგვრასა, დამცირებაში,  ტანჯვაში  ატარებენ  ყოველ  წუთს,  უმძიმესია  მათი  ყოფნა, ბევრი  მათგანი  შვილებისა  და  ოჯახისაგან  გადავიწყებული,  მათ  რჩენას  დაქვემდებარებული  უცხო  მხარეში  იღუპება  და  ეს  ქმრის  ბრალია.  ზოგიც  ვერ  ჩადის  იქ,  რადგან გზაში  ფულს  ართმევენ  და ზღვაში  ყრიან  უმოწყალოდ  დამცირებულებსა  და  ყოველმხრივ  შეურაცსხყოფილებს.
იქნებ  დაფიქრდეს ყველა,  ვინ  და  როდის  უნდა  გააკრას  სამარცხვინო  ბოძზე  ემიგრანტი  ცოლი  თუ  ცოლის  კისერზე  ამხედრებული ჩოჩორი  ქმარი.
ქალის  კულტი მაღალ  დონეზე  იყო  მუდამ  საქართველოში,
ვიზრუნოთ  რომ  არ  შევცვალოთ  ქალის  მდგომარეობა  ისტორიის  საწინააღმდეგოდ და  გავუფრთხილდეთ  მათ,  მათ  ღირსებას.
ნუ  გავლანძღავთ  და  ნუ  დავწყევლით  მას,  ჩვენც  დედამ  გვშობა,  და გვყავს  და  ა. შ.....
  დავფიქრდეთ,  როცა  რაიმეს  ვამბობთ,  რამდენად ვართ  კორექტულები.

                                                                                                            ეს  ტექსტი  რომ  დამეწერა,  მაიძულა, საიტზე  დატანილმა  ერთერთმა  ლექსმა.
  პატივისცემით  ნ ე ქ ტ ა რ ი. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები