| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 20 ოქტომბერი, 2017 |
თბილისში ახლა, გადაუღებლად, წვიმს ძვირფასო და ქუჩაც სველია, ქარვისფერ ფოთლებს მოუწყენიათ, იმედი თურმე არ შერჩენიათ.
აღმაშენებლის ქუჩაზე ახლა, ჩემთვის სახლები ცარიელია, რეკავს დუმილი ორ მანძილს შორის და ჩემს წილ ხალისს სხვაგან ელიან.
ეს შემოდგომა ჩუმი და სათნო, დღეს შენს თვალებზე მუქი ფერია, ქარმა სულ ახლოს ჩამომიარა და ქარს ფარული სევდა ერია.
შენსკენ რა ხდება, იქნება წვიმა, ძვირფასო შენთვის მშვენიერია და შენთან ერთად ბევრი შენს გამო, მითხრა რომ ჩემზე ბედნიერია.
ქარმა ჩემს ახლოს ჩამოიარა, ცივა და ქროლვა არა მწყენია, მაგრამ უშენოდ, მოწყენილი ვარ გჯერაა? ყველა დღე, ჟამის ფერია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. პალადა უდიდესი მადლობა. პატივისემით ნ ე ქ ტ ა რ ი. პალადა უდიდესი მადლობა. პატივისემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
4. სიყვარულით სავსე ადამიანი ხართ თქვენ; ხოლო სიყვარულის უნარი, როგორც მივხვდი, ბევრს არათუ არ გააჩნია, დაჟე მინუსებში აქვს წასული... სიყვარულით სავსე ადამიანი ხართ თქვენ; ხოლო სიყვარულის უნარი, როგორც მივხვდი, ბევრს არათუ არ გააჩნია, დაჟე მინუსებში აქვს წასული...
3. მადლობა ჩრდილი, მუხა.
ჩრდილი კიდევ წაიკითხე და მითხარი, ნამდვილად ეგრეა. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. მადლობა ჩრდილი, მუხა.
ჩრდილი კიდევ წაიკითხე და მითხარი, ნამდვილად ეგრეა. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
2. მომეწონა ეს სევდა-მელოდიური ლექსი. მომეწონა ეს სევდა-მელოდიური ლექსი.
1. სათქმელი რომ ბანალურია ეს არაფერი.
ფერია მშვენიერია ერია ბედნიერია ცარიელია
კიდევ ფერია, კიდევ ერია... სათქმელი რომ ბანალურია ეს არაფერი.
ფერია მშვენიერია ერია ბედნიერია ცარიელია
კიდევ ფერია, კიდევ ერია...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|