| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 29 ოქტომბერი, 2017 |
ფ ე რ ფ ლ ი ა
ვიცინი? გგონია, ვიცინი? არა, საცინარი სად არი. ვიტირო? არა, არ ვიტირებ, ცრემლებად ვიკმარე ავდარი. გაგიმხელ, საშველი დავკარგე, სიმშვიდეც, აღარსად ნაცადი. დავიცდი? არა, ვერ დავიცდი, ტკივილი სულს მიჭრის ამგვარი. სიცილი? ტირილი? სულს გვემა? ცხოვრებას არცერთი არ შველის. სამყარო? იბრუნებს თავისით, მიწაზე, ერთ ადგილს, გატკეპნის, მერე კი, სრულიად უბრალოდ, ჩვენ წავალთ და აღარ ვიქნებით. მითხარი, ვიჯერებ, სხვა აზრი, სხვა კიდევ, სულ ერთი, მიზეზი..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|