დავბერდი ეტყობა - რაც, სიბრძნის კბილი მე, მოვიცვალე, უფრო დავმშვიდდი, გამოვიცვალე ამეკვიატნენ, თავს არ მანებებენ, ,დამდევენ ბანალური ჭეშმარიტებები შთამაგონებენ-არაფერი უფრო მეტად ღირებული არ არის ქვეყნად, ვიდრე ეს ,არის, თავად სიცოცხლე, მისი ყოველი პაწია წამი- რომ თუ შევძელი ყოფნა "აქ, ახლა," ,უკვე შევძლებ ამის დანახვას რომ მნიშვნელობა სულაც არა აქვს, იმ წამს სადა ხარ, ღარიბ-ღატაკი ხარ, თუ მდიდარი მეფეთმეფე გვირგვინს ატარებ თუ, გლეხი კაცი შეჰყურებ ამინდს. ელი, როდის გამოიდარებს. ცუდად, ხარ, კარგად, მაღლა, თუ დაბლა უბრალოდ, რომ ხარ სულიერიცოცხალი მართლაც, საოცარია, შეცნობა ამის, უბადლოა,წარმავალ ყოფის გააზრება ასე შეგრძნება , მიფრინავს წამი არ შეჩერდება უნდა შეერწყა გაატარო იგი სხეულში ვით დენის დარტყმა, ან, ვით სიცოცხლის გაჩენა ახლად ისევე როგორც ახარებს დედას ტანჯვით გაჩენილი ჩვილის შეხება. მეც ,ჩემს ცხოვრებას, რომ გადავხედავ, ეს ერთი ფიქრი მეიმედება დავბერდი? დავბრძენდი ეგება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1.
დაბრძენდი ნამდვილად. ამას ძ.ბ. ვერ გაიგებს...
ხალხნო, ლუბამო სიამის ფისო დაკარგაოოო, პოვნაში დამეხმარეთო...
დაბრძენდი ნამდვილად. ამას ძ.ბ. ვერ გაიგებს...
ხალხნო, ლუბამო სიამის ფისო დაკარგაოოო, პოვნაში დამეხმარეთო...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|