ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2008


მოკლე წერილი შვილს

დრო გადის.
სიცოცხლის ძაფს
მშვიდად ართავენ *მოირები,
მხოლოდ იმისთვის, რომ
ოდესმე გაჭრან.
როცა ბავშვობას
მოილევ და
ცხოვრების მორევში
მოირევი,
ტრიუმფს შეიფერებ,
მოირგებ დაფნას,
უნდა შეჩერდე.
უკან მოიხედო.
ხელი შეაშველო, თუ ვინმე დაგრჩა.
იჩქარე.
ხომ იცი,
სიცოცხლის ძაფს
გულგრილად ართავენ მოირები,
როცა მოუნდებათ,
მაშინ რომ გაჭრან.



* მოირები, (კლოტო, ლაქესისი და ატროპოსი) ქალღმერთები ბერძნ. მითოლოგიაში, ზევსისა და თემიდას ქალიშვილები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის ძაფს ართავენ, სიგრძეს უდგენენ და ჭრიან

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები