 | ავტორი: რენუარი ჟანრი: თარგმანი 6 დეკემბერი, 2017 |
(პუშკინო. ზვიგენის ბორცვი. რუმიანცევის აგარაკი, იაროსლავის რკინიგზის 27-ე კილომეტრი)
ასორმოც მზეში დაისი გიზგიზებდა, ზაფხულში ბუღრაობდა ივლისი - თაკარა. ცხელოდა. სიცხე გამლღვალიყო. ეღვენთებოდა აგარაკს. პუშკინოს სერზე ზვიგენის ბორცვს - კუზივით წახრილს, ძირში - სოფელი უჭმუხნიდა სახურავს სახლის. სოფლის ბოლოს კი ჩანდა ღიობი, და ამ ღიობთან - მშვიდად და დინჯად, ყოველ ჯერზე - მზე ჩადიოდა. რომ ხელახლიდან, ხვალ - ალისფერი, ამდგარიყო და დაეღვარა ქვეყნად ნათელი. ეს მაბრაზებდა, მეტად და მეტად. ხდებოდა ბრაზი აუტანელი. და ერთხელ,როცა ყველაფერი გახუნდა შიშში, მზეს მივახალე: „ჩამო! გეყო ხვატში თამაში. შე მუქთახორა, რომ ნებივრობ ღრუბლებში მარტო, მე უნდა ვიჯდე ზამთარ-ზაფხულ პლაკატი ვხატო! მზეო, მოიცა! მზეო, მისმინე! იქამდე,სანამ უსაქმოდ ჩახვალ, შე ოქროშუბლავ, ერთხელ, დაისზე - შემოიარე ჩემთან ჩაიზე. რა მრჯიდა ნეტა! მივქარე! ჩემთან - გაშალა სხივი - ნაბიჯი მზემ და - მოემართება ველის გადავლით. არ ვიმჩნევ შიშს და გაპარვა მინდა, მაგრამ მზის თვალი უკვე ბაღშია. გადმოიარა ბაღიც, სარკმელიც, კარის ღრიჭოშიც შემოაღწია. მზის მთელი მასა დახვავდა სახლში და დაარწია. დაიბუბუნა: მეძახდი? აჰა! შენ ხარ პირველი ვისაც არ დავწვავ! მიდი, პოეტო, შენი ჩაი და ზედაც მურაბა გამოიტანე! თვალში ცრემლი და სიცხე შემშლელი, "რა გაეწყობა, დაჯე, მნათობო" რა მაბღავლებდა! ჯანდაბა ჩემს თავს! რატომ დავღუპე თავი საერთოდ? და ნირშეცვლილი ჩამოვჯექი სკამის კიდეზე, ვშიშობ- ამაზე უარესი არ დავიმართო. მზე ზის და დასდის უცხო ნათელი, სულ არ დაეძებს სიდარბაისლეს, მეც მოზომილად ვესაუბრები აქეთურებზე, იქითურებზე. ვუყვები მნათობს სად რამ გაჭედა, სად რა ადიდეს ან სად რა დაგმეს, მან კი - "ჰო, კარგი, გეყოფა, ერთი - უფრო მარტივად შეხედე საგნებს! არც ჩემი ხვედრი არის იოლი, მიდი და სცადე". ვიმასლაათეთ - იქამდე, ვიდრე - მობნელდა ანუ დადგა ღამე, (უკვე ყოფილი) სიბნელე აბა რა სათქმელია როცა მზე არის ჩემი ძმობილი. მხარზე ხელს ვურტყამ - სანამ ჩვენი ძმობა გაცივდა, ისიც: "მე და შენ, ამხანაგო, ახლა ვართ ორნი! წამო, პოეტო,დაგანახო მსოფლიო, ვისაც, უჩვენოდ- მხრებზე მოუხურავს მორუხო ფლასი. მე სხივებს ჩემსას დავღვრი, შენ კიდე - შენი ლექსიდან გადაუკიდე. ძირს! ორ ლულიან მზეთა სამიზნე - დაეცა ღამის ციხეცა და კედლის ლანდებიც, რასაც მოხვდება გამოაბრწყინებს სხივებისა და ლექსის ტანდემი. ღამე ყეყეჩი და ძილისგუდა, მალე იღლება და დაწვეს უნდა, ამ დროს - მე მთელი ძალით ვანათებ და დღე ფხიზლდება. .............................. განსხივოსნება ჯვარცმის გარეშე. განსხივოსნება - ყველგან და მყის. ეს არის ლოზუნგი სიცოცხლის ბოლომდე - ჩემი და მზის!
Необычайное приключение, бывшее с Владимиром Маяковский летом на даче
(Пушкино. Акулова гора, дача Румянцева, 27 верст по Ярославской жел. дор.)
В сто сорок солнц закат пылал, в июль катилось лето, была жара, жара плыла - на даче было это. Пригорок Пушкино горбил Акуловой горою, а низ горы - деревней был, кривился крыш корою. А за деревнею - дыра, и в ту дыру, наверно, спускалось солнце каждый раз, медленно и верно. А завтра снова мир залить вставало солнце ало. И день за днем ужасно злить меня вот это стало.
И так однажды разозлясь, что в страхе все поблекло, в упор я крикнул солнцу: "Слазь! довольно шляться в пекло!" Я крикнул солнцу: "Дармоед! занежен в облака ты, а тут - не знай ни зим, ни лет, сиди, рисуй плакаты!" Я крикнул солнцу: "Погоди! послушай, златолобо, чем так, без дела заходить, ко мне на чай зашло бы!" Что я наделал! Я погиб! Ко мне, по доброй воле, само, раскинув луч-шаги, шагает солнце в поле. Хочу испуг не показать - и ретируюсь задом. Уже в саду его глаза. Уже проходит садом. В окошки, в двери, в щель войдя, валилась солнца масса, ввалилось; дух переведя, заговорило басом: "Гоню обратно я огни впервые с сотворенья. Ты звал меня? Чаи гони, гони, поэт, варенье!" Слеза из глаз у самого - жара с ума сводила, но я ему - на самовар: "Ну что ж, садись, светило!" Черт дернул дерзости мои орать ему,- сконфужен, я сел на уголок скамьи, боюсь - не вышло б хуже! Но странная из солнца ясь струилась,- и степенность забыв, сижу, разговорясь с светилом постепенно. Про то, про это говорю, что-де заела Роста, а солнце: "Ладно, не горюй, смотри на вещи просто! А мне, ты думаешь, светить легко. - Поди, попробуй! - А вот идешь - взялось идти, идешь - и светишь в оба!" Болтали так до темноты - до бывшей ночи то есть. Какая тьма уж тут? На "ты" мы с ним, совсем освоясь. И скоро, дружбы не тая, бью по плечу его я. А солнце тоже: "Ты да я, нас, товарищ, двое! Пойдем, поэт, взорим, вспоем у мира в сером хламе. Я буду солнце лить свое, а ты - свое, стихами". Стена теней, ночей тюрьма под солнц двустволкой пала. Стихов и света кутерьма сияй во что попало! Устанет то, и хочет ночь прилечь, тупая сонница. Вдруг - я во всю светаю мочь – и снова день трезвонится. .................................. Светить всегда, светить везде, до дней последних донца, светить - и никаких гвоздей! Вот лозунг мой и солнца!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. მადლობა ყველას:)
ფინალის გააზრება სხვაგვარად არ შემიძლია, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ "ლურსმანი" შემთხვევით არ დაწერა. "აქა ვდგავარ და სწვაგვარად არ ძალმიძს" :) ცოტა კი ჩავასწორე, მაგრამ იგივე მოსაზრების უფრო ნათელი დემონსტრირებით. საერთოდ, მთელი ლექსი არის მეტაფორა. დაწყებული კუზიანი და შუბლშეჭმუხნული გარემოთი, რომლის ბოლო ხვრელშიც მზე შედის მშვიდად და დინჯად (ყოველდღე) რაც პოეტს აბრაზებს:) შემდეგ მზის სტუმრობით და ბოლოს განსხივოსნებით - გაიხსენეთ იესოს თავზე შემოვლებული სხივები. ზოგ ფრესკაზე პირდაპირ მზეა გამოსახული.
მაიაკოვსკი ღმერთს, როგორც იდეას, არ უარყოფს. ის, თავის ნაწერებში, დასცინის ყოველგვარ ხელოვნურს, ადამიანის ნამოქმედარს - ღმერთის სახელით და მის გარშემო. (გაპუდრულ კულულებიანი, ღრუბელზე ჩამომჯდარი, ბუბმბულებ წამოფხორილი ანგელოზებით გარშემორტყმული და ა.შ) ანუ ღმერთს -რომელიც ადამიანმა მოიგონა სხვა ადამიანებისთვის ჭკუის დასარიგებლად და არა ჭეშმარიტი სიყვარულისთვის. გაიხსენეთ პოემა "ღრუბელი შარვლით". ფინალში, სულ წიხლით შედის სამოთხეში, სადაც არ უშვებენ ასეთი ფსევდოღმერთები. მე ვფიქრობ, თავისი მსოფლმხედველობით, ის უფრო ბაპტისტია, ვიდრე ათეისტი:)
ახლა მომივიდა აზრად, დავწერო წერილი სათაურით: "მაიაკოვსკი და ღმერთი". :) ვეცდები გავაქარწყლო ის მოსაზრებები, რომელიც დღემდე არსებობს მაიაკოვსკის უღმერთობის შესახებ.
დიდი მადლობა, რომ გაინტერესებთ ეს ავტორი. მადლობა ყველას:)

დიდი მადლობა, რომ გაინტერესებთ ეს ავტორი.
21. ნეფერტარ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები რა შედეგით დასრულდა? მაიაკოვსკი ზედმეტად მერთულება...სერგეი ესენინი უფრო არა!
ნეფერტარ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები რა შედეგით დასრულდა? მაიაკოვსკი ზედმეტად მერთულება...სერგეი ესენინი უფრო არა!
20. კოზეტ ბრავო ფინალი მომეწონააააააა... :)
კოზეტ ბრავო ფინალი მომეწონააააააა... :)
19. მე კი ვერ მივცემდი თავს უფლებას რენუარის შემოქმედებაში,თუნდაც ერთი სიტყვა ზედმეტი დამეწერა...თარგმანი არ ნიშნავს "სიტყვასიტყვით" ზედმიწევნით გადმოთარგმნას ისე,რომ თან არ გადმოჰყვეს ის აზრი მენტალურად,რაც დედანშია. "Светить всегда, светить везде, до дней последних донца, светить - и никаких гвоздей! Вот лозунг мой и солнца! " ნათება მუდამ, ნათება ყველგან, ბოლომდის, მყის, არავითარ არსებობა სხვაგვარი გზის, აი,ლოზუნგი ჩემი და მზის. ესეც ჩემი დანახული დასასრული.
ყველა ინდივიდუალური არ ვართ?
მე კი ვერ მივცემდი თავს უფლებას რენუარის შემოქმედებაში,თუნდაც ერთი სიტყვა ზედმეტი დამეწერა...თარგმანი არ ნიშნავს "სიტყვასიტყვით" ზედმიწევნით გადმოთარგმნას ისე,რომ თან არ გადმოჰყვეს ის აზრი მენტალურად,რაც დედანშია. "Светить всегда, светить везде, до дней последних донца, светить - и никаких гвоздей! Вот лозунг мой и солнца! " ნათება მუდამ, ნათება ყველგან, ბოლომდის, მყის, არავითარ არსებობა სხვაგვარი გზის, აი,ლოზუნგი ჩემი და მზის. ესეც ჩემი დანახული დასასრული.
ყველა ინდივიდუალური არ ვართ?
18. პალადა,
მართალია ნ-ი-კ-ი-ს წყალობით ელექტრონული ფურცლები ულევად გვაქვს, მაგრამ მაინც ჯობია ეკონომიურად გამოვიყენოთ. სხვა წევრებს, ვისაც ეს თარგმანი არ აინტერესებს, უბრალოდ თვალებს დაუბნელებს 10 გვერდიანი კომენტარის კითხვა. ამიტომ, საჭიროა დავეუფლოთ ელექტრონული ფურცლის ფორმატირების უნარებს, ასე ნახევარი სივრცე დაიზოგება ჰოსტის.
მე პირდაპირ იმ ფრაზების თარგმანს გამოვყოფ, როგორ მე მესმის ქართულად, მაიაკოვსკის რუსულად ვკითხულობ და ქართულად მესმის. ასე არცერთ რუს პოეტზე არ მემართება. მოკლედ, დავიწყოთ: ივლისად გორდებოდა ზაფხული - თაკარა, >> ივლისში გორაობდა ზაფხული - თაკარა. ბუღრაობამ ყველს აჯობა, იცი რატომ? ეს სიტყვა მოიცავს, გორაობასაც, კოტრიალსაც, ბუქნაობასაც.
жара плыла - სიცხეს ალმური ასდიოდა Пригорок Пушкино горбился პუშკინოს სერს კი კუზად ადგას Акуловой горою გორა ზვიგენის кривил იღრიცებოდა А за деревнею - სოფლის უკან კი дыра, ხვრელია и в ту дыру, наверно, და იმ ხვრელში, ალბათ, спускалось солнце каждый раз, ეშვებოდა მზე ყოველთვის медленно и верно. დინჯად და ზუსტად. სამწუხაროდ ვეღარ ვასწრებ მეტს, უკვე რაღაც განცხადებას აკეთებენ და უნდა მოვისმინო... ჰო ადვოკატების კრებაზე ვარ. ახალ თავმჯდომარეს ვირჩევთ და არის ჩინოვნიკური ამბავი...
პალადა,

17. ვაა რა მაგარია ამდენი გამათლებული ადამიანის მსჭელობას რო კითხულობ.. ყოველგვარი ნერვის გარეშე მყარი ცოდნით და ავტორიტეტით გამყარებული არგუმენტებით... გაიხარეთ... მიყვარხართ... :)))) მარა რელიგია რატომაა პირველ რიგში (თანაც თურმე ყველასთვის) ფილოსოფიის ნაწილი ვერ მივხვდი..თუმცა რა შუაშია თემასთან ეს მაგრამ... თვალში ცუდათ მომხვდა :)) წარმატება ყველას.. მადლობა რომ არსებობთ.. :) ვაა რა მაგარია ამდენი გამათლებული ადამიანის მსჭელობას რო კითხულობ.. ყოველგვარი ნერვის გარეშე მყარი ცოდნით და ავტორიტეტით გამყარებული არგუმენტებით... გაიხარეთ... მიყვარხართ... :)))) მარა რელიგია რატომაა პირველ რიგში (თანაც თურმე ყველასთვის) ფილოსოფიის ნაწილი ვერ მივხვდი..თუმცა რა შუაშია თემასთან ეს მაგრამ... თვალში ცუდათ მომხვდა :)) წარმატება ყველას.. მადლობა რომ არსებობთ.. :)
16. ნეფერტარი@ სასიამოვნოა, რომ შემოგვეშველეთ; ხელოვნების ნებისმიერი სფერო - შემოქმედებითი პროცესია და ამ პროცესში რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, ბუნებრივია, მით მეტად წაადგება საქმეს... :)
რენუარი@ სიმართლე გითხრათ, მომერიდა - დაზარებაში არ ჩამთვლოდა და მაინც დავამუშავე მასალა... ნახეთ აბა; იქნებ თვალში მოგივიდეთ რამე და გამოიყენოთ: რაც ჩავასწორე, შეიძლება სახელდახელოდ, მაგრამ აზრს მოგაწვდით(უცხო თვალით დანახულს)... :)
წავიკითხე ნაწყვეტები: ეგ ვისთვის_როგორ, პირადად ჩემთვის, ყოველ მათგანში ზუსტად იმაზეა საუბარი, რომ დამწერი არის ათეისტი და რელიგიურ თემატიკას იყენებს არა მხოლოდ "სიტყვის მასალად", არამედ მიუთითებს თავის პოზიციას - არამორწმუნის... :) თავადაც მაქვს უამრავი რამ დაწერილი რელიგიურ თემაზე; უამრავი, რომელი ერთი გავიხსენო; დაჟე ლექსები მაქვს დაწერილი ბიბლიურ ციტატებზე - მერედა რა?!... რელიგია, პირველ რიგში და განურჩევლად ყველასთვის, არის ფილოსოფიის ნაწილი, კულტურის, ისტორიის, შემეცნების ნაწილი, თან სოლიდური, და რაღა გასაკვირია, თუ თავს იჩენს ყოველთვის, ყველგან და ყველაფერში?!(არა მარტო ხელოვნებაში - ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი)... :)
რაც შეეხება კერძოდ მაიაკოვსკის: მე მის შემოქმედბას ნაკლებად ვიცნობ, ისევე, როგორც ბიორგაფია - ცხოვრება - მოღვაწეობას(და მოგეხსებენათ რატომაც)... აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ დავინტერესებულვარ მთელი მისი ბიოგრაფიით - გავეცანი ბიოგრაფიის მხოლოდ ერთ მონაკვეთს: ლექსში მოხსენიებულ სააგარაკო ცხოვრებას... საქმე კი შემდეგნაირად გახლავთ: ხსენებულ აგარაკზე, პოეტი, სულ რამდენიმეჯერ ისვენებდა, მიუხედავად ამისა, იმ სახლში სადაც ისვენებდა, მისი სახლ - მუზეუმია გახსნილი... და ეტყობა ეს იყო მისი ცხოვრების იმ პერიოდში, როდესაც ნაკლებად ცნობილი იყო და ეკონომიურად ძალიან უჭირდა, რამეთუ უბადრუკ საცხოვრისს ქირაობდა მეგობარ ცოლ - ქმართან ერთად და იკვებებოდნენ მხოლოდ იმით, რასაც ტყეში აგროვებდნენ(ძირითადად სოკოთი და კენკრით); ფაქტიურად შიმშილობდნენ, მაგრამ ზუსტად ამ პერიოდში გაეცნენ და დაუმეგობრდნენ ჩეკისტებს(სახელებისა და გვარების დაწერა შორს წაგვიყვანს), რომელნიც იყვნენ უკვე შემდგარი თანამშრომლები(ყოველი მათგანს, კომიტეტში, რაღაც თანამდებობა ჰქონდა) და ეს მეგობრობა - ურთიერთობა წარმატებით გრძელდებოდა წლების მანძილზე, როგორც პოეტთან, ისე მის მეგობარ ცოლ - ქმართან... ასე შემდეგ და ასე შემდეგ(ამ ისტორიაში კიდევ უამრავი წვრილმანი თუ მსხვილმანია)... თქმით კი, იმის თქმა მინდოდა, რომ მზეში ნაგულისხმებია არა პიროვნება(როგორც მეგონა), არამედ კრებითი სახე: კომიტეტი, სისტემა(თან ძალიან ნათლად ჩანს ეს)... და რაღა თქმა უნდა, მოიაზრებიან კერძოდ ის ჩინოვნიკები ვისთანაც მეგობრობდა... აქვე იმასაც ავღნიშნავ, რომ მე ამაში დასაძრახისს ვერაფერს ვერ ვხედავ: ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის უფლება(აუცილებლად უნდა ჰქონდეს), რომ თავის იდეოლოგია გააჩნდეს; მოსწონდეს ის - ვინც მოსწონს, რაც მოსწონს, როგორც მოსწონს... და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია: მოცემულ შემთხვევაში, კომუნისტი იქნება, ტროცკისტი თუ ბერ - მონაზონი... ჩემს თვალში ამით ჩრდილი ნამდვილად არავის არ ადგება, არც პიროვნულად და არც როგორც ხელოვანს! - ია ზა მირ!... :)
ასორმოც მზეში დაისი გიზგიზებდა, ივლისად გორდებოდა ზაფხული - თაკარა, ცხელოდა, სიცხე გამლღვალიყო - ამბად სწვევოდა აგარაკს. В сто сорок солнц закат пылал, в июль катилось лето, была жара, жара плыла - на даче было это.
პუშკინოს ბორცვი, კუზივით წახრილს - ზვიგენის მთას და ქვემო სოფელის, გადაჰყურებდა, სახურავნს დამრეცნს. Пригорок Пушкино горбил Акуловой горою, а низ горы - деревней был, кривился крыш корою.
სოფლის ბოლოს კი, ჩანდა ღიობი და ამ ღიობთან - მშვიდად და დინჯად, ყოველ ჯერზე - მზე ჩადიოდა. და რომ ხვალიდან, ისევ თავიდან, კვლავ მოეფინა ქვეყნად ნათელი - აგიზგიზებულს მეწამულ ცეცხლად. მე კი, დღითიდღე, ეს მაბრაზებდა, სულ უფრო მეტად. А за деревнею - дыра, и в ту дыру, наверно, спускалось солнце каждый раз, медленно и верно. А завтра снова мир залить вставало солнце ало. И день за днем ужасно злить меня вот это стало.
ხდებოდა ბრაზი აუტანელი. და ერთხელ, როცა ყველაფერი გაწყალდა შიშში, მზეს მივახალე: "ჩამოდი! გეყო, ხვატში წანწალი!" შევყვირე: "შე მუქთახორა, ისევ ნებივრობ ღრუბლებში მარტოდ, მე უნდა ვიჯდე, ზამთარ-ზაფხულ, მისჯილივით - "პლაკატნი" ვხატო!" И так однажды разозлясь, что в страхе все поблекло, в упор я крикнул солнцу: "Слазь! довольно шляться в пекло!" Я крикнул солнцу: "Дармоед! занежен в облака ты, а тут - не знай ни зим, ни лет, сиди, рисуй плакаты!"
კვლავ მივაძახე: "შესდექ! ყური დამიგდე, ოქროსსხივებავ,(როგორც მეტსახელი, შეიძლება, რომ ერთად დაიწეროს) იქამდე, სანამ უსაქმოდ ჩახვალ, ერთხელ, დაისზე - შემოიარე ჩემთან ჩაიზე!" Я крикнул солнцу: "Погоди! послушай, златолобо, чем так, без дела заходить, ко мне на чай зашло бы!"
რა მრჯიდა ნეტავ! მივქარე! ჩემთან, გაშალა სხივი - ნაბიჯი მზემ და - მოემართება ველის გადავლით. არ ვიმჩნევ შიშს და გაპარვა მინდა, მაგრამ მზის თვალი უკვე ბაღშია. Что я наделал! Я погиб! Ко мне, по доброй воле, само, раскинув луч-шаги, шагает солнце в поле. Хочу испуг не показать - и ретируюсь задом. Уже в саду его глаза. Уже проходит садом.
გადმოიარა ბაღიც, სარკმელიც, კარის ღრიჭოშიც შემოაღწია. მზის მთელი მასა დახვავდა სახლში; შემოეტია. დაიბუბუნა: "მეძახდი? აჰა! შენ ხარ პირველი ვისაც არ დავწვავ! მიდი, პოეტო, შენი ჩაი და ზედაც მურაბა გამოიტანე, ახლავ!" В окошки, в двери, в щель войдя, валилась солнца масса, ввалилось; дух переведя, заговорило басом: "Гоню обратно я огни впервые с сотворенья. Ты звал меня? Чаи гони, гони, поэт, варенье!"
თვალში ცრემლი და სიცხე შემშლელი, "რა გაეწყობა, დაჯექ, მნათობო" რა მაბღავლებდა! ჯანდაბა ჩემს თავს! თუ დავიღუპე ნეტა საერთოდ?! და ნირშეცვლილი ჩამოვჯექი სკამის კიდეზე, ვშიშობ - ამაზე უარესი არ დავიმართო! Слеза из глаз у самого - жара с ума сводила, но я ему - на самовар: "Ну что ж, садись, светило!" Черт дернул дерзости мои орать ему,- сконфужен, я сел на уголок скамьи, боюсь - не вышло б хуже!
მზე ზის და დასდის უცხო ნათელი, სულ არ დაეძებს სიდარბაისლეს. მეც მოზომილად ვესაუბრები, იმას ვუამბობ, ამას ვუყვები: როგორ მომბეზრდა РОСТА - და დავგმე, მან კი - "ჰო, კარგი, გეყოფა ერთი - უფრო მარტივად შეხედე საქმეს!" Но странная из солнца ясь струилась,- и степенность забыв, сижу, разговорясь с светилом постепенно. Про то, про это говорю, что-де заела Роста - უნდა ეწეროს: РОСТА(Российское телеграфное агентство) - სადაც პოეტი მუშაობდა; კერძოდ, პლაკატებს ხატავდა... а солнце: "Ладно, не горюй, смотри на вещи просто!
არც ჩემი ხვედრი არის იოლი, მიდი და სცადე, ანათე "в оба"! - (ანუ: გაფაციცებულმა, ყურადღებით, დაკვირვებით) ვიმასლაათეთ - იქამდე, ვიდრე მობნელდა; ანუ დადგა ღამე - უკვე ყოფილი სიბნელე, აბა რა სათქმელია, როცა მზე არის ჩემი ძმობილი. А мне, ты думаешь, светить легко. - Поди, попробуй! - А вот идешь - взялось идти, идешь - и светишь в оба!" Болтали так до темноты - до бывшей ночи то есть. Какая тьма уж тут? На "ты" мы с ним, совсем освоясь.
მხარზე ხელს ვურტყამ - სანამ ჩვენი ძმობა გაცივდა, ისიც: "მე და შენ, ამხანაგო, ახლა ვართ ორნი!" "წამო", პოეტო, გამოვანათოთ, სიმღერა ვუთხრათ ქვეყანას - ჩაძირულს ნაცრისფერ ღონში.(ამ შემთხვევაში იგულისხმება კერპები, რომელნიც თავისი არსით ხლამია) И скоро, дружбы не тая, бью по плечу его я. А солнце тоже: "Ты да я, нас, товарищ, двое! Пойдем, поэт, взорим, вспоем у мира в сером хламе.
მე სხივებს ჩემსას დავღვრი, შენ კიდევ - შენი ლექსიდან გადაუკიდე. ძირს! ორ ლულიან მზეთა სამიზნე - დაეცა ღამის ციხეცა და კედლის ლანდებიც, რასაც მოხვდება გამოაბრწყინებს სხივებისა და ლექსის ტანდემი. Я буду солнце лить свое, а ты - свое, стихами". Стена теней, ночей тюрьма под солнц двустволкой пала. Стихов и света кутерьма сияй во что попало!
ღამე ყეყეჩი და ძილისგუდა, მალე იღლება და დაწვეს უნდა. ამ დროს - მე მთელი ძალით ვანათებ - და დღე ფხიზლდება. Устанет то, и хочет ночь прилечь, тупая сонница. Вдруг - я во всю светаю мочь – и снова день трезвонится. .............................. ვანათოთ ყოველთვის, ვანათოთ ყველგან, ბოლო წუთამდე; ფეთქვამდე გულის. ვანათოთ ერთად - სხვაგვარად არც გვძალგვიძს! აი, "ლოზუნგი" ჩემი და მზის! Светить всегда, светить везде, до дней последних донца, светить - и никаких гвоздей! Вот лозунг мой и солнца! ნეფერტარი@ სასიამოვნოა, რომ შემოგვეშველეთ; ხელოვნების ნებისმიერი სფერო - შემოქმედებითი პროცესია და ამ პროცესში რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, ბუნებრივია, მით მეტად წაადგება საქმეს... :)

ღამე ყეყეჩი და ძილისგუდა, მალე იღლება და დაწვეს უნდა. ამ დროს - მე მთელი ძალით ვანათებ - და დღე ფხიზლდება. Устанет то, и хочет ночь прилечь, тупая сонница. Вдруг - я во всю светаю мочь – и снова день трезвонится. .............................. ვანათოთ ყოველთვის, ვანათოთ ყველგან, ბოლო წუთამდე; ფეთქვამდე გულის. ვანათოთ ერთად - სხვაგვარად არც გვძალგვიძს! აი, "ლოზუნგი" ჩემი და მზის! Светить всегда, светить везде, до дней последних донца, светить - и никаких гвоздей! Вот лозунг мой и солнца!
15. გამარჯობა:) თარგმანი მცირედ ჩავასწორე და ვფიქრობ, არანაირად არ დაზარალდა ამით, უფრო პირიქით. მადლობა.
რაც შეეხება ფინალს: ყველაზე რთულია ხოლმე გამოთქმებისა და ანდაზების თარგმნა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავტორს სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობიდან ამოაქვს მხატვრული სახე. ის, რომ მაიაკოვსკის "ლურსმნიდან" ამოაქვს ჯვარცმის ასოციაცია არ ახალია და ნეფერტარმა მოიყვანა მაგალითები. მე დავამატებ,
"ფლეიტის" ფინალი არის ასეთი: Видите - гвоздями слов прибит к бумаге я.
გარდა ამისა, მთელ პოემაში არის მისთვის დამახასიათებელი, ღმერთთან თანასწორი საუბრის, ან უფრო მეტი, მასზე მაღლა თავის დაყენების მაგალითები. და არა მარტო ფლეიტაში. "ღრუბელში" წერს:
Я, златоустейший, чье каждое слово душу новородит,
ან:
и не было ни одного, который не кричал бы: «Распни, распни его!» Но мне — люди, и те, что обидели — вы мне всего дороже и ближе.
ან:
А я у вас — его предтеча; я — где боль, везде; на каждой капле слёзовой течи распял себя на кресте.
"კომუნისტ" მაიაკოვსკის ჰქონდა სრულყოფილი რელიგიური განათლება!
ჩემი უსაყვარლესი ლექსი "А все-таки" მთავრდება ასე:
Как трактир, мне страшен ваш страшный суд! Меня одного сквозь горящие здания проститутки, как святыню, на руках понесут и покажут богу в свое оправдание.
И бог заплачет над моею книжкой! Не слова — судороги, слипшиеся комом; и побежит по небу с моими стихами под мышкой и будет, задыхаясь, читать их своим знакомым.
ნუ რა ვიცი, გავაგრძელო? მგონი სრულიად გასაგებია, აქედან გამომდინარე ჩემი გადაწყვეტილება, სიტყვასიტყვით მეთარგმნა ფინალი და არ დამეკარგა სახე. თუმცა ვიცი, რომ უნდა მომენახა ქართული შესატყვისი, რაც იქნებოდა ფრთიანი გამოთქმა "ყველაფრისდა მიუხედავად" -ის ადექვატური, ოღონდ ისე, რომ დაკავშირებული ყოფილიყო სახარებასთან...ბევრი ვიფიქრე და ვერ ვნახე... იქნებ თქვენ იცით?
პატივისცემით.
გამარჯობა:) თარგმანი მცირედ ჩავასწორე და ვფიქრობ, არანაირად არ დაზარალდა ამით, უფრო პირიქით. მადლობა.

14. "Погоди! დაიცა! послушай, златолобо, მისმინე, ოქროშუბლავ, чем так, ვიდრე ასე, без дела заходить, უსაქმოდ ჩახვალ, ко мне შემოიარო იქნებ დაისზე на чай зашло бы!" ჩემთან, ჩაიზე!
რა ვიცი კიდევ უამრავი ვარიანტი გამიჩნდა თავში... მოკლედ, რენუარი უკეთ მოუვლის თავის თარგმანს.
"Погоди! დაიცა! послушай, златолобо, მისმინე, ოქროშუბლავ, чем так, ვიდრე ასე, без дела заходить, უსაქმოდ ჩახვალ, ко мне შემოიარო იქნებ დაისზე на чай зашло бы!" ჩემთან, ჩაიზე!
რა ვიცი კიდევ უამრავი ვარიანტი გამიჩნდა თავში... მოკლედ, რენუარი უკეთ მოუვლის თავის თარგმანს.
13. ყურადღებით წავიკითხე პალადას მოსაზრებები.
ხვალ ახლიდან/თავიდან? >> თუ ორივე მიუღებელია მაინც და მაინც მაშინ >> "ხელახლა"
მაიაკოვსკის მაინც და მაინც კომუნისტობას ნუ დავაბრალებთ, რატომ ? იმიტომ რომ თვითონ იბრალებს მეცამეტე მოციქულობას ( იხ. " ღრუბელი შარვლით" Я, воспевающий машину и Англию,/ может быть, просто, /в самом обыкновенном Евангелии/тринадцатый апостол./И когда мой голос / похабно ухает -/ от часа к часу,/целые сутки,/может быть, Иисус Христос нюхает/моей души незабудки.)
რაც შეეხება ლურსმნებს: თუ მაინც და მაინც ბრჭალებში ჩასმა იქნებოდა გამოსავალი (IMHO).
ინაზება - ქართულად "პრანჭიკელობას" არ ნიშნავს, თუ სიძულვილის ენას არ მივმართავთ. ამ შემთხვევაში ის ნიშნავს სიფაქიზეს, სინატიფეს. ნაზი არის სათუთი, აზიზი... ანტონიმია - უხეში.
ანუ რომ ინაზები მაგ ღუბლებშიო - ასე ეუბნება მზეს ჩემი მეზობელი.
შუბლმოოქროვილო/შუბლმოოქროულო : "Погоди! послушай, златолобо" - დავაკვირდეთ რას ამბობს აქ. არანაირი მოოქროვილი და მოვერცხილილი, :)) ეს არის პირდაპირ ოქრო, ანუ თუ სიტყვასიტყვით თუ ვთარგმნით გამოდის, "დაიცა! მისმინე ოქროშუბლავ"
"Погоди! დაიცა! послушай, златолобо, მისმინე, ოქროშუბლავ, чем так, ვიდრე ასე, без дела заходить, უსაქმოდ ჩახვალ, ко мне შემოიარო ეგებ დაისზე на чай зашло бы!" ჩემთან, ჭიქა ჩაიზე!
მოკლედ მაინც გამაბედინეთ რა... :)) რაც შეეხება ლიტერატურულ და არალიტერატურულს, არც "დაიცა" და "მოიცა" გახლვათ ლიტერატურული, მაგრამ უხდება ლექსის ტონალობას და თარგმანს.
ყველას მადლობა, ვიცი, ამ ჩემი კომენტარიდან რაღაცეებს გაიზიარებთ. განსაკუთრებით "ოქროშუბლა" მოგეწონებათ.
ყურადღებით წავიკითხე პალადას მოსაზრებები.

12. "1. "никаких гвоздей" ნიშნავს, რომ არავითარი წინაღობა, ანუ - აუცილებლად, მაგრამ გამოთქმასაც ხომ აქვს თავისი წარმომავლობა? როცა გაბრწყინებაზეა საუბარი, მაიაკოვსკი ასოციაციას აკეთებს იესოსთან. ახასიათებს მას საკუთარი პერსონის ასე წარმოჩენა, პოემაში "ღრუბელი შარვლით" ბევრია ამის მაგალითი. ვფიქრობ, თარგმანში პირდაპირი მნიშვნელობის გადმოტანა არის სახის არდაკარგვის მცდელობა."
რა გითხრათ აბაა?! სიტყვათა კომბინაცია არ შეიძლება(კატეგორიულად) სიტყვა - სიტყვით ითარგმნოს(ეს არის უხეში შეცდომაა!), მითუმეტეს ამ შემთხვევაში - უაზრობა გამოდის... და თან მზეში იგულისხმება არა ღმერთი, არამედ ადამიანი და სავარაუდოდ მეცნიერი(იმას, რომ თავი დავანებოთ: კომუნისტს, თავის არსით - პოეტს, ღმერთთან საერთოდ რა ესამება?!)... :O
"2. "ხვალ, ახლიდან" - "ხვალ თავიდან" რომელი სჯობია?" რა მნიშვნელობა აქვს რომელი სჯობია?! -" ახლიდან" არის კუთხური(არალიტერატურული) სიტყვა, "თავიდან" ლიტერატურული!
"3. ნებივრობა შეიძლება, მაგრამ განაზებაც არ მგონია რაიმეს ცვლიდეს."
ინაზები ქართულად ნიშნავს პრანჭიკელობას(განაზვას, გაპრანჭვას), ნებივრობა კი ნიშნავს თავით პატივისცემას, სიამოვნების მიღებას!... მითუმეტეს, თუ მზეში ღმერთი იგულისხმეთ, "ღმერთი ინაზება" მითუმეტეს რას ნიშნავს?!
"4. შუბლმლმოოქროვილი ძალიან ბევრმარცვლიანია:)"
ნუ, ამ შემთხვევაში მარცვლების რაოდენობა არაფერს არ ცვლის, როდესაც საქმე გრამატიკულ შეცდომასთან გვაქვს!
"მადლობა. მოდი, გააგრძელე რედაქტირება. წინასწარ გიხდი მადლობას."
გთხოვთ შენიშვნად ნუ მიიღებთ; ჩავთვალე, რომ გსურდათ განსაკუთრებით კარგი გამოსულიყო თარგმანი და შემოგეშველესავით, მაგრამ გაგრძელებას რაღა აზრი აქვს, თუ არაფერში არ მეთანხმბით?!(დატოვეთ მაშინ ისე, როგორც არის, ნება თქვენია)... :) "1. "никаких гвоздей" ნიშნავს, რომ არავითარი წინაღობა, ანუ - აუცილებლად, მაგრამ გამოთქმასაც ხომ აქვს თავისი წარმომავლობა? როცა გაბრწყინებაზეა საუბარი, მაიაკოვსკი ასოციაციას აკეთებს იესოსთან. ახასიათებს მას საკუთარი პერსონის ასე წარმოჩენა, პოემაში "ღრუბელი შარვლით" ბევრია ამის მაგალითი. ვფიქრობ, თარგმანში პირდაპირი მნიშვნელობის გადმოტანა არის სახის არდაკარგვის მცდელობა."
რა გითხრათ აბაა?! სიტყვათა კომბინაცია არ შეიძლება(კატეგორიულად) სიტყვა - სიტყვით ითარგმნოს(ეს არის უხეში შეცდომაა!), მითუმეტეს ამ შემთხვევაში - უაზრობა გამოდის... და თან მზეში იგულისხმება არა ღმერთი, არამედ ადამიანი და სავარაუდოდ მეცნიერი(იმას, რომ თავი დავანებოთ: კომუნისტს, თავის არსით - პოეტს, ღმერთთან საერთოდ რა ესამება?!)... :O
"2. "ხვალ, ახლიდან" - "ხვალ თავიდან" რომელი სჯობია?" რა მნიშვნელობა აქვს რომელი სჯობია?! -" ახლიდან" არის კუთხური(არალიტერატურული) სიტყვა, "თავიდან" ლიტერატურული!
"3. ნებივრობა შეიძლება, მაგრამ განაზებაც არ მგონია რაიმეს ცვლიდეს."
ინაზები ქართულად ნიშნავს პრანჭიკელობას(განაზვას, გაპრანჭვას), ნებივრობა კი ნიშნავს თავით პატივისცემას, სიამოვნების მიღებას!... მითუმეტეს, თუ მზეში ღმერთი იგულისხმეთ, "ღმერთი ინაზება" მითუმეტეს რას ნიშნავს?!
"4. შუბლმლმოოქროვილი ძალიან ბევრმარცვლიანია:)"
ნუ, ამ შემთხვევაში მარცვლების რაოდენობა არაფერს არ ცვლის, როდესაც საქმე გრამატიკულ შეცდომასთან გვაქვს!
"მადლობა. მოდი, გააგრძელე რედაქტირება. წინასწარ გიხდი მადლობას."
გთხოვთ შენიშვნად ნუ მიიღებთ; ჩავთვალე, რომ გსურდათ განსაკუთრებით კარგი გამოსულიყო თარგმანი და შემოგეშველესავით, მაგრამ გაგრძელებას რაღა აზრი აქვს, თუ არაფერში არ მეთანხმბით?!(დატოვეთ მაშინ ისე, როგორც არის, ნება თქვენია)... :)
11. მადლობა პალადას:*
1. "никаких гвоздей" ნიშნავს, რომ არავითარი წინაღობა, ანუ - აუცილებლად, მაგრამ გამოთქმასაც ხომ აქვს თავისი წარმომავლობა? როცა გაბრწყინებაზეა საუბარი, მაიაკოვსკი ასოციაციას აკეთებს იესოსთან. ახასიათებს მას საკუთარი პერსონის ასე წარმოჩენა, პოემაში "ღრუბელი შარვლით" ბევრია ამის მაგალითი. ვფიქრობ, თარგმანში პირდაპირი მნიშვნელობის გადმოტანა არის სახის არდაკარგვის მცდელობა. 2. "ხვალ, ახლიდან" - "ხვალ თავიდან" რომელი სჯობია? 3. ნებივრობა შეიძლება, მაგრამ განაზებაც არ მგონია რაიმეს ცვლიდეს. 4. შუბლმლმოოქროვილი ძალიან ბევრმარცვლიანია:) მადლობა. მოდი, გააგრძელე რედაქტირება. წინასწარ გიხდი მადლობას. მადლობა პალადას:*
1. "никаких гвоздей" ნიშნავს, რომ არავითარი წინაღობა, ანუ - აუცილებლად, მაგრამ გამოთქმასაც ხომ აქვს თავისი წარმომავლობა? როცა გაბრწყინებაზეა საუბარი, მაიაკოვსკი ასოციაციას აკეთებს იესოსთან. ახასიათებს მას საკუთარი პერსონის ასე წარმოჩენა, პოემაში "ღრუბელი შარვლით" ბევრია ამის მაგალითი. ვფიქრობ, თარგმანში პირდაპირი მნიშვნელობის გადმოტანა არის სახის არდაკარგვის მცდელობა. 2. "ხვალ, ახლიდან" - "ხვალ თავიდან" რომელი სჯობია? 3. ნებივრობა შეიძლება, მაგრამ განაზებაც არ მგონია რაიმეს ცვლიდეს. 4. შუბლმლმოოქროვილი ძალიან ბევრმარცვლიანია:) მადლობა. მოდი, გააგრძელე რედაქტირება. წინასწარ გიხდი მადლობას.
10. ეს, თვალის ერთი გადავლებით რაც შევნიშნე(საფუძვლიან რედაქტირებას თუ ინებებთ - არც მაგაზე დაგზარდებით): ახლიდან - თავიდან ამდგარიყო("მზის ადგომა" პირველად თქვენგან გავიგე) - ამოსულიყო ინაზები ღრუბლებში მარტო! - ნებივრობ(занежен - განებივრებული, გაზულუქებული; ანუ აზრი იცვლება, იკარგება) პლაკატი - "პლაკატი" შუბლმოოქრულო - შუბლმოოქროვილო განსხივოსნება ყოველგვარი ლურსმნის გარეშე.(светить - и никаких гвоздей!) - ლურსმანი საერთოდ არაფერ შუაშია, "и никаких гвоздей" გამოთქმაა ასეთი და ნიშნავს: აუცილებლად, ყოველ მიზეზგარეშე, ყველა ვარიანტში, მიუხედავად ყველაფრისა(ყველა ხელშემშლელი ფაქტორისა)... ეს, თვალის ერთი გადავლებით რაც შევნიშნე(საფუძვლიან რედაქტირებას თუ ინებებთ - არც მაგაზე დაგზარდებით): ახლიდან - თავიდან ამდგარიყო("მზის ადგომა" პირველად თქვენგან გავიგე) - ამოსულიყო ინაზები ღრუბლებში მარტო! - ნებივრობ(занежен - განებივრებული, გაზულუქებული; ანუ აზრი იცვლება, იკარგება) პლაკატი - "პლაკატი" შუბლმოოქრულო - შუბლმოოქროვილო განსხივოსნება ყოველგვარი ლურსმნის გარეშე.(светить - и никаких гвоздей!) - ლურსმანი საერთოდ არაფერ შუაშია, "и никаких гвоздей" გამოთქმაა ასეთი და ნიშნავს: აუცილებლად, ყოველ მიზეზგარეშე, ყველა ვარიანტში, მიუხედავად ყველაფრისა(ყველა ხელშემშლელი ფაქტორისა)...
9. ნეფერტარ :* რა კარგი რამ ჩაგიდენიათ :)
ნეფერტარ :* რა კარგი რამ ჩაგიდენიათ :)
8. უჰ, ისე ვინერვიულე, მთავარი დამავიწყდა.
მადლობა რომ თარგმნეთ მზის ლექსი და ჩემი თხოვნა შეასრულეთ. მადლობა რომ ენდობით ჩემს გემოვნებას (ყველაზე რთული საქმეა).
წავუკითხე ამ დილით ადრე. გამვლელმა ფურცელი გამომართვა(წაიღო). მოეწონა !
უჰ, ისე ვინერვიულე, მთავარი დამავიწყდა.
მადლობა რომ თარგმნეთ მზის ლექსი და ჩემი თხოვნა შეასრულეთ. მადლობა რომ ენდობით ჩემს გემოვნებას (ყველაზე რთული საქმეა).
წავუკითხე ამ დილით ადრე. გამვლელმა ფურცელი გამომართვა(წაიღო). მოეწონა !
7. კი, მახსოვს ჩემი თხოვნა რომ ეს ლექსი გეთარგმნათ. მერე კი ვინერვიულე ცოტა, ვფიქრობდი, გამოწვევასავით ხომ არ გამომივიდა თქო, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, მხოლოდ კარგი თარგმანი მინდოდა, მინდოდა ქართულად დამენახა მაიაკოვსკის სიმაღლეები. ისეთი ძლიერი იყო ამ ლექსით მოგვრილი პირველწაკითხვის შთაბეჭდილება, წლების შემდეგ ვიგრძენი, მხოლოდ თქვენ შეძლებდით მის გადმოქართულებას ისე, რომ მუხტი, ტეხილობა (კარგად თქვა წინა კომენტარმა) ზუსტად გადმოგეტანათ.
სათარგმნიო ?: ))) აბა მაგას რა გამოლევს.. :) რაკი ამ საიტზე ვართ, მაშინ "ძმებო მწერლებო" ისე გამოვა, თითქოს მაიაკოვსკი მოგვმართავს ყველას ძმებო მწერლებოო... :)) აი აქაა. http://slova.org.ru/mayakovskiy/bratijapisateli/
და ბარემ ვერცხლის საუკუნიდან - "ТАМАРА И ДЕМОН" http://rupoem.ru/mayakovskij/ot-etogo-tereka.aspx НАДОЕЛО http://rupoem.ru/mayakovskij/ne-vysidel-doma.aspx
კი, მახსოვს ჩემი თხოვნა რომ ეს ლექსი გეთარგმნათ. მერე კი ვინერვიულე ცოტა, ვფიქრობდი, გამოწვევასავით ხომ არ გამომივიდა თქო, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, მხოლოდ კარგი თარგმანი მინდოდა, მინდოდა ქართულად დამენახა მაიაკოვსკის სიმაღლეები. ისეთი ძლიერი იყო ამ ლექსით მოგვრილი პირველწაკითხვის შთაბეჭდილება, წლების შემდეგ ვიგრძენი, მხოლოდ თქვენ შეძლებდით მის გადმოქართულებას ისე, რომ მუხტი, ტეხილობა (კარგად თქვა წინა კომენტარმა) ზუსტად გადმოგეტანათ.
სათარგმნიო ?: ))) აბა მაგას რა გამოლევს.. :) რაკი ამ საიტზე ვართ, მაშინ "ძმებო მწერლებო" ისე გამოვა, თითქოს მაიაკოვსკი მოგვმართავს ყველას ძმებო მწერლებოო... :)) აი აქაა. http://slova.org.ru/mayakovskiy/bratijapisateli/
და ბარემ ვერცხლის საუკუნიდან - "ТАМАРА И ДЕМОН" http://rupoem.ru/mayakovskij/ot-etogo-tereka.aspx НАДОЕЛО http://rupoem.ru/mayakovskij/ne-vysidel-doma.aspx
6. ის მოხეთქილობა, მოდგლეშილობა და გაქანება, რაც ვალოდიამ, ანუ პოეტმა, ანუ კაცმა, ანუ ვაჟკაცმა, განფინა და დაავანა დატეხილ-დამსხვრეულ, მაგრამ მძივებივით ასხმულ ლექსებში და, ეს ყველაფერი უნაზესი ქალბატონის, ანუ რენუარის, ანუ პოეტესა ნინოს, ანუ ნინო ქოქოსაძის მიერ დედანში არსებული, თითქმის ასპროცენტიანი პათოსით გადმოქართულდა, შურს იწვევს ჩემში და, ალბათ, არა მარტო ჩემში, პოეტში, რომელსაც მიყვარს მაიაკოვსკი და ერთი სტრიქონიც ვერ ვთარგმნე ისე მაინც, ნინიკოს თარგმანის ლანდი რომ ყოფილიყო. რაღა დამრჩენია, უნდა მოველაპარაკო ლილიჩკას და გავაპუტინო ნინიკო, რომელიც ძალიან მიყვარს და, რომელსაც ძალიან, ძალიან პატივს ვცემ. გ ა ი ხ ა რ ე! ის მოხეთქილობა, მოდგლეშილობა და გაქანება, რაც ვალოდიამ, ანუ პოეტმა, ანუ კაცმა, ანუ ვაჟკაცმა, განფინა და დაავანა დატეხილ-დამსხვრეულ, მაგრამ მძივებივით ასხმულ ლექსებში და, ეს ყველაფერი უნაზესი ქალბატონის, ანუ რენუარის, ანუ პოეტესა ნინოს, ანუ ნინო ქოქოსაძის მიერ დედანში არსებული, თითქმის ასპროცენტიანი პათოსით გადმოქართულდა, შურს იწვევს ჩემში და, ალბათ, არა მარტო ჩემში, პოეტში, რომელსაც მიყვარს მაიაკოვსკი და ერთი სტრიქონიც ვერ ვთარგმნე ისე მაინც, ნინიკოს თარგმანის ლანდი რომ ყოფილიყო. რაღა დამრჩენია, უნდა მოველაპარაკო ლილიჩკას და გავაპუტინო ნინიკო, რომელიც ძალიან მიყვარს და, რომელსაც ძალიან, ძალიან პატივს ვცემ. გ ა ი ხ ა რ ე!
5. მადლობა ჩემო კარგებო:* ნეფერტარ, თქვენ მიბიძგეთ ამ ლექსის თარგმანზე:* მე მქონდა მხოლოდ ბოლო სტროფი თარგმნილი, რომელიც მერე ცოტა ამოვარდა ძირითადი რიტმიდან, მაგრამ ვეცდები გავასწორო. კიდევ, უნდა ვაღიარო, რომ პირველ ნაწილზე ვიმუშავე უფრო სერიოზულად. მეორე ნაწილში კი ბევრგან ავცდი ორიგინალს. ზოგადად, ცოტა განსხვავებული ლექსია ევფონიურად თვითონ მაიაკოვსკისთვისაც. ვშიშობდი მეორე ნაწილის გამო. გთხოვთ, თუ ვინმეს კრიტიკული მოსაზრება ექნება უსათუოდ გამიზიაროს.
ნეფერტარ, ახლა რომელი ლექსი ავიღო სათარგმნად? გენდობი მთლიანად. :* მადლობა ჩემო კარგებო:* ნეფერტარ, თქვენ მიბიძგეთ ამ ლექსის თარგმანზე:* მე მქონდა მხოლოდ ბოლო სტროფი თარგმნილი, რომელიც მერე ცოტა ამოვარდა ძირითადი რიტმიდან, მაგრამ ვეცდები გავასწორო. კიდევ, უნდა ვაღიარო, რომ პირველ ნაწილზე ვიმუშავე უფრო სერიოზულად. მეორე ნაწილში კი ბევრგან ავცდი ორიგინალს. ზოგადად, ცოტა განსხვავებული ლექსია ევფონიურად თვითონ მაიაკოვსკისთვისაც. ვშიშობდი მეორე ნაწილის გამო. გთხოვთ, თუ ვინმეს კრიტიკული მოსაზრება ექნება უსათუოდ გამიზიაროს.
ნეფერტარ, ახლა რომელი ლექსი ავიღო სათარგმნად? გენდობი მთლიანად. :*
4. გენიალური თარგმანია. გ ე ნ ი ა ლ უ რ ი !!!
რამდენი ვიწვალე რომ მეთარგმნა, კი ბატონო ვიცი რუსული ენა შესანიშნავად. მაგრამ არ გამოვიდა. პოეტი ჭირდება თარგმანს. ჰოდა მიაგნო მაიაკოვსკიმ რენუარს, შედეგმაც არ დააყოვნა, გაცოცხლდა და გასხოვოსნდა ქართულ ენაზე ხელახლა.. თვითონაც და მისი ლექსებიც...
ძალიან გამახარა ამ თარგმანმა. როგორც მაიაკოვსკის გაეხარდებოდა, ისე გამეხარდა. ხვალ დილა ადრიან მოვუყვები ამ ამბავს და ლექსსაც წავუკითხავ.
გენიალური თარგმანია. გ ე ნ ი ა ლ უ რ ი !!!
რამდენი ვიწვალე რომ მეთარგმნა, კი ბატონო ვიცი რუსული ენა შესანიშნავად. მაგრამ არ გამოვიდა. პოეტი ჭირდება თარგმანს. ჰოდა მიაგნო მაიაკოვსკიმ რენუარს, შედეგმაც არ დააყოვნა, გაცოცხლდა და გასხოვოსნდა ქართულ ენაზე ხელახლა.. თვითონაც და მისი ლექსებიც...
ძალიან გამახარა ამ თარგმანმა. როგორც მაიაკოვსკის გაეხარდებოდა, ისე გამეხარდა. ხვალ დილა ადრიან მოვუყვები ამ ამბავს და ლექსსაც წავუკითხავ.
3. მზესთან ერთად რომ ჩაის სვამდა, ის კაცი, ჩემი "ზემლიაკი " ... :)
რა კარგი იყო, რა ძალიან კარგი!
მზესთან ერთად რომ ჩაის სვამდა, ის კაცი, ჩემი "ზემლიაკი " ... :)
რა კარგი იყო, რა ძალიან კარგი!
2. უძლიერესია მაიაკოვსკი. მთარგმნელის ოსტატობით კიდევ უფრო ძლიერ მუხტს იძენს უძლიერესია მაიაკოვსკი. მთარგმნელის ოსტატობით კიდევ უფრო ძლიერ მუხტს იძენს
1. მშვენიერი მელოდიური თარგმანია. მშვენიერი მელოდიური თარგმანია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|