მას შეეძლო, საკუთარ თავზე მეტად ღმერთი ჰყვარებოდა. ამიტომაც მისი ღმერთის გაცნობა მომინდა.
*** მუქი ჭაობისფერი თვალები ჰქონდა, აქა-იქ ღია თაფლისფერი წერტილებით და ყოველთვის, როცა მიყურებდა, საშინელი შიში მიპყრობდა, ოღონდ მისი ღმერთის შიში. სულ ვეუბნებოდი, რომ არ შეიძლება, შიშის გამო გწამდეს, რადგან რწმენა შვება უნდა იყოს და არა კლიტე, რომელსაც ვერცერთი გასაღებით ვერ ხსნი. #6-ის ღმერთი იმდენად დიდი იყო რომ მასში ვერ ეტეოდა, მე კი მჯეროდა, რომ ყველას ღმერთი ამოსუნთქვებს შორის დროის მონაკვეთშია და სივრცე არ სჭირდება.
*** ერთმანეთის ღმერთების რომ ვერ დავიჯერეთ, გადავწყვიტეთ, ერთმანეთი მაინც გაგვეცნო. #6 დღითიდღე პატარავდებოდა. მეგონა, რომ ყოველ შეხებაზე რაღაც ნაწილს ვგლეჯდი. თვალებმოჭუტულმა დაიწყო სიარული, აღარ იღიმოდა და აბსოლუტურად ყველა შემხვედრს ერთნაირად ხვდებოდა. თითქოს ზღვარი მოეშალა ადამიანებს შორის და ვალდებული იყო , ყველასთან ერთნაირად ელაპარაკა. ნელ-ნელა სასმელში ხრჩობა დაიწყო ყველაგამოცლილმა. მის გადარჩენასაც კი ვერ ვცდილობდი, იმიტომ რომ გარშემო ყველა გზა შემოინგრია. საკუთარი ღმერთის ამარა უნდოდა დარჩენა. მხოლოდ სიკვდილზე ლაპარაკობდა და მეც ვუსმენდი. არაფერია იმაზე საშინელი, როცა ადამიანი ხელებგამოწვდილი გიზის წინ და თავის აუწევლად ზედმიწევნით გიყვება საკუთარ სიკვდილს.
მე წარმოდგენილი მქონდა ყოველი წამი მისი არგამოჩენის შემდეგ, მაგრამ ის ყოველთვის ჩნდებოდა- უფრო პატარა, უფრო დამხრჩვალი, სასმლის სუნითა და მარტოობით გაჟღენთილი. ახლა არც კი ვიცი სადაა, როგორაა, იქნებ მისი ღმერთი უფრო გადიდდა და შთანთქა #6 ან იქნებ #6 გადიდდა და ღმერთი გაუქრა.
*** მესიზმრება ხოლმე ზოგჯერ ისეთი, როგორიც გავიცანი. საკუთარ ხელებს ეთამაშება და მეუბნება: ,,ჩემი ღმერთი ჩემი ხელის სიცოცხლის ხაზშიაო.” მისი სიცოცხლის ხაზი ზედმეტად მოკლეა და ვცდილობ, არ ვუყურო. ეს ერთადერთი მომენტია, როცა ჩვენი ღმერთები ერთმანეთს ჰგვანან – მაგრამ ეს მომენტი არ არსებობს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ველოდი, როდის მოხვიდოდი. ველოდი, როდის მოხვიდოდი.
5. "საკუთარი ღმერთის ამარა უნდოდა დარჩენა." ამის გამო ღირს, +2 "საკუთარი ღმერთის ამარა უნდოდა დარჩენა." ამის გამო ღირს, +2
4. მადლობა ყველას. : ) მადლობა ყველას. : )
3. ძალიან მომეწონა. კარგად დაწერილი და თავისუფლად საკითხავი ნაწერია. აუცილებლად ვესტუმრები კიდევ ამ გვერდს. (მუხას კომენტარს შემოვყევი აქ.) +5 ძალიან მომეწონა. კარგად დაწერილი და თავისუფლად საკითხავი ნაწერია. აუცილებლად ვესტუმრები კიდევ ამ გვერდს. (მუხას კომენტარს შემოვყევი აქ.) +5
2. კარგია. გემრიელი, ემოციური წერა იცის ამ ავტორმა. კარგია. გემრიელი, ემოციური წერა იცის ამ ავტორმა.
1. საინტერესოა საინტერესოა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|