ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2017


ი მ ე დ ი, შენ

ინათებს, შემოხვალ სულში და
მზისფერად შეფერავ სამყაროს.
მეტყვი რომ, არა ღირს ფიქრები
სულიდან შორს უნდა გავყარო
ხალისი დავფინო ყოველ დღეს,
იმედი მუდმივად ნაყარობს,
წვიმები გარეცხავს ქვაფენილს,
გზა სიხარულისკენ გავკვალო.
მოგისმენ, მზერასაც გარიდებ,
ვითომდა, თანხმობას გიცხადებ,
გიღიმი, როგორღაც გარწმუნებ
ღრუბელმა, მეც ფერი ვიცვალე.
მიღიმი უნდობლად და მაინც
იმედით თვალებში შემრჩები
და ვნატრობ ნეტავი შენ იყო
ამ ჩემი ბედ–იღბლის ფერმწერი..
შუბისტარს მიაღწევს დღის მადლი,
სიცოცხლე შეშლილი ვეფხვივით,
მძვინვარებს და თვალებს აცეცებს,
მშვიდდება იმედით მერე და
ცხოვრების ნამცეცებს აგროვებს.
ინათებს თუ არა მოდიხარ
და სულში მზესავით სახლდები,
კარგია, შენაც რომ არსებობ,
მეგობრად მყოლია საფერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები