| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 28 დეკემბერი, 2017 |
იმედმა სევდა წამოიცვა როგორც მუნდირი, გაიაფებულ სილუეტებს, დამღა უბირის, ფოთოლგაცვენილ ,ტყეს შიშველა, მკერდი უცინის, შობა–ახალ წელს, დაუმძიმდა ჭრელი ხურჯინი. მზე შუბისტარზე აიწევა, თბილი ნათებით, მერე აპრილი, თეთრი კაბით შემოენთება, იქნება ყველგან ველურ იის შემოფეთებაც და მეც მექნება, შენთან სულის შემოკედლება. ახლა კი, ახლა,სწორედ ახლა მითხარი შენ რომ, ახალი წელი, შობა, სწორედ შეგვეფერება, შენი ხელები, მოხვალ, თბილი შემომეხვევა და ჩვენ, სამყაროს მთელი სიტკბო დაგვებედება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა მუხა, მადლობა.
ნ ე ქ ტ ა რ ი. მადლობა მუხა, მადლობა.
ნ ე ქ ტ ა რ ი.
5. უდიდესი მადლობა ჩემო ძვირფასო ადამიანებო: თაზო ქიზიყელი, ნ–ი–კ–ი,ელადა, მძიმე ჯვარი და ეწ წელი თქვენთვის ყველაზე ბედნიერი და სიხარულით სავსე ყოფილიყოს ყველა შემდგომ წლებთან ერთად. პატივისცმით ნ ე ქ ტ ა რ ი. უდიდესი მადლობა ჩემო ძვირფასო ადამიანებო: თაზო ქიზიყელი, ნ–ი–კ–ი,ელადა, მძიმე ჯვარი და ეწ წელი თქვენთვის ყველაზე ბედნიერი და სიხარულით სავსე ყოფილიყოს ყველა შემდგომ წლებთან ერთად. პატივისცმით ნ ე ქ ტ ა რ ი.
3. აგიხდეს. მრავალს ბედნიერად.
აგიხდეს. მრავალს ბედნიერად.
2. აგხდენოდეთ დამდეგ ახალ წელს გილოცავთ :) აგხდენოდეთ დამდეგ ახალ წელს გილოცავთ :)
1. დაგბედებოდეს ნექტარ. 5 დაგბედებოდეს ნექტარ. 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|