თავად გვირჩევენ ცხოვრების გზები, - ვინ დატოვებდა ამ არჩევანს ჩვენდა იმედად. ვერ გადავრჩები?! ნუ გადავრჩები! თუ გზა შენამდე განგებამ ჩემთვის არ გაიმეტა. მინდა ვისუნთქო შენი სიმართლით, შენი სინათლით გაჯერეებული სუფთა ჰაერი,- გულისსწორიისთვის თავად სიცოცხლის გამეტების შლეგო სამყაროვ. ალბათ, თვით ღმერთსაც შევედავები, გონდაკარგვამდე სიყვარულს თუ არ გადამყარა
* ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) სიყვარული ფსიქიკურ აშლილობად აღიარა და დაავადებათა რეესტრში კოდით - F 63.9 შეიყვანა.