ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2018


ძველი ნაჩხვერი

ციხენაქები მთა-ველი
კოშკები ჭიუხვეთისა
დედული ზეცად მთამსვლელი
მამულს ვერ უქებს ერქვნის ფხას
ვის ახსოვს ლიბოხარები
ფერდას შეფენილ ციხეთა
მე მორკინალი ხარი ვარ
მტრის ჯიქანს რქაზე ვიხევ და
ბელტებში ზარებს ვადედებ
აკვნებს ვდარაჯობ წნორისას
ვინ მისცა ძმებო კარგ ხარს დრო
ცოხნის და წამოწოლისა.
დაბერებულა ბერიკლდე
მამათა კანჭით ნაროკვი
ხარებო ჯოგი დაგვიწყდეს
მლაშე ლოდივით ნალოკი...
თუ დაგვავიწყდეს ქვითკირებ
გადამტვრეული ქონგური
მამათა სისხლზე ნახნავი
მამათა სისხლში მოხნული
არ იკვეთება მუხლები
მართალ კვალზედა შემდგარი
სააქაოსაც უხდება
და საზეკაროც ეგ არი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები