| ავტორი: ლუტეცია ჟანრი: პოეზია 1 თებერვალი, 2018 |
"ავღანეთში ათობით თალიბი მებრძოლი მოკლეს", უფრო ზუსტად - 83, თვალი მოვკარი სიახლეს და მერე ფიქრები აირია, თითოეულს გონებაში ვუსვამდი კითხვას - ნეტა როგორი ბავშვი იყავი, რაზე ფიქრობდი, თამაშობდი, დედას როგორ ეხუტებოდი უსვამდი კითხვებს - "ღმერთი როგორია? რა აცვია? სად ცხოვრობს?" საერთოდ, ნეტავ ვინ გიხსენა პირველად ღმერთი როგორ იქცა იგი კეთილი მოხუციდან ისეთ საშიშად, ისეთ სასტიკად, როგორც ხალხმრავალ ადგილას უცაბედად მოსმენილი ალლაჰუ აკბარ! რა ვქნა, ისევ შენზე მეფიქრება - ნუთუ ოდესღაც შენც იყავი პატარა ბიჭი? ის ღმერთი ხომ მსხვერპლს არ ითხოვდა? ბავშვებს სხვა ჰყავთ თუ... თუ შენთან ერთად გაიზარდა და მოითხოვა ბავშვების სისხლი სხვა ბიჭების და გოგონების, უბრალოთა სხეულების დანაკუწება? მითხარი რატომ, რატომ მოკალი სიხარული ამქვეყნიური, შენთვისაც და სხვებისთვისაც სიხარულად დატოვე მხოლოდ შენი სიკვდილი... იმ სიხარულად, ახლა რომ ვგრძნობ...
მაგრამ სევდასაც სევდასაც ვგრძნობ, იმ ბავშვის გამო, შენში რომ მოკვდა სამუდამოდ, ნეტავ მის ნაცვლად მოგეკლა ღმერთი, საშიში, როგორც ალლაჰუ აკბარ! სასტიკი, როგორ ალლაჰუ აკბარ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. )))))))))))))) ))))))))))))))
30. ხოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოომ ნუ მოკლედ გეტყვი რა მეტი იკითხე და ნაკლები ილაპარაკე ოკ?!) ხოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოომ ნუ მოკლედ გეტყვი რა მეტი იკითხე და ნაკლები ილაპარაკე ოკ?!)
29. ძალიან ბევრი ასეთი კვლევა შემიძლია დავდო...... კარგს იზამთ თუ თქვენც ანალოგიურად მოიქცევით.... ტიციანს რაც შეეხება მას ქონდა სიმბოლიზმიდან ერთგვარი გადახვევა მაგრამ ფუტურისტი არასოდეს ყოფილა.... რა საჭიროა აქ პირფერობა, მართლა მხიბლავდა მე ერთ დროს ”დადა”, მტანჯავი იყო ეს გაორება, მონანიება კი არის სადა
ძალიან ბევრი ასეთი კვლევა შემიძლია დავდო...... კარგს იზამთ თუ თქვენც ანალოგიურად მოიქცევით.... ტიციანს რაც შეეხება მას ქონდა სიმბოლიზმიდან ერთგვარი გადახვევა მაგრამ ფუტურისტი არასოდეს ყოფილა.... რა საჭიროა აქ პირფერობა, მართლა მხიბლავდა მე ერთ დროს ”დადა”, მტანჯავი იყო ეს გაორება, მონანიება კი არის სადა
28.
სიმბოლიზმი ევროპულ და ქართულ ლიტერატურაში
სიმბოლიზმი ევროპულ ლიტერატურაში სრულიად განსხვავებული, ორიგინალური იდეებითა და შეხედულებებით შემოვიდა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, მისმა გამოჩენამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ევროპულ ლიტერატურაზე, ადამიანებმა თითქმის სულ მთლად მიივიწყეს მანამდე არსებული ლიტერატურული მიმდინარეობები და მთელი კონტინენტი მისი მიმდევარი გახდა, განსაკუთრებით კი დასავლეთი ევროპა. აღნიშნული ლიტერატურული მიმდინარეობა სრულიად განსხვავდებოდა და უპირისპირდებოდა კიდეც მანამდე არსებულ მიმდინარეობებს : რეალიზმსა და ნატურალიზმს. ამ უკანასკნელთა წარმომადგენლები ორიენტირებულნი იყვნენ რეალობის აღწერაზე, არსებულის ნამდვილი სახით წარმოჩინებაზე, რაც სრულიად უცხოა სიმბოლიზმისთვის, იგი სიმბოლოებითაა გაჯერებული, რომლებიც უამრავ მნიშვნელობას ატარებენ. სიმბოლისტი პოეტებისთვის უმნიშვნელოვანესია მუსიკალურობა, მათ პოეზიაში ლექსის რიტმულობას ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. სიმბოლიზმის მიზანდასახულებასა და არსს შესანიშნავად წარმოგვიდგენს ფრანგი პოეტი ჯან მორეასი 1886 წელს ჯურნალ „ლე ფიგარო“-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში „სიმბოლიზმის მანიფესტი“, სადაც იგი სიმბოლიზმს შემდეგნაირად განიხილავს: „განათლების, ობიექტური აღწერის, ცრუ მგრძნობელობისა და საჯარო გამოსვლების მტერი, სიმბოლისტური პოეზია ცდილობს შემოსოს იდეა მგრძნობიარე ფორმით, რომელიც, სხვათაშორის, არ იქნებოდა მისი თვითმიზანი, მაგრამ კარგად მოახერხებდა გამოეხატა იდეა და ქცეულიყო თემად, რადგანაც სიმბოლიზმის მიზანი არ არის საკუთარი თავით შემოფარგვლა!“ (ჯან მორეასი, 1886 წელი, „სიმბოლიზმის მანიფესტი“, ჟურნალი „ლე ფიგარო“ )
„პირველი სიმბოლისტური დაჯგუფება 80-იანი წლების შუახანებში შეიქმნა საფრანგეთში და 1898 წლამდე იარსება. თუმცა ლიტერატურაში მისი ფორმირების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდებოდა.“(ელენე ქადაგიშვილი, „სიმბოლიზმი“ ) ეს სწორედ ის დაჯგუფებაა, რომელმაც, ფაქტობრივად, ეპოქა შექმნა ლიტერატურის ისტორიაში და რომლის ლექსებიც დღესაც მოწონებას იმსახურებს, მისი გამოჩენილი წარმომადგენლები იყვნენ : შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, სტეფან მალარმე და პოლ ვერლენი. საფრანგეთიდან გავრცელდა ეს მიმდინარეობა და საკმაოდ კარგად განვითარდა რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, რუსეთში შესანიშნავი სიმბოლისტური სკოლა ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი წარმომადგენლები იყვნენ: ალ. ბლოკი, ვ. ივანოვი და ა. ბელი. შარლ ბოდლერი ლექსში „თრობა“ თვალნათლივ წარმოგვიჩენს სიმბოლისტურ მსოფლმხედველობას - თავისუფლების, სილაღის ჟინი, გამუდმებული სიმთვრალე, რათა მოსწყდეს ამ ცხოვრებას, ჟამთა სვლასა და დროის უკუღმართობას, რომ არ გრძნობდეს ამქვეყნად არსებობის სიმძიმეს. პოეტს ერთადერთ ხსნად, სულიერი სიმშვიდისა და სიმხნევის მოსაპოვებელ უკანასკნელ საშუალებად სიმთვრალე მიუჩნევია და ეძალება კიდეც მას, თუმცა მასში ამ მდგომარეობას არამარტო ალკოჰოლი, არამედ ყოველივე ის იწვევს, რაც მას მაღალ სულიერ ფასეულობად ესახება, იქნება ეს პოეზია, სიქველე თუ სხვა რამ ამაღლებული! სიცოცხლის ამაოება სულს უხუთავს და ყოველდღიური ყოფა, წვრილმანი საზრუნავებითა და მდაბალი შეგრძნებებით ამაზრზენ დროის სვლად იქცა მისთვის, ამიტომაც სურს, არ გრძნობდეს ამ სიბინძურეს, გაბრუვდეს, თრობის მდგომარეობამ დაავიწყოს, თუ როგორი წარმავალი და ამაოა ყოველივე, რომ „ერთი დრო გძლად არ შეგრჩების, კარგი თქვა, გინა ავია!“ (დავით გურამიშვილი, „დავითიანი“, „ქართული ლიტერატურის ქრესტომათია“, გამომცემლობა - „საქართველოს გამომცემლობა“, 2006 წელი) აღნიშნულ ლექსში თითოეული სიტყვა სიმბოლურ დათვირთვას ატარებს, რაც სიმბოლისტური მიმდინარეობისთვისაა დამახასიათებელია, ასეთია, მაგალითად- ქარი-თავისუფლების, დაუდგრომელობის, სილაღის სიმბოლო, რომლის შეჩერება შეუძლებელია, ტალღა- შეუგუებლობის, დაუმორჩილებლობის სიმბოლო, რომლის ძალასაც წინ ვერ აღუდგება ვერანაირი ამქვეყნიური ბარიერი, ვარსკვლავი- მაღალ სულიერ ფასეულობებზე მიგვითითებს, ბოდლერს სურს ამ სიმბოლოს დანახვებით მოგვიწოდოს ზეაწევისკენ, სიმდაბლისგან თავის დაღწევისა და განწმენდისკენ! ჩიტი ხომ ნამდვილი სიწმინდის, სილაღის სიმბოლოა, რომელსაც მიწიერი ბიწიერება ვერ რყვნის და დაფრინავს თავის ნებაზე, ყოველგვარ ბატონობას თავგარიდებული! ლექსი ექსპრესიული თხრობის სტილით გამოირჩევა, მისი კითხვისას გეუფლება გრძნობა, თითქოს ყველა მოქმედების თანამომაწილე ხარ და ქარს აყოლილი ნარნარად, უდარდელად დაფარფატებ, ანდა ჩიტს გაყევი და გაერიდე ამქვეყნიურ სიბინძურეს, ვარსკვლავს მიახლოებული თავს უსაფრთხოდ გრძნობ აქაურ დროის თარეშში, ხოლო მთავარ სათქმელამდე ავტორს სულ რამდენიმე სიტყვით მივყავართ: „არ ვეყმოთ, არ ვემონოთ დროს, არ შევიქმნათ მისი მარტვილნი.“
ქართულ ლიტერატურაში სიმბოლიზმი მე-20 საუკუნის დასაწყისში, კერძოდ კი 1915-16 წლებში ყალიბდება, როდესაც სრულიად ახლგაზრდა პოეტებმა დააარსეს ლიტერატურული ჯურნალი „ცისფერი ყანწები“, სადაც პაოლო იაშვილი აქვეყნებს მანიფესტს ქართული სიმბოლიზმის ჩამოყალიბებისა და მათი იდეების შესახებ სახელწოდებით „პირვლთქმა“. აღნიშნულ ნაშრომში იგი აღნიშნავს:“ ჩვენ ვადიდებთ სიტყვას ახალს, მკაცრს და ისეთ გაბედულს, როგორც მეფური ხელის გაფრენა გაგიჯებულ დირიჯორისა... ვცხოვრობთ ნათელში და სიმთვრალეში.გვწამს ყოველგვარი ორგია.ვადიდებთ დამსხვრევის მშვენიერებას.უარვყოფთ წარსულს... ყოველგვარი სიმშვიდე, სიჩუმე და მთვარის შუქით განათებული მშვენიერება დავივიწყეთ ჩვენ, -მღელვარების, ხმიერობის და სიჩქარის მადიდებლებმა!“ (პაოლო იაშვილი, „პირველთქმა“, გაზეთი „ცისფერი ყანწები“, 1916 წელი.) ქართულ ლიტერატურაში ცისფერყანწელები სრულიად ახალი და ორიგინალური სიტყვით შემოვიდნენ, ისინი ფრანგი სიმბოლისტების მსგავსად, სიმთვრალეს, დროსტარებას, ხმაურსა და აქტიურ ცხოვრების წესს ეტრფოდნენ, ლექსში მათთვისაც ასევე უმთავრესი იყო მუსიკალურობა, გალაკტიონიც ხომ ხშირად სწორედ ამას ამბობდა : „მუსიკაა მთავარი, ბიძიკო, მუსიკა!“ მათ სრულიად ახალი სიტყვა თქვეს ქართულ პოეზიაში - თუ მათი წინამორბედნი, უდიდესი მწერლები ილია, აკაკი და სხვანი რეალობას აღწერდნენ, სამშობლოსა თავიანთი ერის უკეთეს მომავალზე ზრუნავდნენ, სიმბოლისტები საკუთარ გრძნობებს, საკუთარ „მე“-ს ყველაზე წინ აყენებენ, თავიანთ ძმებად აღიარებენ ფრანგ სიმბოლისტებს და მათ გზაზე დამდგარნი თრობას ეძალებიან. (პაოლო იაშვილი, „პირველთქმა“, ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, 1916 წელი, ) მიუხედავად მათი ნიჭიერებისა და თავგამოდებისა, ქართულმა სიმბოლიზმმა ფეხი ადვილად ვერ მოიკიდა, რადგან საკმაოდ მძიმე დროს აღმოცენდა, როგორც ლიტერატურული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით - მიმდინარეობს პირველი მსოფლიო ომი, რაშიც მონაწილეობას საქართველოც იღებს, ამის გამო პოეზიაზე არავინ ფიქრობს, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ახალი ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენლებს უარყოფს კიდეც, ქართულ ლიტერატურასაც მძიმე პერიოდი უდგას - სულ რამდენიმე წელია გასული ილიას მკვლელობიდან, რამაც მთელი ქვეყანა შეძრა, სულ ცოტახნის გარდაცვლილები არიან აკაკი და ვაჟა, ასეთი გენიოსების შემდეგ კი რაღა გასაკვირია, რომ ხალხს გაუჭირდა სხვათა დაფასება? დიდიხანია არაფერი დაწერილა და „ახალი არაფერი შემატებია ქართულ მშვენებას“ (ნიკო ლორთქიფანიძე), მოკლედ ქართული ლიტერატურა საქართველოში სიმბოლიზმის ჩამოყალიბებისას მძიმე განსაცდელში იყო ჩავარდნილი. სამწერლობო სარბიელზე გამოსულ ახალგაზრდა ქართველ სიმბოლისტებს რთული პირობები შეუხვდათ, მაგრამ მაინც, თითქმის ათი წლის განმავლობაში მათი მიმდინარეობა ერთადერთი იყო, რომელიც აქვეყნებდა ლექსებს სხვადასხვა ჯურნალ-გაზეთებში, შეიძლება ითქვას, რომ მათ ქართული პოეზია განაახლეს, ააყვავეს და სრულიად ახალ, განვითარებულ ეტაპზე გადაიყვანეს. მათმა სიმბოლისტურმა გაერთიანებამ, რომელშიც 12 წევრი შედიოდა, 1925 წლამდე იარსება. ამ პერიოდში და შემდგომაც, ტოტალიტარული რეჯიმის მხრიდან უმძიმეს ზეწოლას განიცდიდნენ, მთავრობა მოითხოვდა ხელოვანებს შეექმნათ ისეთი ნამუშევრები, როგორსაც უკარნახებდნენ და აღეწერათ არა ის, რასაც თავად ავტორები გრძნობდნენ, არამედ ის, რაც სურდა მმართველ ძალას.ამ ყველაფერს ზედმიწევნით ზუსტად აღწერს აკაკი ბაქრაძე ნაშრომში „მწერლობის მოთვინიერება“ - თუ როგორ იმოქმედა ზოგიერთ შემოქმედზე ზემოაღნიშნულმა წნეხმა და, შეიძლება ითქვას, დაამახინჯა მათი შემოქმედება. სიმბოლისტთა ნაწილი ამ მოითხოვნებს დაემორჩილა და გადარჩა, ნაწილი კი რეჯიმის წინააღმდეგ წავიდა და სიკვდილით დაისაჯა, მაგალითად ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი და პაოლო იაშვილი, რომელმაც დემონსტრაციულად მოიკლა თავი მწერალთა კავშირში. შეკვეთით წერასა და ცრუ მგრძნობელობას სიკვდილი არჩიეს.
პაოლო იაშვილის ლექსში „ღამე კუბოში“ ნათლადაა ასახული სამყაროს სიმბოლისტური აღქმა, სიმბოლისტური განცდები, შეგრძნებები და იდეები. ვხედავთ შეშინებულ, შეშფოთებულ და ბედსშეგუებულ ლირიკულ გმირს, რომელსაც სულს უწიოკებს ღამეული სოფლის სიმშვიდე და სიჩუმე, სურს ხმაური, მოძრაობა, გამეფებული მყუდროება მის წარმოდგენასა და თვითშეგნებაში გლოვასთან და სიკვდილთან ასოცირდება. სიმბოლისტური იდეებიდან გამომდინარე მას შექმნილი ვითარების ატანა უჭირს, რადგან ეჩვენება: „თითქოს სოფელი სასიკვდილოთ მიესვენება“. ავტორი ცდილობს წარმოგვიჩინოს ეპოქის სული - დაუნდობლობა, სისასტიკე, გახშირებული სიკვდილი და გლოვა, შავი და სიბნელე, ხალხის გაყუჩებულობა და შეგუებულობა ამ ყოველივესთან, რითიც, ფაქტობრივად, ილაშქრებს საბჭოური ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ. აღნიშნულ ნაწარმოებს, შესაძლოა დავუკავშიროთ, გალაკტიონის სიტყვები: „ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები“. პოეტი პირველივე სტროფით გვიქმნის ზოგად სურათს იმისა, თუ რისი ატანა უწევს, რა უშფოთებს და უფორიაქებს სულიერ სამყაროს - სიკვდილი, „დაბინდება“, „მგლოვიარე დედა“ და „მკვდარი ძმები“, რაღა უნდა იყოს ამაზე დიდი ტრაგიზმის განცდა?! ამას მოჰყვება უამრავი სიმბოლო, „ცამეტი“ - უიღბლობის ნიშანი, რითიც პოეტი ასახავს ყოველგვარი მისწრაფების ჩანასახშივე განადგურებას ბედის მსახვრალი ხელის მიერ. საკუთარი თავი მომაკვდავ რაშზე მჯდომი წარმოუდგენია, რაც ასევე მიგვანიშნებს მისი სულიერი სიმტკიცის გატეხვაზე. სიმშვიდე, სიმყუდროვე და გაყუჩებულობა სიმბოლურად ასახავს ხალხის მორჩილებას, რაც აწუხებს და გულს სტკენს მას. მწერალი ყოველივეს ისე სახავს, რომ მკითხველს უჩნდება სრული განადგურების, დაღუპვის განცდა, თუმცა ბოლო სტროფი გვირაბის ბოლოს გამოჩენილი სინათლესავით გაანათებს და ოპტიმისტურ განწყობას უქმნის, რომ ღვთის შეწევნით ყოველივე ცუდი ჩაივლის და ყველაფერი გამოსწორდება, სიმბოლურად გამოყვანილი სამრეკლოს ზარის მრეკავი „ღვთის დარაჯები“ ადამიანებს შიშს უფანტავენ და მომავლის რწმენას უსახავენ გულში! საანალიზო ტექსტის მთავარი მიზანდასახულებაა სიმბოლური სახეებითა და საგნებით ტოტალიტარული რეჟიმის დამღუპველი ზემოქმედების წარმოჩენა.
ამრიგად, ევროპულ და ქართულ ლიტერატურაზე უდიდესი გავლენა მოახდინა სიმბოლიზმის ჩამოყალიბებამ და შემდგომმა განვითარებამ, შეცვალა ლექსის სტილი, რეალობისა და რწმენა-წარმოდგენების ასახვა მასში, რითმას იმდენად დიდი ყურადღება აღარ ექცეოდა, რამდენადაც მუსიკალურობასა და რიტმს. სიმბოლიზმი იმდროინდელ ევროპულ თუ ქართულ ლიტერატურაში სრულიად ახალი, განსხვავებული, ორიგინალური და დახვეწილი სტილი იყო.

27. ბექა, ახლა კიდევ წავიკითხე შენი თარგმნილი ლექსი და მართლა ძალიან კარგია, ძალიან. ბექა, ახლა კიდევ წავიკითხე შენი თარგმნილი ლექსი და მართლა ძალიან კარგია, ძალიან.
26. გმადლობთ კომენტარისთვის დათო. აქ სხვა შეცოდებაზეა, იმ ბავშვის შეცოდებაზე, რომელიც ყველა ტერორისტში კვდება. გმადლობთ კომენტარისთვის დათო. აქ სხვა შეცოდებაზეა, იმ ბავშვის შეცოდებაზე, რომელიც ყველა ტერორისტში კვდება.
25. უი რა არასწორად გაგიგიათ ჩემი კომენტარი ნეფერტარ, სადოქტოროსგან დასვენება ვიგულისხმე და არა თქვენგან ან ვინმესგან. :) უი რა არასწორად გაგიგიათ ჩემი კომენტარი ნეფერტარ, სადოქტოროსგან დასვენება ვიგულისხმე და არა თქვენგან ან ვინმესგან. :)
24. მიეცით ამ ადამიანს დასვენების საშუალება, ვერ ხედავთ რომ დაიღალა? რძალო შენ გეუბნებიან, მულო, შენ გაიგონეო, >> მხოლოდ მარტო მე კი არ მეკუთვნოდა 20-ე კომენტარი... :D
მიეცით ამ ადამიანს დასვენების საშუალება, ვერ ხედავთ რომ დაიღალა? რძალო შენ გეუბნებიან, მულო, შენ გაიგონეო, >> მხოლოდ მარტო მე კი არ მეკუთვნოდა 20-ე კომენტარი... :D
23. ავტორი ღრმად დაფიქრებულა ამ ამბით და მართლაც ასე უნდა იყოს,მიუხედავად იმისა,ვინ დგას ჩვენს წინ.ერთი ისიც ვიფიქრე,ის თავმოჭრილი და და დახვრეტილებიც იქნებიან ნახსენებითქო-მაგრამ,მხოლოდ გავიფიქრე... პირადად ჩემთვის,ტვინმისხმული ბავშვი,მოხუცი უფრო საბრალოა,ვიდრე დანარჩენიები,რომლებიც შეგიძლიათ ერთიანად ბერტილიონის ცხრილში მოათავსოთ.
ავტორი ამბობს,რომ ღმერთი მსხვერპლს არ ითხოვს(აქ შეიძებოდა ბიბლიის ჩართვაც)და ამატებს იქვე:
"თუ შენთან ერთად გაიზარდა და მოითხოვა ბავშვების სისხლი სხვა ბიჭების და გოგონების, უბრალოთა სხეულების დანაკუწება?"- პარადოქსული ეს შეკითხვა. მაშინ ბოლოში, "მის ნაცვლად მოგეკლა ღმერთი" - უნდა განგევრცოთ,თავის სიმცირეს უნდა მორეოდა.
რელიგია აქ არაფერ შუაში არ არის ჩემი აზრით,თორემ გამოვა ღმერთების შედარება)საერთდაც,რელიგიებს იმდენი შეეწირა,ვინ მოსთვლის და კაციშვილმა არ იცის დანამდვილებით,ჭეშმარიტად ღირდა თუ არა. (რწმენა სხვაა) აქ სწორედ ის 83 ადამიანი არის ადრესატი,რომლებიც ბავშვობაში დედას ეკითხებოდნენ "ღმერთი როგორია,რა აცვია,სად ცხოვრობს?",მაგრამ მოუწია სწავლება თავჩაქინდულს და ასე იქცა ადამიან-ბომბებად.
ლეგენდებს ავღანელები მოლა ომარზე პეშევარის დევნილთა ბანაკებში ყოველ საღამოს ყვებიან... ”თალიბანის” ლიდერი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ პიროვნებად რჩება სამყაროში, საკუთარ სამშობლოში, ავღანეთში, მას სახეზე არავინ იცნობს, არ არსებობს მისი ფოტოები, მოლას ცხოვრება იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ ხშირად ისმის კითხვა, არსებობს თუ არა საერთოდ მოლა ომარი? მაგრამ არსებობენ მილიონობით ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს მოძრაობა ”თალიბანის” (თალიბი არაბულად სწავლის მაძიებელს, მოწაფეს, სტუდენტს, ნიშნავს.
ავტორი ღრმად დაფიქრებულა ამ ამბით და მართლაც ასე უნდა იყოს,მიუხედავად იმისა,ვინ დგას ჩვენს წინ.ერთი ისიც ვიფიქრე,ის თავმოჭრილი და და დახვრეტილებიც იქნებიან ნახსენებითქო-მაგრამ,მხოლოდ გავიფიქრე... პირადად ჩემთვის,ტვინმისხმული ბავშვი,მოხუცი უფრო საბრალოა,ვიდრე დანარჩენიები,რომლებიც შეგიძლიათ ერთიანად ბერტილიონის ცხრილში მოათავსოთ.
ავტორი ამბობს,რომ ღმერთი მსხვერპლს არ ითხოვს(აქ შეიძებოდა ბიბლიის ჩართვაც)და ამატებს იქვე:
"თუ შენთან ერთად გაიზარდა და მოითხოვა ბავშვების სისხლი სხვა ბიჭების და გოგონების, უბრალოთა სხეულების დანაკუწება?"- პარადოქსული ეს შეკითხვა. მაშინ ბოლოში, "მის ნაცვლად მოგეკლა ღმერთი" - უნდა განგევრცოთ,თავის სიმცირეს უნდა მორეოდა.
რელიგია აქ არაფერ შუაში არ არის ჩემი აზრით,თორემ გამოვა ღმერთების შედარება)საერთდაც,რელიგიებს იმდენი შეეწირა,ვინ მოსთვლის და კაციშვილმა არ იცის დანამდვილებით,ჭეშმარიტად ღირდა თუ არა. (რწმენა სხვაა) აქ სწორედ ის 83 ადამიანი არის ადრესატი,რომლებიც ბავშვობაში დედას ეკითხებოდნენ "ღმერთი როგორია,რა აცვია,სად ცხოვრობს?",მაგრამ მოუწია სწავლება თავჩაქინდულს და ასე იქცა ადამიან-ბომბებად.
ლეგენდებს ავღანელები მოლა ომარზე პეშევარის დევნილთა ბანაკებში ყოველ საღამოს ყვებიან... ”თალიბანის” ლიდერი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ პიროვნებად რჩება სამყაროში, საკუთარ სამშობლოში, ავღანეთში, მას სახეზე არავინ იცნობს, არ არსებობს მისი ფოტოები, მოლას ცხოვრება იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ ხშირად ისმის კითხვა, არსებობს თუ არა საერთოდ მოლა ომარი? მაგრამ არსებობენ მილიონობით ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს მოძრაობა ”თალიბანის” (თალიბი არაბულად სწავლის მაძიებელს, მოწაფეს, სტუდენტს, ნიშნავს.
22. საერთოდ არ მანერვიულებს თქვენი კომენტარები ნეფერტარ, ვერ გავიგე საიდან მოიტანეთ? :) მითხარით რაზე დამრჩა პასუხი გაუცემელი, და გაგცემთ, არაა პრობლემა. საერთოდ არ მანერვიულებს თქვენი კომენტარები ნეფერტარ, ვერ გავიგე საიდან მოიტანეთ? :) მითხარით რაზე დამრჩა პასუხი გაუცემელი, და გაგცემთ, არაა პრობლემა.
21. გამოდის მხოლოდ ჩემი კომენტარი განერვიულებს და არ გაძლევს დასვენების საშუალებას... დღეს 3 თებერვალს საჯაროდ ვაცხადებ რომ არასდროს შემოვალ შენს გვერდზე და არანაირ კომენტარს აღარ დავდებ. მადლობა აქამდე რომ ითმენდი. ჩემთვისაც კარგია, დროს აღარ დავკარგავ.
ბოდიში შეწუხებისთვის. ეს ბოლოა.
გამოდის მხოლოდ ჩემი კომენტარი განერვიულებს და არ გაძლევს დასვენების საშუალებას... დღეს 3 თებერვალს საჯაროდ ვაცხადებ რომ არასდროს შემოვალ შენს გვერდზე და არანაირ კომენტარს აღარ დავდებ. მადლობა აქამდე რომ ითმენდი. ჩემთვისაც კარგია, დროს აღარ დავკარგავ.
ბოდიში შეწუხებისთვის. ეს ბოლოა.
20. ნეფერტარ, დიდი მადლობა რჩევისთვის, დღეს რამდენიმე საათი ვიმუშავე სწორედ მაგ ნაშრომზე, და საღამოს მაინც მომეცით დასვენების საშუალება. :))) ნეფერტარ, დიდი მადლობა რჩევისთვის, დღეს რამდენიმე საათი ვიმუშავე სწორედ მაგ ნაშრომზე, და საღამოს მაინც მომეცით დასვენების საშუალება. :)))
19. ერთი გგონია მეორე გამოგდის პოეზიასავით... არაუშავს, "ნო პრობლემ." ახლა მიანებე აქაურობას თავი და დაუჯექი სადისერტაციო ნაშრომს. ეს საუკეთესო რჩევაა ჩემი მხრიდან. საკუთრი გამოცდილებიდან გეუბნები.
ერთი გგონია მეორე გამოგდის პოეზიასავით... არაუშავს, "ნო პრობლემ." ახლა მიანებე აქაურობას თავი და დაუჯექი სადისერტაციო ნაშრომს. ეს საუკეთესო რჩევაა ჩემი მხრიდან. საკუთრი გამოცდილებიდან გეუბნები.
18. ნეფერტარ მეგონა გიპაუხეთ. დიდი მადლობა რომ მგულშემატკივრობთ. თქვენც და დავითსაც კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ არ არის ეს ტექსტი ათეიზმის ქადაგება, ის ფანატიზმზეა. მაგრამ თუ თქვენ ასე გესმით, დაე გესმოდეთ, თავისულფები ხართ ინტერპრეტაციაში.
მირიანის კომენტარზე პასუხი დამავიწყდა მაგრამ რა უნდა მეპასუხა? ალლაჰ აკბარ უნდაო თქვა, არადა როგორც ვიცი მაგ ფრაზას რამდენიმე ფორმა აქვს. მერე თქვა ცუდიაო და გინდა თუ არა მოგეწონოს მეთქი, ხომ არ ვეტყვი? :) ნეფერტარ მეგონა გიპაუხეთ. დიდი მადლობა რომ მგულშემატკივრობთ. თქვენც და დავითსაც კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ არ არის ეს ტექსტი ათეიზმის ქადაგება, ის ფანატიზმზეა. მაგრამ თუ თქვენ ასე გესმით, დაე გესმოდეთ, თავისულფები ხართ ინტერპრეტაციაში.
მირიანის კომენტარზე პასუხი დამავიწყდა მაგრამ რა უნდა მეპასუხა? ალლაჰ აკბარ უნდაო თქვა, არადა როგორც ვიცი მაგ ფრაზას რამდენიმე ფორმა აქვს. მერე თქვა ცუდიაო და გინდა თუ არა მოგეწონოს მეთქი, ხომ არ ვეტყვი? :)
17. თუ გინდოდა, როგორც ანანემ თქვა, "იდეის სიკვდილი" სხვანაირად შეიძლებოდა გეთქვა. ჩემი აზრით, ათეიზმისკენაა წაყვანილი და არა "იდეის მკვლელობისკენ" აქ იდეა თავად ღმერთია, როგორც კარამაზოვებშია "იდეა-ღმერთი". მე არ განგსჯი იმის გამო რომ ათეიზმისკენ მიგყავს(ასე ვხედავ) ნებისმიერი ტექსტი იმსახურებს ავტორისეულ ხედვს, თუნდაც ათეისტურს. როგორც მკითხველს სხვა რამ მაღელვებს :) პოეზიის ფუნქციები... რა თქმა უნდა, პროტესტი უნდა გამოითქვას, მაგრამ პოეზიის ხერხებით და არა პროზის ხერხებით. აკნინებს ნაწარმოებს წინადადებების ვერტიკალურად განლაგება და "პოეზიად" შეფუთვა, როცა პროზის ყველანაირი ელემენტის მატარებელია, მათზე მე-11 კომენტარში ვისაუბრე. შენი ნებაა რომელ ჟანრში განათავსებ. მესმის, ახლა მოდაშია ყველაფერს პოეზია ვუწოდოთ მინიატურული პროზიდან დაწყებული ჩანახატით დამთავრებული ყველაფერს... მაგრამ იმაზეც იფიქრე, რომ ეს გარდამავალი პერიოდი წავა და შთამომავლობა შეაფასებს შენს ნაწერს. :) მეც გამიხარდა სადოქტოროზე რომ მუშაობ და მით უმეტეს, ორმაგი წინდახედულობა გჭირდება :) თუ გინდოდა, როგორც ანანემ თქვა, "იდეის სიკვდილი" სხვანაირად შეიძლებოდა გეთქვა. ჩემი აზრით, ათეიზმისკენაა წაყვანილი და არა "იდეის მკვლელობისკენ" აქ იდეა თავად ღმერთია, როგორც კარამაზოვებშია "იდეა-ღმერთი". მე არ განგსჯი იმის გამო რომ ათეიზმისკენ მიგყავს(ასე ვხედავ) ნებისმიერი ტექსტი იმსახურებს ავტორისეულ ხედვს, თუნდაც ათეისტურს. როგორც მკითხველს სხვა რამ მაღელვებს :) პოეზიის ფუნქციები... რა თქმა უნდა, პროტესტი უნდა გამოითქვას, მაგრამ პოეზიის ხერხებით და არა პროზის ხერხებით. აკნინებს ნაწარმოებს წინადადებების ვერტიკალურად განლაგება და "პოეზიად" შეფუთვა, როცა პროზის ყველანაირი ელემენტის მატარებელია, მათზე მე-11 კომენტარში ვისაუბრე. შენი ნებაა რომელ ჟანრში განათავსებ. მესმის, ახლა მოდაშია ყველაფერს პოეზია ვუწოდოთ მინიატურული პროზიდან დაწყებული ჩანახატით დამთავრებული ყველაფერს... მაგრამ იმაზეც იფიქრე, რომ ეს გარდამავალი პერიოდი წავა და შთამომავლობა შეაფასებს შენს ნაწერს. :) მეც გამიხარდა სადოქტოროზე რომ მუშაობ და მით უმეტეს, ორმაგი წინდახედულობა გჭირდება :)
16. მადლობა რომ "ყველაში" მომიხსენიე, მირი-ანის დონეზე მაინც რომ აღმოვჩნდი, ამასაც არაფერი უჭირს. პირველად რომ წააკითხე და შენი მოსაწონი აზრი რომ გითხრა, მოუფადილებია შენთვის. ძალიან მიკერძოებულია. ბექა ხერგიანის კომენტარი ყველაზე კარგი ინსტურქცია აღმოჩნდა შენი ლექსის გასაგებად. თუმცა მე ჩემს აზრზე დავრჩი. თანაც ცალსახად. მოკლედ, როგორ ვატყობ, შენს გვერდზე ჩემი კომენტარების დადებას აზრი აქვს დაკარგული, რაც სამწუხაროა ჩემთვის. მაგრამ რას ვიზამთ ასეთია ცხოვრება და რეალობა, ადამიანებიც ავატარებივით იცვლებიან. მომიწევს დავემშიდობო შენს შემოქმედებას. ### დისერტაციაზე რომ მუშაობ, ძალიან მიხარია. ვერც კი წარმოიდგენ როგორ. წარმატებებს და მეცნიერულ გამბედაობას გისურვებ. თუ გამაგებინებ დაცვის თარიღს, მოვალ და მხარს დაგიჭერ, გპირდები, იქ ნამდვილად არ ვიქნები "ნეფერტარი".
მადლობა რომ "ყველაში" მომიხსენიე, მირი-ანის დონეზე მაინც რომ აღმოვჩნდი, ამასაც არაფერი უჭირს. პირველად რომ წააკითხე და შენი მოსაწონი აზრი რომ გითხრა, მოუფადილებია შენთვის. ძალიან მიკერძოებულია. ბექა ხერგიანის კომენტარი ყველაზე კარგი ინსტურქცია აღმოჩნდა შენი ლექსის გასაგებად. თუმცა მე ჩემს აზრზე დავრჩი. თანაც ცალსახად. მოკლედ, როგორ ვატყობ, შენს გვერდზე ჩემი კომენტარების დადებას აზრი აქვს დაკარგული, რაც სამწუხაროა ჩემთვის. მაგრამ რას ვიზამთ ასეთია ცხოვრება და რეალობა, ადამიანებიც ავატარებივით იცვლებიან. მომიწევს დავემშიდობო შენს შემოქმედებას. ### დისერტაციაზე რომ მუშაობ, ძალიან მიხარია. ვერც კი წარმოიდგენ როგორ. წარმატებებს და მეცნიერულ გამბედაობას გისურვებ. თუ გამაგებინებ დაცვის თარიღს, მოვალ და მხარს დაგიჭერ, გპირდები, იქ ნამდვილად არ ვიქნები "ნეფერტარი".
15. როგორც იქნა ლეპტოპით შემოვედი და შეძლებისდაგვარად თანმიმდევრულად გაგცემთ პასუხს. პირველ რიგში, ძალიან მიხარია რომ ბექამ და ანანემ სწორად გაიგეს ყველაფერი. ანანე, მადლობა სწორი ანალიზისთვის. მიუხედავად ჩემი პროფესიისა, საშინლად ვერ ვიტან, როდესაც საკუთარი ლექსების ანალიზი და ახსნა მიწევს, ნამდვილად მირჩევნია, ეს სხვამ გააკეთოს. რაც შეეხება ლექსში გამოხატულ ემოციებს და მოხდენილ ეფექტს, როგორც კი ახალი ამბავი წავიკითხე, გადავწყვიტე მაშინვე გადმომეტანა ლექსში ის შეგრძნებები და აზრები, ზედმეტი დამუშავების გარეშე. ალბათ ამის ბრალია რომ ზედმეტად ღიად და პირდაპირ ნათქვამის შთაბეჭდილებას ტოვებს (თუმცა თუ პირველადი რეაქციებით ვიმსჯელებთ, ვნახეთ, სათქმელი მაინც საკმაოდ შეფარულად ყოფილა გადმოცემული და არც მთლად ზედაპირზე ყოფილა ყველაფერი, როგორც მეც მეგონა). ცხადია უკეთესადაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს ისეთი თემაა, არაერთხელ შევხებივართ (ან დავფიქრებულვართ მაინც)ალბათ და მომავალშიც არაერთხელ მოგვიწევს შეხება სავარაუდოდ, ასე რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია. სამწუხაროა, რომ ადრესატებამდე ეს სიტყვები ნაკლებად მიაღწევენ და ვერაფერს შეცვლიან იქ, სადაც ყველაზე მეტად უნდა შეცვალონ.
დავით, კატეგორიულად ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ პოეზია ამდენ საფიქრალს და სამსჯელოს არ უნდა აჩენდეს. მე სწორედ პოეზიის ერთ-ერთი უპირველესი ფუნქცია მგონია პროტესტის გამოხატვა, გაბატონებული ან ჩვენთვის მიუღებელი ნარატივის დარღვევა, მის წინააღმდეგ ხმის ამოღება. ემოციების გამოწვევას და "დამუნჯების" ეფექტს ეს ყველაფერი არ გამორიცხავს, მაგრამ ეს ინდივიდუალურია და რაც ერთდს მუნჯად ტოვებს, მეორეს შეიძლება სასაცილოდ არ ეყოს... მხოლოდ ჰაეროვანი, კონტექსტის და ეპოქას დაშორებული პოეზია იმთავითვე მკვდარია. ეს ჩემი აზრია და ასე რომ არ ვფიქრობდე, ჩემი მიმდინარე სადოქტოროც არ იარსებებდა, ასე რომ ვშიშობ ეს ის თემაა, რომელზეც ვერ შევთნხმდებით. :)
ძალიან დიდი მადლობა ყველას, მათ შორის თაზო ქიზიყელს ფრიადისთვის. :) როგორც იქნა ლეპტოპით შემოვედი და შეძლებისდაგვარად თანმიმდევრულად გაგცემთ პასუხს. პირველ რიგში, ძალიან მიხარია რომ ბექამ და ანანემ სწორად გაიგეს ყველაფერი. ანანე, მადლობა სწორი ანალიზისთვის. მიუხედავად ჩემი პროფესიისა, საშინლად ვერ ვიტან, როდესაც საკუთარი ლექსების ანალიზი და ახსნა მიწევს, ნამდვილად მირჩევნია, ეს სხვამ გააკეთოს. რაც შეეხება ლექსში გამოხატულ ემოციებს და მოხდენილ ეფექტს, როგორც კი ახალი ამბავი წავიკითხე, გადავწყვიტე მაშინვე გადმომეტანა ლექსში ის შეგრძნებები და აზრები, ზედმეტი დამუშავების გარეშე. ალბათ ამის ბრალია რომ ზედმეტად ღიად და პირდაპირ ნათქვამის შთაბეჭდილებას ტოვებს (თუმცა თუ პირველადი რეაქციებით ვიმსჯელებთ, ვნახეთ, სათქმელი მაინც საკმაოდ შეფარულად ყოფილა გადმოცემული და არც მთლად ზედაპირზე ყოფილა ყველაფერი, როგორც მეც მეგონა). ცხადია უკეთესადაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს ისეთი თემაა, არაერთხელ შევხებივართ (ან დავფიქრებულვართ მაინც)ალბათ და მომავალშიც არაერთხელ მოგვიწევს შეხება სავარაუდოდ, ასე რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია. სამწუხაროა, რომ ადრესატებამდე ეს სიტყვები ნაკლებად მიაღწევენ და ვერაფერს შეცვლიან იქ, სადაც ყველაზე მეტად უნდა შეცვალონ.
დავით, კატეგორიულად ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ პოეზია ამდენ საფიქრალს და სამსჯელოს არ უნდა აჩენდეს. მე სწორედ პოეზიის ერთ-ერთი უპირველესი ფუნქცია მგონია პროტესტის გამოხატვა, გაბატონებული ან ჩვენთვის მიუღებელი ნარატივის დარღვევა, მის წინააღმდეგ ხმის ამოღება. ემოციების გამოწვევას და "დამუნჯების" ეფექტს ეს ყველაფერი არ გამორიცხავს, მაგრამ ეს ინდივიდუალურია და რაც ერთდს მუნჯად ტოვებს, მეორეს შეიძლება სასაცილოდ არ ეყოს... მხოლოდ ჰაეროვანი, კონტექსტის და ეპოქას დაშორებული პოეზია იმთავითვე მკვდარია. ეს ჩემი აზრია და ასე რომ არ ვფიქრობდე, ჩემი მიმდინარე სადოქტოროც არ იარსებებდა, ასე რომ ვშიშობ ეს ის თემაა, რომელზეც ვერ შევთნხმდებით. :)
ძალიან დიდი მადლობა ყველას, მათ შორის თაზო ქიზიყელს ფრიადისთვის. :)
14. ყველა დამნაშავე მსხვერპლია იმ გარემოების, რომელმაც დამნაშავედ აქცია ის. მოძალადედ, ტერორისტად, მკვლელად, ქურდად არ იბადებიან. ამიტომ მესმის რასაც წერს ლუტეცია და არც ის წარმომიდგენია იარაღით დასდევდეს ღმერთს და ჩასაფრებული ესროდეს :) ზოგადად, ღმერთის გმობად არ მესმის რატომ აღიქმევა ეს ნაწერი. არ ვიცი ლუტეცია რას ფიქრობდა როცა წერდა, მაგრამ მე აღვიქვამ ღმერთში იმ იდეის სიკვდილს, რა იდეითაც თავს იფეთქებენ და სხვებს ხოცავენ ტერორისტები და აღვიქვამ ისე, რომ ღმერთის ამგვარ გაგებას კლავს ლუტეცია, რაგვარ გაგებასაც ჩემი მეგობარი მუსლიმებიც არ იზიარებენ და არ ეთანხმებიან.
ემოციები ძალიან ღია მეჩენება და ისეთ ეფექტს ვერ ახდენენ, როგორსაც თემატიკისგან ველი, მკითხველი და რითმიც დამაკლდა ცოტა.
წარმატებები. ყველა დამნაშავე მსხვერპლია იმ გარემოების, რომელმაც დამნაშავედ აქცია ის. მოძალადედ, ტერორისტად, მკვლელად, ქურდად არ იბადებიან. ამიტომ მესმის რასაც წერს ლუტეცია და არც ის წარმომიდგენია იარაღით დასდევდეს ღმერთს და ჩასაფრებული ესროდეს :) ზოგადად, ღმერთის გმობად არ მესმის რატომ აღიქმევა ეს ნაწერი. არ ვიცი ლუტეცია რას ფიქრობდა როცა წერდა, მაგრამ მე აღვიქვამ ღმერთში იმ იდეის სიკვდილს, რა იდეითაც თავს იფეთქებენ და სხვებს ხოცავენ ტერორისტები და აღვიქვამ ისე, რომ ღმერთის ამგვარ გაგებას კლავს ლუტეცია, რაგვარ გაგებასაც ჩემი მეგობარი მუსლიმებიც არ იზიარებენ და არ ეთანხმებიან.
ემოციები ძალიან ღია მეჩენება და ისეთ ეფექტს ვერ ახდენენ, როგორსაც თემატიკისგან ველი, მკითხველი და რითმიც დამაკლდა ცოტა.
წარმატებები.
12. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. :)
1 ლექსი გამახსენა (მომიტევეთ და ჩემი თარგმნილი)
რაჯ არუმუგამი - გონებისგან თავისუფლები იბადებიან ჩვილები
გონებისგან თავისუფლები იბადებიან ჩვილები, მაგრამ ისინი მყარდებიან აზროვნებაში და როცა დგება სიკვდილის ჟამი, ისინი უბრუნდებიან და ერწყმებიან მათ მიერვე მოქსოვილ ფანტაზიების სამოთხეებს.
ამრიგად, ერთი ფიქრობს ინდოელივით, ერთი ჩინელივით, ან ამერიკელივით, ან ბრიტანელივით, ან როგორც შვედი, როგორც ფრანგი, ან რუსი, ან გერმანელი; ან ისე ფიქრობს, როგორც ქრისტიანი, ან მუსლიმი, ან იუდეველი, ან ინდუისტი, ან სიკჰი, ან კათოლიკე, დუალისტი, ან ბუდისტი და ამ შემთხევაში, ათეისტიც კი, - ან რაც კი მოგესურვებათ... ყოველი მათგანი პოულობს ნიშანს, რომელსაც სიამაყით იმაგრებს მკერდზე და ყოველი მათგანის იდენტურობა ხდება ძალიან მყარი, ხდება ძალიან რეალური და ყველა მათგანი მიდის შეკითხვასთან: თუ რა არის სწორი, და რა არის მცდარი, რა არის ბოროტება, და რა არის სიკეთე, რა დროსაც ისინი ხმამაღლა განიკითხავენ სხვებს: ჩემი მოდგმაა სიკეთე, შენი მოდგმაა ბოროტება, ჩემი ნიშანია სიწმინდე, შენი ნიშანია უწმინდურობა... და ასე გრძელდება, ყველა სახის გამართლებებითა და დასაბუთებებით, რომლებიც არ სცნობენ ლოიალურად მოაზროვნე მხარეს თუ მხარეებს და ყოველგვარ ჰუმანურობას წურავენ ადამიანისგან, როგორც წარსულს აწმყოსაგან... ჰო, მართლა, ეს ენერგია, სიცოცხლისმიღმიერში იღვრება ისე, როგორც ქრისტიანი მიემართება ქრისტიანულ სამოთხეში და როგორც ინდუსი და ბუდისტი - სხვადასხვა განსაწმენდელში (ლოკაში) და მუსლიმები საკუთარ სამოთხეში, და ასე შემდეგ... ეს ადამიანური ტრაგი-კომედია, დიახ, რაღა თქმა უნდა, რომ შექმნილია ყოვლისმოქმედის მიერ, რომელიც თქვენი ღარიბი გონებით შექმენით.
ასე რომ, გონებისგან თავისუფლები იბადებიან ჩვილები, მაგრამ ისინი მყარდებიან აზროვნებაში და როცა დგება სიკვდილის ჟამი, ისინი უბრუნდებიან და ერწყმებიან მათ მიერვე მოქსოვილ ფანტაზიების სამოთხეებს.
ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. :)

11. რასაც ახლა დავწერ მხოლოდ ჩემი აზრია და შეგიძლია არ დამეთანხმო. :)
1) როცა 2004 -ში ბესლანის ტერაქტი მოხდა, (მანამდე "ნორდ-ოსტის" დროსაც) მახსოვს, ძალიან ბევრი ქართველი სწორედ მსხვერპლს ხედავდა თითოეულ ტერორისტში და ამ ფაქტს ამართლებდა იმით, რომ რუსეთმა მათ უაღრესად დიდი ტკივილი მიაყენა და ისინიც შურისძიების მოტივით მოქმედებდნენ. შენ არა რომელიმე მხარე, ამ შემთხვევაში აშშ და "ნატო" არამედ, "ღმერთი" გყავს გამოყვანილი მიზეზად, "ღმერთი' რომელიც "ბავშვვების მოკვლას ქადაგებს"
"ალლაჰუ აკბარ! რა ვქნა, ისევ შენზე მეფიქრება - ნუთუ ოდესღაც შენც იყავი პატარა ბიჭი? ის ღმერთი ხომ მსხვერპლს არ ითხოვდა? ბავშვებს სხვა ჰყავთ თუ... თუ შენთან ერთად გაიზარდა და მოითხოვა ბავშვების სისხლი სხვა ბიჭების და გოგონების, უბრალოთა სხეულების დანაკუწება? .............................. მაგრამ სევდასაც სევდასაც ვგრძნობ, იმ ბავშვის გამო, შენში რომ მოკვდა სამუდამოდ, ნეტავ მის ნაცვლად მოგეკლა ღმერთი, საშიში, როგორც ალლაჰუ აკბარ! სასტიკი, როგორ ალლაჰუ აკბარ!"
არის კი ამაში "დიდი სიღრმე"?! შეიძლება, არის კიდეც, არ ვიცი... ტექსტის პირველ ნაწილში შეკრულია კვანძი - "ავღანეთში ათობით თალიბი მებრძოლი მოკლეს", უფრო ზუსტად - 83," შემდეგ ხდება პროტესტის გამოხატვა და ბოლოს იხსნება ეს კვანძის "საკუთარ თავში ღმერთის მკვლელობით" ასე ფიქრობს ლირ. გმირი, რომ უკეთესია მოკლა ღმერთი ვიდრე ბავშვი... ჩემი აზრით, პირველის მკვლელობა მეორესას აუცილებლად განაპირობებს და თუ პირველი არასწორადაა აღქმული და შესაბამისად მეორეს მკვლელობას ქადაგებს, მაშინ კი არ უნდა მოკლა,უბრალოდ სხვა უნდა ეძებო, რომელიც მსხვერპლს არ მოითხოვს...
2) მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სქოლიო არ არსებობს. პოეზიას წესი არ გააჩნია, რა თქმა უნდა. შენ მე მიცნობ და კარგად იცი, არ მივეკუთვნები იმ მკითხველთა კატეგორიას, რომლებიც რადიკალურად უარყოფენ ვერლიბრს და მხოლოდ კონვენციურ ლექსებს აღიქვამენ პოეზიად ან პირიქით. ჩემთვის მთავარია შემდეგი - რაც ზემოთ, პირველ ნაწილში მსჯელობაა, ვფიქრობ, პოეზიის შემთხვევაში არ უნდა დამჭირვებოდა. ლექსი არ უნდა ითხოვდეს ამდენ საფიქრალს, ამხელა სჯა-ბაასს. პოეზიამ შეიძლება ცრემლი მოგადინოს, მეტყველების უნარი დაგაკარგინოს და ა.შ. სწორედ პროზამ უნდა დაგაფიქროს და მსჯელობა მოგანდომოს, ტექსტის მიღმა აზრები გაკითხინოს და საფიქრალი დაგიტოვოს. პოეზია უფრო ჰაეროვანი, ემოციური, იმპულსურია.
ვიცი, რომ მობილურით ხარ და თუ გინდა სულ ნუ გამცემ პასუხს, არ ვიწყენ :)
რასაც ახლა დავწერ მხოლოდ ჩემი აზრია და შეგიძლია არ დამეთანხმო. :)
1) როცა 2004 -ში ბესლანის ტერაქტი მოხდა, (მანამდე "ნორდ-ოსტის" დროსაც) მახსოვს, ძალიან ბევრი ქართველი სწორედ მსხვერპლს ხედავდა თითოეულ ტერორისტში და ამ ფაქტს ამართლებდა იმით, რომ რუსეთმა მათ უაღრესად დიდი ტკივილი მიაყენა და ისინიც შურისძიების მოტივით მოქმედებდნენ. შენ არა რომელიმე მხარე, ამ შემთხვევაში აშშ და "ნატო" არამედ, "ღმერთი" გყავს გამოყვანილი მიზეზად, "ღმერთი` რომელიც "ბავშვვების მოკვლას ქადაგებს"
"ალლაჰუ აკბარ! რა ვქნა, ისევ შენზე მეფიქრება - ნუთუ ოდესღაც შენც იყავი პატარა ბიჭი? ის ღმერთი ხომ მსხვერპლს არ ითხოვდა? ბავშვებს სხვა ჰყავთ თუ... თუ შენთან ერთად გაიზარდა და მოითხოვა ბავშვების სისხლი სხვა ბიჭების და გოგონების, უბრალოთა სხეულების დანაკუწება? .............................. მაგრამ სევდასაც სევდასაც ვგრძნობ, იმ ბავშვის გამო, შენში რომ მოკვდა სამუდამოდ, ნეტავ მის ნაცვლად მოგეკლა ღმერთი, საშიში, როგორც ალლაჰუ აკბარ! სასტიკი, როგორ ალლაჰუ აკბარ!"
არის კი ამაში "დიდი სიღრმე"?! შეიძლება, არის კიდეც, არ ვიცი... ტექსტის პირველ ნაწილში შეკრულია კვანძი - "ავღანეთში ათობით თალიბი მებრძოლი მოკლეს", უფრო ზუსტად - 83," შემდეგ ხდება პროტესტის გამოხატვა და ბოლოს იხსნება ეს კვანძის "საკუთარ თავში ღმერთის მკვლელობით" ასე ფიქრობს ლირ. გმირი, რომ უკეთესია მოკლა ღმერთი ვიდრე ბავშვი... ჩემი აზრით, პირველის მკვლელობა მეორესას აუცილებლად განაპირობებს და თუ პირველი არასწორადაა აღქმული და შესაბამისად მეორეს მკვლელობას ქადაგებს, მაშინ კი არ უნდა მოკლა,უბრალოდ სხვა უნდა ეძებო, რომელიც მსხვერპლს არ მოითხოვს...
2) მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სქოლიო არ არსებობს. პოეზიას წესი არ გააჩნია, რა თქმა უნდა. შენ მე მიცნობ და კარგად იცი, არ მივეკუთვნები იმ მკითხველთა კატეგორიას, რომლებიც რადიკალურად უარყოფენ ვერლიბრს და მხოლოდ კონვენციურ ლექსებს აღიქვამენ პოეზიად ან პირიქით. ჩემთვის მთავარია შემდეგი - რაც ზემოთ, პირველ ნაწილში მსჯელობაა, ვფიქრობ, პოეზიის შემთხვევაში არ უნდა დამჭირვებოდა. ლექსი არ უნდა ითხოვდეს ამდენ საფიქრალს, ამხელა სჯა-ბაასს. პოეზიამ შეიძლება ცრემლი მოგადინოს, მეტყველების უნარი დაგაკარგინოს და ა.შ. სწორედ პროზამ უნდა დაგაფიქროს და მსჯელობა მოგანდომოს, ტექსტის მიღმა აზრები გაკითხინოს და საფიქრალი დაგიტოვოს. პოეზია უფრო ჰაეროვანი, ემოციური, იმპულსურია.
ვიცი, რომ მობილურით ხარ და თუ გინდა სულ ნუ გამცემ პასუხს, არ ვიწყენ :)
10. პოეზია სქოლიოებით - ასეთი შეიძლება იყოს ჩრდილოეთ კორეის პოეზია, მაგრამ არა ჩვენი ადგილის და ეპოქის. ტელეფონით ვარ და დიდ კომენტარებს ვერ ვკრეფ, ბოდიში. პოეზია სქოლიოებით - ასეთი შეიძლება იყოს ჩრდილოეთ კორეის პოეზია, მაგრამ არა ჩვენი ადგილის და ეპოქის. ტელეფონით ვარ და დიდ კომენტარებს ვერ ვკრეფ, ბოდიში.
9. პირველმა ადამიანმა, ვისაც წავაკითხე, მითხრა: "ტერორისტში დაინახო მსხვერპლი, დიდი სიღრმეა." ასე რომ... პირველმა ადამიანმა, ვისაც წავაკითხე, მითხრა: "ტერორისტში დაინახო მსხვერპლი, დიდი სიღრმეა." ასე რომ...
8. წინა კომენტარში დავდე ლინკი და ბოლო აბზაცი აუცილებლად წაიკითხეთ.
წინა კომენტარში დავდე ლინკი და ბოლო აბზაცი აუცილებლად წაიკითხეთ.
7. https://imedinews.ge/ge/msoflio/46609/avganetshi-atobit-talibi-mebrdzoli-mokles https://imedinews.ge/ge/msoflio/46609/avganetshi-atobit-talibi-mebrdzoli-mokles
6. ლუტეცია, მე არა, შენ გეშლება. უბრალოდ ამას ჩემს მეტი არავინ გეუბნება. თუმცა აგერ დავითსაც უთქვამს. მხოლოდ ეს ერთი ლექსი შეიძლება იფიქრო რომ თალიბებზეი, მაგრამ ყველაფერს თუ წაიკითხავს კაცი რაც დაგიწერია, სხვა აზრი დარჩება. თუ ეს პროზა არ არის და არც სიტყვა ღმერთი ნიშნავს იმას რაც გვგონია, მაშინ ცოტა განმარტება მიამატე სქოლიოში რომ გავიგო რისი თქმა გინდოდა.
ისე, სიტყვა თალიბი, მედრესეს სტუდენტს ნიშნავს პირდაპირი თარგმანით.
ლუტეცია, მე არა, შენ გეშლება. უბრალოდ ამას ჩემს მეტი არავინ გეუბნება. თუმცა აგერ დავითსაც უთქვამს. მხოლოდ ეს ერთი ლექსი შეიძლება იფიქრო რომ თალიბებზეი, მაგრამ ყველაფერს თუ წაიკითხავს კაცი რაც დაგიწერია, სხვა აზრი დარჩება. თუ ეს პროზა არ არის და არც სიტყვა ღმერთი ნიშნავს იმას რაც გვგონია, მაშინ ცოტა განმარტება მიამატე სქოლიოში რომ გავიგო რისი თქმა გინდოდა.
ისე, სიტყვა თალიბი, მედრესეს სტუდენტს ნიშნავს პირდაპირი თარგმანით.
5. მაგრამ ეს პროზა არ არის, და არც სიტყვა ღმერთი ნიშნავს იმას, რომელიც გგონიათ.
მაგრამ ეს პროზა არ არის, და არც სიტყვა ღმერთი ნიშნავს იმას, რომელიც გგონიათ.
4. ჰო, ღმერთი რა შუაშია, როცა ადამიანები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს ნგრევისა და მკვლელობის შესახებ?! აქ პიროვნული არჩევანია გადამწყვეტი და არა რელიგიური მოძღვრება. თუმცა, არა მგონია, თუნდაც თალიბების "ღმერთი" მკვლელობას ქადაგებდეს და შესაბამისად მისი მოკვლაც არამართებულია, ვფიქრობ. ისე, თამარ, ეს ტექსტი უფრო პროზაული რომ არ იყოს, ასეთი განსჯის სურვილი არ გამიჩნდებოდა :) ჩემი აზრით, პოეზია პროტესტზე უფრო მეტად, ემოციას უნდა ტოვებდეს. აი, პროზაში რომ დაგეგო, როგორც ლიტ. ნაწარმოებს, მოვიწონებდი :) ჰო, ღმერთი რა შუაშია, როცა ადამიანები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს ნგრევისა და მკვლელობის შესახებ?! აქ პიროვნული არჩევანია გადამწყვეტი და არა რელიგიური მოძღვრება. თუმცა, არა მგონია, თუნდაც თალიბების "ღმერთი" მკვლელობას ქადაგებდეს და შესაბამისად მისი მოკვლაც არამართებულია, ვფიქრობ. ისე, თამარ, ეს ტექსტი უფრო პროზაული რომ არ იყოს, ასეთი განსჯის სურვილი არ გამიჩნდებოდა :) ჩემი აზრით, პოეზია პროტესტზე უფრო მეტად, ემოციას უნდა ტოვებდეს. აი, პროზაში რომ დაგეგო, როგორც ლიტ. ნაწარმოებს, მოვიწონებდი :)
3. ნეფერტარ, ეს ლექსი თალიბანზეა და არა ისლამზე. თუ ეს თქვენთვის ერთი და იგივეა, მე ნუღარ მაბრალებთ ისლამოფობიას. :) ახლა ტელეფონით ვარ და დანარჩენზე მერე. ნეფერტარ, ეს ლექსი თალიბანზეა და არა ისლამზე. თუ ეს თქვენთვის ერთი და იგივეა, მე ნუღარ მაბრალებთ ისლამოფობიას. :) ახლა ტელეფონით ვარ და დანარჩენზე მერე.
2. ლუტეცია,
ისლამოფობია მეჩხირება თვალში თუ მეჩვენება? ალლაჰუ აკბარ - ბრჭყალში ჩასვი და იმათ ნათქვამს დაემსგავსება. საერთოდ ეგ შეძახილი, არც საშიშია, არც სასტიკია, მხოლოდ ღმერთის დიდებით მოხსენიებაა. ვიღაც თავს იფეთქებს და ახსენებს ღმერთს. - სულ ესაა.
არც ჯვაროსნები აკლებდნენ ხელს და ღმერთის სახელით ჟლიტავდნენ ხალხს, წმინდა ინკვიზიციაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომლებიც "თავისიანებს" ჟლეტდნენ.
სამჯერ წავიკითხე. ვიგრძენი რომ ღმერთის მოკვლა იმდენად მიმზიდველია შენთვის, რომ გადაწყვიტე თალიბებისთვის 'დაგებრალებინა' . ღმერთს არ აქვს ასაკი, ამიტომ ის ვერც მოხუცი იქნება და ვერც ახალგაზრდა. შენი ბოლოდროინდელი შემოქმედება ისე განსხვავდება ადრინდელისგან, ვერც იფიქრებ რომ ერთი და იგივე ავტორი ჰყავთ... ისევე როგორც შენი ახლანდელი ავატარი განსხვავდება ადრინდელისგან.
შენს შემოქმედებაშიი ახლა უღმერთობა, ღმერთზე უარის თქმა, ღმერთის მოკვლა... ეს თემატიკა წამოვიდა... არა ეგ კი არ მაწუხებს, რელიგიის და ღმერთის არჩევანში ყველა თავისუფალია. მე ის შეფარული პროპაგანდა მაწუხებს, რომელსაც შენ ვერ ხედავ წერის დროს, მე კი ვხედავ კითხვის დროს. ის წინანდელი ლექსები ძალიან მომწონდა, ახლაც ვუბრუნდები ზოგიერთს. დიდი იმედი მაქვს რომ შეიცვლება შენი შემოქმედების თემა. თუმცა, მაინც ყველაფერს ვკითხულობ, რასაც აქვეყნებ. გულწრფელი ნატვრები ჩანს, თუნდაც ღმერთის მოკვლა და მისთანანი.
ლუტეცია,
ისლამოფობია მეჩხირება თვალში თუ მეჩვენება? ალლაჰუ აკბარ - ბრჭყალში ჩასვი და იმათ ნათქვამს დაემსგავსება. საერთოდ ეგ შეძახილი, არც საშიშია, არც სასტიკია, მხოლოდ ღმერთის დიდებით მოხსენიებაა. ვიღაც თავს იფეთქებს და ახსენებს ღმერთს. - სულ ესაა.
არც ჯვაროსნები აკლებდნენ ხელს და ღმერთის სახელით ჟლიტავდნენ ხალხს, წმინდა ინკვიზიციაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომლებიც "თავისიანებს" ჟლეტდნენ.
სამჯერ წავიკითხე. ვიგრძენი რომ ღმერთის მოკვლა იმდენად მიმზიდველია შენთვის, რომ გადაწყვიტე თალიბებისთვის `დაგებრალებინა` . ღმერთს არ აქვს ასაკი, ამიტომ ის ვერც მოხუცი იქნება და ვერც ახალგაზრდა. შენი ბოლოდროინდელი შემოქმედება ისე განსხვავდება ადრინდელისგან, ვერც იფიქრებ რომ ერთი და იგივე ავტორი ჰყავთ... ისევე როგორც შენი ახლანდელი ავატარი განსხვავდება ადრინდელისგან.
შენს შემოქმედებაშიი ახლა უღმერთობა, ღმერთზე უარის თქმა, ღმერთის მოკვლა... ეს თემატიკა წამოვიდა... არა ეგ კი არ მაწუხებს, რელიგიის და ღმერთის არჩევანში ყველა თავისუფალია. მე ის შეფარული პროპაგანდა მაწუხებს, რომელსაც შენ ვერ ხედავ წერის დროს, მე კი ვხედავ კითხვის დროს. ის წინანდელი ლექსები ძალიან მომწონდა, ახლაც ვუბრუნდები ზოგიერთს. დიდი იმედი მაქვს რომ შეიცვლება შენი შემოქმედების თემა. თუმცა, მაინც ყველაფერს ვკითხულობ, რასაც აქვეყნებ. გულწრფელი ნატვრები ჩანს, თუნდაც ღმერთის მოკვლა და მისთანანი.
1. ALLAHU AKBAR - ქართულად ალაჰ აქბარ და არა ,,ალლაჰუ აკბარ"" მთლიანობაში ცუდი ნაწერია ALLAHU AKBAR - ქართულად ალაჰ აქბარ და არა ,,ალლაჰუ აკბარ"" მთლიანობაში ცუდი ნაწერია
|
|
მონაცემები არ არის |
|
|