ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2009


ორი უსათაურო

წახვედი?..
გეთქვა მაინც: - მივდივარ!..
გულს არ დაღლიდა ფუჭი ლოდინი...
ერთს გაკოცებდი უკანასკნელად
და დავრჩებოდი მძიმედ...
ლოდივით...
ცრემლიანია ეს განშორება,
სევდიანია ჩემი  მოტივი,
არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც
მაინც მოგტირი...



                      *    *    *
სად ხარ უჩემოდ, მშვენიერო, ნაზო არსებავ?..
ო, როგორ გეძებს ჩემი მზერა, ნისლით ნაფერი...
სადაც შენა ხარ, იქ დღე არის და მზის სავსება,
სადაც არა ხარ, იქ ღამეა და არაფერი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები