ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2018


მიდით იქ, ს ა დ ა ც გ ე ლ ი ა ნ

კარგია  როცა იქ მიხვალ ,
სადაც გულწრფელად გელიან,
ძნელია  მიხვალ, სადაც, შენ,
უკვე, რომ  აღარ გელიან,
მზე არი, უნდა ნათობდეს,
მაგრამ იქ, მაინც ბნელია.
მიხვალ და მაინც, გულწრფელად
მისვლა, იქ  მისაღებია.
გადავიწყებულს გხედავენ,
გულსნადებ მისახვედრია,
უდაბნოს შეშლილ სიცხეში,
ბედს მაინც არა ჰყვედრიან,
გული მირაჟებს კი ირჩევს
ტკივილი ვის მართებია,
ხე შერჩენილი  ხრიოკში,
ნედლივით, თუმცა ხმელია.
უმგლო ტყეს შეფარებული,
მგლობას იჩემებს, მელია.
გული თუ გულობს, გამოვა,
სნეულს მკურნალით შველიან.
მიდით იქ, სადაც გელიან,
იფრთხილეთ,სად არ გელიან.
ჭინჭარს ჭინჭრიან დაერქვა,
თუმც, სარეველა ერია.
ბერი, საბეროს ბერია,
საეროს თუ ბრძენ ერია.
გნოლი გნოლია ყოველგან,
მწყერი  არც ვისი მტერია.
ნუ დაგმობთ ნაწერს იყინჩეთ
ეს ისე უბრად ვწერეა.
მაინც კარგია სიცოცხლე,
ტკბილია, თაფლისფერია,

იყინჩეთ ნიშნავს– დამშვიდდით, დაწყნარდით, ნუ აღელდებით, ნუ განაწყენდებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები