ბარნი ჩვეულებრივი წევრი გაწევრიანდა: 25 დეკემბერი, 2013 საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 19 დეკემბერი, 2024 23:13:50
მე არ დავიბრალებ- დიდი ვარ პოეტი, უკვდავ პოეზიის ვცხოვრობ თავსაბურში, კალმით დავირაზმე, მხრებზე ეპოლეტი, სატრფოს, უფლისა და ქვეყნის სამსახურში. ......................................... ამ სიბნელეში დაკარგული მელექსე ბიჭის ცხოვრება მიძღვნის წამოსასხამს ხელდახელ ნაქსოვს, აღარა მძალუძს გამოვლენა მთავარი ნიჭის, - ეჰ! სიყვარული... (გამოვტყდები) ბუნდოვნად მახსოვს. ----------------------------------------- დღეს დავადგინე: თურმე ფიქრი-მეუღლე ჩემი, ჩუმი ოცნება კი გარყვნილი საყვარელია, და კალმით ხელში მეორე "მეს" რომ ვეურჩები მაშინ მუზები მოთმინებით ღალატს ელიან.