|
|
|
ნაპერწკალი; ჩვეულებრივი წევრი გაწევრიანდა: 1 აპრილი, 2009 საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 4 ივლისი, 2011 02:05:50
|
ნეტაი, მოგცლია (ნაპერწკალს)
ვმუნჯდები დღეებით,ისეთი მშვიდია და მინდა სიმშვიდეც შენს თვალებს გაუჩნდეს, ნეტაი,მოგცლია,რომ უსმენ ცხოვრებას, ერთ ყურში შეუშვი,მეორე გაუშვებს.
ნუ უსმენ რას იტყვის ვიღაცა მოცლილი, რა გზებით მოიტანს შენამდე საფიქრალს, სათვალთვალოდან შორსა სჩანს ტკივილი, შენც მასე უყურე,ქარი რომ გაიტანს..
თვალი ჩაუკარი სევდასაც ხშირხშირად, საათში სამოცჯერ უღიმე სიცოცხლეს, მეგობარს უყვარხარ,სულელო,ქალბატონო, მაგრად ჩაგიხუტებს და როგორც გინდოდეს...
მიუშვი ნებაზე ტლიკინსდამშეული შენ კიდევ თვალბში ლურჯი ცა გიძღება, არსებობს სიცოცხლე შენით და…ხო მათით, მოგცილია,თუ ვინმე არიფი მიწვდება.
შეხედე დღეები როგორი მშვიდია, მკლავებზე გისხედან, დახედე ბეღურებს, ცხოვრება ხომ მაინც არც ისე დიდია, ნეტაი,მოგცლია, რას უსმენ ყველაფერს...
(ანემონე)
|
|
|
|
|
13.01.2025 08:44:00
|