ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2018


სინანული

ცაზე ჩამოწოლილ ნისლებს ვერ ველევი,
სულში ისადგურებს სრული უკუნეთი,
ერთი ფიქრი მტანჯავს და მას ვერ ვერევი:
კვლავაც დაბრუნდება ჩემში ერთადერთი?
ალბათ,მას მუდამ სურს,რომ კვლავ დაივანოს
ჩემში და ჩამაცვას თეთრი სამოსელი,
თუმცა სიმარტოვეს ისე მივეჩვიე
ვეღარ მიმიღია ჩვენი გამომხნელი...
ვნებამ დამიმონა,ჩრდილის ჩრდილში ვწევარ
წუმპე აღარ მიშვებს,მყრალს არ უჩანს ბოლო
ერთი მასაზრდოებს:უფლის სასოება,
მაგრამ გავბეჩავდი არ მსურს რომ ვიბრძოლო..
სულში ჩამოწოლილ ნისლებს ვერ ვერევი
გატაცებად მექცა უკვე სიმარტოვე,
ღმერთო მაპატიე ვნებებს ვერ ველევი
როგორ მიგატოვე?როგორ მიგატოვე?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები