ემილი დიკინსონი - ტყვეებისთვის მიძღვნია ჩემი თაიგულები (95)
ტყვეებისთვის მიძღვნია ჩემი თაიგულები, რომ გვიმზერენ ჩამქრალი, მომლოდინე თვალებით, თითებით ვერ იჭერენ ყვავილთ გათანგულები და სამოთხეს ელიან თმენით - შესაბრალებნი.
თუკი თავი ექნათ და რამე წაიჩურჩულეს - ალბათ მხოლოდ დილაზე, ველზე სარეველების, რადგან სიქა გაცლიათ სხვა საქმისთვის, უძლურებს, როგორც მე აღარ შემწევს ძალი სხვა სავედრებლის.
17 აპრილი, 2018 წ.
Emily Dickinson - My nosegays are for captives (95)
My nosegays are for captives; Dim, long-expectant eyes, Fingers denied the plucking, Patient till paradise.
To such, if they should whisper Of morning and the moor, They bear no other errand, And I, no other prayer.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|