ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2018


შენი ამინდები

შენი ხასიათი ქმნის ამინდებს
და არა პირიქით,
შენი ღიმილი-რიჟრაჟის სხივი,
შენი კისკისი- ტალღები ზღვის.
შენი ხასიათი ქმნის ამინდებს
და არა პირიქით.
ცრემლები- ცის ჩამოქცევა,
წვეთ-წვეთად ეცემა ტუჩებს.
შენ დაიბადე აგვისტოს თვეში
და მზით გამთბარი მიწის სურნელი- კანია შენი,
შენი ბრაზი,წარბის შეკვრა-ელვები ცის.
წამწამებს რომ ხრი, სადღაც მზე ჩადის,
შენს ქუთუთოებს ეფარება ყვითელი ბურთი.
ბედნიერება შენი- ვარდის კვირტების აფეთქებაა
და სიხარული- პირველი თოვლის მოსვლა.
შენ ქმნი ამინდებს და არა პირიქით.
ისინი ვერასდროს შეძლებენ შეგცვალონ შენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები