ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2018


და შენს ქათქათა თოვლივით თითებს

და შენს ქათქათა
თოვლივით თითებს,
ღრუბლიანი ცის
კაშკაშა მზერას,
ეს ჩემი სული
გიჟივით ითმენს,
ტკივილს,
როდესაც ზღვა ასე ღელავს.
ჩამოიქროლა დღესაც მაისმა,
ღმერთი რომ შენში აღმომეჩინა !
და დარდმა
ერთი ჭიქა დაისხა,
მარტოობა რომ გადაერჩინა.
და შენს ქათქათა
თოვლივით თითებს,
ურეჟისორო პატარა სცენას,
ვზივარ იქ
სადაც ებრძვიან ფიქრებს,
და
ვაკვირდები ფიფქების ცვენას.
ამინდს,
უაზროდ ჩუმს და ვნებიანს,
(თვალდახუჭულიც
ვერაფერს ვერ ცვლი) ...
და შენს
ნაზ ღიმილს,
ოდნავ სევდიანს
როგორ უხდება
ეს,
ჩემი ლექსი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები