ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2009


ეს სიცოცხლეზე ტკბილი რამეა

სარკმლიდან მოჩანს სიმშვიდე შორი,
სივრცის ღიმილით
თბება კედლები,
როგორ უხდებათ ხეივნებს თოვლი
და სახურავებს_ჩრდილი მტრედების.

ჩვილის თვალებში იის ნამია,
დედის ხელებში_
სიკეთე ღმერთის:
ეს სიცოცხლეზე ტკბილი რამეა
და უკვდავების წყაროზე მეტი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები