ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2018


როცა ცხოვრება ისე ტკბილია ,რომ ყველა სახის ტკივილებს იკრობს, როცა ოცნების სიმფონიაში კვლავ შეუძლებელ საგნებზე ფიქრობ

და თუ გავიგებ ,რომ სიკვდილის წინ,
თუნდაც ერთი დღით ის შემიყვერებს,
სიცოცხლეს დავთმობ მხოლოდ ამისთვის
წიხლით შევაღებ მე იმ  დღის კარებს..
თუნდ მეფე ვიყო,გვირგვინი მედგას
ტახტი,სამოსი, სამეფო კვერთხი
ძაძას ჩავიცვამ,ნაცარს დავიყრი
და გავერთხმები წამში მის ფერხთით..
და რომ მცოდნოდა თუნდაც წამებით
ჩავიხუტებდი,ვიგრძნობდი სითბოს
მხოლოდ ამისთვის,მხოლოდ ამისთვის
წაიღეთ მე მთელ ცხოვრებას გითმობთ..
თუ გავიგებდი,რომ მე მის სუნთქვას
ერთხელ ,სულ წამით ვიგრძნობდი ახლოს
მხოლოდ ამისთვის,ერთი წამისთვის
ათასი მქონდეს? ათას წელს დავთმობ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები