 | ავტორი: ელ.არეთა ჟანრი: პოეზია 31 მაისი, 2018 |
მიდი რა ფანჯრიდან დაწყვიტე ვარდები, გადაწვდი ეკლებიც დააძვრე ღეროებს, ველური სურნელით იკალი დარდები, ტირილი არ გინდა, შენ უნდა მღეროდე...
იცეკვე იქნებ და გაწვიმდეს, ამ ღამე... გაწვიმდეს სულში რომ გაჟონოს წვეთებმა, იცეკვე!გიჟურად სხეული დაღალე, მიხვდები წვიმისას წვეთების შეხებას...
კარგი რა უბრალოდ დახუჭე თვალები ჩაკალი ტკივილი, იყვირე თუ გინდა! დათვალე წამები, ხელები გაშალე, დრო სევდას წაიღებს სიხარულს მოგიტანს
ხმამაღლა გამოთქმით იკითხე ლექსები! გრძნობები შეშალე, შეშალე ლოგიკაც, მწერალი აღარ ხარ გიჟი ხარ ვერ ხვდები?! ვერ ვარკვევ სხეულში, გული თუ ლოდი გაქვს...
მოვითხოვ ფანჯრიდან დაწყვიტო ვარდები, წითელი ვარდივით თავი არ მოიკლა "ვერ ავხსნი" სურნელით ჩაკალი დარდები, ვარდები დაკრიფე! ყვავილთან ნუ მიხვალ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია,ამავე დროს იგი სილამაზისა და სიდიადის სიმბოლოა...სწორედ ამ ლექსიკონით იშიფრება იგი ამ ლექსში...ყვავილში კი ნებისმიერი უბრალოებაც კი. არ ვიცი ვის რა როგორ ესმის...მაგრამ შენ მადლობა რომ მოგეწონა და ამბობ რომ არ უთქვამთ სწორი...ბევრს ნიშნავს ეს სიტყვები ჩემთვის მართლაც...ძალიან გამახარე კომენტარებით<3 ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია,ამავე დროს იგი სილამაზისა და სიდიადის სიმბოლოა...სწორედ ამ ლექსიკონით იშიფრება იგი ამ ლექსში...ყვავილში კი ნებისმიერი უბრალოებაც კი. არ ვიცი ვის რა როგორ ესმის...მაგრამ შენ მადლობა რომ მოგეწონა და ამბობ რომ არ უთქვამთ სწორი...ბევრს ნიშნავს ეს სიტყვები ჩემთვის მართლაც...ძალიან გამახარე კომენტარებით<3
5. ბოლო სტროფზე მთლად სწორი არ გითხრეს.
ვარდები დაკფრიფე ყვავილთან ნუ მიხვალ. ვარდიც ყვავილია თუმცა ამავე დროს შეიელბა ამას ბევრი კუთხით შეხედვა და ფინალს ბევრნაირს მივიღებთ. ბოლო სტროფზე მთლად სწორი არ გითხრეს.
ვარდები დაკფრიფე ყვავილთან ნუ მიხვალ. ვარდიც ყვავილია თუმცა ამავე დროს შეიელბა ამას ბევრი კუთხით შეხედვა და ფინალს ბევრნაირს მივიღებთ.
4. უდიდესი მადლობა ნათია გავითვალისწინებ...ბევრს მოსწონს და ამიტომაც დარჩა ასეთად,თანაც რომ შემეცვალა მერე ასეთი გულწრფელი ლექსი აღარ იქნებოდა ჩემთვის მაინც...გამიხარდი,მადლობა კეთილი სურვილებისთვის ასევე გისურვებ შენც:* უდიდესი მადლობა ნათია გავითვალისწინებ...ბევრს მოსწონს და ამიტომაც დარჩა ასეთად,თანაც რომ შემეცვალა მერე ასეთი გულწრფელი ლექსი აღარ იქნებოდა ჩემთვის მაინც...გამიხარდი,მადლობა კეთილი სურვილებისთვის ასევე გისურვებ შენც:*
3. მშვენიერია. თუმცა ბოლო ორი ხაზი მეც არ მომწონს.. იქამდე კარგადა იყო ყველაფერი. წარმატებები. მშვენიერია. თუმცა ბოლო ორი ხაზი მეც არ მომწონს.. იქამდე კარგადა იყო ყველაფერი. წარმატებები.
2. ჰაჰ რავი ჰო ალბათ გმათდობთ შეფასებისთვის მიხარია რომ მოგეწონათ:)** ჰაჰ რავი ჰო ალბათ გმათდობთ შეფასებისთვის მიხარია რომ მოგეწონათ:)**
1. ბოლო სტროფი მისამშაბათებულია ))))) კარგი ლექსია. + ბოლო სტროფი მისამშაბათებულია ))))) კარგი ლექსია. +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|