ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2009


ტერენტი გრანელი და ეროტიზმი

თუკი გალაკტიონის ადრეულ შემოქმედებაში მაინც მივაგენით ორიოდე გამოვლენას ეროტიზმისა , ტერენტი გრანელის პოეზიაში,სადაც მუდამ მიღმიერი ქალწულის - ლენორას ლანდი , აჩრდილი კრთის , სიყვარულს გამოცლილი აქვს ყოველგვარი ვიტალური საფუძველი და  ეროტიზმი მინიშნების დონეზეც კი ძნელი მოსახელთებელია, ისე, როგორც ამ ლექსში:

ტერენტი გრანელი

სონეტი


ფართო ქუჩებში დავივიწყეთ ნელი თამაში,
წყრომით იკივლებს ჩემს ცხელ ტანში შენი სხეული...
მაშინებს ყოფნა,ყრუ ფიქრებში გამოხვეული
და მაგონდება აბრეშუმის თეთრი გამაში.

ცრემლი იფეთქებს დაბნელებულ ყრუ ყაზარმაში,
მაღლა აიწევს ყვითელ ფრთებით ნაზი ეული,
დაბურულ ტყეში ჩუმად ივლის ლანდი გრძნეული,
შავი წირვები ატირდება წითელ ნარმაში.

ჩემი ოცნება შეირხევა,როგორც ლერწამი
და ცის კალთაში დაისვენებს სევდიან ძილით.
უცხო ღამეში სევდიანად ჩვენ თითქოს სამი

ისევ ერთმანეთს დავშორდებით წმინდა მანძილით,
როცა დადგება მოთენთილი თეთრი მაისი,
ჩვენ შეგვაერთებს ელვარებით ნაზი დაისი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები