შვიდი ცა_შვიდი ფურცელი უფლისეული წიგნისა_ ფრთების ლხენა და ტკივილი, ქვაზე მომყვანი იფქლისა, სითბო სამოთხის ხმებისა, უსასრულობა გზებისა, მირქმა მზისა და მიწისა, კოსმოსის ჭერზე იები გინდ შენთვის,გინდა სხვისთვისა, ქორწილი ვარსკვლავებისა, გაზაფხულობა სიბრძნისა, ნაპირთა მიუვალობა, ბინდში სინათლის გალობა, ფერთა ელვა და მკრთალობა, თავდავიწყება ფიქრისა...
სიკვდილ-სიცოცხლის ზეიმი ერთურთის კარზე მისვლისას.
ამას რომ ხედავ -------------------- ქვეყანა აქით ნანახი სხვა არის_უფრო ვრცელია, შენთან მოსული ღრუბელი ღმერთის ხელების ფერია.
მზემ ჩრდილით გაგალამაზა, შენსავით ნამით სველია, წინ შუქი ისე მოუძღვის, იფიქრებ,ოქროს ცელია.
ამას რომ ხედავ,სიცოცხლე სიკვდილზე ასჯერ ძნელია, სუნთქვაში ზეცის სითბოა, გულის ფოთლებზე ცრემლია.
ქვეყანა აქით ნანახი უფრო კარგი და ვრცელია, საოცრებაზე მეტია, სიზმარზე მშვენიერია...
ამაღლება და წამება, ცის ახლოს გარდაცვალება,_ ესაა,რაც გიწერია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. ამ ლექსს ჩემი შეფასება რად უნდა ნიკი ამ ლექსს ჩემი შეფასება რად უნდა ნიკი
23. მხოლოდ მოკითხვა ბატონიშვილო? :) ლექსის შესახებ რაიმე აზრი? მერე გამოვა, რომ ცუდი საიტია :) და ყველაფერი ისე არ არის როგორც უნდა იყოს ;)
მხოლოდ მოკითხვა ბატონიშვილო? :) ლექსის შესახებ რაიმე აზრი? მერე გამოვა, რომ ცუდი საიტია :) და ყველაფერი ისე არ არის როგორც უნდა იყოს ;)
22. მოგიკითხეთ ბატონო ვაჟა დიდი სიყვარულით! მოგიკითხეთ ბატონო ვაჟა დიდი სიყვარულით!
20. მართლაც რომ მშვენიერია მართლაც რომ მშვენიერია
19. შენთან მოსული ღრუბელი ღმერთის ხელების ფერია.
:) შენთან მოსული ღრუბელი ღმერთის ხელების ფერია.
:)
18. შვიდი ცა გადავიარე... ვერ ვპოვე , მაინც მივდიე... სიზმარნაკურთხი თვალები, ანკარა და მოლიცლიცე... იით ნაფენი ცარგვალი, ვარსკვლავებამონაქარგი, ღვთისხელნაფერი ქვეყანა სიტყვით ლამაზად ნახატი.
ეს ექსპრონტი თქვენ, ამ ლექსების პასუხად... :) ძალიან ლამაზია ორივე! შვიდი ცა გადავიარე... ვერ ვპოვე , მაინც მივდიე... სიზმარნაკურთხი თვალები, ანკარა და მოლიცლიცე... იით ნაფენი ცარგვალი, ვარსკვლავებამონაქარგი, ღვთისხელნაფერი ქვეყანა სიტყვით ლამაზად ნახატი.
ეს ექსპრონტი თქვენ, ამ ლექსების პასუხად... :) ძალიან ლამაზია ორივე!
17. ნამდვილად მშვენიერი! ნამდვილად მშვენიერი!
14. ქვეყანა აქით ნანახი სხვა არის_უფრო ვრცელია, შენთან მოსული ღრუბელი ღმერთის ხელების ფერია.
შეიძლება ამაზე ცუდი ითქვას? :) შესანიშნავია. ქვეყანა აქით ნანახი სხვა არის_უფრო ვრცელია, შენთან მოსული ღრუბელი ღმერთის ხელების ფერია.
შეიძლება ამაზე ცუდი ითქვას? :) შესანიშნავია.
13. ამაღლება და წამება, ცის ახლოს გარდაცვალება,_ ესაა,რაც გიწერია!
ლამაზიააა :) გაიხარეთ და ჩემი თბილი მოკითხვები თქვენ :) ამაღლება და წამება, ცის ახლოს გარდაცვალება,_ ესაა,რაც გიწერია!
ლამაზიააა :) გაიხარეთ და ჩემი თბილი მოკითხვები თქვენ :)
10. აქ მუდამ ვივსები... მოგიკითხეთ :) აქ მუდამ ვივსები... მოგიკითხეთ :)
8. ძალიან ლამაზია! ძალიან ლამაზია!
7. კარგიაააა მეგობარო!!! კარგიაააა მეგობარო!!!
6. ამაღლება და წამება, ცის ახლოს გარდაცვალება,_ ესაა, რაც გიწერია!
ძალიან მომწონს! 5 ამაღლება და წამება, ცის ახლოს გარდაცვალება,_ ესაა, რაც გიწერია!
ძალიან მომწონს! 5
5. კარგი ლექსებია კარგი ლექსებია
4. ღმერთის ხელების ფერია.<<<<<<< ასეთ შედარებებს მოერიდე გთხოვ შენთვის სუსტი ლექსებია! ამჯერად 4 მეგობარო ღმერთის ხელების ფერია.<<<<<<< ასეთ შედარებებს მოერიდე გთხოვ შენთვის სუსტი ლექსებია! ამჯერად 4 მეგობარო
3. კოსმოსის ჭერზე იები გინდ შენთვის,გინდა სხვისთვისა, ქორწილი ვარსკვლავებისა, გაზაფხულობა სიბრძნისა, ნაპირთა მიუვალობა, ბინდში სინათლის გალობა, ფერთა ელვა და მკრთალობა, თავდავიწყება ფიქრისა... 5 -ასეთ ყოფაში სიცოცხლეს სიკვდილი არ უწერია... კოსმოსის ჭერზე იები გინდ შენთვის,გინდა სხვისთვისა, ქორწილი ვარსკვლავებისა, გაზაფხულობა სიბრძნისა, ნაპირთა მიუვალობა, ბინდში სინათლის გალობა, ფერთა ელვა და მკრთალობა, თავდავიწყება ფიქრისა... 5 -ასეთ ყოფაში სიცოცხლეს სიკვდილი არ უწერია...
2. პირველი ლექსი განსაკუთრებით...:) პირველი ლექსი განსაკუთრებით...:)
1. ულამაზესი ლექსებიაა !!! საოცრად ლამაზიი !!! ულამაზესი ლექსებიაა !!! საოცრად ლამაზიი !!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|