ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 ივლისი, 2018


სანდრე (უაზრობებიდან)

ჰეი, ჰეი, სანდრე,
გამარჯობა,
ნახვამდის.
მე დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი,
ჰეი, ნეტავ კიდევ ვინ უნდა წავიდეს?
ნერვებმა მიმტყუნეს.
კარი გაიხურეთ,
კარი გაიხურეთ ბატონო, არ გესმით?
ვცივდები.
კარს მაინც ნუ მიტოვებთ ღიას.
დამღალეს..
ბოლო დროს ავად ვარ.
ორპირის ბრალია..

მე არ ვცხოვრობ მდინარისპირა ქოხში
და არასოდეს მინახავს თოლიები.
სანდრე,
მომიყევი ადამიანებზე,
რომლებიც არ მიდიან.
ოჩოფეხებზე დგას ჩემი ქოხი,
ოთახის კედლები ჟელესია
მზე რომ ჩადის
უცნაურად იწყებენ შეკუმშვას
ერთ დილას დამახრჩობენ.
მზესთან ერთად ამოდი სანდრე
და მითხარი რომ რჩები
თორემ ღამეები გადამიყოლებენ..

სანდრე..
სანდრე..
ტყეში მივდიოდი,
თხელი,
ხორბლისფერი კაბა მეცვა.
ჩიტებმა ამბავი მომიტანეს,
რომ სანდრე აღარ მოვიდოდა.
მე მივდიოდი და ვეძებდი,
ის მიდიოდა და ვერ ვეწეოდი..

ჰეი. ჰეი, სანდრე..
მშვიდობით თუ
ნახვამდის ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს