 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 5 სექტემბერი, 2018 |
აქ მთებს ქუდად დაუხურავთ ნისლი, როგორ შვენის თეთნულდს თეთრი ქუდი, თავს ვწირავდი სიყვარულის ნიშნად, სამშობლოსთვის-ასე იყო მუდამ,
მერქვა ბეთქილ,მერქვა მირანგულა, ხან ყანსავიც ვიყავ ყიფიანი, ჩემი მტრები-რაახანია სდუმან, ლემის დროშა ქარში მოფრიალე,
მაღლა მქონდა შემართული მარად, ღვთის სიყვარულს ვუნერგავდი შვილებს, სამშობლოსთვის მე ვიყავი ფარი, რომ მიჭირდა არსად გავამხილე,
აქ ეს მთები,კვლავ ამაყას სდუმან, ალიონზე ახლაც ვმღერი ლილეს, ხელგაშლილი ვხვდები ყველა სტუმარს, და ვასრულებ ყველა დანაპირებს,
მე,კვლავ მახვშის საკარცხულში ვზივარ, არ შემშლია-მართალი და ფლიდი, მხოლოდ ერთი-საქართველო მტკივა, ჯვარსაც მაცვით თუ კი მას დავჭირდი.
მე, სვანი ვარ,ამაყი და დინჯი, ენგურიდან,ცხენისწლიდან ვიშვი, დაკარგული მიწები მაქვს ხინჯად გულში,ომის დაუცხრომელ შიმშილს
ვერ ვუწამლე,თავს ვერ მოვატყუე, მე მომელის ხანძთა,ბანა,ოშკი, რომც მესროლონ გულში ცხელი ტყვია, მე ვერ დავთმობ წინაპართა კოშკებს.
მე,სვანი ვარ,საქართველოს მცველი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. პირველივე აბზაციდან მომეწონა! გაიხარეთ ყველამ, ვისაც გახსოვთ სვანეთი და ჩვენი ტკბილი სვანი ხალხი!!! გენიალურია!!! პირველივე აბზაციდან მომეწონა! გაიხარეთ ყველამ, ვისაც გახსოვთ სვანეთი და ჩვენი ტკბილი სვანი ხალხი!!! გენიალურია!!!
4. ტუმცა ამ ავტორს ლექზე მუშაობა უყვარს და მჯერა უკეთ გამოუვა +3 ტუმცა ამ ავტორს ლექზე მუშაობა უყვარს და მჯერა უკეთ გამოუვა +3
3. პატრიოტული ლექსის წერა პირდაღებული ხევის ნაპიზე, ადვილა გადასავარდნ , ფეხის დასაცდენ ქარაფებზე სიარულივითაა. :) კორექტურებიც გასასწორებელია. პატრიოტული ლექსის წერა პირდაღებული ხევის ნაპიზე, ადვილა გადასავარდნ , ფეხის დასაცდენ ქარაფებზე სიარულივითაა. :) კორექტურებიც გასასწორებელია.
2. დასაწყისში მთებს ნისლად აქვთ ქუდი და თეთნულდსაც ქუდი დაუხურავს....წაიტავტოლოგიებს. მერე თეთნულდი რაღაცნაირი თეთრი დედოფალია, სვანეთში ქალებსაც არქმევენ ვიცი თეთნულდს... მერე მე "ურა" პატრიოტიზმი მკლავს... რანაირი ლექსი მინოდა რომ ყოფილიყო არ ვიცი, მაგრამ..... იმედგაცრუებულივით დავრჩი. დასაწყისში მთებს ნისლად აქვთ ქუდი და თეთნულდსაც ქუდი დაუხურავს....წაიტავტოლოგიებს. მერე თეთნულდი რაღაცნაირი თეთრი დედოფალია, სვანეთში ქალებსაც არქმევენ ვიცი თეთნულდს... მერე მე "ურა" პატრიოტიზმი მკლავს... რანაირი ლექსი მინოდა რომ ყოფილიყო არ ვიცი, მაგრამ..... იმედგაცრუებულივით დავრჩი.
1. კარგი პატრიოტული ლექსია
5
გვიჭირს ცოტა პატრიოტიზმში ქართველებს კარგი პატრიოტული ლექსია
5
გვიჭირს ცოტა პატრიოტიზმში ქართველებს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|