ნინო დარბაისელი
რეზუსი - - - ამ ქვეყანაზე ყველაფერს რომ ბედი სჭირდება! დედაჩემისგან პირველი ჯგუფის სისხლი, რეზუს უარყოფითი, მე კი არა და, ჩემს პატარა ძმას დაებედა. მთელი ცხოვრება სათადარიგოდ სულ მის დონორებს დავეძებდით, რადგან სხვა ჯგუფის სისხლი არაფრად გამოადგება, სამაგიეროდ, რადგან ეს სისხლი ყველას ესხმება, დედა და შვილი- ორივენი სისხლის დაცლამდე დონორობდნენ და ჩამიჩივით წვენისაგან დაწრეტილებს კარზე როცა მოგვიყუდებდნენ, ვიდრე შიგნიდან ჩვენც ჩვენს მხარ-ბეჭს შევაშველებდით, რომ ორივენი ქიმწმენდიდან გამოტანილი კოსტიუმებივით სავარძლებზე მოწიწებით გადაგვეფინა, მე შოკოლადის მსუყე ტორტის დიდი ნაჭერი, ბროწეულ- ჭარხლის და ანტონოვკა-ვაშლის ნაწური თავის ჩანგლით და ხელსახოცით უკვე ცალ- ცალკე ,,პოდნოსზე” მედო. (ტუჩების ირგვლივ - მიტკლისფრები და ნესტოები - თითქოს-და, თხელი ალიბასტრით გადალესილი; ჩემი ბუზღუნი: - ოღონდ თავისი გადაარჩინონ, შენ რა მოგივა, არც დაეძებენ)
მე რა გამომყვა? საქართველოში ხალხური, უხვი, გავრცელებული, შინაური, როგორც მაწონი - მესამე, რეზუს დადებითი და წამხედურად, მეც დონორად რომ ჩავეწერე, წლობით არავის ვუკითხივარ. სულ ერთხელ იყო, გამომიძახეს, ჩავდექი რიგში და გაღებული კარის ღრიჭოდან რაღაც მილები და სისხლიანი, ფალანგისხელა ბალიშები რომ დავინახე, არ გამთქვათ და, გამოვიძურწე.
ამ სიბერეში, ავდექი და დონორი გავხდი. მართვის მოწმობას ახატია წითელი გული და ანდერძითაც გავაფორმე, რომ ამ ჩემს სხეულს, ერთადერთხელ ნამშობიარევს და ერთადერთხელ მარჯვენა ფეხის ფალანგის მცირე, დახურული მოტეხილობით, სხვა მხრივ - უწამლოს, გაუკვეთავს, ხარივით ჯანმრთელს, ვიდრე სიკვდილი საბოლოოდ დადგინდებოდეს, მე ,,ვენდერბილტის” კლინიკას ვჩუქნი.
ამიერიდან თავს დიდად უნდა გავუფრთხილდე, ხიფათს ვარიდო, მაგრამ არც ძაან გადავაბერო.
ეს ადვილია: შიში - გამქრალი, სული - შინისკენ გასაფრენად გამზადებული, მიწას - იმედი, რაღაცნაირი კმაყოფილება, იქნებ და, შვებაც, რომ თუ ცოცხალმა დიდად ვერსად ვერავის არგე, წასული - ვინმე უცნობს მაინც გამოადგები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ნინო, თქვენ მესამე ჯგუფის დადებით რეზუსიან სისხლს ნუ ეხუმრებით. ყველაზე ახალი სისხლია, მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 10%–ს აქვს. ეს არის იმ ძლიერი ადამიანების სისხლი, რომლებიც მოძრაობდნენ, გადაადგილდებოდნენ, წინააღმდეგობებს არ ეპუებოდნენ ... ასე რომ ... :))) მე პატივს ვცემ საკუთარ სისხლს, მამისგან გამომყვა. კიდევ ერთ–ერთ დას გამოჰყვა და ზუსტად ჩვენ ვართ გადმოკარგულები, მე ევროპაში, ის ამერიკაში. :)))
ნინო, თქვენ მესამე ჯგუფის დადებით რეზუსიან სისხლს ნუ ეხუმრებით. ყველაზე ახალი სისხლია, მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 10%–ს აქვს. ეს არის იმ ძლიერი ადამიანების სისხლი, რომლებიც მოძრაობდნენ, გადაადგილდებოდნენ, წინააღმდეგობებს არ ეპუებოდნენ ... ასე რომ ... :))) მე პატივს ვცემ საკუთარ სისხლს, მამისგან გამომყვა. კიდევ ერთ–ერთ დას გამოჰყვა და ზუსტად ჩვენ ვართ გადმოკარგულები, მე ევროპაში, ის ამერიკაში. :)))
9. ეს განცხადება მოვათავსე ,, ფეისბუქის” საერთო კედელზე
იყოს აქაც
მეგობრებო! ლიტერატურულ საიტ ,, ურაკპარაკის” ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, რომ მე ვარ საიტის აგვისტოს თვის მორიგე- პროვოკატორი. ( შერჩეულია სექტემბრის მორიგე- პროვოკატორიც, დანარჩენ კანდიდატებზე - მიმდინარეობს მსჯელობა ადმინისტრაციაში) რაც იმას ნიშნავს, რომ კომენტარებში აზრის (ნეგატიურის თუ პოზიტიურის) გამოუთქმელად და შეუფასებლად არ დარჩება არცერთი ნაწარმოები. ( გამონაკლისს წარმოადგენს ტექსტები, რომელიც,წაკითხვის მიუხედავად, ჩემი, როგორც მკითხველ - შემფასებლის ყურადღებას ვერ დაიმსახურებს). გელით საიტზე. ეს განცხადება მოვათავსე ,, ფეისბუქის” საერთო კედელზე
იყოს აქაც
მეგობრებო! ლიტერატურულ საიტ ,, ურაკპარაკის” ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, რომ მე ვარ საიტის აგვისტოს თვის მორიგე- პროვოკატორი. ( შერჩეულია სექტემბრის მორიგე- პროვოკატორიც, დანარჩენ კანდიდატებზე - მიმდინარეობს მსჯელობა ადმინისტრაციაში) რაც იმას ნიშნავს, რომ კომენტარებში აზრის (ნეგატიურის თუ პოზიტიურის) გამოუთქმელად და შეუფასებლად არ დარჩება არცერთი ნაწარმოები. ( გამონაკლისს წარმოადგენს ტექსტები, რომელიც,წაკითხვის მიუხედავად, ჩემი, როგორც მკითხველ - შემფასებლის ყურადღებას ვერ დაიმსახურებს). გელით საიტზე.
8. სექტემბრიდან იყოს თოლია მერე მოვიფიქროთ კიდევ
თოლია, უარი არ მიიღება იცოდე :) სექტემბრიდან იყოს თოლია მერე მოვიფიქროთ კიდევ
თოლია, უარი არ მიიღება იცოდე :)
7. თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო.. რაღა ვქნა ახლა! სიტყვას უკან ხომ არ წავიღებ! თან - აგვისტო - ,, მკვდარი თვეა”...ხალხი კომპს მოცილებულია და მუზაც ისვენებს...(ვითომ?) ჯანი გავარდეს! აგვისტოს ბოლომდე ,,ვიპროვოკატორებ”,( ნეგატიურიც, პოზიტიურიც, როგორც ნიკმა ბრძანა) ოღონდ სექტემბრისთვის მორიგე - პროვოკატორი უკვე მოემზადოს! ჰოდა , დაყარეთ, ვისაც რა გაქვთ! (აქ - ძალიან გაცინების სმაილიკი) ვიწყებ დღეიდან. ( პროზა - არა) თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო.. რაღა ვქნა ახლა! სიტყვას უკან ხომ არ წავიღებ! თან - აგვისტო - ,, მკვდარი თვეა”...ხალხი კომპს მოცილებულია და მუზაც ისვენებს...(ვითომ?) ჯანი გავარდეს! აგვისტოს ბოლომდე ,,ვიპროვოკატორებ”,( ნეგატიურიც, პოზიტიურიც, როგორც ნიკმა ბრძანა) ოღონდ სექტემბრისთვის მორიგე - პროვოკატორი უკვე მოემზადოს! ჰოდა , დაყარეთ, ვისაც რა გაქვთ! (აქ - ძალიან გაცინების სმაილიკი) ვიწყებ დღეიდან. ( პროზა - არა)
6. შესანიშნავი აზრია
ნეგატიურიც და პოზიტიურიც ვთქვათ დავყვეთ
თქვენ იწყებთ ქალბატონო ნინო :) შესანიშნავი აზრია
ნეგატიურიც და პოზიტიურიც ვთქვათ დავყვეთ
თქვენ იწყებთ ქალბატონო ნინო :)
5. მადლობა ნინო ქადაგიძე, მუხა, ნიკი, ლელა მგელაძე. იმ ხასიათზე ვარ, ლამის მოვითხოვო პროვოკატორთა შემომატება საიტზე. წინა ლექსის თავგადასავლიდან გამომდინარე.( აქ - ღიმილის ,, სმაილიკი”) რამდენი ვწვალობ, რომ რაიმე საინტერესო დაგიდოთ და თუ ,, მისანი და მისანი და მისანი” არ გამანებივრებს თავისი ყურადღებით, როგორ შემოგიტყუოთ, აღარ ვიცი ( აქ - უფრო ძალიან გაღიმების სმაილიკი) ახლა ვიფიქრე, თუ ისინი/ ის არ გამოჩნდა, პოეზიას ხომ არ დავჩაგრავთ ამის გამო, ავდგეთ და მორიგეობა შემოვიღოთ პროვვოკატორობაზე. როგორ? მაგალითად, ერთი თვე მე ვიქნები, დავყვები ნაწერებს და სადაც რაიმე მნიშვნელოვანი შემხვდება, ნეგატიურ კომენტარს მოვუფიქრებ, შემოვა ავტორის სამეგობრო, მოხალისეებიც შემოჰყვებიან, ვიმსჯელებთ, ვიკამათებთ და ამასობაში ,,ჩემს ჯინაზე” ქულებიც მოგროვდება. შემდეგ თვეში სხვა შემენახება და ასე! რას იტყვით, ჰა! მადლობა ნინო ქადაგიძე, მუხა, ნიკი, ლელა მგელაძე. იმ ხასიათზე ვარ, ლამის მოვითხოვო პროვოკატორთა შემომატება საიტზე. წინა ლექსის თავგადასავლიდან გამომდინარე.( აქ - ღიმილის ,, სმაილიკი”) რამდენი ვწვალობ, რომ რაიმე საინტერესო დაგიდოთ და თუ ,, მისანი და მისანი და მისანი” არ გამანებივრებს თავისი ყურადღებით, როგორ შემოგიტყუოთ, აღარ ვიცი ( აქ - უფრო ძალიან გაღიმების სმაილიკი) ახლა ვიფიქრე, თუ ისინი/ ის არ გამოჩნდა, პოეზიას ხომ არ დავჩაგრავთ ამის გამო, ავდგეთ და მორიგეობა შემოვიღოთ პროვვოკატორობაზე. როგორ? მაგალითად, ერთი თვე მე ვიქნები, დავყვები ნაწერებს და სადაც რაიმე მნიშვნელოვანი შემხვდება, ნეგატიურ კომენტარს მოვუფიქრებ, შემოვა ავტორის სამეგობრო, მოხალისეებიც შემოჰყვებიან, ვიმსჯელებთ, ვიკამათებთ და ამასობაში ,,ჩემს ჯინაზე” ქულებიც მოგროვდება. შემდეგ თვეში სხვა შემენახება და ასე! რას იტყვით, ჰა!
4. კარგი ფინალი იყო. მ კარგი ფინალი იყო. მ
3. ვახ, ქალბატონო ნინო ახალი კუთხით დაგინახეთ მაგარია ძალიან
ძალიან მაგარია
ალალი 5 მონიშვნითურთ
ვახ, ქალბატონო ნინო ახალი კუთხით დაგინახეთ მაგარია ძალიან
ძალიან მაგარია
ალალი 5 მონიშვნითურთ
2. ძალიან მომეწონა, ემოციურად აღვიქვი. გამახსენდა ჩემი ერთადერთი ნაწარმოები "მათეუსი"ის ნამდვილი ამბავი.(რომელიც ჩემს უცხოეთში ყოფნისას მოხდა)
ძალიან მომეწონა, ემოციურად აღვიქვი. გამახსენდა ჩემი ერთადერთი ნაწარმოები "მათეუსი"ის ნამდვილი ამბავი.(რომელიც ჩემს უცხოეთში ყოფნისას მოხდა)
1. ცხოვრების მარტივი ჭეშმარიტება : დიდად ვერსად ვერავის არგე, წასული - ვინმე უცნობს მაინც გამოადგები.
ნეტა ყველას შეგვეძლოს. სიამოვნებით გკითხულობთ ცხოვრების მარტივი ჭეშმარიტება : დიდად ვერსად ვერავის არგე, წასული - ვინმე უცნობს მაინც გამოადგები.
ნეტა ყველას შეგვეძლოს. სიამოვნებით გკითხულობთ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|