ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2009


ზამთრის მოლოდინს

ზამთრის მოლოდინს
ოცნებები გაუფანტია
და შემოდგომას გაუბია
მწუხრის ლარები,
შემკრთალ მწვერვალებს
მოუბურავთ ნისლის მანტია,
სულ სხვა ქვეყნიდან
დარეკავენ მალე ზარები...

ამინდი ისე შეიცვალა,
თითქოს მარტია,
თითქოს მოლოდინს
გამოეღოს ყველა კარები,
შენი არ ყოფნის ნაფეხური
გულზე მატყვია
და ჩემი ყოფნა
გახდა ასე აუტანელი.












კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები