ამერიკულ მწერლობაზე როდესაც საუბრობენ, ძირითადად, ჰემინგუეის ახსენებენ, თუმცა ახლა სტაინბეკზე მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა: მისმა შესანიშნავმა რომანმა „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“ საქათველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებთან გარკვეული პარალელები გამავლებინა. ნააწარმოები ერთგვარი დაპირისპირებაა მამა-შვილ ჰოულებს შორის. ითენი (მამა) პატიოსანი კაცია, სახელოვანი გვარის შთამომავალი, რომელიც, როგორც თავად იტყოდა, „ძაღლის გაგდებულ იტალიელთან“ ნოქრად მუშაობს. იგი განიცდის თავისი ოჯახის ხელმოკლეობას და ეკონომიკურ სიდუხჭირეს. საკუთარ მამას ადანაშაულებს, რომ ქონება გაანიავა და უკვე ზრდასრულ ასაკში, ცდილობს თავის თავს შთააგონოს „მიზანი ამართლებს საშუალებას“. ითენის პერსონაჟი საკმაოდ მახვილგონივრულად და მოხერხებულად ქმნის ისეთ ვერაგულ სქემას, რომელიც ნოქრობიდან მაღაზიის მფლობელობამდე, აეროდრომისათვის საჭირო ადგილის დასაკუთრებამდე და მერობის კანდიდატობამდეც კი მიიყვანს. როგორც ნაწარმოებში რამდენიმეგან ჩანს, პერსონაჟი საკუთარ თავს არწმუნებს, რომ მთავარია ქონებისა და გავლენის მოპოვება და მნიშვნელობა არ აქვს, რა გზით ახერხებ ამას. მას მოჰყავს საზოგადოებისთვის პატივსაცემი რამდენიმე ადამიანის მაგალითი, რომელსაც არავინ უხსენებს ძველ ცოდვებს და პირიქით, კრძალვითა და მოწიწებით ეპყრობიან, რისი მიზეზიც სწორედ მათ მიერ მოხვეჭილი ქონებაა და გავლენაა. ალენი (ითენის შვილი) 14 წლის მოზარდია. ის ესსეს წერს, რათა შეერთებული შტატების მასშტაბით ორგანიზებულ კონკურსზე გააგზავნოს. ბიჭი ოცნებობს, რომ ესსეების კონკურსში გაიმარჯვოს, მილიონობით აუდიტორიის წინაშე ტელევიზიით გამოვიდეს და სახელი მოიხვეჭოს. ტექსტში კარგად ჩანს, რომ ალენი, როგორც მისი ოჯახის ყველა წევრი, დაღლილია ეკონომიკური სიდუხჭირის გამო და მამასთან საუბარში ამართლებს ისეთ პიროვნებებს, რომლებმაც აფიორისა და მაქინაციების გზებით წარმატებას მიაღწიეს. „მერე რა, მთელი ქვეყანა ასე იქცევა“ - ამბობს ალენი და საკუთარ დას, ელენს ცხვირ-პირის გაერთიანებას უპირებს, რადგან ელენმა ესსეების კონკურსის კომისიას ანონიმურად აცნობა, რომ მისი ძმის ნამუშევარი პლაგიატი იყო. არადა, ალენ ჰოული მთელი ქვეყნის ხუთ საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა და ელოდა, როდის გამოუგზავნიდნენ თვითმფრინავს, რათა ნიუ-იორკში ჩასული, მილიონობით მაყურებლის წინაშე ტელეეთერით გამოსულიყო. სწორედ ამ მომენტში იხსნება რომანის კვანძი. წვიმიან ღამეს, ითენს ესსეების კონკურსის წარმომადგენელი ეწვევა და სთხოვს, მისი შვილის ავანტურა საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს, რადგან თავადაც არ სჭირდებათ იმ ფაქტის გახმაურება, რომ პლაგიატი ნაწარმოები გამარჯვებულთა შორის მოხვდა. ითენი ამ დროს უკვე მდიდარია, მისი გეგმა წარმატებით განხორციელდა, რასაც მაღაზიის მფლობელი იტალიელი მარულო და მისი ბავშვობის მეგობარი, უკვე გალოთებული დენი ტეილორი შეეწირენ. მას შემდეგ, რაც მამა-შვილის საუბარი შედგება და ითენი აღმოაჩენს, რომ ბიჭს სინდისის ქენჯნა არ აწუხებს და აბსოლუტურად ამართლებს მის მიერ ჩადენილ საქციელს, რადგან „ყველა ასე იქცევა“, მამის პერსონაჟი სახლიდან მიდის და ჯიბით სამართებელი მიაქვს, რათა რომაელივით გადაიხსნას ვენები და სიცოცხლეს გამოეთხოვოს, თუმცა მოგვიანებით, ჯიბეში ჰოულების ოჯახის თილისმას აღმოაჩენს... თუ რა არის თილისმა, ამას არ ვიტყვი. ვისაც წაკითხული არ აქვს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ვგულისხმობ, როგორც ითენ ჰოული თავის შვილებს ეუბნებოდა, სხვადასხვა სიტყვის მნიშვნელობა ლექსიკონში იპოვეთო, ასევე ვურჩევ, რომ ზემოხსენებული რომანი წაიკითხოს და თავად გამოიტანოს დასკვნა. ჩემი აზრით, ნაწარმოების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ზრდასრული, წესიერი ცხოვრებით ნაცხოვრები ითენ ჰოული ვერ იტევს საკუთარ გადაწყვეტილებას, რომელიც, თითქოსდა, ბედნიერების მომტანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სხვათა უბედურების ხარჯზე. ხოლო მისი შვილი, აბსოლუტურად დარწმუნებულია საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში, რადგან „ყველა ასე იქცევა“. ბოლო 25 დღეა, რეანიმაციაში მამაჩემის ჩავარდნილ ლოყებსა და ნაოპერაციებ თავს ვუყურებ. 25 დღეა, იგი კომაშია და ექიმები სანუგეშოს ვერაფერს გვეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში, სამჯერ გამოგლიჯეს სიკვდილს ხელიდან. მამამ მთელი ცხოვრება პატიოსნად გაატარა და დარწმუნებული ვარ, თვითმკვლელობაზე არასდროს უფიქრია. მით უმეტეს, არც მის შვილებს ჩაგვიდენია ისეთი ქმედება, რომ ალენ ჰოულივით თავისმართლება დაგვჭირვებოდა. ახლა ვიაზრებ, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის მაგალითი შვილისთვის. მამაჩემი მართლმადიდებელი ქრისტიანია და ალბათ, რაც არ უნდა დამეშავებინა, თვითმკვლელობაზე ფიქრს არ დაიწყებდა. თუმცა, თანამედროვე ეპოქაში, განსხვავებით 50-იანი წლების შეერთებული შტატებისგან (რომელ პერიოდშიც ნაწარმოების სიუჟეტი ვითარდება), გაცილებით ადვილია, საკუთარი მშობელი თვითმკვლელობამდე მიიყვანო. ჩვენი ქვეყნის ბოლოდროინდელი მოვლენები ძალიან მაფიქრებს - საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის ლეგალიზება დაუშვა. წარმომიდგენია, რამდენი მოზარდი აუქნევს მშობელს ხელს და შეიძლება, კანაფი სახეშიც კი შეაბოლოს, რადგან კანონი ამის საშუალებას აძლევს. აქვე, იმასაც დავძენ, რომ „გირჩის“ მიერ დაარსებულ რელიგიურ ორგანიზაციაში, მხოლოდ 1 წლის განმავლობაში, 4 000-ზე მეტი ქართველი ვაჟკაცი პასტორად დარეგისტრირდა, რათა სამხედრო სამსახური აერიდებინა თავიდან. რა გამოდის? ჩვენ საკუთარ შვილებს ვუქმნით ისეთ რეალობას, სადაც ნარკოტიკის მიღება, თუნდაც მსუბუქის, ყოველგვარი სანქციის გარეშე შეიძლება (რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ მარიხუანის მოხმარების გამო, 7-8-წლიანი სასჯელის დაკისრებისა, თუმცა ლეგალიზაცია, დარწმუნებული ვარ, უარესი შედეგის მომტანი იქნება). ასევე, იმის მაგივრად, რომ 2 კონფლიქტური რეგიონის მქონე ქვეყანაში, სამხედრო სამსახური ღირსებისა და პრესტიჟის მწვერვალზე ავიყვანოთ (როგორც, მაგალითად, ისრაელშია), საკუთარ შვილებს პოტენციურ ნარკომანებად და დეზერტირებად ვზრდით, საშუალებას ვაძლევთ, წინაპრების მიერ ზღვა სისხლის ფასად შენარჩუნებლი სარწმუნოება უარყონ და პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ შექმნილი რელიგიური სექტის წევრები გახდნენ. არადა, ჩვენს წინაპრებს, არათუ მუსულმანიზმის, არამედ კათოლიციზმის მიღების ძალიან დიდი შანსი ჰქონდათ, თუმცა ღმერთს მადლობა, რომ მათ მართლმადიდებლობა არ დათმეს და შედეგად, არც ანტისემიტიზმი ყოფილა საქართველოში, არც უმცირესობების სისხლი დაგვიღვრია და არც ქრისტეს სახელით გვიწარმოებია სისხლისმღვრელი ომები. როცა ქართველი კაცი ხმალს აშიშვლებდა, მუდამ საკუთარ ქვეყანას, ენას და სარწმუნოებას იცავდა. ისე, შეხსენებისთვის, ტერიტორიები, სადაც ქართული ეკლესია გაუქმდა, დღემდე დაკარგულია. ისევ სტაინბეკის რომანს დავუბრუნდები და აღვნიშნავ, რომ მოზარდისთვის ფსევდოფასეულობებისა და უწესობის თავსმოხვევა გაცილებით იოლია, ვიდრე ზრდასრული ადამიანისთვის. ალენ ჰოულები, როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მრავლად არიან და ამ ბავშვებს სათანადო მაგალითი სჭირდებათ. 25 დღეა, მამას უგონო სხეულთან ვდგავარ და ექიმები პროგნოზისგან უკვე თავს იკავებენ. მათ თავიანთი გასაკეთებელი გააკეთეს. ამ ვითარებაში, ადამიანს რამე მყარი ხელმოსაჭიდი სჭირდება, რომ არ შეიშალოს. მე არ მჯერა, რომ მაიმუნი ხიდან ჩამოვიდა, განვითარდა და ადამიანად ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, იგი ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი არსებაა, რომელშიც ღვთიური ენერგიაა. სწორედ ეს ფაქტი, რომ ღმერთი არსებობს და ის ყოვლისშემძლეა, ამ მძიმე ვითარებას ატანინებს ჩემს ოჯახს. მამასაც სჯერა ამის. მუხლები მტკივაო, მეტყოდა, ხატების კუთხესთან სკამზე ჩამოჯდებოდა და საათობით კითხულობდა ფსალმუნებს. მეც მტკიოდა ფეხები ბავშვობაში, როცა მამის გვერდით წირვაზე ვიდექი, მეძინებოდა კიდეც, მაგრამ მშობლისადმი პატივისცემა და ხათრი არ მაძლევდა საშუალებას, ეკლესიიდან გამოვსულიყავი. ახლა 32 წლის ვარ, საკმაოდ კარგად ვიცი ჩვენს დედა ეკლესიაში არსებული სიტუაცია. ჩემი არგუმენტები რა საჭიროა, როცა თავად სასულიერო პირები ამბობენ, რომ იქ ბევრი უღირსებაა, თუმცა, მე, როგორც ზრდასრულმა ადამიანმა, რომელმაც თეორიულადაც და პრაქტიკულად შევისწავლე და განვიცადე ჩვენი რელიგია, გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ „ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდება ადამიანის თავიდან, ღმერთის დაშვების გარშე“. საქართველო ახლა ისეთ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში იმყოფება, ქართველ ხალხს აუცილებლად ესაჭიროება მყარი საყრდენი და რაც არ უნდა გვიჩიჩინონ, რომ ეს საყრდენი რამე მატერიალური ძალაა, ფუჭი იქნება. ერთადერთი ძალა ქართველი კაცისთვის, როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში იყო, მართლმადიდებლობაა. რაც არ უნდა მოხდეს, მტკიცედ მჯერა, ღმერთს ადამიანი უზომოდ უყვარს და ყველაფერი მისი ქმნილების მარადიული ცხოვრებისთვის ხდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მართლმადიდებლობა დედა ეკლესიის გარეშე არ არსებობს. ჩვენი ფილოსოფიით, ეკლესია ქრისტეს მისტიკურ სხეულს განასახიერებს დედამიწაზე, ხოლო მის თავად თვით ქრისტე მოისაზრება. ამიტომ ზოგიერთებმა რაც არ უნდა იძახონ, ქრისტეს მეგობარი ვარო, ტანის უარყოფით ვერასდროს მიაღწევენ თავამდე. მესმის, რომ ეს ნაკლებად ლიბერალურია, მაგრამ როგორც დოსტოევსკის პერსონაჟი (რომანიდან „ეშმაკნი“) შატოვი იტყოდა: „რაა ის რელიგია, რომელიც არის ერთ-ერთი“. რელიგია სწორედ იმისთვის არის, რომ იყოს ერთადერთი. 1920-იან წლებში, ჩვენ დედა ეკლესია დავანგრიეთ და ამას რა შედეგი მოჰყვა, ყველამ კარგად ვიცით. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ნგრევის ფორმას, იქნება ეს წერაქვით თუ სიტყვით. 25 დღეა, მამაჩემი სიკვდილს ებრძვის, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი მორალური სიკვდილი მან უკვე, კარგა ხანია, დაამაარცხა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ეგ "გირჩის" ანუ ნაც.მოძ.-ის პროპაგანდაა და არა სასამართლოსი და სრულიად სხვადასხვა რამეა.
ღმერთმა უშველოს მამას.
ეგ "გირჩის" ანუ ნაც.მოძ.-ის პროპაგანდაა და არა სასამართლოსი და სრულიად სხვადასხვა რამეა.
ღმერთმა უშველოს მამას.
11. ბატონო ნიკი, მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის, თუმცა ახლა, ფაქტობრივად, მეც ვერაფერს ვაკეთებ - ღმერთის იმედად ვართ დარჩენილი...
ნეფერტარ, აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეცედენტი დაუშვა. გასაგებია, გარკვეული შეზღუდვები არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ახალგაზრდა თაობისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ ნარკომანიის პროპაგანდად აღიქმება.
სერენა, ვფიქრობ, ტექსტიდან გამომდინარე კარგად ჩანს, ავტორს რისი თქმაც მინდოდა. :) ისე, ევოლუციის თეორიის ასე ხელაღებით მოხსენიება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ჩვენი მამების და ბაბუების თაობა ამ თეორიით გაიზარდნენ და მათი უმეტესობის მსოფლმხედველობაც აღნიშნულ ვერსიაზე გადიოდა. აქვე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ და როგორც კი მომიხერხდება, აუცილებლად დავგუგლავ თანამედროვე მეცნიერების აღმოჩენებს ანთროპოლოგიის კუთხით.
კოზეტ, სიმართლე გითხრა, მართლმადიდებლობა უმთავრესად სიყვარულს გულისხმობს, როგორც ღმერთის, ასევე ზოგადად - ადამიანის. დანარჩენი მერე თავისთავად მოდის.
ინი :-*
ყველას მადლობას გიხდით დროისთვის და თანადგომისთვის! ბატონო ნიკი, მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის, თუმცა ახლა, ფაქტობრივად, მეც ვერაფერს ვაკეთებ - ღმერთის იმედად ვართ დარჩენილი...
ნეფერტარ, აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეცედენტი დაუშვა. გასაგებია, გარკვეული შეზღუდვები არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ახალგაზრდა თაობისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ ნარკომანიის პროპაგანდად აღიქმება.
სერენა, ვფიქრობ, ტექსტიდან გამომდინარე კარგად ჩანს, ავტორს რისი თქმაც მინდოდა. :) ისე, ევოლუციის თეორიის ასე ხელაღებით მოხსენიება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ჩვენი მამების და ბაბუების თაობა ამ თეორიით გაიზარდნენ და მათი უმეტესობის მსოფლმხედველობაც აღნიშნულ ვერსიაზე გადიოდა. აქვე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ და როგორც კი მომიხერხდება, აუცილებლად დავგუგლავ თანამედროვე მეცნიერების აღმოჩენებს ანთროპოლოგიის კუთხით.
კოზეტ, სიმართლე გითხრა, მართლმადიდებლობა უმთავრესად სიყვარულს გულისხმობს, როგორც ღმერთის, ასევე ზოგადად - ადამიანის. დანარჩენი მერე თავისთავად მოდის.
ინი :-*
ყველას მადლობას გიხდით დროისთვის და თანადგომისთვის!
10. საოცრად ემოციური და მრავლისმეტყველი ნაწერია.
საოცრად ემოციური და მრავლისმეტყველი ნაწერია.
9. ვახ, რა ცუდია რამით თუ შემიძლია დახმარება დავით?
ნაწერი და გადასვლები გენიალურია ყოჩაღ
ვახ, რა ცუდია რამით თუ შემიძლია დახმარება დავით?
ნაწერი და გადასვლები გენიალურია ყოჩაღ
8. ერთმნიშვნელოვნად გეტყვი, დავით, რომ ბედნიერი შვილი ხარ და ბედნიერია მამაშენი შენით. ერთადყოფნის ბედნიერებას გისურვებთ დიდხანს. ერთმნიშვნელოვნად გეტყვი, დავით, რომ ბედნიერი შვილი ხარ და ბედნიერია მამაშენი შენით. ერთადყოფნის ბედნიერებას გისურვებთ დიდხანს.
7. "ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობა და განვითარება"
მაინტერესებს, კიდევ ასწავლიან სკოლაში ჩარლზ დარვინის მოძღვრებას? :) "ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობა და განვითარება"
მაინტერესებს, კიდევ ასწავლიან სკოლაში ჩარლზ დარვინის მოძღვრებას? :)
6. თქვენს მამას გამოჯანმრთელებას, თქვენ კი მხნეობას გისურვებთ !
მინდა აქვე განვმარტო ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ნაწერში წამოჭერით, კერძოდ ადამიანის წარმოშობის თაობაზე. მაიმუნი ახსენეთ, რომელიც დღეის მონაცემებით არავითარ კავშირში არ არის ადამიანთან, ადამიანის სავარაუდო და ძააააალიან შორეულ წინაპრად მიიჩნევა ჰომინინები, იგივე ანთროპოიდები, რომლეთა ძვლოვანი განმარხები არც ისე დიდი ხნის წინ იქნა აღმოჩენილი აფრიკაში, სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს აფრიკის რა ნაწილში იქნა წარმოებული კვლევა, ამიტომ შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ, მოიაზრეთ სრულიად აფრიკის კონტინენტი და თუ დაინტერესდებით მოიძიეთ დამატებითი ინფორმაციაც. ადამიანის წინაპარი ვახსენე და აქაც საკმაოდ რთული ამბავია, ჯერ ერთი ის რომ მაიმუნსა და ბანანს შორის ნათესაურ-გენეტიკური კავშირი მეტია, ვიდრე ადამიანსა და მაიმუნს შორის (ცნობისთვის, სულაც არ ვხუმრობ, ეს მეცნიერული კვლევების შედეგია) ხოლო ის პერიოდი, რომელზეც მე ვსაუბრობ იმდენად შორეულია, რომ თითქმის წარმოუდგენელია ითქვვას, თითქოს დღევანდელი ადამიანი, ის პირიმატი იყოს, რომელიც ზემოთ ვახსენე, მითუმეტეს მაიმუნი, რმელსაც ვიმეორებ, ბანანთან უფრო მეტი კავშირი აქვს ვიდრე ჰომო საპიენსთან, ან როგორც ახლა იტყვიან მოდას აყოლილი მეცნიერები ჰომო ლოქვენსთან (ადამიანი მოლაპარაკე) გამოდის რომ ჰომინინ-ანთროპოიდებსა და პირველ ადამიანისნაირებს შორის, რომელსაც ჰომო ჰაბილისის სახელწოდებით ვიცნობთ (ადამიანი ხელმარჯვე) იმდენად დიდი გენეტიკური სხვაობაა რომ თვითონ ეს ორი სახეობა განსხვავდება უკვე ერთმანეთისგან იმდენად რამდენადაც მაიმუნი და ბანანი, ხოლო ჰომო ჰაბილისი, რომელიც უკანასკნელი მონაცემებით თანამედროვე ადამმიანის პირველ სავარაუდო წინაპრად ითვლება და თვითონ ჰომო საპიენსი უკვე არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული არსება და ცხადია წარმოუდგენელია რაიმე ნათესაური კავშირის არსებობა მათ შორის, თუმცა ფაქტი ჯიუტია ))) ამით იმის თქმა მსურს რომ, მეცნიერებაშიც კი არ არის ასე მარტივად საქმე, რომ ვინმემ თქვს თითქოს ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა და ამ დებულების ავთენტურობაში ეჭვი არავის შეეპაროს. რაც შეეხება რწმენას რომელიც ახსენეთ, ეს არ არის ის შემთხვევა როდესაც რაღაცის შეგიძლია იწამო, ან არ იწამო. განმარხებისას მოპოვებული ნივთმტკიცცებულებები და მათ შორის გარდამავალ სახეობათა ძვლოვანი და გენეტიკური მასალა იმდენი დაგროვდა რომ უკვე აღარც იციან რომელი ერთის ანალიზი მოახდინონ, ანუ ის რომ ადამიანი ევოლუციის შედეგად განვითარებული გონიერი არსებააა ( თუმცა არა ყოვლევთვის) ეს არის ფაქტი ! და პირველი წინაპარი ვინ იყო, მაიმუნი, ჰომო ჰაბილისი, ჰომო ერექტუსი, ჰომო ერგასტერი, გველეშაპი თუ მაკაკა ამას წესით არ აქვს უდიდესი მნიშვნელობა, დიახ ეს ძალიან საინტერესოა და ყველანი სულმოუთქმელად ველოდებით რაიმე ახალ და შოკისმომგვრელ მოვლენას ანთროპოლოგებისგან, მაგრამ უმთავრესი უკვე ცნობილია, დიდი ხანია ცნობილია. ადამიანი ევოლუციის შედეგია და არა თიხისა და ნეკნებისგან გამოძერწილი, ედემის ბაღებიდან გამოქცეული ''სასწაულობა'' =))))
ეს ფრაზა... ''მე არ მწამს რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა'' ანუ არც უნდა გწამდეთ, იმიტომ რომ ამას არავინ ამბობს, ვინც საღ ჭკუაზეა და არც არავის უთქვამს ვინც საღ ჭკუაზე ყოფილა.
''მე არ მწამს რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა'' თუ გულისხმობთ იმას რომ ადამიანი საწყისშივე ასეთი იყო როგორიც ახლაა, მაშინ იმასაც გეტყვით რომ საწყისში ფიზიურად არ იყო დედამიწაზე ის პირობები, რომლებიც ადამიანს იმ სახით მოავლენდა რა სახითაც დღეს ვხვდებით.
ევოლუციის თეორიის სრული იგნორირება და მისი აბსოლუტური უარყოფა ისეთივე სიგიჟეა, როგორც ქრისტიანების მიერ თავის დროზე ჰელიოცენტრული თეორიის უარყოფა იყო, ეს იგივეა რომ თქვა დედამიწა ბრტყელია და სპილოებზე დგასო.
კიდევ ერთხელ, მამას გამოჯანმრთელებას და დიდი ხნის მშვიდ ცხოვრებას ვუსურვებ. სიმშვიდე თქვენც ! ს.რ.
თქვენს მამას გამოჯანმრთელებას, თქვენ კი მხნეობას გისურვებთ !
მინდა აქვე განვმარტო ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ნაწერში წამოჭერით, კერძოდ ადამიანის წარმოშობის თაობაზე. მაიმუნი ახსენეთ, რომელიც დღეის მონაცემებით არავითარ კავშირში არ არის ადამიანთან, ადამიანის სავარაუდო და ძააააალიან შორეულ წინაპრად მიიჩნევა ჰომინინები, იგივე ანთროპოიდები, რომლეთა ძვლოვანი განმარხები არც ისე დიდი ხნის წინ იქნა აღმოჩენილი აფრიკაში, სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს აფრიკის რა ნაწილში იქნა წარმოებული კვლევა, ამიტომ შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ, მოიაზრეთ სრულიად აფრიკის კონტინენტი და თუ დაინტერესდებით მოიძიეთ დამატებითი ინფორმაციაც. ადამიანის წინაპარი ვახსენე და აქაც საკმაოდ რთული ამბავია, ჯერ ერთი ის რომ მაიმუნსა და ბანანს შორის ნათესაურ-გენეტიკური კავშირი მეტია, ვიდრე ადამიანსა და მაიმუნს შორის (ცნობისთვის, სულაც არ ვხუმრობ, ეს მეცნიერული კვლევების შედეგია) ხოლო ის პერიოდი, რომელზეც მე ვსაუბრობ იმდენად შორეულია, რომ თითქმის წარმოუდგენელია ითქვვას, თითქოს დღევანდელი ადამიანი, ის პირიმატი იყოს, რომელიც ზემოთ ვახსენე, მითუმეტეს მაიმუნი, რმელსაც ვიმეორებ, ბანანთან უფრო მეტი კავშირი აქვს ვიდრე ჰომო საპიენსთან, ან როგორც ახლა იტყვიან მოდას აყოლილი მეცნიერები ჰომო ლოქვენსთან (ადამიანი მოლაპარაკე) გამოდის რომ ჰომინინ-ანთროპოიდებსა და პირველ ადამიანისნაირებს შორის, რომელსაც ჰომო ჰაბილისის სახელწოდებით ვიცნობთ (ადამიანი ხელმარჯვე) იმდენად დიდი გენეტიკური სხვაობაა რომ თვითონ ეს ორი სახეობა განსხვავდება უკვე ერთმანეთისგან იმდენად რამდენადაც მაიმუნი და ბანანი, ხოლო ჰომო ჰაბილისი, რომელიც უკანასკნელი მონაცემებით თანამედროვე ადამმიანის პირველ სავარაუდო წინაპრად ითვლება და თვითონ ჰომო საპიენსი უკვე არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული არსება და ცხადია წარმოუდგენელია რაიმე ნათესაური კავშირის არსებობა მათ შორის, თუმცა ფაქტი ჯიუტია ))) ამით იმის თქმა მსურს რომ, მეცნიერებაშიც კი არ არის ასე მარტივად საქმე, რომ ვინმემ თქვს თითქოს ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა და ამ დებულების ავთენტურობაში ეჭვი არავის შეეპაროს. რაც შეეხება რწმენას რომელიც ახსენეთ, ეს არ არის ის შემთხვევა როდესაც რაღაცის შეგიძლია იწამო, ან არ იწამო. განმარხებისას მოპოვებული ნივთმტკიცცებულებები და მათ შორის გარდამავალ სახეობათა ძვლოვანი და გენეტიკური მასალა იმდენი დაგროვდა რომ უკვე აღარც იციან რომელი ერთის ანალიზი მოახდინონ, ანუ ის რომ ადამიანი ევოლუციის შედეგად განვითარებული გონიერი არსებააა ( თუმცა არა ყოვლევთვის) ეს არის ფაქტი ! და პირველი წინაპარი ვინ იყო, მაიმუნი, ჰომო ჰაბილისი, ჰომო ერექტუსი, ჰომო ერგასტერი, გველეშაპი თუ მაკაკა ამას წესით არ აქვს უდიდესი მნიშვნელობა, დიახ ეს ძალიან საინტერესოა და ყველანი სულმოუთქმელად ველოდებით რაიმე ახალ და შოკისმომგვრელ მოვლენას ანთროპოლოგებისგან, მაგრამ უმთავრესი უკვე ცნობილია, დიდი ხანია ცნობილია. ადამიანი ევოლუციის შედეგია და არა თიხისა და ნეკნებისგან გამოძერწილი, ედემის ბაღებიდან გამოქცეული ``სასწაულობა`` =))))
ეს ფრაზა... ``მე არ მწამს რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა`` ანუ არც უნდა გწამდეთ, იმიტომ რომ ამას არავინ ამბობს, ვინც საღ ჭკუაზეა და არც არავის უთქვამს ვინც საღ ჭკუაზე ყოფილა.
``მე არ მწამს რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა`` თუ გულისხმობთ იმას რომ ადამიანი საწყისშივე ასეთი იყო როგორიც ახლაა, მაშინ იმასაც გეტყვით რომ საწყისში ფიზიურად არ იყო დედამიწაზე ის პირობები, რომლებიც ადამიანს იმ სახით მოავლენდა რა სახითაც დღეს ვხვდებით.
ევოლუციის თეორიის სრული იგნორირება და მისი აბსოლუტური უარყოფა ისეთივე სიგიჟეა, როგორც ქრისტიანების მიერ თავის დროზე ჰელიოცენტრული თეორიის უარყოფა იყო, ეს იგივეა რომ თქვა დედამიწა ბრტყელია და სპილოებზე დგასო.
კიდევ ერთხელ, მამას გამოჯანმრთელებას და დიდი ხნის მშვიდ ცხოვრებას ვუსურვებ. სიმშვიდე თქვენც ! ს.რ.
5. გამოჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებ თქვენს მამას, უფლის შემწეობითა და მეოხებით. დედახვთისმშობელის თხოვნითა და მიმართვით დატოვოს ის დიდხანს თქვენთან, მანამ არ მოგბეზრდებათ, ყოველთა ცოდვათა მიტევებით. ამინ! ამინ! ამინ! გამოჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებ თქვენს მამას, უფლის შემწეობითა და მეოხებით. დედახვთისმშობელის თხოვნითა და მიმართვით დატოვოს ის დიდხანს თქვენთან, მანამ არ მოგბეზრდებათ, ყოველთა ცოდვათა მიტევებით. ამინ! ამინ! ამინ!
4. რატომღაც ფრანგული კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელი როჟე მარტენ დიუ გარი და მისი "ტიბოს ოჯახი" წარმომიდგა თვალწინ,რაც მამა-შვილის ამგვარ დამოკიდებულებას პარალელს უვლებს თითქოს,სადა შემთხვევით ვხვდები ხომ ვცდილობ "ვიფრანგულიო" ეს ხომ ჩემი სისუსტეა! ანტუანის შეხედულება მრწამსზე,შემდეგ ეს წარმომიდგა,მის ხედვას ბევრ რამეში არ დავეთანხმე,თუმცა ბოლო რეალისტური ნაწილი ზოგადად მართლმადიდებლობასა და მრწამსზე გულზე მომხვდა. ისე,ადამიანი ინათლება და მარტივად ჰგონია,რომ მართლმადიდებელია,არადა რამდენი რამ არის შესასრულებელი ქრისტიანულ მოძღვრებაში...რამდენი...კათაკმეველებს მხოლოდ ნათლობით უნდა ჩამოვუვარდებოდეთ? კატეხიზმო მხოლოდ მათთვის არ არის რეალურად...ძალიან რთულია დადგე ადამიანი და გულიდან გონებამდე,შემდეგ კი სულამდე მიხვიდე,კიდევ უფრო მაღალ ეტაპს მიაღწიო...გული გრძნობიერი,გონება მჭერმეტყველი და უმაღლესი საფასე კიდევ სული...სულ უნდა გვახსოვდეს უფალი,მაგრამ ადამიანური დაცემული სუსტი მსხვრევადი ბუნება ხშირად გვღალატობს ჩვენ,ადამიანებს...განკითხვა ადამიანებში "მეტ-ნაკლებობის" პრინციპით კი უფრო მიწამდე გვახედებს... უფლის ნების გარეშე ხომ არაფერი არ ხდება...მაგრამ,როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება სულ სხვა სამყაროს ვხედავთ,ან უბრალოდ უფლის წიაღს გაფაციცებით მაშინ ვეძებთ,სულიერი წვდომის უნარი მაშინ უფრო დიდ სიმაღლეზე რჩება...კი,ხშირად ადამიანი სიცოცხლეში კვდება,ერთხელ და მერე თავის "გვამს" მუდმივად დაჰყურებს ნაძალადევი არსებობით...ეს სასოწარკვეთაა! სულ რომ არცერთი გზა არ მქონდეს ერთი სულ მრჩება,ტაძრამდე მისასვლელი,ისე ახლოა,სულ დავდივარ და ჯერ კიდევ ვერ მივედი...ევქარისტია,ლიტურგია და წირვა კურნავს...დიდი იმედი მაქვს,რომ ასეა! გისურვებთ ფიზიკურ და სულიერ სიძლიერეს!
რატომღაც ფრანგული კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელი როჟე მარტენ დიუ გარი და მისი "ტიბოს ოჯახი" წარმომიდგა თვალწინ,რაც მამა-შვილის ამგვარ დამოკიდებულებას პარალელს უვლებს თითქოს,სადა შემთხვევით ვხვდები ხომ ვცდილობ "ვიფრანგულიო" ეს ხომ ჩემი სისუსტეა! ანტუანის შეხედულება მრწამსზე,შემდეგ ეს წარმომიდგა,მის ხედვას ბევრ რამეში არ დავეთანხმე,თუმცა ბოლო რეალისტური ნაწილი ზოგადად მართლმადიდებლობასა და მრწამსზე გულზე მომხვდა. ისე,ადამიანი ინათლება და მარტივად ჰგონია,რომ მართლმადიდებელია,არადა რამდენი რამ არის შესასრულებელი ქრისტიანულ მოძღვრებაში...რამდენი...კათაკმეველებს მხოლოდ ნათლობით უნდა ჩამოვუვარდებოდეთ? კატეხიზმო მხოლოდ მათთვის არ არის რეალურად...ძალიან რთულია დადგე ადამიანი და გულიდან გონებამდე,შემდეგ კი სულამდე მიხვიდე,კიდევ უფრო მაღალ ეტაპს მიაღწიო...გული გრძნობიერი,გონება მჭერმეტყველი და უმაღლესი საფასე კიდევ სული...სულ უნდა გვახსოვდეს უფალი,მაგრამ ადამიანური დაცემული სუსტი მსხვრევადი ბუნება ხშირად გვღალატობს ჩვენ,ადამიანებს...განკითხვა ადამიანებში "მეტ-ნაკლებობის" პრინციპით კი უფრო მიწამდე გვახედებს... უფლის ნების გარეშე ხომ არაფერი არ ხდება...მაგრამ,როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება სულ სხვა სამყაროს ვხედავთ,ან უბრალოდ უფლის წიაღს გაფაციცებით მაშინ ვეძებთ,სულიერი წვდომის უნარი მაშინ უფრო დიდ სიმაღლეზე რჩება...კი,ხშირად ადამიანი სიცოცხლეში კვდება,ერთხელ და მერე თავის "გვამს" მუდმივად დაჰყურებს ნაძალადევი არსებობით...ეს სასოწარკვეთაა! სულ რომ არცერთი გზა არ მქონდეს ერთი სულ მრჩება,ტაძრამდე მისასვლელი,ისე ახლოა,სულ დავდივარ და ჯერ კიდევ ვერ მივედი...ევქარისტია,ლიტურგია და წირვა კურნავს...დიდი იმედი მაქვს,რომ ასეა! გისურვებთ ფიზიკურ და სულიერ სიძლიერეს!
3. ჩვენ ბევრი გვისაუბრია ღმერთზე, იყო ასეთი დრო.. და მე თუ მხოლოდ მარცხნიდან ვხედავდი, შენ მარჯვნიდანაც დამანახე.. მადლიერებას არასოდეს ვკარგავ იმისთვის, რაც მომცეს.. ამ კონკრეტულ განხილვას უბრალოდ ავცდები ახლა, რადგან აქ არის ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ობიექტურობის განცდას სულ მიკარგავს და სადღაც 10 წლის ვხდები ხოლმე, ბავშვობისხელა. უბრალოდ კარგად იყოს, მამა კარგად იყოს.. და საერთოდ მამები დიდხანს უნდა იყვნენ, ჩვენ ავბუნტდეთ და კარი გავიჯახუნოთ (თუნდაც) მერე დავბრუნდეთ და ის კარი სიხარულით შევაღოთ, რომ იქ ის გველოდება, აი, ის ყველაზე საუკეთესო.. მამის ფასი რაღაც სხვაა, შეუფასებელი. მათთან ბრძოლა კი აუცილებლობაც კი არის ზოგჯერ, ზრდისთვის, ეს გარდაუვალია.. სიკეთე გისურვებთ და ჯანმრთელობა დანარჩენი კი, მთელი მსოფლიო, ცოტა ხნით თავის თავს მიხედავს.
ჩავიფიქრე სიკეთე და აგსრულებოდეს..
ჩვენ ბევრი გვისაუბრია ღმერთზე, იყო ასეთი დრო.. და მე თუ მხოლოდ მარცხნიდან ვხედავდი, შენ მარჯვნიდანაც დამანახე.. მადლიერებას არასოდეს ვკარგავ იმისთვის, რაც მომცეს.. ამ კონკრეტულ განხილვას უბრალოდ ავცდები ახლა, რადგან აქ არის ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ობიექტურობის განცდას სულ მიკარგავს და სადღაც 10 წლის ვხდები ხოლმე, ბავშვობისხელა. უბრალოდ კარგად იყოს, მამა კარგად იყოს.. და საერთოდ მამები დიდხანს უნდა იყვნენ, ჩვენ ავბუნტდეთ და კარი გავიჯახუნოთ (თუნდაც) მერე დავბრუნდეთ და ის კარი სიხარულით შევაღოთ, რომ იქ ის გველოდება, აი, ის ყველაზე საუკეთესო.. მამის ფასი რაღაც სხვაა, შეუფასებელი. მათთან ბრძოლა კი აუცილებლობაც კი არის ზოგჯერ, ზრდისთვის, ეს გარდაუვალია.. სიკეთე გისურვებთ და ჯანმრთელობა დანარჩენი კი, მთელი მსოფლიო, ცოტა ხნით თავის თავს მიხედავს.
ჩავიფიქრე სიკეთე და აგსრულებოდეს..
2. შენი მორალური სიკვდილი რომ დაამარცხა მამამ, ეს მისი ცხოვრების გამართლებაა. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
აქვე 2 სიტყვას ვიტყვი მარიხუანას ლეგალიზაციაზე. დავით, 70 გრამი ან მეტი წონის მშრალი მარიხუანას შეძენა პირადი მოხმარების მიზნით/მოხმარება ჩვეულებრივად ისჯება სისხლის სამართლის წესით. ასე რომ ზომა-წონის საკითხია. სასამართლომ გააუქმა ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას შეძენა-მოხმარებისთვის 500 ლარიანი ჯარიმა. ასე რომ ვინც ეწეოდა, ისევ ის მოწევს, ვინც არ ეწეოდა ისვე არ მოწევს. ექიმის დანიშნულებით, მაგისი მოწევა, აქამდეც ნებადართული იყო. ანუ იმისი თქმა მინდა რომ დიდი არაფერი მომხდარა, მით უმეტეს, რომ აფთიაქებში ლეგალურად არ იყიდება მარიხუანა, ვინც ხელზე იყიდის, იმას კარგად ათქმევინებენ ვისგან იყიდა და ბარიგას დასჯიან. ჯერ ჯერობით მე ასე ვხედავ. მომავალში, ვის დართავენ კულტივირების უფლებას და ვის ექნება მოსაწევის დამზადების და კანონიერად გაყიდვის უფლება, მაგას დრო გვიჩვენებს და ამასობაში მთავრობაც შეიცვლევა, პარლამენტიც, პრეზიდენტიც და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებიც, მოვლენ ახლები და ახალ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მაგაზე ნუ იჯავრებ შენ, პირადი პრობლემა გაქვს საჯავრებელი. :)
ჯანმრთელობას გისურვებთ მთელ ოჯახს.
ღრმა პატივისცემით...
შენი მორალური სიკვდილი რომ დაამარცხა მამამ, ეს მისი ცხოვრების გამართლებაა. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
აქვე 2 სიტყვას ვიტყვი მარიხუანას ლეგალიზაციაზე. დავით, 70 გრამი ან მეტი წონის მშრალი მარიხუანას შეძენა პირადი მოხმარების მიზნით/მოხმარება ჩვეულებრივად ისჯება სისხლის სამართლის წესით. ასე რომ ზომა-წონის საკითხია. სასამართლომ გააუქმა ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას შეძენა-მოხმარებისთვის 500 ლარიანი ჯარიმა. ასე რომ ვინც ეწეოდა, ისევ ის მოწევს, ვინც არ ეწეოდა ისვე არ მოწევს. ექიმის დანიშნულებით, მაგისი მოწევა, აქამდეც ნებადართული იყო. ანუ იმისი თქმა მინდა რომ დიდი არაფერი მომხდარა, მით უმეტეს, რომ აფთიაქებში ლეგალურად არ იყიდება მარიხუანა, ვინც ხელზე იყიდის, იმას კარგად ათქმევინებენ ვისგან იყიდა და ბარიგას დასჯიან. ჯერ ჯერობით მე ასე ვხედავ. მომავალში, ვის დართავენ კულტივირების უფლებას და ვის ექნება მოსაწევის დამზადების და კანონიერად გაყიდვის უფლება, მაგას დრო გვიჩვენებს და ამასობაში მთავრობაც შეიცვლევა, პარლამენტიც, პრეზიდენტიც და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებიც, მოვლენ ახლები და ახალ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მაგაზე ნუ იჯავრებ შენ, პირადი პრობლემა გაქვს საჯავრებელი. :)
ჯანმრთელობას გისურვებთ მთელ ოჯახს.
ღრმა პატივისცემით...
1. დავღონდი... ღმერთი თქვენკენ. დავღონდი... ღმერთი თქვენკენ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|