 | ავტორი: პარადისო ჟანრი: პოეზია 31 იანვარი, 2009 |
საკერავი მანქანა
ტრიალებს და ქაქანებს, ტრიალებს და ქაქანებს, საკერავი მანქანა, წამი-წამ და წამო, სანამ ქარი აქანებს აფრას საიალქანეს, საკერავი მანქანა, ქაქანებს და ლამობს - შავზე თეთრი ნაქარგით გამოკვეთოს ავკარგი, როგორც ლამბის დაკარგვა, არეული კვალი, ფოთოლცვენას აღარ გვის შემოდგომის მარაგი, ქარიშხლების ქარაგმა ღამით სათვალთვალო. გადანიავაქარებს, მატარებლის ბაქანებს, გამჭვარტლული საკანი, რიტმი დაიამოს, ტრიალებს და ქაქანებს ტრიალებს და ქაქანებს, საკერავი მანქანა... 3-4-ეში წამო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. პირველი და მეორე ჯობდა პირველი და მეორე ჯობდა
14. ქაქან ქაქან ქაქან ქაქან. :) ქაქან ქაქან ქაქან ქაქან. :)
11. მეც მომეწონა! 5 მეც მომეწონა! 5
10. მომეწონა, მუსიკალური ლექსია, სიტყვასთან დიდი სიახლოვე იგრძნობა. მომეწონა, მუსიკალური ლექსია, სიტყვასთან დიდი სიახლოვე იგრძნობა.
9. კი,ნიჭიერი ადამიანის ნახელავია,თე:) კი,ნიჭიერი ადამიანის ნახელავია,თე:)
8. კინაღამ შევკერე4 კინაღამ შევკერე4
7. 3-4-ეში წამო... ე, ნახე შენ :D 3-4-ეში წამო... ე, ნახე შენ :D
6. მომეწონა :) მომეწონა :)
5. ჩააგვირისტა ქაქან-ქაქანით ;) ჩააგვირისტა ქაქან-ქაქანით ;)
4. :))სულ ქაქანით ჩავიკითხე :))სულ ქაქანით ჩავიკითხე
2. ადამიანი არა, ადამიანები, რადგან ეს ორდენის ლექსია! ადამიანი არა, ადამიანები, რადგან ეს ორდენის ლექსია!
1. ასე რატომ ასათაურებ ლექსებს, თუ საიდუმლო არაა?! ეჭვი მაქვს, რომ არც მე-3-ა ამ საიტზე შენი ლექსი და არც მე-4. თუ ვცდები, ეგეც მითხრა იქნებ. ისე კი, ნიჭიერი ადამიანის ნახელავია აშკარად. ასე რატომ ასათაურებ ლექსებს, თუ საიდუმლო არაა?! ეჭვი მაქვს, რომ არც მე-3-ა ამ საიტზე შენი ლექსი და არც მე-4. თუ ვცდები, ეგეც მითხრა იქნებ. ისე კი, ნიჭიერი ადამიანის ნახელავია აშკარად.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|