ემილი დიკინსონი - ჩვენ ყველაფერი ვისწავლეთ ტრფობის (568)
ჩვენ ყველაფერი ვისწავლეთ ტრფობის - ანაბანაც და სიტყვებიც სრულად, წინათქმა, შემდგომ - ძალუმი ტომი და გაცხადებაც ბოლოს გასრულდა.
ერთმანეთისთვის მზერის მიპყრობით უცოდინრობა მოგვხვდება თვალში, უფრორე წმინდა, ვიდრეღა ყრმობის და ვემგვანებით უმწიფარ ყმაწვილს -
როდესაც ვცდილობთ ავხსნათ ნაგრძნობი, რასაც ვერც ერთი ჯერაც ვერ მივხვდით, რაოდენ ღრმაა უფსკრული ბრძნობის, ჭეშმარიტება კი - მრავალმხრივი!
22 აგვისტო, 2018 წ.
Emily Dickinson - We learned the Whole of Love (568)
We learned the Whole of Love – The Alphabet – the Words – A Chapter – then the mighty Book – Then – Revelation closed –
But in Each Other's eyes An Ignorance beheld – Diviner than the Childhood's – And each to each, a Child –
Attempted to expound What Neither – understood – Alas, that Wisdom is so large – And Truth – so manifold!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|