პირობითია ყველა წამი,ყველა სისუსტე, როცა გვერდით დგას არავინ! და თანაც თრიაქით ეჟვანს აბავ მომავლის გეგმებს მახინჯურს ისეთს, ოქრომჭედელიც ვერ გილამაზებს ლამაზ მინანქრით. არითმეტიკულს ვერ უქაჩავ პროგრესიას,ეხვევი ნისლში ქანცგაწყვეტილი ისმენ ხნეშას ისევ შენსავე და წუთიერი დუმილიც კი რუტინას გიქმნის, ბებერ ძაღლს გევხარ,მონადირე რომ ტყუილად გეშავს... აქ კი ისვენებ...არაფრისგან გადაღლილ სახეს, უერთდება თმიდან თეთრი არტილერია, ხვდები ძილისპირს რომ არ დადგა ნანატრი ხანი, შენს სამყაროში,რაც ჭარბობს მეტად,შავი ფერია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|