ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პროზა
23 აგვისტო, 2018


ხე უკაცრიელ უდაბნოში

უკაცრიელ უდაბნოში მხოლოდ ერთი ეკლიანი ხე იდგა,ეკლები იმისთვის გამოეტანა რომ გარემო პირობებს შეწყობადა,წყალი ნაკლებად აეორთქლებინა და გადარჩენილიყო,ცხოვრებისათვის არა,არსებობისთვის!არადა იყო დრო როცა მის გარშემო უღრანი ტყე იყო.. თვითონაც ხომ ჯერ კიდევ პატარაობაში სიცოცხლით სავსე,პატარა ნორჩი ფოთლებითა და ყვავილობისთვის გამზადებილი კვირტებით იყო დახუნძლული.მაგრამ ზრდასთან ერთად ნელნელა იმატებდა მზე მის მზერაში,იმატებდა მზე და თითქოს გარშემოც ცარიელდებოდა სივრცეები.. ვერ გაეგო სინათლის მომატემაბ გამოიწვია დაცარიელება თუ დაცარიელებამ სინათლის მომატება.. ან იქნებ ეს ურთიერთშეუქცევადი გარდაუვალი პროცესები იყო..?არ იცოდა,ვერ გაერკვია..და აი ერთ დღეს როდესაც თავი ყველაზე დიდი ეგონა დაიხედა დაბლა,გაიხედა გვერდზე,აქეთ-იქით მაგრამ არაფერი, მის გარშემო არაფერი იყო.. მხოლოდ მზე მის ზევით. მოიწყინა ხემ,მოიწყინა მაგრამ სასო არ წარუკვეთავს.. ნელ-ნელა შეეჩვია მარტოობას და ბოლოს მოსწონდა კიდეც.თანაც ეს ეკლები.ესეც ხომ შეგუებულობის და თან  ბრძოლის ერთ-ერთი ნიშანია..ყველაფერი თითქოს ერთფეროვნდებოდა,თუმცა ერთ დღეს ხემ პატარა ბორცვიდან მისკენ მომავალი წყლის ნაკადი დაინახა.. მან არ იცოდა რა ექნა,არ იცოდა შეძლებდა თუ არა ამდენი წყლის დატევას,თანაც ეს ეკლები ხომ არ აძლევდა წყლის უკან, უხვად გაცემის  საშუალებას. წყალი კი ახლოვდებოდა,მისი ფესვები გრძნობდა სინესტეს. უკვე შეეძლო ეკლების შეცლაზე ეზრუნა ისევ ფოთლებით.და აი პირველი კვირტიც გამოუვიდა.პირველი ფოთოლი..გაახსენდა თუ რაოდენ სასიამოვნო იყო ეს.ეგონა გაბედნიერდებოდა ,თუმცა როცა უკვე წყალი საგრძნობლად მოუახლოვდა და ის ის იყო და მთლიანად უნდა შეეგრძნო იგი,რომ სამყარო
,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,თავდაყირა დადგა. ის ბორცვი საიდანაც ნაკადული მოდიოდა ამოტრიალდა და წყალმა სხვა მხარეს იწყო სვლა.. ხე გაოგნდა,არადა უკვე შეჩვეული იყო ყველაფერს,არადა უკვე მოსწონდა ეს, არადა უკვე დავიწყებოდა ფოთლიანობის სიამე,როცა წყალმა მასში ეს ყველაფერი გააღვიძა,არსებობა სიცოცხლით შეცვალა, ინსტიქტი ბედნიერებად აქცია შემდეგ კი არც აცია არც აცხელა და გაქრა,ისევ მარტო დატოვა ამ უკაცრიელ უდაბნოში  იმედგაცრუებისა და ერთი ფოთლის ამარა,როგორც ბავშვობის სურათი შერჩება ხოლმე უკვე ზრდასრულ, ცხოვრება გაწამებულ,ცოდვილ ადამიანს ერთადერთ ტკბილ მოგონებად.რა ექნა? სხვა რა გზა ჰქონდა.? თავი ხელში აიყვანა და ცადა გაეგრძელებინა არსებობა.. გამოსდიოდა კიდეც მაგრამ ერთ დღეს წყალი ისევ გამოჩნდა..

23.08.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები