 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 26 აგვისტო, 2018 |
ხშირად იხსენებ ბოლოს გემრიელად როდის ჭამე. ცოცხალი შეგრძნებებით კვებავ გაუსაძლისობას. თითო ლუკმა ანესთეზიური აბია დროში რომ გადმოიზლაზნა იძულებით, ოდნავი შეღავათის მოსაცემად, თორემ იმდენი ხანია გასული ამძაღდებოდა კიდეც და გაიხრწნებოდა; ვეღარ შეინარჩუნებდა ამ დრომდე თავს. ეს არასაამაყო ტკივილია. დამამცირებელი.არარაინდული.თანაც გასუსტებს. სპირტიანი ბოცის თავღია დატოვება რომ წარმოშობს ამოქარებას, ამ ჭურჭლის შიგთავსი გგონია კუჭის კედლები, მოლიპული გზის უადგილო ყრუ შეგრძნებასაც შემოგაპარებს, ღრიჭო ვერდახშული ჩარჩოებიდან შემოხეტებული ქარის უზნეო ალიაქოთი წინასწარ შეთქმულებასთან გააიგივე, თავის მომძინარება რომ არ გაპატია. მერე გააჩერე ნებისმიერი შიმშილდამცხრალი და მოაყოლე საგმირო ისტორიასავით საუზმის,სადილის ან ვახშმის შესახებ, საერთო მთლიან სიმძაფრედ რომ გადაქცეულა, ცალ-ცალკე გაახსენე ,ყველა უმნიშვნელო დეტალი, და შენი დაცემის შესახებ შიშები, არხეინობის საფარში ისე გატრუნე, როგორც ლასლასი მოძრაობისას, აღნაგობას რომ აეკიდა მხდალი ჩრდილივით, ლაქიასავით თვალებშიც რომ ვეღარ გიყურებს. როგორ ძღებიან ამ ბოლო დროს უჰაერობით. მოხალულ ჟანგბადს თუ მოაპნევ ახლა ფილტვებზე, იქნებ პოეტურ დეტრმინანტს აუღო ალღო. პერიოდულად გაიშვირე - ხელი, კისერი, შიმშილის სიგრძე, უწყვეტობა თუნდაც ამგვარი. იქნებ ერთ დღესაც მოახერხო საკუთარ თავთან გამასპინძლება - ჩაშუშული სიცარიელით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ))) სწორი შენიშვნაა ვეთანხმები საძმოს... ))) სწორი შენიშვნაა ვეთანხმები საძმოს...
5. გილო, ცოტა დამბნია, შენმა კომენტარმა. მე მაინც დავაკონკრეტებ თუ განვავრცობ ჩემსას, აზრი არის ძალიან განსხვვებული და მშვენიერი მიგნებით, თემით გადმოცემულითქო. სულ ეს არის. საუკეთესო სურვილებით:) გილო, ცოტა დამბნია, შენმა კომენტარმა. მე მაინც დავაკონკრეტებ თუ განვავრცობ ჩემსას, აზრი არის ძალიან განსხვვებული და მშვენიერი მიგნებით, თემით გადმოცემულითქო. სულ ეს არის. საუკეთესო სურვილებით:)
4. კახა,ვიღუპები.მაგრამ არა უშავს,შენ გაიგე ეს ყველაფერი. აღარ დავე?ებ რა ფორმით გავძღები ან გადავრჩები.
კახა,ვიღუპები.მაგრამ არა უშავს,შენ გაიგე ეს ყველაფერი. აღარ დავე?ებ რა ფორმით გავძღები ან გადავრჩები.
3. განსხვავებული და მშვენიერი.:) +5 განსხვავებული და მშვენიერი.:) +5
2. მალადეც დამავიწყდა მალადეც დამავიწყდა
1. არსებობს გაუგებარი მარტივობა და გასაგები. გასაგები სირთულე და გაუგებარი. ხუთიანს გართულებული მარტივობის გაგებულ გაუგებრობაში ვწერ:) მე ვიყო ჩვეულებრივი წევრი:) 5. არსებობს გაუგებარი მარტივობა და გასაგები. გასაგები სირთულე და გაუგებარი. ხუთიანს გართულებული მარტივობის გაგებულ გაუგებრობაში ვწერ:) მე ვიყო ჩვეულებრივი წევრი:) 5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|