ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2018


ხელნაკეთი ცხოვრება

უკვე არავის ვედრები,
მოვრჩი რბოლას და მარათონს.
ვბევრდები, კი არ ვბერდები,
იცის ფიქრმა რით გამართოს...
ახლობლის მტრობა აღარ მწყინს,
არც ყოფის ყეფა მაჭირვებს.
ბედზე უკეთ ვარ მწერალი,
ვწერ ცხოვრებისთვის საჭიროდ...
არც მეცამეტე ბუჩქი ვარ,
არც პირველობის პალმის რტო.
სხვას არა, ჩემს თავს ვუჩივი,
ხან იმიტომ, ხან ამიტომ...
ასაკთან მგონი მოვრიგდი,
განვლილი წლებიც დავლოცეთ.
დროს, წუთისოფლის მორიგეს
უკვირს, კიდევ რომ ვაოცებ...
ვცხოვრობ არც ისე მარტივად,
ცხოვრება მაქვს ხელნაკეთი.
შვილებისათვის კარი ვარ,
გაუქმებული საკეტით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს