„აქ ისეთი სიჩუმეა, ღვთის ისეთი წყალობანი, არ იქნება არ მოგესმას ანგელოსთა გალობანი“.
შოთა ნიშნიანიძე
ვფიცავ საფლავს დედაჩემის, - წმინდას, როგორც ხატს და სანთელს, ისეთია ზედაზენი, სხვაგან წასვლა არ მსურს ქართველს.
მონასტრიდან სიყვარულის საგალობლის ხმები მესმის, მჯერა, ჩემი ივერია ეღირსება ნათელ მერმისს.
ღვთის წყალობით ვეზიარე მადლს ღვთისმშობლის წილხვედრ მიწის, წლიდან წლამდე მკერდქვეშ გული კელაპტარის მსგავსად იწვის.
ვფიცავ საფლავს დედაჩემის, - წმინდას, როგორც ხატს და სანთელს, ისე მიყვარს ზედაზენი, როგორც ყველა ნამდვილ ქართველს.
ოთარ რურუა
2018
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. სასკოლო პოეზიაა სასკოლო პოეზიაა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|