ემილი დიკინსონი - სილამაზისთვის გარდავიცვალე (449)
სილამაზისთვის გარდავიცვალე, ცოტა ხნის შემდეგ ჩემი დაკრძალვის, მსხვერპლშეწირული ღმერთის სიმართლეს, დაასაფლავეს გვერდით საფლავში.
„რის გამო მოკვდი“? - ის ჩამეძია, „სილამაზისთვის“ - ვთქვი დანდობილად, „მე სიმართლისთვის - ორივ ერთია, მაშასადამე, ჩაგთვლი დობილად“!
შევხვდით იმ ღამეს, როგორც მოყვასნი და ვაგრძელებდით მანამ მასლაათს, სანამ ჩვენს ტუჩებს მოედო ხავსი და სახელები ჩვენი დამალა.
13 სექტემბერი, 2018 წ.
Emily Dickinson – I died for beauty, but was scarce (449)
I died for beauty, but was scarce Adjusted in the tomb, When one who died for truth was lain In an adjoining room.
He questioned softly why I failed ? "For beauty," I replied. "And I for truth, — the two are one ; We brethren are," he said.
And so, as kinsmen met a night, We talked between the rooms, Until the moss had reached our lips, And covered up our names.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|