ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნანა 1978
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2018


სადღეგრძელო.

ჩამოარიგეთ ღვინო და გაავსეთ ჩემი ფიალა.
ერთი სათქმელი უნდა ვსთქო, გულს რომ ზის ოხერტიალად,
მინდა გაგითბოთ სულები, ცრემლით აგივსოთ თვალები,
ძალითა გაგაღებინოთ დახშული გულის კარები..
როდესაც გარდავიცვლებით წესითა გაგვასვენებენ..
დაგვიტირებენ, მადლიანს მიწაზედ დაგვასვენებენ,
მიგვაბარებენ მიწასა, ქვას დაგვადებენ თავთითა,
და მინდა მისი მადლი სვთქო, გულთ ნადებს გეტყვით მცირესა:
მინდა დავლოცო სიცოცხლე თავის ლხინით და მწარითა,
სიმდიდრე-სიღატაკითა, ბავშვით, ღვინით და ქალითა,
არ შევუშინდეთ მტერობას, მუხთალთ ვეკვეთნოთ ძალითა!
სიცოცხლე გვექნას დღეგრძელი, ნაკურთხი მომავალითა!
ერთ მუშტად ვიქნეთ შეკრულნი, მარტოს არ გვევლოს ეულად,
მინდა  დავლოცო სიცოცხლე, ქვაზე რომ ტირედ ქცეულა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები