ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ტუჩები ავიბზუე და ოთახს თვალი მოვავლე,უამრავი უსარგებლო ნივთების ხროვა. - მის ფამენ,როგორ ფიქრობთ,რატომ შევხვდით ერთმანეთს? - არამგონია ამ ამბავში კოსმოსური ძალები იყოს ჩართული. - ყალბი სიმშვიდით გავუმკლავდი მოურიდებელ შეკითხვას. - მე კი თქვენმა გარეგნობამ მომხიბლა პირველივე დღეს.დაბნეული,ცნობისმოყვარე გამომეტყველება,რომელიც ძალიან საინტერესოს გხდით. - თქვენ ხომ ჩემთვის არც შემოგიხედავთ? - მე არც მაშინ შემომიხედავს,როდესაც კონფერენციაზე ჩემს გვერდით დაჯექით,უბრალოდ წუთი წუთზე გელოდებოდით და თქვენც არ დააყოვნეთ. - მშვიდად ვუსმენდი,თითქოს არც გამკვირვებია მისი ნათქვამი. - მე კი მუდმივად მაწუხებდა იმის შეგრძნება რომ ადამიანებს ბოლომდე ვერ ვენდობოდი,კომპლექსებისგან გამოხსნა ვერ შევძელი,რაც დრო გადის უფრო და უფრო ვიღლი თავს ზედმეტი ფიქრით,წინასწარ განვიცდი ურთიერთობებს და შიშით მილიონჯერ ვაანალიზებ ამა თუ იმ ადამიანის ქცევას,ნათქვამს.მიუხედავად ბევრი ფიქრისა,მათი სიტყვები უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია,ვიდრე რეალური გრძნობები.კამათში თუ უსიამოვნებაში,მიჭირს გავმიჯნო ბრაზი და გულისთქმა ერთმანეთისგან.ეს ხშირად კომფლიქტურ სიტუაციებში მაგდებს,იმასაც კი ვერ ვენდობი, ვინც მიყვარს,ზედმეტი მონდომებით ვცდილობ გრძნობების დამალვას და საკუთარი სიმართლის გატანას.არ არის ადვილი იბრძოლო საკუთარ ვნებებთან,სურვილებთან და ინტუიციასთან, მიუხედავად ამ ყველაფრისა, შცდომებს მაინც ვუშვებ.
ამიტომ თავი უსამართლო და რთული მგონია,იდეალების მონა,კონსერვატორი,სხვებზე მზრუნველი და ამავდროულად სხვების მოძულე,გამოუსწორებელი ეგოისტი.უცნობებთან ჩემი კეთილგანწყობის ლიმიტი იწურება გაცნობიდან რამოდენიმე დღეში ან თვეში,არ შეიძლება ჩემთან დაახლოება,არასდროს დავთმობ საკუთარ ღირებულებებს კამათშიც კი.ბრაზი ტვინს მიფეთქებს, როდესაც ჩემი აზრის მნიშვნელობას საფრთხე ემუქრება,უკან დახევას არ ვაპირებ და მზად ვარ ხელით შევეხო მოკამათეს.
სიტყვის ბოლოს, ცოტათი გავმხიარულდი,კიდევ კარგი ამას უბრალოდ ვყვებოდი,გვერდით მჯდომი კი ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი,ჯერ კიდევ ამოუცნობი ადამიანი იყო,მასთან გულახდილი საუბარი კი, საკუთარი თავის მაღლა დაყენება უფროა,ვიდრე თავის დახრა.მე ხომ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ,რადგან ასე მოურიდებლად ვლაპარაკობ ამაზე.თავის მართლებას უფრო ჰგავს,როცა გინდა გითხრან რომ შენ არც ისეთი ცუდი ხარ.ალბათ ამას ველოდები ყოველ ჯერზე,აღიარება სულაც არ ნიშნავს უკან დახევას.
სინამდვილეში,მე ვამაყობ,პატივმოყვარე და დაუნდობელი ვარ,გამოუსწორებელი მესაკუთხრე, მიზანდასახული ადამიანი ,რომელიც ირგვლივ მყოფთა ენერგიას ისრუტავს. ყველაფრის მიუხედავად წუწუნი არ მჩვევია და ხშირადაც არ ვითხოვ დახმარებას.უნდობლად გამომხედა, შემეშინდა რომ დამეთანხმებოდა,ან დამამშვიდებდა რამით.ნიკაპზე ხელი მოისვა და წამიერად ჩაფიქრდა.
- რთულია საკუთარი თავის შეფასება მის ფამენ,თქვენს ადგილას მოვერიდებოდი.ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით,მეეჭვება ჩემი აზრი თქვენსას დაემთხვეს,მაშინ სათვალე და ხედვის არეალი უნდა გვქონდეს თანაბარი. სიძულვილი ადამიანებს,პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ უჩნდებათ,დილით, გაღვიძებისთანავე,სიხარულის ნაცვლად სიძულვილი გვეუფლება,ერთი სული გვაქვს როდის ჩამოვიშორებთ ღამის ჭუჭყს და შევუერთდებით დღის სინათლეს.მემკვიდრეობით გადმოცემული,გენეტიკური მანკიერება,რომელსაც ყველა ხედავს საკუთარ თავში,ადამიანური სუნი,რომელიც ზიზღს გიჩენს დილიდანვე.მუცლადყოფნაც ტანჯვაა,გაუცნობიერებელი ტანჯვა,იზრდები მჟავე სითხეში და რაც დრო გადის, მით უფრო გიძნელდება მოძრაობა,ნელ-ნელა მოქნილობას და თავისუფლებას კარგავ, ბოლოს, ისევ ბუნების ძალით ითავისუფლებ თავს, სხვა,ბევრად დაუნდობელ სამყაროში.
თუმცა,მაინც,ბედნიერი დილა მხოლოდ ბავშვებს აქვთ,როდესაც ჯერ კიდევ ცოცხლობს იმედი მათში,მშობლის ხმის,საყვარელი სახლის ან იმ ხმების გაგონებისას,როცა რიგრიგობით ყველა ოჯახის წევრი იღვიძებს და თავის წილ ნაბიჯს დგამს დღის დასაწყისში.უსაზღვრო ბედნიერების ხმები,როცა გგონია რომ დიდხანს იცოცხლებ და ეს ყველაფერი არასოდეს დამთავრდება.ვცდებით,ყოველთვის ვცდებით ადამიანები,მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად ვიცით კაცობრიობის ისტორია.
ცხოველები მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვიან და მათი მცდელობა საკვების შემონახვით და მტაცებელი ცხოველებისგან თავდაცვით შემოიფარგლება,ადამიანებს კი უსაზღვრო ოპტიმიზმი კლავთ,როგორმე დაუსხლტდნენ სიკვდილს,შექმნან უკვდავების ამოცანა და ამოხსნან იგი.იმედი, ან პირიქით სასოწარკვეთა შეიძლება დავარქვათ ამ მცდელობას.
- ალბათ, ამით განვსხვავდებით ცხოველებისგან,უფრო უკეთ უნდა ვაცნობიერებდეთ კაცობრიობის მნიშვნელობის საკითხს,არ შეიძლება სიკვდილი ყველაფერს შლიდეს,ცვლიდეს და ცხოვრების აზრს გვიკარგავდეს.სამყარო თავისი შინაარსით მარტივ აზრს არ გვაძლევს.უნდა იყოს ამ უსასრულობაში რაღაც ახალი და ამოუცნობი,რომელსაც ადრე თუ გვიან ამოვხნით.
- მართალი ხართ მის ფამენ,სხვა რა დაგვრჩენია თუ არა ამ თემის ირგვლივ სასოწარკვეთილი საუბრები. - როგორ იცის ხოლმე,გამომხედავს და ჭკუას ვკარგავ,ყველაზე სულელი მგონია თავი მის გვერდით,როცა ვლაპარაკობ,საკუთარ თავს შორიდან ვხედავ,მესმის ჩემი ხმა და დაბნეულობა უფრო და უფრო მძლევს.
ედრიენი იმ ადამიანებთა რიცხვს განეკუთვნება,ვინც ძალიან კარგად იცის კვების,ქცევის,ჩაცმის ეტიკეტი მაგრამ იმ შემთხვევაში იყენებს როცა სჭირდება.სხვა შემთხვევაში მას უბრალოდ არ აინტერესებს გარეშემყოფთა აზრები და რეაქციები, ამიტომ პერიოდულად არაპროგნოზირებადი ქცევებით მაკვირვებდა. კაფეში მისვლისთანავე,სწრაფად ვეგეტარიანული საჭმელი შეუკვეთა და ჩემსკენ მოტრიალდა,ისე თითქოს ერთხმად გადაგვეწყვიტოს რა გვეჭამა და დროის გასაყვანად, საუბრის გასაგრძელებლად მოემზადა.არ გავღიზიანებულვარ,დასაწყისშივე დაიჭირა ჩემი სუსტი მხარეები და არ მომცა მისი წარმოჩენის საშუალება.კიდევ ერთი ფაქტი იმისა რომ ურთიერთობისას ადამიანები ერთმანეთს ვძერწავთ და ეს ჩვენი აბსოლუტურად გამართლებული უფლებაა,რადგან არასოდეს მივიღებთ იმას, რაც არ გვინდა.სანამ ურთიერთობის სურვილი არსებობს,ჩვენს მიერ შექმნილი ადამიანიც არსებობს მასში.
საუზმის შემდეგ, დავემშვიდობე და სწრაფი ნაბიჯით გამოვეშურე სახლისკენ,სადაც სულ სხვა პლანეტის ადამიანები მეგულებოდა და მე დღეს სულაც არ მწყინდა მათი ნახვა.
სამი დღე გავიდა,არც სამსახურის თავი მქონდა და არც რაიმე ტიპის მცდელობის.შვებულება გავაფორმე და ორი დღით ზღვისპირა სახლში წავედი,იქნებ ძლიერი მოლოდინი გარემოს შეცვლას დაეთრგუნა.მაინც ვინ არის ედრიენ კლარკი, თავიდან არ ამომდიოდა ეს კითხვა, ამ ფიქრში ძილი მომერია,თავი ჩავრგე ბალიშში,დასაძინებლად მოვემზადე,მაგრამ კარზე კაკუნი მომესმა.უცებ გამოვფხიზლდი და კარისკენ გავქანდი,სწრაფად გავაღე და მოულოდნელობისგან ადგილზევე გავშეშდი.
- ვწუხვარ მის ფამენ,გარეთ ძალიან წვიმს,სხვა გზა არ მქონდა,უნდა მოვსულიყავი,მაპატიეთ,ეს დღეები სულელურ მცდელობას შევალიე,რომელიც მისტერ მაკარტთან შეხვედრას გულისხმობდა.სამწუხაროდ.... - შემოდი ედრიენ,ღმერთო როგორ დასველებულხარ! - სიცოცხლის წყურვილმა იფეთქა ჩემში,სწრაფად დავხურე კარი და აბაზანისკენ გავეშურე.პირსახოცი მივაწოდე. - ცხელი წყალი მოგიხდება,მე კი ჩაის მოგიმზადებ. - ველოდებოდი,ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი,აბაზანის კართან ვიდექი,ვუსმენდი და კარებს ხელით ვეხებოდი.მოუთმენლობისგან კინაღამ გავგიჟდი. - ალბათ ხალათით მომიწევს მანდ გამოსვლა,რადგან მშრალი ტანსაცმელი არ მაქვს მის ფამენ. - მესმის ხმა. - რა თქმა უნდა ედრიენ,თუ გინდა საცვლით ან საცვლის გარეშე გამოდი,დიდად დამავალებ. - ხმადაბლა ჩავიბურტყუნე და ეშმაკურად გავხედე აბაზანის კარს. - როგორმე გაძლებ გაშრობამდე,არ იდარდო. - სიცილით გავსძახე.პასუხი არ გაუცია,ვერ მოვითმინე და აბაზანის კარი შევაღე,სარკის წინ იდგა პირსახოცმოფარებული და საკუთარ თავს აკვირდებებოდა.მისი ზურგი,ხელხემლის თითოეული ძვალი,კუნთი თუ ზედაპირი,ყველაფერი გონებას მირევდა,თავბრუ მეხვეოდა,ვნებისგან სიმხურვალე მედებოდა მთელ ტანზე. გაუცნობიერებლად მივედი მასთან,დავდექი მის ზურგსუკან, გულისცემა ამიჩქარდა,სუნთქვა გამიხშირდა,სახე მიხურდა,მისი სხეულის ყველა მგრძნობიარე ადგილს მინდოდა შევხებოდი.მხარზე სახით მივეყრდენი,ვხვდებოდი რომ დაბნეულობისგან ცახცახებდა,ან იქნებ ისიც ვნებისგან იწვოდა.თავი ჩემსკენ მოაბრუნა,თუმცა არ შემოუხედავს,სუნთქვა აუჩქარდა,კუნთები დაეჭიმა,ვგრძნობდი თავს იკავებდა.რამოდენიმე წამში სწრაფად მობრუნდა და მკლავებში მწვდა,სახით მომიახლოვდა და ბრაზით აევსო მზერა,ტუჩები მოკუმული ჰქონდა,ღრმად სუნთქავდა და მკლავებზე ძალიან მიჭერდა.ჩუმად,ძალიან მშვიდად ვუთხარი – მტკივა, ედრიენ! - ხელები მოადუნა,მზერა დაუმშვიდდა,გაუთბა და სხვანაირი გახდა,ნაზად შემომხვია წელზე ხელი,მისკენ მიმიზიდა და ვნებით დააცხრა ჩემს გავარვარებულ ტუჩებს.მაისური სწრაფად გადამაძრო,ლიფი არ მეცვა,აკვირტებული მკერდი მზად იყო მის ლამაზ სხეულს შეხებოდა,ბოლომდე მიმიზიდა,მკერდით მიმიკრო ტანზე,თუჩები დამიკბინა,ისე მკოცნიდა ვნებისგან ვცახცახებდი,ტუჩებიდან კისრის გავლით,მკერდამდე ჩავიდა კოცნით,ძუძუს თავები დამიკოცნა,კივილი მინდოდა,მრცხვენოდა,მაგრამ მაინც აღმომხდა კვნესა,სხეულის ყველა ნაწილი დამიკოცნა,ბოლოს ხელში ამიტაცა და ლოგინისკენ გამაქანა.დიდხანს მეფერებოდა,მკოცნიდა,არ უნდოდა მალე დამთავრებულიყო ეს უსაზღვრო ვნებით გამოწვეული ბედნიერება.
მაგრამ ცოტა ხანში,ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა.სუნთქვაც ნელნელა მშვიდდებოდა და უფრო და უფრო მეძალებოდა სირცხვილის გრძნობა.საინტერესოა,ეს გრძნობა ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოც არის.ედრიენის მთელი ღირებულება,მარტივ ტანსაცმელში იყო,რომელიც მშვენივრად ნიღბავდა მის მომხიბლავ სხეულს,ბოლომდე კი ვერაფერს დამალავ,მითუმეტეს ჩემთან. საბანი წამოვიხურე და ვცდილობდი სიცილი შემეკავებინა.ცალი თვალით გამომხედა,საბანში შემოძვრა,ხელები ფეხებში დამავლო და მისკენ მომქაჩა...
ორი დაუვიწყარი დღე გავატარე ედრიენთან ერთად,ტკივილიანი და ამავდროულად ბედნიერი ორი დღე. ჰიუსტონში დავბრუნდი.ბახის ,,prelude no.1 in c major'' და ბეთხოვენის ,,silence'' ისევ ყურებში მესმოდა,რომელსაც გამუდმებით ვუსმენდით.არ ვიცი ამ მუსიკის მოქმედება როდის გამივლის ,გულში იარასავით რომ მაქვს დღემდე,თითქოს სიკვდილის ხმებს აჟღერებს,ვნებებს აღმიძრავს და სადღაც სიღრმისკენ მექაჩება.თავს ვერ ვითავისუფლებ,რაც უფრო მესმის,მით უფრო ვიძირები.ყველაფერი არეული მაქვს გონებაში,იმდენ რამეს ვუმკლავდები,მიკვირს კიდეც.უამრავ კითხვაზე გამეცა პასუხი,ჭეშმარიტება წამოიჭრა გონებაში,აზრები დალაგდა და მერე ისევ აირია,ისევ გაუგებარი გახდა ყველაფერი.მინდოდა დამეჭირა მაგრამ ხელიდან მისხლტებოდა აზრები.დავიკარგე,ისევ დავიკარგე სიცარიელეში,სიბნელემ მომიცვა,სიცივე ვიგრძენი,სული დამიმძიმდა და ჭეშმარიტების ხმებიც მიწყდა.ასეთი გამოვლინებები სიცოცხლეს მისწრაფებდა,ნელ-ნელა მფიტავდა და უუნაროს მხდიდა ყველაფრის მიმართ.
ედრიენი ის ნათელი სხივი იყო,რომელსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გვირაბიდან ამოვყავდი,მისი არსებობა კი სულ ეხლახანს გავიგე. სახლში მისვლისთანავე ოლივიას ხმოვანი შეტყობინება დამხვდა,ისევ ქმრის მიმართ განელებულ გრძნობებს მისტიროდა,არ ვიცი რატომ არ უნდა დაშორდეს,იმას მაინც გაიგებს უყვარს თუ არა.ბოლოს რომ ვნახე, სევდის მორევში ჩამძირა,ვერაფრით გამაგებინა რას გრძნობდა,ხან მიყვარსო,ხან არაო,აბა ასე ცუდად რატომ ვარო, ვნება არ მაქვს,შეხებას ვერ ვგრძნობ,თითქოს საკუთარ სხეულს ვეხები ისე ვარო.ძალიან განვიცადე მაგრამ მის პრობლემას მართლა ვერ ჩავწვდი. შაბლონური რჩევა მივეცი, ვუთხარი რამოდენიმე დღით დასასვენებლად წადით,მხოლოდ თქვენ ორნი,განმარტოვდით და რომანტიული გარემო შექმენით,ეს ბევრად გაგიუბჯობესებთ განწყობას და ცოტა ხნით ისევ დაიბრუნებთ ვნებიან წარსულს მეთქი.ამას ვეუბნებოდი,სინამდვილეში კი ვერასდროს ვეტყოდი იმას,რასაც ვფიქრობდი.არ მინდა შეცდომაში შევიყავნო,როცა ვეტყვი რომ დანგრეულ გრძნობებს არაფერი ეშველება.თუ ოდესმე გრძნობებში ეჭვი შეგეპარა,მუდამ გექნება ფიქრის მიზეზი,არასდროს დაგტოვებს აზრი იმისა,რომ არ გიყვარს,სხვანაირად ეს კითხვაც არ გაჩნდებოდა. საღამოს შეხვედრაზე შევთანხმდით,ჰეზერმაც გადაწყვიტა,თავს დაგაცხრებითო.სამი აბლოლუტურად განსხვავებული ადამიანი,მეგობრები, რომლებსაც ყველაზე დიდ პრობლემად საკუთარი პრობლემა წარმოედგინათ და ვეჭვობ,ოდესმე მისი მოგვარების სურვილი ჰქონოდათ.
ჰიუსტონის Café Poêtes — ში ვიკრიბებით ხოლმე.ამჯერად ბრაიანი და ედი გვაკლია, თავიანთი გამოთაყვანებული მეგობარი გოგონებით,რომლებიც პირდაღებული მიყურებენ,როცა ფანჯარაში ვიყურები.ალბათ სანამ მოიწყენენ,გასართობად მიდიან,შიში აქვთ მოწყენილობა ტანში არ გაუჯდეთ.ჰმ, მთლად ისეთი სულელებიც არ ყოფილან,მე რომ მეგონა.
ჰეზერს,დროის ყველა მონაკვეთი ათვისებული აქვს,იცის როდის, რა უნდა გააკეთოს,გეგმა შედგენილია,ხელისშემშლელი ფაქტორები მოგვარებულია,პრობლემა არ უნდა არსებობდეს.მაგრამ მაინც ვერ მშვიდდება,სანამ ყველაფერი ისე არ ჩატარდება, როგორც გეგმაში ჰქონდა გათვალისწინებული.ვერასდროს მიხვდები,რა არის ადამიანისთვის მნიშვნელოვანი,ის, რასაც თვლის თვითონ მნიშვნელოვნად,თუ ის, რასაც სიმშვიდე და სტაბილურობა მოაქვს.ან პირიქით,არეულობა და მსუბუქი აზარტი,რომელიც არასდროს დარჩება მსუბუქად და აუცილებლად საშიშ აზარტულ თამაშად გადაიქცევა.
- სიუზან,რატომ გაქვს დაღლილი სახე,შენ ხომ შვებულება გაქვს,რაიმე პრობლემა გაქვს საყვარელო? - ოლივია მზად არის მომისმინოს,ფსიქოლოგიურ დაკითხვებს მიწყობს და მუდმივად მიმანიშნებს წარსულზე. - უნდა დაივიწყო, ბედნიერების საშუალება არ მოგეცემა თუ მასში ბევრი ტკივილია. - სხვების პრობლემებზე ადვილად ვსაუბრობთ.არც მიკვირს,შესაძლოა უფრო ადვილადაც ვეხმარებით სხვებს,ვიდრე საკუთარ თავს. - არაფერია ისეთი,ახალი თავგადასავლებია. - ჰეზერი წამოენთო. - სიუზან,უნდა მოგვიყვე საყვარელო!ვინ არის,როგორია,რას საქმიანობს,სტუდენტია თუ პროფესორი?! იმედი მაქვს ისევ ხიფათში არ გაეხვევი,ბოლოს რაც იყო, ჯერ კიდევ არ გამომსვლია თავიდან.მაინც როგორ ენდე სიუზან,ძალიან მიკვირს დღემდე. - ჰეზერ გეყოფა! ისევ ეხები ამ თემას! სხვისი შეცდომები,ისევ სხვისი შეცდომები!მოდი, ვილაპარაკოთ შენს შეცდომებზე! - გაკვირვებული გამომხედა,დაუნდობელი მზერა იგრძნო და ტირილი დაიწყო.ასე არასდროს მოვქცეულვარ,თავი ვერ შევიკავე და ბრაზი ჰეზერზე ამოვანთხიე. - ასე არ შეიძლება სიუზან,ეს არ არის სიყვარული.ნათელს, რომელსაც შენ ეძებ,სიბნელეში გაყავხარ.სიყვარული უნდა გაბედნიერებდეს,უბედურების მიზეზი გავს? - ოლივია გააოცა ჩემმა საქციელმა. - კი,მენატრება. - მაშინ ადექი და მოძებნე. - არ შემიძლია. - რატომ? - იმიტომ რომ ყოველთვის თვითონ მეძებს. - და შენც ელოდები,როდის გადაწყვეტს რომ გნახოს. - არ ვიცი,აქამდე ასე იყო. - სინამდვილეში,მეშინოდა,არ შემეძლო ბრძოლა,სიყვარულის და ინტერესის გამოხატვა,სულ ვთამაშობდი,ვცდილობდი ემოციებს არ ავყოლოდი.მაგრამ თავშეკავების დიდი ოსტატიც არ ვარ,ბოლოს მაინც ვაფუჭებ ყველაფერს.
ჰეზერი დავამშვიდე და ედრიენის სანახავად წავედი.მისტერ მაკარტთან შეხვედრაზე დაველაპარაკები,მოვიფიქრებ, როგორ დავეხმარო,გზაში აზრებს ვალაგებდი.ღმერთო,როდის ვართ ადამიანები რეალურები?ალბათ ის არის რეალობა,რასაც ვქმნით გზადაგზა.თუმცა არ ვიცი...რა მნიშვნელობა აქვს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. სიტყვა კოსმიურს შეველიოთ, გალაკტიონის სიტყვაა, ჩვენ <<კოსმოსური>> უნდა ვწეროთ. არა, მაინც სახლში უნდა გავაგრძელო კითხვა. ასე აჯობებს.
სიტყვა კოსმიურს შეველიოთ, გალაკტიონის სიტყვაა, ჩვენ <<კოსმოსური>> უნდა ვწეროთ. არა, მაინც სახლში უნდა გავაგრძელო კითხვა. ასე აჯობებს.
19. მე მჯერა თქვენი შეფასების,ყურადღებით ვკითხულობ ყველა შენიშვნას. აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას არასწორ ფრაზებს და და ნაწერიც დაიხვეწება ნელ-ნელა. დიდი მადლობა შეფასებისთვის <3 მე მჯერა თქვენი შეფასების,ყურადღებით ვკითხულობ ყველა შენიშვნას. აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას არასწორ ფრაზებს და და ნაწერიც დაიხვეწება ნელ-ნელა. დიდი მადლობა შეფასებისთვის <3
18. 11. ნიჭიერი ხარ ))) დიალოგებს ძალიან მაგრად აწყობ, საღოლ რა ! ოღონდ ალეგორიებში და ფილოსოფიაში იკარგები ცოტა, მგონი წინა ნაწილებშიც აღვნიშნე. ნუ უგებ საკუთარ აზრებს ხაფანგებს, აზრის სიტყვით გართულებას ცდილობ, რთული აზრი მარტივი წინადადებით ნათქვამიც არ კარგავს თავის საინტერესო შემადგენლობას და უფრო სასიამოვნო აღსაქმელიც ხდება.
სერენა. რაც უნდა დამეწერა , სერენას დაუწერია და დავატებ იმას რომ , თქვენ ხართ უკვე რჩეული ავტორი ლიტერატორი ჰო, ეს კარგია, ასევე გევალებათ უფრო ლიტერატურულად გამოხატოდ სიტყვები და აზრები, მაგ.წერთ "არ არის ადვილი იბრძოლო ბრაზთან". ბრაზთან?. "ადამიანური სუნი, რომელიც ზიზღს გიჩენს".სუნი არის ძალიან ძლიერი შეგრძნება, არა მარტო ზიზღის. სექსის დაწყების მომენტამდე, სხეულის ყველა ნაწილის დაკოცნის შემდეგ ლოგინისკენ გააქანა, მაგრამ მოუსწრო ორგაზმა( ეს არის პათოლოგიური გადახრა,)დასრულებული აქტის აღწერა მეტად დამაჯერებელს გახდიდა. ყველა თქვენი ნაწერები წავიკითხე გეტყობა გაქვს ცოდნის მარაგი, მაგრამ არა მომწიფებული, როდესაც შეხება გაქვს ფილოსოფიურ ან ფსიქოლოგიურ აზრებთან უნდა იყო ფრთხილად ეს არის მეცნიერება, რომელიც სიზუსტეს მოითხოვს, საპირისპიროდ პროზას სიზუსტე არ სჭირდება და არცდასაბუთებული არგუმენტები, ეს შენ ჩემზე უკეთესად იცი, უკეთესი იქნება შენი მეცნიერული აზრები, მხატვრულ ლიტერატურულად მოგვაწოდო, "ფსიქოლოგი ეძებს მიზეზებს ადამიანის ქვეცნობიერში კითხვებით ...; და ასე შემდეგ რომ გიწერია მლიანად ეს აბზაცი გაუმართავია და მოკლებულია აზრის ცნობიერებაში ასახვას. დიალოგების წერის ვირტუოზი ხარ, ეცადე დაიXვეწო, ბევრი იკითხო და ჭეშმარიტად კარგი მწერალი გახდები. ჩემი კომენტარი, ჩემი სუბიექტური აზრია, ჩემი რჩევაა უკეთესობისკენ და არა კრიტიკა, შეგიძლია არ გაიზიარო. 11. ნიჭიერი ხარ ))) დიალოგებს ძალიან მაგრად აწყობ, საღოლ რა ! ოღონდ ალეგორიებში და ფილოსოფიაში იკარგები ცოტა, მგონი წინა ნაწილებშიც აღვნიშნე. ნუ უგებ საკუთარ აზრებს ხაფანგებს, აზრის სიტყვით გართულებას ცდილობ, რთული აზრი მარტივი წინადადებით ნათქვამიც არ კარგავს თავის საინტერესო შემადგენლობას და უფრო სასიამოვნო აღსაქმელიც ხდება.
სერენა. რაც უნდა დამეწერა , სერენას დაუწერია და დავატებ იმას რომ , თქვენ ხართ უკვე რჩეული ავტორი ლიტერატორი ჰო, ეს კარგია, ასევე გევალებათ უფრო ლიტერატურულად გამოხატოდ სიტყვები და აზრები, მაგ.წერთ "არ არის ადვილი იბრძოლო ბრაზთან". ბრაზთან?. "ადამიანური სუნი, რომელიც ზიზღს გიჩენს".სუნი არის ძალიან ძლიერი შეგრძნება, არა მარტო ზიზღის. სექსის დაწყების მომენტამდე, სხეულის ყველა ნაწილის დაკოცნის შემდეგ ლოგინისკენ გააქანა, მაგრამ მოუსწრო ორგაზმა( ეს არის პათოლოგიური გადახრა,)დასრულებული აქტის აღწერა მეტად დამაჯერებელს გახდიდა. ყველა თქვენი ნაწერები წავიკითხე გეტყობა გაქვს ცოდნის მარაგი, მაგრამ არა მომწიფებული, როდესაც შეხება გაქვს ფილოსოფიურ ან ფსიქოლოგიურ აზრებთან უნდა იყო ფრთხილად ეს არის მეცნიერება, რომელიც სიზუსტეს მოითხოვს, საპირისპიროდ პროზას სიზუსტე არ სჭირდება და არცდასაბუთებული არგუმენტები, ეს შენ ჩემზე უკეთესად იცი, უკეთესი იქნება შენი მეცნიერული აზრები, მხატვრულ ლიტერატურულად მოგვაწოდო, "ფსიქოლოგი ეძებს მიზეზებს ადამიანის ქვეცნობიერში კითხვებით ...; და ასე შემდეგ რომ გიწერია მლიანად ეს აბზაცი გაუმართავია და მოკლებულია აზრის ცნობიერებაში ასახვას. დიალოგების წერის ვირტუოზი ხარ, ეცადე დაიXვეწო, ბევრი იკითხო და ჭეშმარიტად კარგი მწერალი გახდები. ჩემი კომენტარი, ჩემი სუბიექტური აზრია, ჩემი რჩევაა უკეთესობისკენ და არა კრიტიკა, შეგიძლია არ გაიზიარო.
17. დაჯერება არაფერ შუაშია. წარმოდგენაა უბრალოდ რთული ჩემთვის :დ ველოდები შემდეგ ნაწილს <3 დაჯერება არაფერ შუაშია. წარმოდგენაა უბრალოდ რთული ჩემთვის :დ ველოდები შემდეგ ნაწილს <3
16. არ გჯერა ასეთი სიყვარულის? :)) მე არ გამომიცდია მაგრამ მოვხიბლულვარ და ავჟიტირებულვარ ერთი გასაუბრებით:) ალბათ უფრო სასურველი სიყვარულია ჩემთვის ეს და იყოს ფანტასტიკა :)) მადლობა უღრმესი <3 :) არ გჯერა ასეთი სიყვარულის? :)) მე არ გამომიცდია მაგრამ მოვხიბლულვარ და ავჟიტირებულვარ ერთი გასაუბრებით:) ალბათ უფრო სასურველი სიყვარულია ჩემთვის ეს და იყოს ფანტასტიკა :)) მადლობა უღრმესი <3 :)
15. პირველ რიგში, ისევ მინდა ავღნიშნო, შენი საოცრად კარგი წერის სტილი. ისიც მინდა ავღნიშნო, რომ ასე უცბად და თუნდაც თავდავიწყებით შეყვარება, ჩემთვის ფანტასტიკის სფეროა :)) შესაბამისად, როგორც ახალ ამბავს და მოვლენას ისე ვკითხულობ :)) წარმატებები ისევ და ისევ ! <3 პირველ რიგში, ისევ მინდა ავღნიშნო, შენი საოცრად კარგი წერის სტილი. ისიც მინდა ავღნიშნო, რომ ასე უცბად და თუნდაც თავდავიწყებით შეყვარება, ჩემთვის ფანტასტიკის სფეროა :)) შესაბამისად, როგორც ახალ ამბავს და მოვლენას ისე ვკითხულობ :)) წარმატებები ისევ და ისევ ! <3
14. კარგი :დ გელოდები ენ :)) კარგი :დ გელოდები ენ :))
13. უკვე 4 დღეა ვგეგმავ სამივე ნაწილის წაკითხვას და შესაფერისი მომენტი ვერ მოვიგდე ხელში :)) პირობას ვდებ, ხვალ აუცილებლად ჩავუჯდები :)) უკვე 4 დღეა ვგეგმავ სამივე ნაწილის წაკითხვას და შესაფერისი მომენტი ვერ მოვიგდე ხელში :)) პირობას ვდებ, ხვალ აუცილებლად ჩავუჯდები :))
12. ჩემი ძვირფასი სერენა :) <3 მადლობა დიდი,მართლა მესმის რასაც ამბობ და ჩემზე უკეთ ვინ იცის ჩემი ნაკლოვანებები:) ვეცდები ყველანაირად,სიმარტივე მჭირდება და ვიპოვი ერთხელაც:)) მერე ყველას თავიდან დავაკორექტირებ :დ მადლობა <3 ჩემი ძვირფასი სერენა :) <3 მადლობა დიდი,მართლა მესმის რასაც ამბობ და ჩემზე უკეთ ვინ იცის ჩემი ნაკლოვანებები:) ვეცდები ყველანაირად,სიმარტივე მჭირდება და ვიპოვი ერთხელაც:)) მერე ყველას თავიდან დავაკორექტირებ :დ მადლობა <3
11. ნიჭიერი ხარ ))) დიალოგებს ძალიან მაგრად აწყობ, საღოლ რა ! ოღონდ ალეგორიებში და ფილოსოფიაში იკარგები ცოტა, მგონი წინა ნაწილებშიც აღვნიშნე. ნუ უგებ საკუთარ აზრებს ხაფანგებს, აზრის სიტყვით გართულებას ცდილობ, რთული აზრი მარტივი წინადადებით ნათქვამიც არ კარგავს თავის საინტერესო შემადგენლობას და უფრო სასიამოვნო აღსაქმელიც ხდება. საერთო ჯამში კარგი ხარ ))) +5 ქულა გრიფინდორს !!!! :5 ნიჭიერი ხარ ))) დიალოგებს ძალიან მაგრად აწყობ, საღოლ რა ! ოღონდ ალეგორიებში და ფილოსოფიაში იკარგები ცოტა, მგონი წინა ნაწილებშიც აღვნიშნე. ნუ უგებ საკუთარ აზრებს ხაფანგებს, აზრის სიტყვით გართულებას ცდილობ, რთული აზრი მარტივი წინადადებით ნათქვამიც არ კარგავს თავის საინტერესო შემადგენლობას და უფრო სასიამოვნო აღსაქმელიც ხდება. საერთო ჯამში კარგი ხარ ))) +5 ქულა გრიფინდორს !!!! :5
10. მადლობა უღრმესი,შევეცდები არ გაგიცრუო იმედი,შემდეგ ნაწილებში :)) :* მადლობა უღრმესი,შევეცდები არ გაგიცრუო იმედი,შემდეგ ნაწილებში :)) :*
9. მიხარია რომ ჩემი კრიტიკა დადებითად მიიღე და მართლაც ასეა . წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო <3 ყველაფერი დაასტაბილურე , არც ზედმეტად მომაკლო ფილოსოფიური აზრები და არც ზედმეტად გაამარტივო :დ მჯერა , გამოგივა , საოცრად ნიჭიერი ხარ . <3 ველოდები შემდეგ ნაწილს <3 მიხარია რომ ჩემი კრიტიკა დადებითად მიიღე და მართლაც ასეა . წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო <3 ყველაფერი დაასტაბილურე , არც ზედმეტად მომაკლო ფილოსოფიური აზრები და არც ზედმეტად გაამარტივო :დ მჯერა , გამოგივა , საოცრად ნიჭიერი ხარ . <3 ველოდები შემდეგ ნაწილს <3
8. სექსის მომენტზე მეც მაჟრიალებს,რამდენჯერაც წავიკითხავ :დდ სექსის მომენტზე მეც მაჟრიალებს,რამდენჯერაც წავიკითხავ :დდ
7. არ მეწყინა იმიტომ რომ მეც მასე ვფიქრობ:)) ალბათ დაწერამდე არ გადავიკითხე თავიდან წინა ნაწილები:))) ამიერიდან შევეცდები გავამარტივო და ყოველი ფილოსოფიური აზრი რომელიც გამეორდება,აუცილებლად დავბლოკო:))იმიტომ რომ ვხვდები,ვერც წინ მივდივარ და ვერც ვრჩები,რაღაც ხდება და მოვაგვარებ :* დიდი მადლობა <3 არ მეწყინა იმიტომ რომ მეც მასე ვფიქრობ:)) ალბათ დაწერამდე არ გადავიკითხე თავიდან წინა ნაწილები:))) ამიერიდან შევეცდები გავამარტივო და ყოველი ფილოსოფიური აზრი რომელიც გამეორდება,აუცილებლად დავბლოკო:))იმიტომ რომ ვხვდები,ვერც წინ მივდივარ და ვერც ვრჩები,რაღაც ხდება და მოვაგვარებ :* დიდი მადლობა <3
6. დღეს წავიკითხე სამივე ნაწილი და იმედია არ მიწყენ ამ კომენტარს ... უბრალოდ მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო ... მომეჩვენა , რომ ცოტა ნაჩქარევად ხდება მოვლენები . თხრობას ძაალიან ართულებ კიდეც , რატომღაც სულ , აი თითქმის ყოველ მონაკვეთში რაღაც ფილოსოფიური აზრი დევს და ხშირად მეორდება , რაც ცოტა არ იყოს დამღლელია :/ არ დავმალავ , სწორედ ამან მიიქცია ჩემი ყურადღება და კითხვის სურვილი გამიჩნდა მაგრამ თან საშინლად დამღალა . თითოეული ნაწილი ორჯერ გადავიკითხე , რატომღაც მეჩვენებოდა რომ პრობლემა ჩემში იყო და სათანადოდ ვერ ვუგდებდი გულს კითხვას , მაგრამ აღმოვაჩინე რომ თურმე შევცდი :დ ამიტომ , გირჩევ რომ უფრო მარტივად განავრცო თხრობა , ზედმეტად სწრაფად ხდება მოვლენები და ვიბნევი მე პირადად ... მეტი მინდა, უფრო მეტი მინდა .. არ მინდა რომ ეს 'ფილოსოფიური' აზრები შეწყვიტო, ძაან კარგია და ბევრ რამეზე დამაფიქრა საკმაოდ დიდი აზრი დევს .. უბრალოდ ნუ იჩქარებ ... მგონია რომ ზედმეტად ცდილობ რაღაცას და ეს არ მომწონს . და რაც შეგეხება შენ , მომწონს შენი წერის მანერა , მართლა საოცრად წერ და კითხვასაც სიამოვნებით გავაგრძელებ , ველოდები შემდეგ ნაწილს <3 ძალიან ნიჭიერი ხარ , მართლა <3 მთავარია არ იჩქარო :* წარმატებები <3
პ.ს : სექსის მომენტი იყო შთამბეჭდავად აღწერილი ^_^ დამაჟრიალა ;დდდ დღეს წავიკითხე სამივე ნაწილი და იმედია არ მიწყენ ამ კომენტარს ... უბრალოდ მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო ... მომეჩვენა , რომ ცოტა ნაჩქარევად ხდება მოვლენები . თხრობას ძაალიან ართულებ კიდეც , რატომღაც სულ , აი თითქმის ყოველ მონაკვეთში რაღაც ფილოსოფიური აზრი დევს და ხშირად მეორდება , რაც ცოტა არ იყოს დამღლელია :/ არ დავმალავ , სწორედ ამან მიიქცია ჩემი ყურადღება და კითხვის სურვილი გამიჩნდა მაგრამ თან საშინლად დამღალა . თითოეული ნაწილი ორჯერ გადავიკითხე , რატომღაც მეჩვენებოდა რომ პრობლემა ჩემში იყო და სათანადოდ ვერ ვუგდებდი გულს კითხვას , მაგრამ აღმოვაჩინე რომ თურმე შევცდი :დ ამიტომ , გირჩევ რომ უფრო მარტივად განავრცო თხრობა , ზედმეტად სწრაფად ხდება მოვლენები და ვიბნევი მე პირადად ... მეტი მინდა, უფრო მეტი მინდა .. არ მინდა რომ ეს `ფილოსოფიური` აზრები შეწყვიტო, ძაან კარგია და ბევრ რამეზე დამაფიქრა საკმაოდ დიდი აზრი დევს .. უბრალოდ ნუ იჩქარებ ... მგონია რომ ზედმეტად ცდილობ რაღაცას და ეს არ მომწონს . და რაც შეგეხება შენ , მომწონს შენი წერის მანერა , მართლა საოცრად წერ და კითხვასაც სიამოვნებით გავაგრძელებ , ველოდები შემდეგ ნაწილს <3 ძალიან ნიჭიერი ხარ , მართლა <3 მთავარია არ იჩქარო :* წარმატებები <3
პ.ს : სექსის მომენტი იყო შთამბეჭდავად აღწერილი ^_^ დამაჟრიალა ;დდდ
5. ვერ გავიგე,რამე უნდა აგეღნიშნა და დაგავიწყდა? :))))
რატომ მაფიქრებ ამდენს შენს კომენტარებზეეე :დ ვერ გავიგე,რამე უნდა აგეღნიშნა და დაგავიწყდა? :))))
რატომ მაფიქრებ ამდენს შენს კომენტარებზეეე :დ
4. კითხვისას, გზა და გზა ვამბობდი არ დამავიწყდეს, ეს ასე მეთქი და დავამთავრე კი დამავიწყდა ის უკვე))პაგადი არა!
ბოლო. ისე. სიყვარულს როგორაც შეულძია დიდი ბედნიერების მოტანა , ასევე უბედურების. ყველაფერი პირობითია. კითხვისას, გზა და გზა ვამბობდი არ დამავიწყდეს, ეს ასე მეთქი და დავამთავრე კი დამავიწყდა ის უკვე))პაგადი არა!
ბოლო. ისე. სიყვარულს როგორაც შეულძია დიდი ბედნიერების მოტანა , ასევე უბედურების. ყველაფერი პირობითია.
3. პოეზია მიწერია,არ იცვლება,უკვე რამდენჯერ ვცადე:( პოეზია მიწერია,არ იცვლება,უკვე რამდენჯერ ვცადე:(
2. ვწითლდები ხოლმე,რამდენჯერაც წავიკითხავ მაგ მონაკვეთს :დ მადლობა ზღვისპირელო <3 ვწითლდები ხოლმე,რამდენჯერაც წავიკითხავ მაგ მონაკვეთს :დ მადლობა ზღვისპირელო <3
1. ჰმ...)) საინტერესო გაგრძელებაა ფრიად) ის ადგილი განსაკუთრებით მომეწონა...იცი რომელიც..))))))) წარმატებებიი <3 ჰმ...)) საინტერესო გაგრძელებაა ფრიად) ის ადგილი განსაკუთრებით მომეწონა...იცი რომელიც..))))))) წარმატებებიი <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|