ემილი დიკინსონი - კიდევ ააგდებ სულო კამათელს? (139)
კიდევ ააგდებ სულო კამათელს? სარისკო თამაშს კვლავაც აპირებ? - ასეულები რაშიც დამარცხდნენ და გაუმართლდათ მარტოდენ მცირედთ.
ჯერ ანგელოზნი არ გთავდებობენ, ბჭობენ, ეტყობათ ჯერაც ყოყმანი - კბილის კაწკაწით შენთვის დემონებს წამოუწყიათ, სულო, ყომარი!
2 ოქტომბერი, 2018 წ.
Emily Dickinson - Soul, Wilt thou toss again? (139)
Soul, Wilt thou toss again? By just such a hazard Hundreds have lost indeed — But tens have won an all —
Angel's breathless ballot Lingers to record thee — Imps in eager Caucus Raffle for my Soul!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|