ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 ოქტომბერი, 2018


იუდები

ბოლო დროს ხშირად ვუსმევ ამ კითხვას ჩემს თავს,რა/ვინ არის ღმერთი ჩვენთვის... ზოგისთვის ფულია ღმერთი, მინახავს ადამიანი,რომელიც ფულს ჰყავდა დამონებული,მის იქით ვერაფერს ხედავდა,მისთვის ფული იყო ღმერთი,აგრეთვე მინახავს ადამიანი,რომლის ღმერთიც მეორე ნახევრის თვალები იყო,ჭეშმარიტება კი ამ თვალებთან საუბარი,თავისთვის,ჩუმად... ისეთი ადამიანიც მინახავს,რომლისთვისაც ღმერთი არ არსებობდა(მისი აზრით),სამწუხაროა... ისეთიც მინახავს,რომელსაც ღმერთი პირჯვრის გარდასახვა ეგონა და ტაძარში სანთლის დანთება,პარარელურად უამრავი ცოდვის ფონზე,გროტესკია ,,ღმერთმანი"... სიკეთის მკეთებელსაც შევხვდრივარ,ანგარებიანსა თუ უანგაროს და ვერც მათში დავინახე,ისეთი რომ მიეგნოთ ღმერთისთვის... მინახავს ფარისეველიც,ძალიან ბევრი!უამრავი,რომლებმაც მიაგნეს ღმერთს,თავიანთ აზროვნებაში,თუმცა სიკეთის არ სჯეროდათ,ნუთუ შესაძლებელია ღმერთის გჯეროდეს და ამავდროულად სიკეთეს არ აკეთებდე?! კიდევ ბევრი მინახავს და გამიგონია,რაც არ უნდა დამენახა და გამეგონა ალბათ,აჯობებდა მგონია... მე მაინც მგონია რამდენი ადამიანიცაა იმდენი ღმერთია და ჩვენ მოკვდავებს არ ძალგვიძს მივწვდეთ მიუწვდომელს,რაც არ უნდა ვიდემაგოგოთ და ვწერ-ვიკითხოთ... ყველას თავის ღმერთი ჰყავს, გმირებს,დამპლებს,მატყუარებს,კეთილთ თუ ამპარტავნებს,ღმერთს, რომელსაც ისინი ირგებენ თავიანთ თავებზე და არა პირიქით... მასიურად ეჭიდებიან შეუცნობელს და ატრიალებენ როგორც უნდათ,დასანანია... სამწუხაროა... მე კი მგონია ღმერთი გულშია,უნდა გახსოვდეს სიდამპლის გაკეთებისასაც და სიკეთის ჟამსაც. რთულია,ძალიან რთულია! მიგეგნოთ თქვენი ღმერთისთვის და თქვენზე ბედნიერი,მშვიდი და ბრძენი არავინ იქნება ქვეყნად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები