გზად დედაჩემზე ფიქრები ამეკვიატა,ფოტოებზე მას ხვეული,ოქროსფერი თმა ჰქონდა ,მოხდენილი ქალი იყო, ჩემს მეხსიერებას დედის სახე თითქმის არ შემორჩენოდა.სურათებში,ღიმილიან სახეზე ნაღველი უკრთოდა.რაღაც აწუხებდა, --+ეს აზრი თავიდან არ ამომდიოდა.
მამაჩემი, დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ,მდგომარეობიდან ვერა და ვერ გამოვიდა.მისი ტანჯვა ყველასთვის გაუგებარი გახდა,მხოლოდ დედაჩემს მისტიროდნენ. ნელ-ნელა ყველაფერი ნაცრისფერი გახდა, სახლი სიძველისგან გაიცვითა, თუმცა არ ისე დიდი დრო იყო გასული. მოზარდობა, შუალედური ეტაპი ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის, როცა გიყვარს ტკივილამდე, გძულს ტკივილამდე, ყველაზე ინტენსიური პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, უამრავი შინაგანი და გარეგანი ზეწოლის ფონზე გავიარე. სიყვარული ამ პერიოდში არ არის უბრალო გრძნობა, იგი იდენტობის ნაწილია, ვინ ვარ, როგორი ვარ, როგორ მხედავს სხვები, მცდელობა იყო სრულყოფილი, და თუ ეს გრძნობა არ არის გაჯერებული ურთიერთობით, სამყარო თავზე გენგრევა. არ შეიძლება სამყაროს ერთ ადამიანში მოქცევა.
კლასიკური განათლება მივიღე და სამსახურიც მამაჩემის მეგობრის დახმარებით დავიწყე.
ყოველდღიური ცხოვრების გადატვირთული დინამიკაც კი ვერ ერეოდა მოჭარბებულ სევდიანობას.
ედრიენის სახლს მივუახლოვდი,გავიფიქრე რომ ახლა საუბარი უფრო ადვილი იქნებოდა და ამჯერადაც შევძლებდით ერთმანეთის უსიტყვოდ მოსმენას. - იმედი მაქვს! - თავს ვიმშვიდებდი. ნერვიულობა მემატებოდა გზადაგზა.კიბეს ავყევი და დერეფნის ბოლოში ჩავედი,რომელიც როგორც აღმოჩნდა,საკმაოდ გრძელი ყოფილა, ეს არ შემინიშნავს. - ესეც ასე. - კარებთან მივედი და ფრთხილად დავაკაკუნე. კარი არავინ გამიღო,ცოტათი მომეშვა კიდეც, მაგრამ მაინც გული დამწყდა. კიბეზე ჩამოვედი და ცოტა ხნით,ბოლო საფეხურზე ჩამოვჯექი.საკვირველია, რა ახლოს ვართ ადამიანები უსაზღვრო სიყვარულიდან უსაზღვრო უიმედობამდე.ორი ერთმანეთის დამანგრეველი გრძნობა,წამებში რომ გამოგაცდევინებს უცაბედ გარდასახვას. განა გარდასახვა არ არის ის რომ ერთ დღეს გიყვარს,მეორე დღეს აღარ არის,უიმედობის სარჩულს იცმევ და აჩრდილივით იწყებ ცხოვრებას. მტკივნეულად ამოვისუნთქე და მუხლებს მივეკარი მკერდით. - არ გინდა შაბათ-კვირა ერთად გავატაროთ? - უკნიდან მომესმა ედრიენის ხმა.თავს ძალა დავატანე და ნელა წამოვდექი,მისკენ მივბრუნდი და მის გაღიმებულ სახეს გაკვირვებული მივაცქერდი.ზაფხულის მწველი სიცხე სულაც არ იყო იმ სიმხურვალის მიზეზი,რომელმაც მთელ სხეულში დამიარა. - მართალი გითხრა, ეს ცოტა მაშფოთებს, ვშიშობ ისევ თავს დავკარგავ. - ძალიან მიხარია შენი ნახვა სიუზან. - შევამჩნიე რომ სახეზე ხელის შეხება დააპირა მაგრამ გადაიფიქრა და თავი გვერდით მიაბრუნა. - უნდა მოვსულიყავი,მინდოდა გამეგო როგორ ხარ,რამოდენიმე დღე არ გამოჩნდი, ვფიქრობ ეს ჩვევა უნდა ამოვიღოთ ჩვენი ურთიერთობიდან. - როგორღაც ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი რაც მაწუხებდა,თუმცა ხმა ძალიან მიკანკალებდა. - სიუზან,კარგად მოიქეცი რომ მოხვედი,ნუ ღელავ. - ყურთან მისი სუნთქვა მესმოდა,იდგა და ჩემს სურვილებს ეთამაშებოდა.უკან გაიწია და რამოდენიმე წამი ჩემი თვალიერებით ტკბებოდა. ღამდებოდა,სიბნელემ თავისებური სიმყუდროვე შექმნა.მინდოდა მომხვეოდა,გველაპარაკა,მსუბუქი ხელის ცეცებით მოვფერებოდით ერთმანეთს და ყველა ტკივილი სამუდამოდ დავიწყებას მიგვეცა. - ,,სიკვდილი ყველას ხვედრია,მაგრამ ყოველი ჩვენგანი საკუთარი სიკვდილით კვდება.თუმცა,რაც არ უნდა იყოს,მზე მაინც გვითბობს ძვლებს.“ - ალბერ კამიუ. - ოჰ,ოღონდაც ეს არა ედრიენ! - იმ დროს როდესაც ბედნიერების მორევში ვცურავდი,მას შიში უკრთოდა თვალებში. - ნაცნობი გრძნობაა,ძალიან ადვილად მისახვედრი სიმპტომებით.მომენტალურად იღრუბლება ყველაფერი და გულზე რაღაც მძიმედ გაწვება,გიმძიმდება,მხრები ხერხემალზე უსულოდ ეკიდება და უფრო და უფრო გიძნელდება საკუთარი თავის ზიდვა.სიმარტოვის ზღვარზე მისული ხვდები რომ ყველაფერი შენს ირგვლივ ფერს იცვლის,ნადგურდება და იმედი ბოლომდე გეწურება. კიდევ კარგი ეს შეგრძნება დიდხანს არ გრძელდება.
უცებ გამომეტყველება შეეცვალა, ქუჩაში უამრავი ხალხი ირეოდა,ედრიენმა ხელი მომკიდა და გზის მეორე მხარეს გამაქანა.შიგადაშიგ გამომხედავდა,ფეხების მოძრაობას აკვირდებოდა და მისკენ მაგრად მქაჩავდა.
- მომწონს შენი ფეხები სიუზან,შენი თმაც მომწონს,როცა ქარი არხევს. - მეგონა მაღლიდან ვეშვებოდი, გული მთელი ძალით მიცემდა და მუცელში ვნების ცეცხლი მიტრიალებდა. - მაშ,რად მინდა სულის უკვდავება,თუ კი ვერ დავტკბი შენი შეხებით, ვერ მოგისმინე და ვერ დაგელაპარაკე სევდაზე,რომელიც ჩვენი შეხვედრის მიზეზიცაა.მე ასეთი უკვდავება არაფერში მჭირდება,იქ სადაც სულები გაურკვეველ სივრცეში,უცხო სულებთან ერთად მკვიდრდებიან. მიწიერება მარტო იმისთვის არის ღირებული რომ ნამდვილია და შენში უამრავ მოგონებას ინახავს. ჩემში ორივე მყარადაა გამჯდარი,სიყვარულის და სევდის,სინათლისა და სიბნელის, სიცოცხლისა და სიკვდილის,ღმერთისა და უღმერთობის,ზეცისა და წყვდიადის სურვილი და მისწრაფება.დიახ,ასეა,ჩვენ ადამიანთა მოდგმა ვართ,რომლებსაც ზეციური ბუნების გარდა ბნელი მხარეებიც გვაქვს. - გეთანხმები,ეს განცდები კარგად არის ჩემთვის ცნობილი. - მარადიულობაზე არასდროს მიფიქრია. პირიქით – წარსულს ზედმეტად ვებღაუჭები. თუმცა, სიყვარულის ძლიერი წყურვილი ყოველთვის მქონია. როცა გიყვარს, გინდა, რომ ყველაფერი გაჩერდეს ირგვლივ და მხოლოდ ეს გრძნობა დარჩეს – უცვლელი, შეუვალი, მარადიული. მაგრამ, საინტერესოა… გაუძლებს კი სიყვარული დროის გარეშე არსებობას? - ვფიქრობ, რომ სიყვარული თავად არის დროის ნაწილი. ის არ არსებობს მის გარეშე, რადგან განწყობები, ემოციები და ურთიერთობები მუდმივად იცვლება. ამიტომ, სიყვარული ან იზრდება, ან ქრება.… და მაშინ, სიყვარულია ეს, თუ უბრალოდ სხვა გრძნობა? - სახე დამიმწუხრდა. - ყველაფერი ლამაზი და აღმატებული სუსტია საარსებოდ. დრო შეუზღუდავად შთანთქავს ყოველივეს, მასშია მოქცეული ყველა, ვინც სიცოცხლე იმედად დაისახა და იმავე იმედით შეუერთდთა ნათელს… ან წყვდიადს. - იმედი ვიქონიოთ რომ ნათელს, სიუზან. - ღიმილიანი სახე შემომაგება,თითქოს მოფხიზლდაო, წელზე ხელი შემომხვია,ოდნავ წამომწია და მაგრად დამატრიალა. - ძალიან მიკვირს ედრიენ, ცოტა შეუსაბამობაა შენს დაკუნთულ სხეულსა და ბუნებას შორის. - ჩემივე ნათქვამზე გამეღიმა,ძალიანაც ნასიამოვნები ვიყავი მისი ფიზიკური და გონებრივი მონაცემებით. - რატომ? ,,Un corps sain est un corps sain“ - მაცდურად გამიღიმა და ცალი წარბი აათამაშა. - ოჰ,არა!ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია? - გაოცებისგან მივაშტერდი. - ვიხუმრე სიუზან,რა თქმა უნდა ეს არაფერ შუაშია.- სიცილი ვერ შეიკავა. - მამაჩემის დაჟინებული თხოვნით რვა წელი ბოქსზე დავდიოდი.აი ეხლა კი გაოცებისგან გულზე წაგივა და ჩემს მკლავებში აღმოჩნდები. ხომ არ გავიმეოროთ გაცნობის დღე? - მომიახლოვდა და მაგრად,გულში მაგრად ჩამიკრა,ჩაისუნთქა და მისი სხეულის მთელი სიმძიმე გულ-მკერდზე დამაწვა.ნეკნებზე მკლავებით მაგრად მიჭერდა და კისერში მის სუნთქვას ვგრძნობდი. ცოტა მოეშვა,რაღაცის სათქმელად მოემზადა,ძირს დამსვა,თმები უკან გადამიწია, კისერზე გაუნძრევლად დამაცქერდა,ხელი წამოიღო და თითი კისერზე, პულსით ატოკებულ კუნთზე დამადო, მზერა მკერდის მოძრაობას ჩააყოლა,რომელიც გულისცემას აჰყოლოდა და მთელი ძალით გამოჰქონდა სექსუალური ენერგია სააშკარაოზე. თვალები სინაზით აევსო,ჩემი სახე ხელებში მოიქცია,ცხვირით ჩემს ლოყას შეეხო და ჩუმად, მაგრამ მკაფიოდ მითხრა: - აი ეს არის სიყვარული სიუზან,აი ეს!,,როდესაც არის სურვილი,არის გზაც.“ ასე რომ, თუ საკმარისად გინდა რამე, აუცილებლად იპოვი გზას მის მისაღწევად. - ალბერტ აინშტაინის ,,ბედნიერების თეორია“ - ზე რას ფიქრობ? - სიცილს ვერ ვიკავებდი. - მეცნიერულად ვასაბუთებ, ვფიქრობ უნდა დამიჯერო. - სიცილითვე მიპასუხა. გული სიყვარულით ამევსო,თითქმის უკვალოდ გაქრა ტკივილის შეგრძნება,მთელი ძალით მივეკარი გულმკერდზე და რამოდენიმე წამი არ მოვშორებულვარ. ისევ მობილურის ზარის ხმა მომესმა,რომელიც უკვე მესამედ გამოვრთე,რომ ედრიენთან დრო მშვიდად გამეტარებინა.ბოლოს როგორც იქნა ვუპასუხე,ოლივიას აკანკალებული ხმა მესმის: - სად ხარ სიუზან?სამი საათია გირეკავ. იცი ,დღეს ვინ ვნახე? - უცებ, ჩხუბი შეწყვიტა და საქმეზე გადავიდა. - ასეთი ვინ ნახე? - ენა მებმებოდა,ედრიენის ტუჩებს ვგრძნობდი კისერში. - ნიკ ო'კონორი!!! - ხმაში ისტერიკა გამოსჭვიოდა. - ის მომღერალი?! - გაოცებული ინტონაციით შევიცხადე,მაგრამ ძალა სულ არ მქონდა ხმაში. - კი სიუზან,კი.რამდენი ხანია არსად მინახავს,მხოლოდ სატელევიზიო შოუებში მქონდა მისი ნახვის შესაძლებლობა.ხმა დაუნაღვლიანდა. ედრიენს ვანიშნე გაჩერებულიყო და ცოტა მოშორებით დავდექი. - მოიცა,ოლი,დამშვიდდი,უბრალო შეხვედრა იყო,ასე რამ აგაღელვა? - კი მაგრამ,ის ხომ ნიკ ო'კონორია, თანაც,მის მიმართ არასდროს ვყოფილვარ გულგრილი. - ყოველთვის ასე იცი ხოლმე,პერიოდულად აჟიტირდები,მალე გადაგივლის. - იცი სიუზან,არ მინდა რომ გადამიაროს. - სიტყვა ყელში გამეჩხირა.- რატომ გაჩერდი? - მოდი შევხვდეთ,არც კი იცი,რას ამბობ! - მკაცრად მოვუჭერი. - არ მინდა შენი ნახვა. - გეშინია,კი ბატონო,უნდა გეშინოდეს კიდეც!თუ გგონია მაგ ამბავში მხარს დაგიჭერ ძალიან ცდები. - ჰო,კარგი,მოდი შევხვდეთ. - ვერაფერში გადამარწმუნებ ოლივია,ასე რომ შეგიძლია არც მნახო. - კი მაგრამ რატომ ხართ ასეთი უხეშები? - დატუქსული ბავშვივით ხმა დაუწვრილდა. - ჰეზერმა იცის? - ეგ დღეში მილიონჯერ მირეკავს. როგორც კი ჩემი ხმა გაიგონა,ჩქარა მოყევი ყველაფერიო შემომკივლა. - ჰო,წარმომიდგენია.კარგი,ცენტრალურ პარკში შევხვდეთ,თან ცოტას გავისეირნებთ. - კარგი. - ოლივიას დავემშვიდობე და ედრიენს მივუბრუნდი. - ძალიან ვწუხვარ, ოლი უნდა ვნახო. - ტუჩების აბზუება არ დაგავიწყდეს სიუზან. - არც დამვიწყებია. - რატომ იღიმი,გინდა თავიდან მომიშორო? - არა,მიხარია ჩემს გარდა სხვა სივრცეც რომ არსებობს შენთვის. - კი მაგრამ ეს რატომ უნდა გიხაროდეს? - იმიტომ რომ ადამიანს არასდროს ეყოფა ერთი ადამიანი ბედნიერებისთვის,მე კი მინდა რომ ბედნიერი იყო. - მე მხოლოდ შენით ვარ ბედნიერი. - არც კი მჯერა რომ ეს ვუთხარი. - მჯერა სიუზან,მჯერა...ადამიანური ბუნების არ მჯერა უბრალოდ.... - ჩემს გრძნობებში ეჭვი გეპარება? - შენს გრძნობებში? ვიცი რომ შენი ბედნიერების მიზეზი ვარ,როცა შენთან ვარ, ასევე,შენი ტანჯვისაც,როცა არ ვარ შენთან. - მერე და ეს რა არის? - ეს არის მარტოობის შიში და მარტო არ ყოფნის მცდელობა.შენ რას უფრო განიცდი,უჩემობას თუ იმ რამოდენიმე დღეს, როცა არ ვცდილობ შენს ნახვას?რომელია შენთვის მნიშვნელოვანი? ბრაზი აძლიერებს გრძნობას, გაძალებს მიზნისკენ სწრაფვას, მაგრამ სიყვარული? სიყვარული ბევრნაირია. როგორ შეიძლება იყო დარწმუნებული, რომ გიყვარს, როცა ეჭვიანობისგან აზროვნების უნარს კარგავ და მზად ხარ, სისულელეები ჩაიდინო? ეს უბრალო კომპლექსებია, რომლებიც სიყვარულის სახელით მოქმედებენ. შესაძლოა, შენ ყველაზე მეტად იბრძვი ბედნიერებისთვის, და მე ამის მჯერა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მჯერა შენი სიყვარულის. ბედნიერების მაძიებლები თავადაც ვერ ხვდებიან, სად უნდა ეძებონ იგი. არც სიყვარული ესმით. ისინი მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე ფიქრობენ, მხოლოდ საკუთარ თავში არიან ჩაკეტილნი. ტანჯვამ ძლიერ შეაყვარა თავი ყველა ნაწვალებ სულს.თუ საკუთარ თავს ეძებ, სიუზან, ჩემი სიყვარული ვერ დაგეხმარება.მე კი აღარ მსურს, დარჩენილი ემოციები ყალბ ურთიერთობას შევწირო. - რას ნიშნავს ყალბ ურთიერთობას? - ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. - მაინტერესებს,რას გააკეთებ ამ გრძნობისთვის,შეგიძლია თუ არა რეალურად ადამიანების სიყვარული?ბოლომდე მიჰყვე მას,ასევე ბოლომდე გასცე საკუთარი თავი.რადგან რაიმე თუ არ გაიღე,სიყვარული არ ერქმევა და ყველა ასეთი გრძნობა მხოლოდ თვეებს ან დღეებს მოითვლის.დიდი პასუხისმგებლობაა გიყვარდეს ადამიანი,რადგან შენ მის სიცოცხლეზე აგებ პასუხს.შენ მის გრძნობებს მოუფრთხილდები ან გათელავ ერთხელაც.რომელი სიუზან,რომელი შეგიძლია? - შენ ჩემს სისუსტეებს ბოროტად იყენებ.- ხმა გამიმკაცრდა. - რა არის შენი სისუსტე?ეს,რაზეც ვლაპარაკობ? - თავი გვერდით გადასწია და ქვემოდან ამომხედა.თვალი ვერ გავუსწორე,შიში ვიგრძენი,მეგონა ყველაზე საცოდავი არსება ვიყავი,რომელიც კედელთან მიაყენეს და დაუმსახურებლად სჯიდნენ. ვერაფერი ვუთხარი,მხრები დამიმძიმდა,სუნთქვაც შემინელდა,ფეხებს ძლივს მივათრევდი,ძალა მოვიკრიბე და ტაქსი გავაჩერე. - საით მიდიხართ მის? - ტაქსის მძღოლის ხმამაღალმა შემოძახილმა მომაფხიზლა. - ცენტრალური პარკისკენ,თუ შეიძლება. - დიახ,ეხლავე. - მადლობთ. - ტაქტიანობას ვერც ეხლა ვივიწყებ! ყველაფერი კარგადაა,შენ სიუზან ფამენი ხარ და არა ვიღაც!. ყველა პატივს გცემს.წარმატება,მეგობრები,ოჯახიც კი ისეთი საშინელი არ არის,როგორიც ზოგჯერ გგონია.ვერ გამეგო,რა უნდა მწყენოდა,ის რომ ჩემს გრძნობებში ეჭვი შეეპარა,თუ ის რომ არასრულფასოვან,შეშლილ ადამინად შემრაცხა და ჩემი გულწრფელობა ასე ბოროტად გამოიყენა,მაშინ როდესაც ასე კარგად ვგრძნობდი თავს.მის თვალებში ზიზღიც კი ვიგრძენი.თვალებზე ხელი ავიფარე და ტკივილისგან მოვიკუნტე. - აი თქვნი ცენტრალ პარკიც მის. - ისევ ეს ბობოქარი ხმა.კარი სწრაფად გავაღე,თანხა მივაწოდე და სირბილით გავექანე პარკისკენ.ოლი მჭირდებოდა,ახლა მე უფრო მჭირდებოდა ის.ჩავეხუტე და ქვითინი ამოვუშვი. - საყვარელო,რა დაგემართა,რატომ ხარ ამ მდგომარეობაში,მითხარი ძალიან გთხოვ. - არ ვიცი,ბევრი რამ მოხდა ამ ოც წუთში ოლი,შესაძლოა მთელი ნახევარი საუკუნე გამოვიარე.რატომ არ შემიძლია ვიყო ბედნიერი იმ ადამიანთან ვინც ძალიან მაინტერესებს?ეს უცნაური ადამიანები სიცოცხლეს მისპობენ,მათში არის რაღაც არაამქვეყნიური,ალბათ ამას ვერ უძლებს ჩემი გონება. - ჭკვიანი და ტკივილიანი გოგო ხარ შენ,სიუზან.ვერასდროს შეიყვარებ ისეთს,ვინც სევდას დაგავიწყებს.პირიქით,გაგძულდება იმის გამო რომ სევდა წაგართვა.ის შენს მიერაა შექმნილი და არასდროს დათმობ.ედრიენიც შენი სევდის ნაწილია და არც იმას დათმობ,ასე რომ ნუ ნერვიულობ,არც ის დაგთმობს,ეს ყველაფერი უშენობის ტკივილს უფრო ჰგავს,უბრალოდ არ ჰყოფნიხარ.დაელოდე,თვითონ მოვა შენთან.ეხლა კი არაფერი გააკეთო,მონატრებისგან რომ კვდებოდე,ის შენთვის არ არსებობს იქამდე,სანამ არ მოვა შენთან. - უპასუხოდ დავტოვე ოლი, არც კი დავემშვიდობე. - ცრემლებისგან ვიცლებოდი. - მოდი შევთანხმდეთ,პატარები აღარ ხართ სიუზან,ყველაზე საუკეთესო,რაც ეხლა შეიძლება გააკეთო,უბრალოდ საშუალება მისცე დაფიქრების,ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებია მისი სიტყვები.ხომ არ იეჭვიანა? - ვისზე?ერთად ვიყავით,ერთმანეთს ვეფერებოდით. - აჰ,სიუზან,ეს რა მითხარი! ჩემი ბრალი ყოფილა,ჩემმა ზარმა გააღიზიანა ასე. - ეგ რა შუაშია,უიმედობის შემოტევებს ვერ უმკლავდება პერიოდულად რომ აქვს ხოლმე. - ცრემლებს ვიწმენდდი,თან პარკის შესასვლელს თვალს არ ვაშორებდი,იქნებ გამოჩენილიყო. - ღმერთო ჩემო ოლი,მე ხომ შენს მოსასმენად მოვედი,ალბათ უკვე საუბრის სურვილიც დაგეკარგა. - სულაც არა! - ცელქურად ჩაიღიმა. - კარგი, მოყევი. - გამეცინა მის გამომეტყველებას რომ შევხედე. - ნიკ ო'კონორი!ხომ გახსოვს ადრე გიყვებოდი მასზე,რამოდენიმე წლიანი ურთიერთობის შესახებ,რომელიც ვერასდროს იყო წინაპირობა იმისა რომ ჩვენს შორის რაიმე სერიოზული მოხდებოდა. - შემახსენე რატომ? აჰ,მივხვდი გათხოვილი ხარ და ორი ბავშვი გყავს. - არა სიუზან,საქმე ბევრად რთულადაა.ის მე,როგორც პიროვნება მაინტერესებს,მას კი,მხოლოდ სექსი უნდოდა ჩემთან. - სხვას რას უნდა ელოდო ოლი,შენ ხომ გათხოვილი ხარ,ცოლობას ხომ ვერ გთხოვს? - იცი,რამდენჯერ მიფიქრია,ამ დღიდან, მე რომ მისი ცოლი ვიყო,რა მოხდებოდა.ალბათ ის,რაც უკვე დიდი ხანია არ გამომივლენია არავის მიმართ. - რას გულისხმობ? - მზრუნველობა სიუზან.როგორ მინდა,ვინმე ისე მიყვარდეს,მასზე ვზრუნავდე და ეს მაბედნიერებდეს. - რატომ ოცნებობ ამ ადამიანზე ოლი?არ არის შენი შესაფერისი. - რატომ?მასსავით ცნობილი რომ არ ვარ? - არა.ის უბრალოდ სხვანაირია,უხეში და პირდაპირი.ვფიქრობ ვერ გაგაბედნიერებს. - ზოგჯერ მის მიმართ უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ,ზოგჯერ შიშს და უსიყვარულობას.მეშინია მისი, შენიღბულია ინდეფერენტულობით და შიგნიდან ცდილობს ყველაფრის მოგვარებას. - როდის ახერხებ მასზე დაკვირვებებს პატარა ფსიქოლოგო? - გული მომითბა ამ ბიჭის მიმართ.სევდიანი სულები ერთმანეთს კარგად უგებენ. - იმას,რასაც ვხედავდი მასში,ყოველთვის ვეუბნებოდი,ის კი გაუთავებლად მეჩხუბებოდა და ზოგჯერ შეურაცხყოფასაც მაყენებდა.ალბათ ასეთი უნდოდა რომ ყოფილიყო,ის ხომ ცნობილი,სიმპათიური,ყველასთვის სასურველი ბიჭია,რომელსაც არაფერში ჭირდება გათხოვილი,უამრავი პრობლემის მქონე უგრძნობი არსება,რომელმაც აღარც კი იცის ექნება თუ არა ოდესმე ვნება, შეუყვარდება თუ არა ისევ. - რა გიზიდავს მასში ოლი? ის რომ ცნობილია,მუსიკოსია,მუსიკა კი ძალიან გიყვარს და მთელ შენს სასიცოცხლო ენერგიას ამ ბიჭის სიმღერაში აღვიძებ? - შესაძლოა.მე არასდროს დავინტერესებულვარ მისი ცხოვრებით.ჩემს სამყაროში მჭირდებოდა და ვერავის გავუყოფდი,ეს უკვე კარგა ხანია მივხვდი.პირად სივრცეში შემოვუშვი,რომელსაც ასე მოწიწებით ვუფრთხილდები. - მგონი შეყვარებულიც ყავს არა? - კი,ჰყავს.ვიცნობ კიდეც.ადრე მეგონა მეგობრობდნენ,ეს გოგოც ძალიან მომწონდა.მას შემდეგ,რაც გავიგე,კიდევ ის რომ მასთან თავისუფალი ურთიერთობა აქვს,მისი სახელის ხსენებაც აღარ მინდა.სულ ვფიქრობ რომ ისე არ უყვარს,როგორც უნდა უყვარდეს.ეს უაზრო ფიქრი იმედს მაძლევს,რომ მიუხედავად ყველა უაზრო სექსუალური კავშირებისა,რომელიც მუდმივად აქვს და არც მიკვირს,მაინც ღირებულ პიროვნებად მიმაჩნია.მას აქვს ისეთი სიღრმეები,რომელსაც ვერ შექმნი,ვერ შეეცდები გქონდეს.ქალაქური თვისებებია,ოჯახურ-ქალაქური იდეოლოგიის სინთეზი,ასევე თავშეკავებულობა,ინტელექტი,მიუხედავად იმისა რომ წიგნის კითხვა დიდად არც უყვარს,ამას ვერასდროს შეამჩნევ.თუ არ გავითვალისწინებთ მის sexual perversions,რომელსაც როგორც გენეტიკას,ისევე ამასაც ვერ აღმოფხვრი თავიდან.ყოველთვის არსებობს გზები იმისთვის რომ საკუთარი სიძლიერის დემონსტრირება მოახდინო. - ხო მაგრამ ეს არ ამართლებს მის უხეშ ბუნებას ოლი. - შევეცადე ამ ბიჭის სამყაროდან გამომეყვანა,მაგრამ უკვე გვიანი იყო.ის მთლიანად მის სივრცეში ტრიალებდა და არც უნდოდა ამ სიბნელიდან თავის გამოხსნა. - ვიცი რომ მედიკამენტების ჩარევით ახერებს იმ აბსურდული თეატრის ყურებას,რომელსაც საზოგადოების იმ ნაწილში ხედავს,როგორიცაა ხელოვნება და ლიტერატურა,უფრო მუსიკის სამყარო.მეცოდება,ძალიან მეცოდება, მიუხედავად ჩვენი არასტაბილური,უიმედო ურთიერთობისა,მის შინაგან სამყაროს ყოველთვის მაღლა ვაყენებ, ვიდრე მის სახალხო იმიჯს.მისთვის ძალიან პატარაა ეს ქალაქი, დიდი აუდიტორია სჭირდება,რომლის შექმნის საშუალებას შესაძლოა მასში უხვად დაგროვილი ბრაზი არ აძლევდეს, ან იქნებ ცუდი ბავშვობის შედეგად წარმოშობილი მანკიერი მხარეები, რომლებიც ასაკთან ერთად უფრო და უფრო ვლინდება.მინდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც,გულწრფელად ვისაუბროთ და მისი ცხოვრების სულ უბრალო დეტალები მხოლოდ მისგან გავიგო.არასდროს მიცდია, სხვისგან გამეგო,როგორ ცხოვრობდა.ყოველთვის,როცა მისგან რაიმეს გაგებას ვცდილობდი,იმ წამსვე წამოენთებოდა და თავს მესხმოდა მისი უხეშობით.ბევრჯერ გავბრაზებულვარ,მაგრამ არასდროს მიფიქრია,უარი მეთქვა ამ ურთიერთობაზე.თვალებში დანახული უდიდესი სევდა და ცხოვრება რომელიც იმაზე სამჯერ დიდია, ვიდრე მისი წლოვანება,სულს მიფორიაქებდა.ზოგჯერ შეგნებულად არ ვფიქრობდი მასზე,რომ არ განმეცადა.ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც არ გვისაუბრია გულღიად,უბრალოდ ვერ მიუდგები,განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება,ასევე განსაკუთრებული უნარები.ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი სითბო მისი მორჯულების საშუალებაა,თუმცა ეს უფრო თავისი სურვილით ხდება.იქნებ,როცა ეწევა მაშინ თავის ნამდვილ,სინაზით სავსე ბუნებას ვერ მალავს.მე მაშინაც კი არ შემიძლია ვისარგებლო მისი გახსნილობით და მაქსიმალურად ვცდილობ ბევრი არაფერი ვკითხო და მხოლოდ მუსიკაზე ველაპარაკო,ის რაც მის საყვარელ ხელოვნურ იმიჯს იცავს. მოწონს როგორც გამოიყურება,ლამაზია და კარგად იცავს მის სულიერ განცდებს. იმდენი რამის თქმა მინდა მასზე,ალბათ აქ გათენება მოგვიწევს სიუზან. - არაუშავს ოლი,თუ გინდა კიდევ ვიყოთ.მე მშურს შენი სიყვარულის.გიყვარს უანგაროდ,არაფერს ითხოვ. - იქნებ უფლება არ მაქვს. - ერთხელაც მოგეცემა.მაშინ კი,არამგონია ასეთი აღტაცებული ილაპარაკო.- ღიმილით გავხედე მის ცრემლიან,მაგრამ ბედნიერ თვალებს. - ამას რატომ მეუბნები? - იმიტომ რომ ადვილი არ არის იცხოვრო დანაშაულის გრძნობით. - მართალი ხარ.- სახე მოეღუშა. - ვნებათაღელვა ცხრება,ყველაფერი მთავრდება,ადრე თუ გვიან.და,აი,სახლში ვარ.ჩავთვლი რომ ბედნიერებით ამაო ტკბობას აღარ ვაპირებ. მხოლოდ მოგონებაღა შემომრჩება,მხოლოდ ეს იქნება ჭეშმარიტება ჩემში და ვაი,რომ ამას ძალიან გვიან მივხვდები.სიყვარულის გამოვლენას ხშირად წვრილმანიც ჰყოფნის. ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს სიყვარულის შეგრძნების მიზეზი.ყოველივე აქვეა,სულ აქვე,ხელის გაწვდენაზე.საფიქრალიც არაფერია.იმას,რაც მაქვს,ვერ ვინარჩუნებ სიუზან.ხარბად მივიწევ თავისუფლებისკენ.მასშიც სწორედ ეს მხიბლავს.უნდა ვაღიარო,რომ ისინი,ვინც მიყვარს და ვისაც ვაფასებ,ჩემზე ბევრად უკეთესნი არიან და საკუთარ სისუსტეებზე მაფიქრებენ. სხვებივით მეც ხშირად ვოცნებობ, მაგრამ სიმარტოვის ზღუბლთან მდგომს, ჩემს სახლში მყოფი ორი პატარა არსება შესვლას მიკრძალავს.რა თქმა უნდა ვცდილობ დავძლიო ეს გრძნობა ჩემში,ამისთვის ზნეობას ვუხმობ. ოჰ,როგორ მიჭირს,როგორ ძვირი მიჯდება ეს მცდელობა სიუზან. ვნებებს აყოლილი ადამიანისთვის ეს ხელმიუწვდენელი ფუფუნებაა. - ოლი,მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ მთავარი,დღეს შენი ბედნიერებაა.თუ შენ იმით იქნები ბედნიერი, რომ ნიკ ო'კონორთან სხვა ტიპის ურთიერთობა გექნება,მაშინ გააკეთე ეს.თუ იცი, რომ შენ ვერ იქნები ამით ბედნიერი, იმიტომ რომ დანაშაულის გრძნობით მოკვდები,მაშინ არაფერი გააკეთო და როგორმე მაიკთან თავიდან დაახლოება სცადე.თუ ესეც ვერ გიშველის, ისღა დამრჩენია გირჩიო, რომ ერთხელ და სამუდამოდ იქონიე გამბედაობა და დაშორდი მაიკს.შეეცადე იპოვო ბედნიერება მის გარეშე,ნიკთან ან სხვასთან.არ არის აუცილებელი ცუდი ქმარი იყოს რომ დაშორდე.გრძნობა თუ არ გაქვს,დაშორების საკმარისი მიზეზი გაქვს.ეს პატარა ,საყვარელი არსებები, იმასაც ხვდებიან რომ შენი თვალები სიყვარულით აღარ ელავენ,შენი ხელებიც ისეთ სითბოს ვეღარ გამოსცემენ,როგორც ადრე.ასე რომ,შენზეა ყველაფერი დამოკიდებული,მხოლოდ ერთი არეულობა და მერე ნელ-ნელა დალაგდება ყველაფერი. უნდა ვაღიარო,შეუძლებელი შეძელი,ნიკ ოკონორი შენთან დიალოგში შემოვიდა, ის თვისებები განახა,რასაც ისედაც ხედავდი,თუმცა,მთელი ძალებით მალავდა.მე ვამაყობ შენით! - საკმარისი იყო ოლივიას განსაკუთრებულ უნარებზე გაგემახვილებინა ყურადღება და უმალ გაუქრებოდა თვალებიდან სევდა და ვარსკვლავივით აუციმციმდებოდა.თუმცა,ეს იყო ადამიანი,რომელიც უდიდეს სირთულეს შეეჭიდებოდა სხვის დასახმარებლად და სრულიად უანგაროდ მისცემდა მას სიხარულის მიზეზს.საკუთარ სიმარტოვეს კი ვერასდროს დააღწევდა თავს,მისი ზედმეტად დამოუკიდებელი,პასუხისმგებლიანი და უაზროდ კეთილი თვისებების გამო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ცოტა ქალური გახდა ნაწერი და მინდა ისევ კაცურობისკენ მიბრუნდეს. :)
ასეთ ნაწარმოებს ყურადღებით წაკითხვა ჭირდება.
ცოტა ქალური გახდა ნაწერი და მინდა ისევ კაცურობისკენ მიბრუნდეს. :)
ასეთ ნაწარმოებს ყურადღებით წაკითხვა ჭირდება.
10. მუხა, კეთილი თვისებები მხოლოდ სიკეთეს არ ნიშნავს ხომ? ალბათ გამოჩნდება შიგადაშიგ. თანაც, ზედმეტი სიკეთე ჩემთვის არ არსებობს მადლობა რომ კითხულობთ :) მუხა, კეთილი თვისებები მხოლოდ სიკეთეს არ ნიშნავს ხომ? ალბათ გამოჩნდება შიგადაშიგ. თანაც, ზედმეტი სიკეთე ჩემთვის არ არსებობს მადლობა რომ კითხულობთ :)
9. გიყვარს უანგაროდ,არაფერს ითხოვ. ჰო,- ეს ასეა თეორიულად. მაგრამ... სიყვარული მტაცებელია და თავად სიყვარული მსხვრეპლს ითხოვს. (ეს ჩემი სუბიექტური აზრია ) რაც შეეხება კეთილი თვისებების გამო, სხვისთვის ზედმეტი სიკეთის გაკეთება -სისულელეაო-ასე ამბობს: ეთიკის ლექტორი. გინდ დაიჯერე გინდ არა. საინტერესო გაგრძელება გველოდება. გიყვარს უანგაროდ,არაფერს ითხოვ. ჰო,- ეს ასეა თეორიულად. მაგრამ... სიყვარული მტაცებელია და თავად სიყვარული მსხვრეპლს ითხოვს. (ეს ჩემი სუბიექტური აზრია ) რაც შეეხება კეთილი თვისებების გამო, სხვისთვის ზედმეტი სიკეთის გაკეთება -სისულელეაო-ასე ამბობს: ეთიკის ლექტორი. გინდ დაიჯერე გინდ არა. საინტერესო გაგრძელება გველოდება.
8. სერენა,დიდი მადლობა ყურადღებისთვის:) მე მართლა მჭირდება შენიშვნები,ვიცი არ მოგერიდება მაგრამ მაინც გეტყვი,მითხარი ყველაფერი,რასაც გაიფიქრებ:) არის ზოგჯერ შემთხვევა,რაღაც არ მომწონს,ან მერთულება,ან მემარტივება,ან ცუდად ჟღერს და ვერ ვასწორებ,ვიბნევი. კლასიკა ბევრი მაქვს ეტყობა ნაკითხი:)) ეხლა ფანტასტიკაზე გადავედი,თუმცა პერსონაჟთა თავისებურებებს ვერსად წაუხვალ:) მე სერიოზულად გადავწყვიტე რომ ბევრი მთავარი პერსონაჟი იყოს და თუ შევძლებ ემოციურად და სწორად გადმოვცე ეს ყველაფერი,ძალიან ბედნიერი ვიქნები:) უღრმესი მადლობა <3 :) სერენა,დიდი მადლობა ყურადღებისთვის:) მე მართლა მჭირდება შენიშვნები,ვიცი არ მოგერიდება მაგრამ მაინც გეტყვი,მითხარი ყველაფერი,რასაც გაიფიქრებ:) არის ზოგჯერ შემთხვევა,რაღაც არ მომწონს,ან მერთულება,ან მემარტივება,ან ცუდად ჟღერს და ვერ ვასწორებ,ვიბნევი. კლასიკა ბევრი მაქვს ეტყობა ნაკითხი:)) ეხლა ფანტასტიკაზე გადავედი,თუმცა პერსონაჟთა თავისებურებებს ვერსად წაუხვალ:) მე სერიოზულად გადავწყვიტე რომ ბევრი მთავარი პერსონაჟი იყოს და თუ შევძლებ ემოციურად და სწორად გადმოვცე ეს ყველაფერი,ძალიან ბედნიერი ვიქნები:) უღრმესი მადლობა <3 :)
7. სერენა,დიდი მადლობა ყურადღებისთვის:) მე მართლა მჭირდება შენიშვნები,ვიცი არ მოგერიდება მაგრამ მაინც გეტყვი,მითხარი ყველაფერი,რასაც გაიფიქრებ:) არის ზოგჯერ შემთხვევა,რაღაც არ მომწონს,ან მერთულება,ან მემარტივება,ან ცუდად ჟღერს და ვერ ვასწორებ,ვიბნევი. კლასიკა ბევრი მაქვს ეტყობა ნაკითხი:)) ეხლა ფანტასტიკაზე გადავედი,თუმცა პერსონაჟთა თავისებურებებს ვერსად წაუხვალ:) მე სერიოზულად გადავწყვიტე რომ ბევრი მთავარი პერსონაჟი იყოს და თუ შევძლებ ემოციურად და სწორად გადმოვცე ეს ყველაფერი,ძალიან ბედნიერი ვიქნები:) უღრმესი მადლობა <3 :) სერენა,დიდი მადლობა ყურადღებისთვის:) მე მართლა მჭირდება შენიშვნები,ვიცი არ მოგერიდება მაგრამ მაინც გეტყვი,მითხარი ყველაფერი,რასაც გაიფიქრებ:) არის ზოგჯერ შემთხვევა,რაღაც არ მომწონს,ან მერთულება,ან მემარტივება,ან ცუდად ჟღერს და ვერ ვასწორებ,ვიბნევი. კლასიკა ბევრი მაქვს ეტყობა ნაკითხი:)) ეხლა ფანტასტიკაზე გადავედი,თუმცა პერსონაჟთა თავისებურებებს ვერსად წაუხვალ:) მე სერიოზულად გადავწყვიტე რომ ბევრი მთავარი პერსონაჟი იყოს და თუ შევძლებ ემოციურად და სწორად გადმოვცე ეს ყველაფერი,ძალიან ბედნიერი ვიქნები:) უღრმესი მადლობა <3 :)
6. მადლობა ლან:) სიუზანი ჩემს ირგვლივ ბევრს ჰგაქვს ხასიათის სირთულით,თუმცა მაინც მთავარი პერსონაჟია:)
მადლობა ლან:) სიუზანი ჩემს ირგვლივ ბევრს ჰგაქვს ხასიათის სირთულით,თუმცა მაინც მთავარი პერსონაჟია:)
5. ყოჩაღ რამდენი შენიშვნა გაგითვალსწინებია და რამოდენა ნაბიჯი გადაგიდგამს წინ. თავს ცოტა კრიტიკის უფლებასაც მივცემ, რადგან ვიცი არ გამიბრაზდები. "განა გარდასახვა არ არის ის რომ ერთ დღეს გიყვარს,მეორე დღეს აღარ არის, უიმედობის სარჩულს იცმევ და აჩრდილივით დაიწყებ ცხოვრებას" -სერიოზულ აზრობრივ კორექტურას საჭიროებს. "დრო გაფანტულია სივრცეში" >> ასეთ ხმამაღალ და უცნაურ განცხადებებს მოვერიდებოდი, აინშტაინი რომლის ბენიერების თეორიაც მოიყვანე ამტკიცებდა რომ დრო არის კიდეც სივრცე, ანუ ერთი მეორესგან დამოუკიდებლად არ არსებობს. სიუზანის ხასიათს მწყობრიდან გამოვყავარ, კლასიკური ეგოცენტრული პერსონაჟია, რომლის გარშემოც ტრიალებს კოსმოსი ( თითქმის ყველა კლასიკური პროზის პერსონაჟთა ავთვისებიანი სენი) შესაძლოა გამოიკვეთოს ცენტრალური ფიგურა მაგრამ მან არუნდა შეიწიროს მთელი ქვეყნიერება, ნუთუ სიუზანის გარდა სხვა არავინ არაფერს გრძნობს და განიცდის. ხშირად როცა სხვა პერსონაჟის ემოციირო მდგომარეობა მაინტერესებდა სიუზანის გოდება და წუხილი ირთვებოდა და აბსოლუტურად ართმევდა სხვებს არსებობის უფლებასაც კი. ანუ პრიორიტეტების დისბალანსი გვაქვს. სხვა მხრივ კი ყვეაფერი რიგზეა, ძალით გართულებულ ფრაზებს ვერსად ვხვდებით, დიალოგები როგროც ადრწ ახლაც ოსტატრად გაქვს შეკრული. რიგი შენიშვნებისა გათვალისწინებული და იდეურად ძალიან გამართული პროზა, ლოგიკური ჯაჭვი უწყვეტი და თანმიმდეფული რაც უმნიშვნელოვანესია. ერთი სიტყვით გკითხულობ და გგულშემატკივრობ. წარმატებები ძვირფასო ნაწილაკებო <3 ყოჩაღ რამდენი შენიშვნა გაგითვალსწინებია და რამოდენა ნაბიჯი გადაგიდგამს წინ. თავს ცოტა კრიტიკის უფლებასაც მივცემ, რადგან ვიცი არ გამიბრაზდები. "განა გარდასახვა არ არის ის რომ ერთ დღეს გიყვარს,მეორე დღეს აღარ არის, უიმედობის სარჩულს იცმევ და აჩრდილივით დაიწყებ ცხოვრებას" -სერიოზულ აზრობრივ კორექტურას საჭიროებს. "დრო გაფანტულია სივრცეში" >> ასეთ ხმამაღალ და უცნაურ განცხადებებს მოვერიდებოდი, აინშტაინი რომლის ბენიერების თეორიაც მოიყვანე ამტკიცებდა რომ დრო არის კიდეც სივრცე, ანუ ერთი მეორესგან დამოუკიდებლად არ არსებობს. სიუზანის ხასიათს მწყობრიდან გამოვყავარ, კლასიკური ეგოცენტრული პერსონაჟია, რომლის გარშემოც ტრიალებს კოსმოსი ( თითქმის ყველა კლასიკური პროზის პერსონაჟთა ავთვისებიანი სენი) შესაძლოა გამოიკვეთოს ცენტრალური ფიგურა მაგრამ მან არუნდა შეიწიროს მთელი ქვეყნიერება, ნუთუ სიუზანის გარდა სხვა არავინ არაფერს გრძნობს და განიცდის. ხშირად როცა სხვა პერსონაჟის ემოციირო მდგომარეობა მაინტერესებდა სიუზანის გოდება და წუხილი ირთვებოდა და აბსოლუტურად ართმევდა სხვებს არსებობის უფლებასაც კი. ანუ პრიორიტეტების დისბალანსი გვაქვს. სხვა მხრივ კი ყვეაფერი რიგზეა, ძალით გართულებულ ფრაზებს ვერსად ვხვდებით, დიალოგები როგროც ადრწ ახლაც ოსტატრად გაქვს შეკრული. რიგი შენიშვნებისა გათვალისწინებული და იდეურად ძალიან გამართული პროზა, ლოგიკური ჯაჭვი უწყვეტი და თანმიმდეფული რაც უმნიშვნელოვანესია. ერთი სიტყვით გკითხულობ და გგულშემატკივრობ. წარმატებები ძვირფასო ნაწილაკებო <3
4. ძალიან გამიხარდა ის , რომ გაგითვალისწინებია ჩემი შენიშვნები ^_^ გეტყობა პროგრესი , კარგია , მომეწონა ... ასე განაგრძე ... თითქოს სიუზანი მე მგავს ხასიათით , თან ძაან ვხედავ მსგავსებას .. ერთნაირად ვგრძნობთ , ერთნაირად განვიცდით ამ გრძნობას .. ველოდები შემდეგს , დიდხანს არ გვალოდინო <3
ძალიან გამიხარდა ის , რომ გაგითვალისწინებია ჩემი შენიშვნები ^_^ გეტყობა პროგრესი , კარგია , მომეწონა ... ასე განაგრძე ... თითქოს სიუზანი მე მგავს ხასიათით , თან ძაან ვხედავ მსგავსებას .. ერთნაირად ვგრძნობთ , ერთნაირად განვიცდით ამ გრძნობას .. ველოდები შემდეგს , დიდხანს არ გვალოდინო <3
3. ეგ როქსთარი შეგვიწირავს ყველას:დდ კერკეტი კაკალია:დ
ედრიენი რაღაც სასწაული უნდა იყოს,ეს ბიჭი მიყვარს,დანარჩენს მნიშვნელობა არ ექნება:))))როგორ დამთავრდება. სიუჟეტი ერთია,მაგრამ უფრო მეტად მაინტერესებს პერსონაჟთა სახეები,მათი შინაგანი და გარეგანი სამყარო.ამათ ფონზე თუ რამე საინტერესოც მოხდება,კმაყოფილი დავრჩები. მადლობა დიდი:) <3
ეგ როქსთარი შეგვიწირავს ყველას:დდ კერკეტი კაკალია:დ
ედრიენი რაღაც სასწაული უნდა იყოს,ეს ბიჭი მიყვარს,დანარჩენს მნიშვნელობა არ ექნება:))))როგორ დამთავრდება. სიუჟეტი ერთია,მაგრამ უფრო მეტად მაინტერესებს პერსონაჟთა სახეები,მათი შინაგანი და გარეგანი სამყარო.ამათ ფონზე თუ რამე საინტერესოც მოხდება,კმაყოფილი დავრჩები. მადლობა დიდი:) <3
2. კარგი ხარ რომ არ გვალოდინე და ისეც:)
დავიჯერო, რომ ედრიენის უხასიათობა, მის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული და მოკვლას უპირებ, რამე განუკურნებულით ? ;დდ ასევე, ველოდები, ოლის და როქსთარის ტურნეში ერთად გამგზავრებას :დდ
შემდეგი თავი არ დააგვიანო <3
კარგი ხარ რომ არ გვალოდინე და ისეც:)
დავიჯერო, რომ ედრიენის უხასიათობა, მის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული და მოკვლას უპირებ, რამე განუკურნებულით ? ;დდ ასევე, ველოდები, ოლის და როქსთარის ტურნეში ერთად გამგზავრებას :დდ
შემდეგი თავი არ დააგვიანო <3
1. ოჰ ეს რთული დიალოგები და ფილოსოფიური მსჯელობები)))) საინტერესო თავია.. 5.. ოჰ ეს რთული დიალოგები და ფილოსოფიური მსჯელობები)))) საინტერესო თავია.. 5..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|