 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 14 ოქტომბერი, 2018 |
ტკივილი
,,გული მტკივა!“ - რომ სთქვა ცივად, ცოტა უხერხულია, - გული ახლა ყველას ტკივა, ყველას, ვისაც გული აქვს.
ჩუ! ხომ ხედავ, ვრცელ ქვეყანას უფრო დიდი წყლული აქვს, - გულიც უფრო სტკივა, მაგრამ ხმას არ იღებს სრულიად.
ჩიტი გალიაში რჩება, თუმც ღია აქვს გალია, - რა თქმა უნდა, ყველა კვდება, ყველა, ვინც ცოცხალია.
ყველა მიდის, როგორც ხედავთ, რადგან ყველას გული აქვს, - ალბათ დიდხანს აქ დარჩენა ცოტა უხერხულია.
მორის ფოცხიშვილი
ეჰ, ბატონო მორის... ადრე თუ გვიან ყველანი უფალთან მივდივართ, მაგრამ ახალგაზრდების სიკვდილი უსამართლობაა. არა, სიკვდილი არა... გარდაცვალება. კარგი ადამიანები ნაადრევად მიჰყავს უფალს თავისთან, ალბათ უფალსაც კარგები უნდა თავისთვის, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ - ადამიანებმა, რომლებსაც გვინდა რომ დიდხანს გვყავდეს გვერდით ჩვენი მოყვასი.
შენც ნაადრევად წაგიყვანა უფალმა თავისთან კარგო პოეტო, 63 წლის იყავი. 63 წელი არ არის ბევრი. 1980 - იანი წლების ბოლოს ეროვნულ - განმანთავისუფლებელ მოძრაობაში იყავი ჩართული. ამის დადასტურებაა შენივე ლექსი „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, რომელიც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვენი და რომელზეც კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა უკვდავი სიმღერა დაწერა.
მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ, ეროვნულ მოძრაობაში განხეთქილება მოხდა. შემდეგ იყო სახელმწიფო გადატრიალება, სამხედრო კრიმინალური გადატრიალება (პუტჩი), შემდეგ ეგრეთ წოდებული „სამოქალაქო ომი“, შემდეგ აფხაზეთის ომი. ამ ყველაფერს შენმა გულმა ვეღარ გაუძლო და 63 წლის ასაკში შეწყვიტა ფეთქვა 1993 წელს.
დაბოლოს, შენზე დაწერილი ლექსით მინდა დავასრულო:
დაგესესხები...
„ცოცხალ დედინაცვალს მკვდარი დედაჩემი მირჩევნია“.
მორის ფოცხიშვილი
დაგესესხები კარგო პოეტო, მიჭირს... აღარ მყავს დედა-მშობელი, თუმც მისი შვილი დღემდე ვპოეტობ, მზეც აღარ მათბობს მანათობელი.
დედინაცვალი (დაგესესხები) მართლაც ვერ მივა დედასთან ახლოს, ვიდრე ვამაყობ შენი ლექსებით, ჩემი გამზრდელიც ამ გულში სახლობს.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მორის ფოცხიშვილის შესახებ
ქართველებიდან ჩემი საყვარელი პოეტი ლადო ასათიანია (უცხოელებიდან შანდორ პეტეფი).
ლადო ასათიანის შემდეგ, ჩემთვის განსაკუთრებული პოეტი მორის ფოცხიშვილია (ვაჟა-ფშაველაზე, ტერენტი გრანელსა და გალაკტიონზე აღარაფერს ვამბობ, ისინი სხვა ფენომენები იყვნენ, სულ სხვა განზომილებაში არიან)!
მორის ფოცხიშვილის პოეზია მადლიანი პოეზიაა, ტკბილ მალამოდ ედება გულს. როცა მორისის ლექსებს ვკითხულობ, ცრემლებს ვერ ვიკავებ... ძნელია უცრემლოდ წაკითხვა. სევდა, სიხარული, დაცემა და ამაღლება... ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი მის შემოქმედებაში.
პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდა, ქართული ესტრადისთვის ყველაზე დიდი სამსახური სწორედ მორის ფოცხიშვილს აქვს გაწეული.
მორისის ლექსებს დღესაც მთელი გულით მღერიან, როგორც ძველი თაობის, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო ერთი სიმღერა, რომელსაც ორერას აწ უკვე გარდაცვლილი წევრი-ზურაბ იაშვილი ასრულებდა.
მორისის ლექსზე შექმნილმა ამ სიმღერამ ისეთი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს გიტარაზე ავაწყვე. აი ეს ლექსიც:
„კიდევ ვიყიდი ლურჯთვალა იებს და ფეხით ჩავალ მცხეთას და ოკამს, - შენი მაღალი გრიგალი ვძლიე, შენმა პატარა შრიალმა მომკლა.
მე მხოლოდ შენი სიმღერა მესმის, მე მხოლოდ შენი ჩურჩულის მჯერა, - გამიხმეს უკვე გამხმარი ფესვი, ჩამიქრეს უკვე ჩამქრალი კერა...
შენ თუ არ გნახე და სულის სარჩოდ თუ არ დაგიგო ბალახად სული, - მე მხოლოდ შენი წყურვილი მაღრჩობს, მე მხოლოდ შენთვის მიკვდება გული“.
https://www.youtube.com/watch?v=XwPWVPG-U3U
მორის ფოცხიშვილი აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, 1980-იანი წლების ბოლოს. სწორედ მის ლექსზე შექმნა სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა, რომელიც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.
დაგესესხები...
„ცოცხალ დედინაცვალს მკვდარი დედაჩემი მირჩევნია“.
მორის ფოცხიშვილი
დაგესესხები კარგო პოეტო, მიჭირს... აღარ მყავს დედა-მშობელი, თუმც მისი შვილი დღემდე ვპოეტობ, მზეც აღარ მათბობს მანათობელი.
დედინაცვალი (დაგესესხები) მართლაც ვერ მივა დედასთან ახლოს, ვიდრე ვამაყობ შენი ლექსებით, ჩემი გამზრდელიც ამ გულში სახლობს.
ოთარ რურუა
შოთა ნიშნიანიძის შესახებ
მორისის გარდა, ჩემთან ახლოს მოდის ასევე შოთა ნიშნიანიძის პოეზიაც. მორისი და შოთა განუყრელი მეგობრები იყვნენ, არასოდეს უღალატნიათ ქართული საქმისთვის!
ალბათ არ მოიპოვება საქართველოში პოეზიის მოყვარული ადამიანი, რომელსაც ნიშნიანიძის პოეზია არ უყვარდეს, მისი ლექსები ანდამატივით იზიდავს მკითხველს.
ნიშნიანიძის შემოქმედებიდან განსაკუთრებით მინდა გამოვყო სამი ლექსი: „ძახილი“, „ხარი“ და „აფხაზური კანტატა“, რომელსაც დიმიტრი ჯაიანი კითხულობდა გენიალურად.
https://www.youtube.com/watch?v=EZ8kdE-xR6c
არ მეგულება მეორე პოეტი, რომელსაც იმდენი ლექსი ჰქონდეს შექმნილი „ხარზე“, რამდენიც შოთა ნიშნიანიძეს აქვს.
https://www.youtube.com/watch?v=PyXzKrzsZLA
ნიშნიანიძე დიდუბის პანთეონშია დასაფლავებული, ხოლო მორისი-მცხეთის სამთავროს მონასტრის ეზოში განისვენებს.
ოთარ რურუა მორის ფოცხიშვილის შესახებ

| მონაცემები არ არის |
|
|