ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნანა 1978
ჟანრი: პროზა
15 ოქტომბერი, 2018


ბავშვი N.107 (თავი II)

- აზარიანი ევა!
- აზარიანი!
-ევა  ა-ზა-რი-ა-ნი!!!  ხომ არ მეშლება? - დამარცვლა ლექტორმა და სათვალის ზემოდან თვალი მოავლო მიჩუმებულ სტუდენტებს. -მდაა...პირველივე დღეს დაგვიანება არას გვარგეებს..
  ის იყო დასწრების ჟურნალში„არა“ უნდა ჩაეწერა, რომ აუდიტორიის კარები გაიღო და დაგვიანებული სტუდენტი მორიდებით შემოვიდა. საშუალო სიმაღლის იყო, ლამაზი აღნაგობის. გრძელი და საუცხოო სილამაზის თმა ოქროს ტალღოვან ჩანჩქერებად ეფინა ნატიფ მხრებსა და ყელზე,  ფერმკრთალი ტუჩები და ზღვისფერი, სევდიანი  თვალები საუცხოო კონტრასტს ქმნიდა უჩვეულოდ მუქი ხორბისფერი სახის კანთან. იდგა მისი არამიწიერი სილამაზით მოხიბლული, დაბნეული ლექტორის წინ, შავი პერანგის ბოლოს უხერხულად ჭმუჭნიდა და ცდილობდა როგორმე ჩაეტენა ამავე ფერის გახუნებულ, ტანზე თალხად მომდგარ ქვედატანში.
  აქა-იქ სიცილი, ფხუკუნი და ჩურჩული ატყდა, ლექტორი გამოერკვა, დაგვიანებულ სტუდენტს აუდიტორიის სულ ზედა რიგზე მიუთითა და  სტუდენტების სიის ამოკითხვა განაგრძო.
-მაშ აზარიანი არ ყოფილა?
-მე ვარ პატივცმულო-მაპატიეთ დაგვიანება, გზებზე საცობები იყო- ფეხზე წამოდგა გვიან შემოსწრებული სტუდენტი და მანქანის გასაღები შავი, მოძველებული ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო.
  სტუდენტები გოგოს მიჩერებოდნენ და ერთმანეთს გაკვირვებით ეჩურჩულებოდნენ.
-აზარიანი სომხური გვარია..სომეხი ხარ?-ხმამაღლა და გარკვევით შეეკითხა მასზე ერთი რიგით დაბლა მჯდომი, შავგვრემანი გოგო,  ხმაში იშვიათი ოსტატობით შერეულიყო ბოღმა, შური, სარკაზმი და ვითომ მიამიტურობა, მერე მხარი გაჰკრა  ჩასუქებულ მეგობარს, თვალით ადრესატზე ანიშნა და სტუდენტებს ირონიულად მოავლო თვალი.
  მოხუცი ლექტორი ისარნაკრავივით გასწორდა მხრებში, სათვალე მოიხსნა და მაგიდაზე ხმაურით დააგდო.
-ბატონო? გაიმეორეთ გეთაყვა რა ბრძანეთ?  მერე ისე, რომ არც დაუგდია ყური მობლუკუნე, დაბნეული სტუდენტისათვის, განაგრძო:
-მთელი თბილისი სომხების გაშენებული და აშენებულია მეგობრებო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რას ნიშნავს სომხური გვარი და რას ნიშნავს აქ უადგილო სარკაზმი!  ისინი იყვნენ მეტალურგიის მამები და უებრო მშენებლები, ჭეშმარიტი მეცნიერები და მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ადამიანები.
  მეცხრამეტე საუკუნისათვის რუსეთის შემწეობით  100000-ზე მეტი სომეხი დასახლდა ახალქალაქისა და ახალციხის რეგიონებში  ისტორიულ ქართულ მიწებზე და არცთუ ცუდად წაადგა საქართველოს ეს ნაბიჯი. სომხები, გამომდინარე მათი ნიჭიერებისა და შესაძლებლობიდან, დიდი შეღავათებითა და პრივილეგიებით სარგებლობდნენ, იმდენად გაძლიერდნენ ეკონომიურად, რომ თბილისი ფაქტიურად სომხებს ეკუთვნოდათ, ბევრი ცნობილი ისტორიკოსი და მემატიანე მოწმობს ამას. 
  ბავშვებო, ვინც არ იცით,  მოგახსენებთ, სომეხთა მასობრივი მიგრაცია საქართველოში XIX საუკუნიდან დაიწყო თურქეთის ტერიტორიიდან, როცა სომეხ ლტოლვილებს ნება დაერთოთ დასახლებულიყვნენ მესხეთ-ჯავახეთში, თრიალეთში, თბილისსა და საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში სოხუმისა და ბათუმის გარშემო, სომეხთა დომინანტური მდგომარეობა ვაჭრობაში, დაწყებული მსხვილი ვაჭრებიდან და დამთავრებული წვრილი მესაკუთრეებით აშკარად თვალში საცემი იყო მაშინ.  სომხები ქალაქის კომერციული აქტივობის ყველა დონეს აკონტროლებდნენ, ყველა დიდი მაღაზია თუ მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო შენობა სომხების საკუთრება იყო. უნდა ითქვას რომ თბილისი ნელ-ნელა სომხური ნაციონალიზმის უმთავრეს ცენტრად იყო ქცეული. სომეხი ცნობილი არქიტექტორები დღემე ნათლად ახსოვს ისტორიას ბავშვებო,  ტერ მიქელოვი, მიხეილ ოგაჯანოვი, ტერ სარქისიანი, თბილისში დღეს რითიც თავს ვიწონებთ, სიმონ კლდიაშვილის მიერ აშენებული თბილისის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის გარდა, ქართველების აშენებული არაფერია. ალექსანდრე შიმკევიჩს ეკუთვნის თბილისის ყველაზე ლამაზი შენობები: ისლამური სახლი, კავკასიის აბრეშუმის სახლი, საქართველოს უზენაესი სასამართლო, კონსერვატორია, ანდრიოლეტის სახლი, ფუნიკულიორის შენობა, ბათუმის გიმნაზია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრიც, სადაც აპირებთ მოღვაწეობას, როცა დაფრთიანდებით. ცნობილი სომეხი მილიონერის, მიქაელ არამიანცის დაფინანსებულია უამრავი მშენებლობა თბილისში, თუნდაც  მისივე მოსახელე არამიანცის საავადმყოფოთა კომპლექსი რად ღირს, ცნობილ სომეხ არქიტექტორ ტერ მიქაელოვთან ერთად ააშენა არაერთი  ცნობილი თბილისური შენობა, სასტუმრო „მაჟესტიკი” ამჟამინდელი სასტუმრო "თბილისი" რუსთაველის გამზირზე, რკინიგზელთა სახლი აღმაშენებლის გამზირზე,  ყოფილი რკინიგზის ტექნიკუმის შენობა, წარსულში მეწარმე მელიქ-დადაიანცის საცხოვრებელი სახლი აღმაშენებლის გამზირზე და სხვანი და სხვანი. ნუ განსჯით წარმომავლობით, განსაჯეთ ადამიანობით და მიღწევებით, პატივი ეცით სხვა ეროვნების ხალხს, მითუმეტეს, საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით!...
-დაბრძანდი, ბიძიკო- ახლა თვალზე ცრემლმომდგარ ევას მიმართა ლექტორმა, ჩაახველა და სიის ამოკითხვა განაგრძო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები