 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 30 ოქტომბერი, 2018 |
წვიმიან ფანჯრებს ცუდ ამინდში თვალს რომ არიდებ, ნუთუ გგონია, ცა შუბლს გახსნის შენი სურვილით? შენს რწმენას ჩრჩილმა შეულახა მყარი მუნდირი, რა შუაშია ეს ფიქრები თუმცა ამინდთან? გადაგიზამთრდა, მერე ისევ გაგიზაფხულდა, კალენდრის ფურცლებს შეაყვითლდნენ შენი განცდები, წონასწორობის ჩარჩოს მიღმა, თუკი არ ვცდები, ბოთლში ჩამწყვდეულ ჯინს მაინც ხდი ზოგჯერ სახურავს... ნელა მიჰყვები შენს ხერხემალს კიბე-მალებით, ახვალ შუამდე, დაგორდები ისევ ფეხებთან, იცი, რომ შენს მეტს ეს ტკივილი არც ვის ეხება, რადგან ცხოვრება ისწავლება მხოლოდ წვალებით... შენს თავს მუსიკას უჩვეულო რიტმზე უკვეთავ, დრომ ჩამოფერთხა შენს ცნობიერს ფუჭი სნობიზმი, ახლა შენს თავთან შეხვედრა გაქვს, ისე, ცნობისთვის, და სავიზიტო ბარათს ჰქვია - "როცა უკეთ ხარ"... 26.10.18
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
45. მშვენიერი ლექსია. მშვენიერი ლექსია.
44. თანანა, ჩემო საყვარელო, შენ ხარ ქალი, რომელიც ლექსებად ფიქრობს.
ძალიან კარგია და ძალიან მომეწონა. ყოველთვის ის მხვდება შენთან, რაც ჩემთან ძალიან ახლოს არის. ახლა ამ ლექსს ერთს წავაკითხებდი დიდი სიამოვნებით. :) თანანა, ჩემო საყვარელო, შენ ხარ ქალი, რომელიც ლექსებად ფიქრობს.
ძალიან კარგია და ძალიან მომეწონა. ყოველთვის ის მხვდება შენთან, რაც ჩემთან ძალიან ახლოს არის. ახლა ამ ლექსს ერთს წავაკითხებდი დიდი სიამოვნებით. :)
43. გმადლობ, არამითი! ფრიად ყურადსაღები ინფორმაცია დაპოსტა ნეფერტარმა, ის მხოლოდ უტყუარ ფაქტებსა და არგუმენტებს ეყრდნობა და ყოველთვის სანდოა ჩემთვის! თურმე ნუ იტყვით, მძიმე ჯვარი, ბრადიაგა და ბავარელი ერთი და იგივე პიროვნების სამი სხვადასხვა ნიკი ყოფილა, შენ დაუკაააა! თან ამ ნიკებს საკუთარი ნაცოდვილარის ქება-დიდებისთვის იყენებს, მე კი "განდიდების მანიით შეპყრობილად" გამომაცხადა... საკუთარი არშინით გამზომა და ცოტა მოტყუვდა ჩემს "ზომა-წონაში"... აბა, ახლა გააღე პირი და თქვი აააა, სამში ვერც ერთო!!! მაინც, რა გონიერი ვინმე მყავხარ, ჩემო ინტუიციავ, გუმანით მივხვდი და იმიტომაც ვთქვი ის, "სამში ერთი" მაინც გამოიყვანეთ ჩემი მომრევი-თქო... :) კი ვყოფილვართ მე და ჩემი "ინტუ" ცამდე მართლები!!! გმადლობ, არამითი! ფრიად ყურადსაღები ინფორმაცია დაპოსტა ნეფერტარმა, ის მხოლოდ უტყუარ ფაქტებსა და არგუმენტებს ეყრდნობა და ყოველთვის სანდოა ჩემთვის! თურმე ნუ იტყვით, მძიმე ჯვარი, ბრადიაგა და ბავარელი ერთი და იგივე პიროვნების სამი სხვადასხვა ნიკი ყოფილა, შენ დაუკაააა! თან ამ ნიკებს საკუთარი ნაცოდვილარის ქება-დიდებისთვის იყენებს, მე კი "განდიდების მანიით შეპყრობილად" გამომაცხადა... საკუთარი არშინით გამზომა და ცოტა მოტყუვდა ჩემს "ზომა-წონაში"... აბა, ახლა გააღე პირი და თქვი აააა, სამში ვერც ერთო!!! მაინც, რა გონიერი ვინმე მყავხარ, ჩემო ინტუიციავ, გუმანით მივხვდი და იმიტომაც ვთქვი ის, "სამში ერთი" მაინც გამოიყვანეთ ჩემი მომრევი-თქო... :) კი ვყოფილვართ მე და ჩემი "ინტუ" ცამდე მართლები!!!
42. ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
კომენტარების სიმრავლემ გამაოცა და შემოვყევი,მშვენიერი ლექსი დამხვდა და კომენტარებზეც ვიხალისე... ძველი კარგი დრო და ურაკი გამახსენა... რამდენი კარგი ადამიანი გავიცანი,რამდენთან დავმეგობრდი და დღემდე ვმეგობრობ... ესენიც დაწყნარდებიან თანდათან,მობეზრდებათ და დაწყნარდებიან,სანო ხო დაწყნარდა და გაქრა კიდეც... :დდ მოგიკითხე ავტორო,აქ ყოველთვისაა პოეზია,ხანდახან ძალიან კარგიც... ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
კომენტარების სიმრავლემ გამაოცა და შემოვყევი,მშვენიერი ლექსი დამხვდა და კომენტარებზეც ვიხალისე... ძველი კარგი დრო და ურაკი გამახსენა... რამდენი კარგი ადამიანი გავიცანი,რამდენთან დავმეგობრდი და დღემდე ვმეგობრობ... ესენიც დაწყნარდებიან თანდათან,მობეზრდებათ და დაწყნარდებიან,სანო ხო დაწყნარდა და გაქრა კიდეც... :დდ მოგიკითხე ავტორო,აქ ყოველთვისაა პოეზია,ხანდახან ძალიან კარგიც...
41. ... აბა, დაეწყვეთ თქვენი შემოქმედების "სიმაღლის" და ზრდილობასთან მწყრალად ყოფნის მიხედვით, უნდა დაგთვალოთ, რამდენი ხართ! :) პოლემიკის ინჩიბინჩი რომ არ გაგეგებათ, სახეზეა, არგუმენტები რა ხილია - არ იცით, რა და რატომ არ მოგწონთ, ვერ ასაბუთებთ და კიდევ მე ტარტაროზი? :) :) რაღა დაგიმალოთ და, ამ შუა კვირაში, კარგად კი ვიხალისე... :) აქ კატა ლეოპოლდის საფინალო ფრაზა მოუხდებოდა არა ჩემს მიერ დაძაბულ ვითარებას: -რებიატა, დავაიტე ჟიტ დრუჟნო!!! :) :) ... აბა, დაეწყვეთ თქვენი შემოქმედების "სიმაღლის" და ზრდილობასთან მწყრალად ყოფნის მიხედვით, უნდა დაგთვალოთ, რამდენი ხართ! :) პოლემიკის ინჩიბინჩი რომ არ გაგეგებათ, სახეზეა, არგუმენტები რა ხილია - არ იცით, რა და რატომ არ მოგწონთ, ვერ ასაბუთებთ და კიდევ მე ტარტაროზი? :) :) რაღა დაგიმალოთ და, ამ შუა კვირაში, კარგად კი ვიხალისე... :) აქ კატა ლეოპოლდის საფინალო ფრაზა მოუხდებოდა არა ჩემს მიერ დაძაბულ ვითარებას: -რებიატა, დავაიტე ჟიტ დრუჟნო!!! :) :)
40. ერთი მაჩვენეთ, სად და როდის ვთქვი, პოეზიის ჭიპი ვარ და რასაც ვწერ, ყველაფერი საუკეთესოა-თქო!!! ათი ლექსიდან ერთი თუ გამოვიდა სრულყოფილი, უკვე კარგია... იმ ასაკში კი ვარ და იმხელა გამოცდილების, რომ "არაპოეზია" არ ვწერო!!! ქართული ფილმი, "იმერული ესკიზები" ვისაც გაქვთ ნანახი, გაგახსენდებათ ალბათ ეს ეპიზოდი, -მასწავლებელი რომ სვამს კითხვას და ბოლო მერხზე მჯდომი მოსწავლე, მთელი წლის მანძილზე პირველად რომ ამოიღებს ხმას და მაშინაც სისულელეს იტყვის... აქვე, ჩვენს თვალწინ "ურაკული ესკიზები" იქმნება, აბა, გამოიცანით, რა მსგავსებით? ერთი მაჩვენეთ, სად და როდის ვთქვი, პოეზიის ჭიპი ვარ და რასაც ვწერ, ყველაფერი საუკეთესოა-თქო!!! ათი ლექსიდან ერთი თუ გამოვიდა სრულყოფილი, უკვე კარგია... იმ ასაკში კი ვარ და იმხელა გამოცდილების, რომ "არაპოეზია" არ ვწერო!!! ქართული ფილმი, "იმერული ესკიზები" ვისაც გაქვთ ნანახი, გაგახსენდებათ ალბათ ეს ეპიზოდი, -მასწავლებელი რომ სვამს კითხვას და ბოლო მერხზე მჯდომი მოსწავლე, მთელი წლის მანძილზე პირველად რომ ამოიღებს ხმას და მაშინაც სისულელეს იტყვის... აქვე, ჩვენს თვალწინ "ურაკული ესკიზები" იქმნება, აბა, გამოიცანით, რა მსგავსებით?
39. დედა, რა ჯვაროსნული ლაშქრობაა ძველ ურაკელებზე! თუ ხმა ამოიღე და შეეპასუხე, "განდიდების მანიით შეპყრობილად" გამოგაცხადებენ, ისე უნდა უსმინო ამათ ბჟუტურს, გეგონება, ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციას წარმოადგენდეს... ფინქ ფლოიდ, თქვენ რატომ აღმოჩნდით ამ გაუგებრობაში და აყევით ამ ხელმოცარულთა ფეხის ხმას? აკი, როგორც თავად აღნიშნეთ, მოგწონდათ ჩემი ლექსები? ორმა რომ თქვას "ფეჩის ტრუბა" ხარო, თქვენც ბოლი უნდა ამოუშვათ? საკუთარი აზრის ქონა აქცევს ადამიანს პიროვნებად და არა ვინმეს სამართავ სუბიექტად, თუმცა, თქვენი საქმისა თქვენ იცით... თქვენი ჩამოთვლილი ანდაზებიდან პირველი უფრო შემეფერება მე, "ამბიციების დედას", (რადგან ასეთად მომნათლეთ, სხვა რა გზა მაქვს, უნდა მოვირგო ეს "სტატუსი") :) მართლაც უსახური რომ იყოს, რასაც ვწერ, ეს "სახიერი" საზოგადოება ასეთ იერიშს არ მოიტანდა ჩემზე, მყვირალობის ასაკის ბრალია ეს ყიყლიყოები, დრო გაივლის, დაღვინდებით და ყელიც ჩაგეწმინდებათ! :) :) პ.ს. როცა უმეცარი და უგემოვნო იწუნებს შენს შემოქმედებას, უნდა გიხაროდეს, თუ პროფესიონალი გაფასებს ცუდად, ეს უკვე დასაფიქრებელიაო, - უთქვამთ კლასიკოსებს!!!
დედა, რა ჯვაროსნული ლაშქრობაა ძველ ურაკელებზე! თუ ხმა ამოიღე და შეეპასუხე, "განდიდების მანიით შეპყრობილად" გამოგაცხადებენ, ისე უნდა უსმინო ამათ ბჟუტურს, გეგონება, ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციას წარმოადგენდეს... ფინქ ფლოიდ, თქვენ რატომ აღმოჩნდით ამ გაუგებრობაში და აყევით ამ ხელმოცარულთა ფეხის ხმას? აკი, როგორც თავად აღნიშნეთ, მოგწონდათ ჩემი ლექსები? ორმა რომ თქვას "ფეჩის ტრუბა" ხარო, თქვენც ბოლი უნდა ამოუშვათ? საკუთარი აზრის ქონა აქცევს ადამიანს პიროვნებად და არა ვინმეს სამართავ სუბიექტად, თუმცა, თქვენი საქმისა თქვენ იცით... თქვენი ჩამოთვლილი ანდაზებიდან პირველი უფრო შემეფერება მე, "ამბიციების დედას", (რადგან ასეთად მომნათლეთ, სხვა რა გზა მაქვს, უნდა მოვირგო ეს "სტატუსი") :) მართლაც უსახური რომ იყოს, რასაც ვწერ, ეს "სახიერი" საზოგადოება ასეთ იერიშს არ მოიტანდა ჩემზე, მყვირალობის ასაკის ბრალია ეს ყიყლიყოები, დრო გაივლის, დაღვინდებით და ყელიც ჩაგეწმინდებათ! :) :) პ.ს. როცა უმეცარი და უგემოვნო იწუნებს შენს შემოქმედებას, უნდა გიხაროდეს, თუ პროფესიონალი გაფასებს ცუდად, ეს უკვე დასაფიქრებელიაო, - უთქვამთ კლასიკოსებს!!!
38. ცუდას რად უნდა მტერობა?? კარგია მუდამ მტრიანი... ნეტარ იყვნენ სიმართლისათვის დევნილნი რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა... ,,დიდ" კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი...?! არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ ყორნებს ეომებოდა...
მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, ჩემი აზრი გამოვთქვი საჯაროდ გამართულ პოლემიკასთAნ დაკავშირებით სადაც ქალბატონი მომეჩვენა ქედმაღალ და თავმომწონე პირონებად რომელსაც თავის თავი ყავს გაფეტიშებული.. ბოლო კომენტარიდანაც ჩანს (ამას ჩემს აზრს ვამბობ) შესაძლოა სხვას წერს სხვალ ლაპარაკობ და თვითონ სხვაა ვინ გაიგებს?? მე 20 ვარ მაგალითად.. (ნეფერტარიდან გამომდინარე)... ქალბატონო მე თუ რამე არასწორი ვთქვი თქვენს მიმართ მაპატიეთ.. მაგრამ არც მიფიქრია შეურაცხყოფა.. უმეცრებით მომწონდა თქვენი ლექსები ახლა აღარ მომწონს.. თუ გინდა უგემოვნო მკითხველი მეძახეთ თუ გინდ შევარდნაძის გამოგზავნილი და რუსეთის კაცი (შესაძლოა ისენიც გებრძვიან რა ვიცით) ქვევით დაგიტოვებთ თემასთან დაკავშირებულ ძალიან აზრიან სიმღერას <3
https://www.youtube.com/watch?v=CLBtckWqbNE https://www.youtube.com/watch?v=3-oJt_5JvV4 ცუდას რად უნდა მტერობა?? კარგია მუდამ მტრიანი... ნეტარ იყვნენ სიმართლისათვის დევნილნი რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა... ,,დიდ" კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი...?! არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ ყორნებს ეომებოდა...
მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, ჩემი აზრი გამოვთქვი საჯაროდ გამართულ პოლემიკასთAნ დაკავშირებით სადაც ქალბატონი მომეჩვენა ქედმაღალ და თავმომწონე პირონებად რომელსაც თავის თავი ყავს გაფეტიშებული.. ბოლო კომენტარიდანაც ჩანს (ამას ჩემს აზრს ვამბობ) შესაძლოა სხვას წერს სხვალ ლაპარაკობ და თვითონ სხვაა ვინ გაიგებს?? მე 20 ვარ მაგალითად.. (ნეფერტარიდან გამომდინარე)... ქალბატონო მე თუ რამე არასწორი ვთქვი თქვენს მიმართ მაპატიეთ.. მაგრამ არც მიფიქრია შეურაცხყოფა.. უმეცრებით მომწონდა თქვენი ლექსები ახლა აღარ მომწონს.. თუ გინდა უგემოვნო მკითხველი მეძახეთ თუ გინდ შევარდნაძის გამოგზავნილი და რუსეთის კაცი (შესაძლოა ისენიც გებრძვიან რა ვიცით) ქვევით დაგიტოვებთ თემასთან დაკავშირებულ ძალიან აზრიან სიმღერას <3
https://www.youtube.com/watch?v=CLBtckWqbNE https://www.youtube.com/watch?v=3-oJt_5JvV4
37. ზღვისპირელო, ჩემო მართლა და გულწრფელად ძვირფასო, აბა დააკვირდი როგორ იწყება:
წვიმიან ფანჯრებს ცუდ ამინდში თვალს რომ არიდებ, ნუთუ გგონია, ცა შუბლს გახსნის შენი სურვილით?
როგორი ძალიან ზუსტია და მართალი ეს ფრაზა. მართლა ყველა თვალს ვარიდებთ ცუდ ამინდში და წვიმაში ფანჯრებს და გვრცხვენია ასეთი ქცევა. აზრი გაგვისხლდება იქით, რომ კარგ ამინდში, რამდენჯერ აგვიხედავს ფანჯრებისკენ, რომლის მიღმაც ჩვენთვის ძვგირფასი ადამიანები არიან, სანამ სახლში შევალთ, გარედან რომ ვიგრძნოთ მათი სითბო და სიახლოვე. მაგრამ ცუდ ამინდში, იმდენად ვიკეტებით ჩვენს თავში რომ თვალსაც კი ვარიდებთ, არ გახსნის ცა შუბლს ჩვენი სურვილით, მაგრამ არ გვყოფნის სული იმისთვის, ისე მოვიქცეთ, თითქოს არ არის ცუდი ამინდი. ამის შემდეგ ამ ლექსის კითხვა რომ არ გააგრძელო უბრალოდ შეუძლებელია. მარიამ ხუცურაულმა მითხრა ერთხელ, ბესიკ ხარანაულის ლექსს ხან მთელი დღე ვკითხულობო.
ზღვისპირელო, ჩემო მართლა და გულწრფელად ძვირფასო, აბა დააკვირდი როგორ იწყება:
წვიმიან ფანჯრებს ცუდ ამინდში თვალს რომ არიდებ, ნუთუ გგონია, ცა შუბლს გახსნის შენი სურვილით?
როგორი ძალიან ზუსტია და მართალი ეს ფრაზა. მართლა ყველა თვალს ვარიდებთ ცუდ ამინდში და წვიმაში ფანჯრებს და გვრცხვენია ასეთი ქცევა. აზრი გაგვისხლდება იქით, რომ კარგ ამინდში, რამდენჯერ აგვიხედავს ფანჯრებისკენ, რომლის მიღმაც ჩვენთვის ძვგირფასი ადამიანები არიან, სანამ სახლში შევალთ, გარედან რომ ვიგრძნოთ მათი სითბო და სიახლოვე. მაგრამ ცუდ ამინდში, იმდენად ვიკეტებით ჩვენს თავში რომ თვალსაც კი ვარიდებთ, არ გახსნის ცა შუბლს ჩვენი სურვილით, მაგრამ არ გვყოფნის სული იმისთვის, ისე მოვიქცეთ, თითქოს არ არის ცუდი ამინდი. ამის შემდეგ ამ ლექსის კითხვა რომ არ გააგრძელო უბრალოდ შეუძლებელია. მარიამ ხუცურაულმა მითხრა ერთხელ, ბესიკ ხარანაულის ლექსს ხან მთელი დღე ვკითხულობო.
36. http://urakparaki.com/?m=13&Theme=1476
რა ამბავია ადამიანებო რა... http://urakparaki.com/?m=13&Theme=1476
რა ამბავია ადამიანებო რა...
35. ჩემო ნეფერტარ, ეს ერთი ფაეტონი ხალხი მე რომ დამესია, სწორედ უზრდელობით და უკმეხობით ცდილობს აქ ყურადღების მიპყრობას, რადგან ლიტსაიტზე თვითდამკვიდრების ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა ნიჭი, ინდივიდუალიზმი, საკუთარი ხელწერა, ლექსის წერის ტექნიკა და პროფესიონალიზმი ან უბრალოდ, მკითხელის კარგი გემოვნება, ვერაფრით აკმაყოფილებენ და რა ქნან, რაღაცით ხომ უნდა გამოიჩინონ თავი? ამიტომ ამომარჩიეს სამიზნედ... ზღაპარია როა თალგამზე, იმ პერსონაჟებს მაგონებენ, რამდენი ჩაკიდულა ხელი-ხელ ჩემი ლექსის ამოსათხრელად? მე მგონი, გაიჩალიჩეთ, გოგო-ბიჭებო და ვერ გაგიგიათ, მაგ ორმოში თვითონ არ აღმოჩნდეთ ბოლოს... ჩემო ნეფერტარ, ეს ერთი ფაეტონი ხალხი მე რომ დამესია, სწორედ უზრდელობით და უკმეხობით ცდილობს აქ ყურადღების მიპყრობას, რადგან ლიტსაიტზე თვითდამკვიდრების ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა ნიჭი, ინდივიდუალიზმი, საკუთარი ხელწერა, ლექსის წერის ტექნიკა და პროფესიონალიზმი ან უბრალოდ, მკითხელის კარგი გემოვნება, ვერაფრით აკმაყოფილებენ და რა ქნან, რაღაცით ხომ უნდა გამოიჩინონ თავი? ამიტომ ამომარჩიეს სამიზნედ... ზღაპარია როა თალგამზე, იმ პერსონაჟებს მაგონებენ, რამდენი ჩაკიდულა ხელი-ხელ ჩემი ლექსის ამოსათხრელად? მე მგონი, გაიჩალიჩეთ, გოგო-ბიჭებო და ვერ გაგიგიათ, მაგ ორმოში თვითონ არ აღმოჩნდეთ ბოლოს...
34. თანანა,
მივხვდი რამ გამოწვია ეს კამათი, ასეთი ფორმატით მოწოდებული ლექსი ვერ გაიგეს, ესენი ხომ არ კითხულობენ სინამდვილეში, ასე ვთქვთ თვალს "გადაავლებენ" ხოლმე. ჩემი ვარაუდია და არ მიწყინოთ, ანუ, ლექსიდან თითოეული სიტყვა თუ არ მიაწოდეთ ზოგიერთს, სხვანაირად ფიქრი ეზარებათ. ასე რომ დალაგდეს უფრო გასაგები ხომ არ იქნებოდა ეკრანზე კითხვისას:
დრომ ჩამოფერთხა შენს ცნობიერს ფუჭი სნობიზმი, ახლა შენს თავთან შეხვედრა გაქვს, ისე, ცნობისთვის, და სავიზიტო ბარათს ჰქვია - "როცა უკეთ ხარ"...
თანანა,
მივხვდი რამ გამოწვია ეს კამათი, ასეთი ფორმატით მოწოდებული ლექსი ვერ გაიგეს, ესენი ხომ არ კითხულობენ სინამდვილეში, ასე ვთქვთ თვალს "გადაავლებენ" ხოლმე. ჩემი ვარაუდია და არ მიწყინოთ, ანუ, ლექსიდან თითოეული სიტყვა თუ არ მიაწოდეთ ზოგიერთს, სხვანაირად ფიქრი ეზარებათ. ასე რომ დალაგდეს უფრო გასაგები ხომ არ იქნებოდა ეკრანზე კითხვისას:
დრომ ჩამოფერთხა შენს ცნობიერს ფუჭი სნობიზმი, ახლა შენს თავთან შეხვედრა გაქვს, ისე, ცნობისთვის, და სავიზიტო ბარათს ჰქვია - "როცა უკეთ ხარ"...
33. ნაკლებად მაქვს სურვილი ჩემი აზრის გამოთქმით ვინმეს შეურაცხოფა მივაყენო და უფრო მეტიც,კონფლიქტში გადავზარდო,მაგრამ არანაირი ემოცია არ მოაქვს ამ ლექსს ჩემთვის...შეიძლება ეს ჩემი პრობლემაა..არ ვიცი) (უკვე მეორე ლექსზე მიწევს ამის დაწერა,სამწუხაროდ) პატივისცემით ზღვისპირელი..
ნაკლებად მაქვს სურვილი ჩემი აზრის გამოთქმით ვინმეს შეურაცხოფა მივაყენო და უფრო მეტიც,კონფლიქტში გადავზარდო,მაგრამ არანაირი ემოცია არ მოაქვს ამ ლექსს ჩემთვის...შეიძლება ეს ჩემი პრობლემაა..არ ვიცი) (უკვე მეორე ლექსზე მიწევს ამის დაწერა,სამწუხაროდ) პატივისცემით ზღვისპირელი..
32. სერენა რომერსონ, კოგნიტურ მეცნიერებათა დოქტორო, აქ ყველას ნიკი გვაქვს და არ ჩანს ჩვენი ასაკი, გარეგნობა და ხასიათი, სქესი, მაგრამ იგრძნობა, ვინ რა "ბაგაჟის" პატრონია, ვინ როგორ წერს, რატომ წერს და რისი თქმა უნდა. არ გიფიქრია რომ ზედმეტად ევროპულად აზროვნებ ამ წმინდა ქართული მენტალიტეტის საიტზე? :) ეს კარგად ჩანს ქვემოთ მოყვანილ შენს კომენტარებში, მინდოდა ამაზე PM-ში შენთვის მომეწერა, მაგრამ ძალიან დაკავებული ვარ ეს დღეები და არ მქონდა დრო. ვიცი, რომ ლექსებიდან გამომდინარე, კარგად ხედავ, თანანა კარგი პოეტია, ლექსებში ჩანს სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება, ნიჭი, დახვეწილი ხელი, გადმოცემის ზუსტი უნარი, კეთილხმოვანება, მუსიკალურობა. იგრძნობა, რომ აშკარად უფროსია შენზე ასაკით, არ ვიცი " იუერეპში" როგორაა ახლა, მაგრამ საქართველოში, უფროსებს, ურაკპარაკის ძველ წევრებს, გამოცდილებს, თუნდაც უმცროსებს მაგრამ კარგ პოეტებს, კარგ ავტორებს, პატივისცემით ესაუბრებიან, აკრიტიკებენ კი... მაგრამ არ უზრდელობენ, რაის "ბებიის სინდრომი" - ეგ გეკადრება? რას ჰქვია "კალენდარს დახედე?" - ლექსში სწორედ კალენდარზეა ლაპარაკი, ნახე საერთოდ?
მოქნევას, მოზომვა სჭირია - შეგახსენე ქართული ანდაზა (შუაგულ ევროპაში).
სერენა რომერსონ, კოგნიტურ მეცნიერებათა დოქტორო, აქ ყველას ნიკი გვაქვს და არ ჩანს ჩვენი ასაკი, გარეგნობა და ხასიათი, სქესი, მაგრამ იგრძნობა, ვინ რა "ბაგაჟის" პატრონია, ვინ როგორ წერს, რატომ წერს და რისი თქმა უნდა. არ გიფიქრია რომ ზედმეტად ევროპულად აზროვნებ ამ წმინდა ქართული მენტალიტეტის საიტზე? :) ეს კარგად ჩანს ქვემოთ მოყვანილ შენს კომენტარებში, მინდოდა ამაზე PM-ში შენთვის მომეწერა, მაგრამ ძალიან დაკავებული ვარ ეს დღეები და არ მქონდა დრო. ვიცი, რომ ლექსებიდან გამომდინარე, კარგად ხედავ, თანანა კარგი პოეტია, ლექსებში ჩანს სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება, ნიჭი, დახვეწილი ხელი, გადმოცემის ზუსტი უნარი, კეთილხმოვანება, მუსიკალურობა. იგრძნობა, რომ აშკარად უფროსია შენზე ასაკით, არ ვიცი " იუერეპში" როგორაა ახლა, მაგრამ საქართველოში, უფროსებს, ურაკპარაკის ძველ წევრებს, გამოცდილებს, თუნდაც უმცროსებს მაგრამ კარგ პოეტებს, კარგ ავტორებს, პატივისცემით ესაუბრებიან, აკრიტიკებენ კი... მაგრამ არ უზრდელობენ, რაის "ბებიის სინდრომი" - ეგ გეკადრება? რას ჰქვია "კალენდარს დახედე?" - ლექსში სწორედ კალენდარზეა ლაპარაკი, ნახე საერთოდ?
მოქნევას, მოზომვა სჭირია - შეგახსენე ქართული ანდაზა (შუაგულ ევროპაში).
31. მძიმე ჯვარი = ბრადიაგა = ბავარელი! ეერთი და იგივე პერსონაა. ჰოდა...ბოლო-ბოლო როდის უნდა ისწავლო ქართულად წერა და კითხვა გალაკტიონოლოგო? <<შ ე უ რ ა ც ხ ყ ო ფ ა >> ასე იწერება ეგ სიტყვა. რაის ტაბიძე და რაის გრანელი, ნახე ერთი, ასეთ შეცდომებს უშვებდნენ ქართულში? სხვათაშორის, გვირილა, ხმელიც წამალია, მაგრამ ზოგი ცოცხალი ადამიანი ხმელ ეკალზე უარესია.
მძიმე ჯვარი = ბრადიაგა = ბავარელი! ეერთი და იგივე პერსონაა. ჰოდა...ბოლო-ბოლო როდის უნდა ისწავლო ქართულად წერა და კითხვა გალაკტიონოლოგო? <<შ ე უ რ ა ც ხ ყ ო ფ ა >> ასე იწერება ეგ სიტყვა. რაის ტაბიძე და რაის გრანელი, ნახე ერთი, ასეთ შეცდომებს უშვებდნენ ქართულში? სხვათაშორის, გვირილა, ხმელიც წამალია, მაგრამ ზოგი ცოცხალი ადამიანი ხმელ ეკალზე უარესია.
30. ახლა გამომიხტებიან სტაჟიანი ურაკპარაკელები და დამიწყებენ ტვინის ჭამას მარა მნე პოფიგ.. მე სხვა ლექსები წაკითხული მაქვს თქვენი და ერთ ერთი წევრისთვის ნათქვამიც მაქვს თანანა რა კარგად წერს რაღაცნაირად მსუბუქად თქო... წავიკითხე ეს ლექსიც და მომეწონა.. მელამაზა, ყურში კარგად მომხვდა, შემრცხვა ჩემი უმეცრება . . . მარა წავიკითხე კომეტარები და.... ნეტა არ წამეკითხა.... 0 გახდა ყველა სიტყვა რაც ლექსში ეწერა.. აწი თქვენს ლექსებს გრძნობად კი არა ნიღბად მივიჩნევ.. ისე ,,ბრაძიაგამ" ზუსტი თქვა.. უბრალო დაწყებით ფსიქოლოგიში ჯდება თქვენი საქციელი ქალბატონო თანანა..საერთოდ აღარ ხართ ღრმა და საინტეროსო. სუ სხვა რაღაც თქვა კომენტარის მეორე ნაწილში მძიმე ჯვარმა და თქვენ გალაკტიონიო.... ვაი ღმერთო... ახლა გამომიხტებიან სტაჟიანი ურაკპარაკელები და დამიწყებენ ტვინის ჭამას მარა მნე პოფიგ.. მე სხვა ლექსები წაკითხული მაქვს თქვენი და ერთ ერთი წევრისთვის ნათქვამიც მაქვს თანანა რა კარგად წერს რაღაცნაირად მსუბუქად თქო... წავიკითხე ეს ლექსიც და მომეწონა.. მელამაზა, ყურში კარგად მომხვდა, შემრცხვა ჩემი უმეცრება . . . მარა წავიკითხე კომეტარები და.... ნეტა არ წამეკითხა.... 0 გახდა ყველა სიტყვა რაც ლექსში ეწერა.. აწი თქვენს ლექსებს გრძნობად კი არა ნიღბად მივიჩნევ.. ისე ,,ბრაძიაგამ" ზუსტი თქვა.. უბრალო დაწყებით ფსიქოლოგიში ჯდება თქვენი საქციელი ქალბატონო თანანა..საერთოდ აღარ ხართ ღრმა და საინტეროსო. სუ სხვა რაღაც თქვა კომენტარის მეორე ნაწილში მძიმე ჯვარმა და თქვენ გალაკტიონიო.... ვაი ღმერთო...
29. ნიკი მე არც თანანა ვიცი და არც მანანა, დიდი ხანია ურაკზე ვარ, ვწერ და ვკითხულობ, რასაც ვფიქრობ ვამბობ იმას. ასე რომ ნუ დამსდევთ ძალიან გთხოვთ. მერე მეორეც, ბიოლოგიის დოქტორი არ ვარ და ვინაიდან სახელიც ვერ დაიმახსოვრეთ ეგებ არც ახსენოთ, ვინაიდან ჩემი დოქტორის ხარისხი აქ არფერშუაშია საერთოდ. გთხოვთ აღარ მომმართოთ პირადად მე არც ერთ კომენტარში. იკითხეთ თქვენი თანამედროვე ლექსები ჩუმად და მაცადეთ მე ჩემი აზრის გამოთქმა ))) თუ ასე ძალიან გსურთ გამაგებინოთ რას ფიქრობთ ჩემზე მომწერეთ პირადად, ვიმეორებ, კომენტარში არ მომმართოთ აღარასოდეს. თანაც არ მაინტერესებს რას ფიქრობთ ჩემზე, აი ოდნავადაც კი არ... თქვენი ერთადერთი მოვალეობაა წაიკითხოთ ნაწერი და შეაფასოთ. დანარაჩენზე ჩუ ! ))) იმედია მეტად აღარ მომიწევს ვინმესთა პირადი დიალოგების გამართვა.
შეირგეთ ჩემი კომენტარები )))) წრმ.
ნიკი მე არც თანანა ვიცი და არც მანანა, დიდი ხანია ურაკზე ვარ, ვწერ და ვკითხულობ, რასაც ვფიქრობ ვამბობ იმას. ასე რომ ნუ დამსდევთ ძალიან გთხოვთ. მერე მეორეც, ბიოლოგიის დოქტორი არ ვარ და ვინაიდან სახელიც ვერ დაიმახსოვრეთ ეგებ არც ახსენოთ, ვინაიდან ჩემი დოქტორის ხარისხი აქ არფერშუაშია საერთოდ. გთხოვთ აღარ მომმართოთ პირადად მე არც ერთ კომენტარში. იკითხეთ თქვენი თანამედროვე ლექსები ჩუმად და მაცადეთ მე ჩემი აზრის გამოთქმა ))) თუ ასე ძალიან გსურთ გამაგებინოთ რას ფიქრობთ ჩემზე მომწერეთ პირადად, ვიმეორებ, კომენტარში არ მომმართოთ აღარასოდეს. თანაც არ მაინტერესებს რას ფიქრობთ ჩემზე, აი ოდნავადაც კი არ... თქვენი ერთადერთი მოვალეობაა წაიკითხოთ ნაწერი და შეაფასოთ. დანარაჩენზე ჩუ ! ))) იმედია მეტად აღარ მომიწევს ვინმესთა პირადი დიალოგების გამართვა.
შეირგეთ ჩემი კომენტარები )))) წრმ.
28. პ.ს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, პოეზიის "დიდ" შემფასებელს ქარაგმა ან გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი რა ხილია, რომ არ ესმის... ("ბეჭებზე დადება" ვიგულისხმე)... ცოტა გემეცადინათ, რა ვქნა? აგერ არის "გუგლი" და მისი ჯანი... :) :)
პ.ს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, პოეზიის "დიდ" შემფასებელს ქარაგმა ან გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი რა ხილია, რომ არ ესმის... ("ბეჭებზე დადება" ვიგულისხმე)... ცოტა გემეცადინათ, რა ვქნა? აგერ არის "გუგლი" და მისი ჯანი... :) :)
27. 25. რაღა დროს თქვენი სამში ერთია..... დაჭკნა უკვე გვირილა დაჭკნა....ვეღარ გეიგეეთ?)) ბრადიაგა. 2018-11-01 17:32:10
მე სამის ერთთან პოლემიკა ვიგულისხმე და თქვენ?.. :) როგორც ჩანს, პრიმიტიულ გაგებას ვერ ასცდით ანუ წელსქვედა ნაწილისკენ წასულხართ, რა სამწუხაროა, არა და, მეგონა, აზროვნების მამას და მარჩენალს ვერკინებოდი... :) 25. რაღა დროს თქვენი სამში ერთია..... დაჭკნა უკვე გვირილა დაჭკნა....ვეღარ გეიგეეთ?)) ბრადიაგა. 2018-11-01 17:32:10
მე სამის ერთთან პოლემიკა ვიგულისხმე და თქვენ?.. :) როგორც ჩანს, პრიმიტიულ გაგებას ვერ ასცდით ანუ წელსქვედა ნაწილისკენ წასულხართ, რა სამწუხაროა, არა და, მეგონა, აზროვნების მამას და მარჩენალს ვერკინებოდი... :)
26. ამასობაში "მესამე ხმაც" მოსულა... :) :) აბა, ვნახოთ, ეს რომელი ფლანგიდან გვიტევს? :) სერენა, თქვენს მიერ მითითებულმა "კალენდარმა" კარგად იცის, რომ ბებია ვარ, თან საკმაოდ მზრუნველი და მოსიყვარულე! თუ ფიქრობთ, რომ ეს სარკაზმი ათიანში გაარტყით, ცდებით, ფრიად კარგად და კომფორტულად ვგრძნობ თავს ბებიის აპლუაში! თქვენი ულტრათანამედროვე გონებითა და ლოგიკით "ბებიებს" ფიქრი და ოცნება ეკრძალებათ? ისე, შაირსა და ლირიკას კი უნდა არჩევდეს თქვენნაირი "თანამედროვე გონება"!.. :) სხვათა შორის, სახუმარო ლექსს იუმორისტულ ჟანრად მოიხსენებენ პოეზიაში!.. ამასობაში "მესამე ხმაც" მოსულა... :) :) აბა, ვნახოთ, ეს რომელი ფლანგიდან გვიტევს? :) სერენა, თქვენს მიერ მითითებულმა "კალენდარმა" კარგად იცის, რომ ბებია ვარ, თან საკმაოდ მზრუნველი და მოსიყვარულე! თუ ფიქრობთ, რომ ეს სარკაზმი ათიანში გაარტყით, ცდებით, ფრიად კარგად და კომფორტულად ვგრძნობ თავს ბებიის აპლუაში! თქვენი ულტრათანამედროვე გონებითა და ლოგიკით "ბებიებს" ფიქრი და ოცნება ეკრძალებათ? ისე, შაირსა და ლირიკას კი უნდა არჩევდეს თქვენნაირი "თანამედროვე გონება"!.. :) სხვათა შორის, სახუმარო ლექსს იუმორისტულ ჟანრად მოიხსენებენ პოეზიაში!..
25. რაღა დროს თქვენი სამში ერთია..... დაჭკნა უკვე გვირილა დაჭკნა....ვეღარ გეიგეეთ?)) რაღა დროს თქვენი სამში ერთია..... დაჭკნა უკვე გვირილა დაჭკნა....ვეღარ გეიგეეთ?))
24. დდ საიდან მოგაქვთ ხალხნო ეგეთი რაგაცეები ... რა სამში ერთი რა ბეჭებზე დაგდოს რეებს ლაპარაკობთ ამ ხნის ხალხი........... დდ საიდან მოგაქვთ ხალხნო ეგეთი რაგაცეები ... რა სამში ერთი რა ბეჭებზე დაგდოს რეებს ლაპარაკობთ ამ ხნის ხალხი...........
23. 19. ))არამგონია ჩვენი პრობლემა იყოს თქვენ თუ ამ ყველაფერს ლიტ კრიტიკად აღიქვამთ....მე უბრალოდ შევეცადე ამეხსნა ის რაც არასწორად გაიგეთ ...თქვენ კი შეურაწყოფა მომაყენეთ.... ძირითადად ეგრე განდიდების მანიით შეპყრობილ ადამიანებს ემართებათ ხოლმე როდესაც რეალობას ეჯახებიან პირისპირ.....მაგრამ არაუშავს საშხაპე და აბლი გლუკოზა მუდამ მზად მაქვს.... ბრადიაგა. 2018-11-01 16:32:31
"აბლი გლუკოზას" გაფიცებ, ბრადიაგა, ჯერ ქართული გესწავლა, რა ვქნა? უარგუმენტო კომენტარებზე პასუხის გაცემა თურმე, "განდიდების მანია" ყოფილა, ჩემი პოეზიის "პრიმიტიულად" მონათვლა თქვენი "სამჭკუაშვილური" აზროვნების პიკი... დალოცვილებო, თქვენ ვიღაც ვალოდია რეხვიაშვილს მადარებთ და მე რომ ქინქლებს შეგადაროთ, ვითომ რატომ არაო? (როგორც ჩანს, თქვენი გემოვნება მეტს ვერ ქაჩავს, აბა, რატომ უნდა მოგინდეთ ვალოდიას ლექსების კითხვა გალაკტიონ-ტერენტიზე გაზრდილებს?) ერთი სიტყვით და ორი აზრით, გელოდებით პოლემიკის ტატამზე, მესამე კაციც წამოიყვანეთ, სამში ერთმა იქნებ, როგორმე "დამდოთ ბეჭებზე"... :) :)
19. ))არამგონია ჩვენი პრობლემა იყოს თქვენ თუ ამ ყველაფერს ლიტ კრიტიკად აღიქვამთ....მე უბრალოდ შევეცადე ამეხსნა ის რაც არასწორად გაიგეთ ...თქვენ კი შეურაწყოფა მომაყენეთ.... ძირითადად ეგრე განდიდების მანიით შეპყრობილ ადამიანებს ემართებათ ხოლმე როდესაც რეალობას ეჯახებიან პირისპირ.....მაგრამ არაუშავს საშხაპე და აბლი გლუკოზა მუდამ მზად მაქვს.... ბრადიაგა. 2018-11-01 16:32:31
"აბლი გლუკოზას" გაფიცებ, ბრადიაგა, ჯერ ქართული გესწავლა, რა ვქნა? უარგუმენტო კომენტარებზე პასუხის გაცემა თურმე, "განდიდების მანია" ყოფილა, ჩემი პოეზიის "პრიმიტიულად" მონათვლა თქვენი "სამჭკუაშვილური" აზროვნების პიკი... დალოცვილებო, თქვენ ვიღაც ვალოდია რეხვიაშვილს მადარებთ და მე რომ ქინქლებს შეგადაროთ, ვითომ რატომ არაო? (როგორც ჩანს, თქვენი გემოვნება მეტს ვერ ქაჩავს, აბა, რატომ უნდა მოგინდეთ ვალოდიას ლექსების კითხვა გალაკტიონ-ტერენტიზე გაზრდილებს?) ერთი სიტყვით და ორი აზრით, გელოდებით პოლემიკის ტატამზე, მესამე კაციც წამოიყვანეთ, სამში ერთმა იქნებ, როგორმე "დამდოთ ბეჭებზე"... :) :)
22. :))))
ეს "თანამედროვე გონება" ვინაა? თქვენ სერენა? თუ მეც შევდივარ ამ განსაზღვრებაში? იქნებ თქვენი გონება არც ისე "თანამედროვეა", როგორც გგონიათ?
ნუ იცით ხოლმე ასე თავის გამოდება და თქვენს გონებაზე დიდი წარმოდგენის შექმნა
თანანა თუ არ არის თანამედროვე და მოშაირე ბებიდ წარმოგიდგენიათ, მაშინ თქვენს რაღაცნაირ ( სახელი ვერ დავიხსომე) ბიოლოგიურ დოქტორობაზე სულ წამიხდა შთაბეჭდილება :)
კარქით რა, კარქით :)
:))))
ეს "თანამედროვე გონება" ვინაა? თქვენ სერენა? თუ მეც შევდივარ ამ განსაზღვრებაში? იქნებ თქვენი გონება არც ისე "თანამედროვეა", როგორც გგონიათ?
ნუ იცით ხოლმე ასე თავის გამოდება და თქვენს გონებაზე დიდი წარმოდგენის შექმნა
თანანა თუ არ არის თანამედროვე და მოშაირე ბებიდ წარმოგიდგენიათ, მაშინ თქვენს რაღაცნაირ ( სახელი ვერ დავიხსომე) ბიოლოგიურ დოქტორობაზე სულ წამიხდა შთაბეჭდილება :)
კარქით რა, კარქით :)
21. ჰმმმ... ნაწერს სჭირს "ბებიის სინდრომი'' თანამედროვე გონების მიერ ნაწერი იკითხება როგორც ის ხუმრობა, რომელიც სასაცილოც კი არ არის და მხოლოდ სიბრალულს თუ იწვევს. აი ტელევიზორში რომ აჩვენებენ მოშაირე ბებიას, ფანდურით, ეგ პონტია. ალბათ სისასტიკეა, მაგრამ სიმართლე ასეთია. სინამდვილეში არავის ეცინება მოშაირე ბებიაზე ტელევიზორიდან :(
,შენს თავს მუსიკას უჩვეულო რიტმზე უკვეთავ... "მესამყაროები სიხ" დამაკლდა სრული შოკისთვის. ანუ რჩევა ასეთია- ზოგჯერ მაინც დავხედოთ კალენდარს... )))) ჰმმმ... ნაწერს სჭირს "ბებიის სინდრომი`` თანამედროვე გონების მიერ ნაწერი იკითხება როგორც ის ხუმრობა, რომელიც სასაცილოც კი არ არის და მხოლოდ სიბრალულს თუ იწვევს. აი ტელევიზორში რომ აჩვენებენ მოშაირე ბებიას, ფანდურით, ეგ პონტია. ალბათ სისასტიკეა, მაგრამ სიმართლე ასეთია. სინამდვილეში არავის ეცინება მოშაირე ბებიაზე ტელევიზორიდან :(
,შენს თავს მუსიკას უჩვეულო რიტმზე უკვეთავ... "მესამყაროები სიხ" დამაკლდა სრული შოკისთვის. ანუ რჩევა ასეთია- ზოგჯერ მაინც დავხედოთ კალენდარს... ))))
20. ვწუხვარ ქალბატონო თანანა, რომ ასე სუსტად წარმოუდგენიხართ ამ "გენიოსებს" რატომ იცით, როგირც წესი სამნი დადიან ხოლმე ასეთ საქმეებზე და ახლა ჩათვალეს ალბათ, რომ ორიც საკმარისიაო
არ იციან რა კერკეტი კაკალი შეხვდათ და იქნებ კბილიც მოიტეხონ :)
არ შედრკეთ, მე თქვენთან ვარ :) ვწუხვარ ქალბატონო თანანა, რომ ასე სუსტად წარმოუდგენიხართ ამ "გენიოსებს" რატომ იცით, როგირც წესი სამნი დადიან ხოლმე ასეთ საქმეებზე და ახლა ჩათვალეს ალბათ, რომ ორიც საკმარისიაო
არ იციან რა კერკეტი კაკალი შეხვდათ და იქნებ კბილიც მოიტეხონ :)
არ შედრკეთ, მე თქვენთან ვარ :)
19. ))არამგონია ჩვენი პრობლემა იყოს თქვენ თუ ამ ყველაფერს ლიტ კრიტიკად აღიქვამთ....მე უბრალოდ შევეცადე ამეხსნა ის რაც არასწორად გაიგეთ ...თქვენ კი შეურაწყოფა მომაყენეთ.... ძირითადად ეგრე განდიდების მანიით შეპყრობილ ადამიანებს ემართებათ ხოლმე როდესაც რეალობას ეჯახებიან პირისპირ.....მაგრამ არაუშავს საშხაპე და აბლი გლუკოზა მუდამ მზად მაქვს.... ))არამგონია ჩვენი პრობლემა იყოს თქვენ თუ ამ ყველაფერს ლიტ კრიტიკად აღიქვამთ....მე უბრალოდ შევეცადე ამეხსნა ის რაც არასწორად გაიგეთ ...თქვენ კი შეურაწყოფა მომაყენეთ.... ძირითადად ეგრე განდიდების მანიით შეპყრობილ ადამიანებს ემართებათ ხოლმე როდესაც რეალობას ეჯახებიან პირისპირ.....მაგრამ არაუშავს საშხაპე და აბლი გლუკოზა მუდამ მზად მაქვს....
18. 15. ეგ ადამიანი ცდილობს აგიხსნათ რომ მკითხველის თუ მსმენელის რაოდენობა არ განსაზღვრავს ლექსის ხარისხს... უფრო მარტივად გასაგები რომ ყოფილიყო მხოლოდ მაგიტომ ახსენა ეგ ხალხი... ბრადიაგა. 2018-11-01 08:27:07
ბრადიაგა, რაში ჭირდება "მძიმე ჯვარს" თქვენი ადვოკატობა? ჩათვალეთ, რომ მისი ნააზრევი ჩემთვის უკეთ უნდა მოგეთარგმნათ?.. ჩემო ქინქლებო, მეკინკლავებით, თან ორი ერთზე? არც ერთი რომ არ ხართ მძიმე არტილერია? ვინმე, ლიტ.კრიტიკაში უფრო "ნაქაღალდარი" რომ მოგეყვანათ თავდასხმაში, აჯობებდა... :) 15. ეგ ადამიანი ცდილობს აგიხსნათ რომ მკითხველის თუ მსმენელის რაოდენობა არ განსაზღვრავს ლექსის ხარისხს... უფრო მარტივად გასაგები რომ ყოფილიყო მხოლოდ მაგიტომ ახსენა ეგ ხალხი... ბრადიაგა. 2018-11-01 08:27:07
ბრადიაგა, რაში ჭირდება "მძიმე ჯვარს" თქვენი ადვოკატობა? ჩათვალეთ, რომ მისი ნააზრევი ჩემთვის უკეთ უნდა მოგეთარგმნათ?.. ჩემო ქინქლებო, მეკინკლავებით, თან ორი ერთზე? არც ერთი რომ არ ხართ მძიმე არტილერია? ვინმე, ლიტ.კრიტიკაში უფრო "ნაქაღალდარი" რომ მოგეყვანათ თავდასხმაში, აჯობებდა... :)
17. "ახლა შენს თავთან შეხვედრა გაქვს, ისე, ცნობისთვის, და სავიზიტო ბარათს ჰქვია - "როცა უკეთ ხარ"... კარგია :) "ახლა შენს თავთან შეხვედრა გაქვს, ისე, ცნობისთვის, და სავიზიტო ბარათს ჰქვია - "როცა უკეთ ხარ"... კარგია :)
16. თქვენ კი ჩათვალეთ რომ ვიღაც გალაკტიონის სიმაღლიდან გაფასებთ...)) აი ამბიცია ეგეთი უნდა)) დ თქვენ კი ჩათვალეთ რომ ვიღაც გალაკტიონის სიმაღლიდან გაფასებთ...)) აი ამბიცია ეგეთი უნდა)) დ
15. ეგ ადამიანი ცდილობს აგიხსნათ რომ მკითხველის თუ მსმენელის რაოდენობა არ განსაზღვრავს ლექსის ხარისხს... უფრო მარტივად გასაგები რომ ყოფილიყო მხოლოდ მაგიტომ ახსენა ეგ ხალხი...
ეგ ადამიანი ცდილობს აგიხსნათ რომ მკითხველის თუ მსმენელის რაოდენობა არ განსაზღვრავს ლექსის ხარისხს... უფრო მარტივად გასაგები რომ ყოფილიყო მხოლოდ მაგიტომ ახსენა ეგ ხალხი...
14. აი თვალსაჩინო მაგალითი იმისა თუ როგორ ურევს არა ჯანსაღი ამბიცია ადამიანს გონებას) აი თვალსაჩინო მაგალითი იმისა თუ როგორ ურევს არა ჯანსაღი ამბიცია ადამიანს გონებას)
13. თქვენი პირველი კომენტარიდან ამონარიდი ხომ არ შეგახსენოთ პატივცემულო? -"ამის დასტურად შედიტ იუტუბში და დააკვირდით გალაკტიონის ტერენტი გრანელის ცისფერყანწელების ლექსების ნახვებს და მერე თანამედროვე ვიტომ პოეტების..." აქ სადმე გყავთ ვინმე ვალოდია რეხვიაშვილი ნახსენები? ისე, ვალოდიაზე გამახსენდა, "პოეზიის" რადიატორთან ჯდომა და ვალოდია ჯინჭარაძეობა უფროა თქვენი ამპლუა, ვიდრე საკუთარი, მთლად ჩიტივით ვერშემდგარი ამბიციის ჩემზე მოქავება! :) :) სად შეუძლია ჩემს "მენტალურ დონეს" თქვენს დონემდე ასვლა-ჩასვლა? პატივცემულო "პოეზიის გურუ", ვიზიარებ თქვენი დროის წუხილს მისი ფუჭად ფლანგვის გამო... :) :) თქვენი პირველი კომენტარიდან ამონარიდი ხომ არ შეგახსენოთ პატივცემულო? -"ამის დასტურად შედიტ იუტუბში და დააკვირდით გალაკტიონის ტერენტი გრანელის ცისფერყანწელების ლექსების ნახვებს და მერე თანამედროვე ვიტომ პოეტების..." აქ სადმე გყავთ ვინმე ვალოდია რეხვიაშვილი ნახსენები? ისე, ვალოდიაზე გამახსენდა, "პოეზიის" რადიატორთან ჯდომა და ვალოდია ჯინჭარაძეობა უფროა თქვენი ამპლუა, ვიდრე საკუთარი, მთლად ჩიტივით ვერშემდგარი ამბიციის ჩემზე მოქავება! :) :) სად შეუძლია ჩემს "მენტალურ დონეს" თქვენს დონემდე ასვლა-ჩასვლა? პატივცემულო "პოეზიის გურუ", ვიზიარებ თქვენი დროის წუხილს მისი ფუჭად ფლანგვის გამო... :) :)
12. არა ისე მაინც გკიტხავთ მართლა გგონიათ რომ გალაკტიონის სიმაღლიდან გაფასებთ და არა ვინმე ვალოდია რეხვიაშვილის? ))) არა ისე მაინც გკიტხავთ მართლა გგონიათ რომ გალაკტიონის სიმაღლიდან გაფასებთ და არა ვინმე ვალოდია რეხვიაშვილის? )))
11. ძალიან თვითდაჯერეული ჩანხართ)) თუმცა რა გასაკვირია ხელოვნება ხომ თავად ასახავს მისი შემქმნელის მენტალურ დონეს... სხვანაირად რომ ფიქრობდეთ ანუ თქვენი აზროვნების ხარისხი რომ უფრო მაღალი იყოს ეგეთ ლექსებს ხომ არ დაწერდით არა? ვფიქრობ ახსნასაც არა აქვს აზრი... არა იმიტომ რომ მეზარება ვერ გაიგებთ უბრალოდ მე კი წყლის ნაყვა და დროის ფუჭი ფლანგვა არ მიყვარს... ძალიან თვითდაჯერეული ჩანხართ)) თუმცა რა გასაკვირია ხელოვნება ხომ თავად ასახავს მისი შემქმნელის მენტალურ დონეს... სხვანაირად რომ ფიქრობდეთ ანუ თქვენი აზროვნების ხარისხი რომ უფრო მაღალი იყოს ეგეთ ლექსებს ხომ არ დაწერდით არა? ვფიქრობ ახსნასაც არა აქვს აზრი... არა იმიტომ რომ მეზარება ვერ გაიგებთ უბრალოდ მე კი წყლის ნაყვა და დროის ფუჭი ფლანგვა არ მიყვარს...
10. მძიმე ჯვარო, ნამეტანი მძიმედ ყოფილა თქვენი საქმე აქ თუ პოეზიას ვერ ხედავთ, ეს თქვენი აღქმა-გემოვნების პრობლემაა და არა ჩემი ლექსის! ამ ლექსს პრიმიტიულობის არაფერი ეტყობა... გალაკტიონის სიმაღლიდან სხვათა პოეზიის შეფასება არა მგონია, მართებული იყოს, გალაკტიონმა ის უმაღლესი რეგისტრი აიღო პოეზიაში, რომლის სადარიც ჯერ არ შექმნილა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, გენიოსის შემდეგ ყველამ დადოს კალამი ... მთავარია, შენი ინდივიდუალური ხელწერა და სათქმელი გქონდეს, თორემ "ძაფი და ნემსი ბუხარზე შევსვი" ყოველ მეორეს შეუძლია გარითმოს... პოეზია კარგი საკვებია სულიერი გურმანებისთვისო, როგორც ჩანს, ამ "საკვებს" კარგად ვერ ინელებთ... ჰოდა, ის ლექსები დააგემოვნეთ, რომელიც თქვენს "მაღალ" გემოვნებას შეეფერება!!! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველას გასაგონად, კრიტიკაზე არ ვარ აცრილი, თუკი არგუმენტირებულია, ბევრჯერ გამითვალისწინებია კიდეც, მაგრამ, "იყო დამაჯერებელი არ ნიშნავს ქმნიდე მაღალ ხელოვნებას" - მე ვიყო შპროტის კონსერვი, თუ ეს კრიტიკაა... :) :) მძიმე ჯვარო, ნამეტანი მძიმედ ყოფილა თქვენი საქმე აქ თუ პოეზიას ვერ ხედავთ, ეს თქვენი აღქმა-გემოვნების პრობლემაა და არა ჩემი ლექსის! ამ ლექსს პრიმიტიულობის არაფერი ეტყობა... გალაკტიონის სიმაღლიდან სხვათა პოეზიის შეფასება არა მგონია, მართებული იყოს, გალაკტიონმა ის უმაღლესი რეგისტრი აიღო პოეზიაში, რომლის სადარიც ჯერ არ შექმნილა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, გენიოსის შემდეგ ყველამ დადოს კალამი ... მთავარია, შენი ინდივიდუალური ხელწერა და სათქმელი გქონდეს, თორემ "ძაფი და ნემსი ბუხარზე შევსვი" ყოველ მეორეს შეუძლია გარითმოს... პოეზია კარგი საკვებია სულიერი გურმანებისთვისო, როგორც ჩანს, ამ "საკვებს" კარგად ვერ ინელებთ... ჰოდა, ის ლექსები დააგემოვნეთ, რომელიც თქვენს "მაღალ" გემოვნებას შეეფერება!!! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველას გასაგონად, კრიტიკაზე არ ვარ აცრილი, თუკი არგუმენტირებულია, ბევრჯერ გამითვალისწინებია კიდეც, მაგრამ, "იყო დამაჯერებელი არ ნიშნავს ქმნიდე მაღალ ხელოვნებას" - მე ვიყო შპროტის კონსერვი, თუ ეს კრიტიკაა... :) :)
9. მიზეზი მაინც დილეტანტიზმშია ....я так думаю... მიზეზი მაინც დილეტანტიზმშია ....я так думаю...
8. ნუ კი.... შეიძლება ითქვას ეგრეც ნუ კი.... შეიძლება ითქვას ეგრეც
7. ამ ნახვებს თუ რეიტინგებზე გადავიყვანთ ( აქ ) თქვენ გალაკტიონის ჯვარს ატარებთ მძიმე ჯვარო :) გიხაროდენ :)) ამ ნახვებს თუ რეიტინგებზე გადავიყვანთ ( აქ ) თქვენ გალაკტიონის ჯვარს ატარებთ მძიმე ჯვარო :) გიხაროდენ :))
6. ვიღაცა ვალოდია რეხვიაშვილს ლექსებს აქვს მილიონი ნახვა გალაკტიონს და ტერენტის კი ორიათასი ან მაქსიმუმ სამი....) ვიღაცა ვალოდია რეხვიაშვილს ლექსებს აქვს მილიონი ნახვა გალაკტიონს და ტერენტის კი ორიათასი ან მაქსიმუმ სამი....)
5. მე პირადად აქ პოეზიას ვერ ვხედავ ..იყო დამაჯერებელი არ ნიშნავს ქმნიდე მაღალ ხელოვნებას....პრიმიტიული_ მარტივად აღსაქმელი ტექსტი ყოველთვის პოპულარობით სარგებლობს ხალხში ეს ოდითგან ასე იყო და ასე იქნება რაოდენობა არსოდეს არ განსაზღვრავს ხარისხს პირიქით....ამის დასტურად შედიტ იუტუბში და დააკვირდით გალაკტიონის ტერენტი გრანელის ცისფერყანწელების ლექსების ნახვებს და მერე თანამედროვე ვიტომ პოეტების.... მე პირადად აქ პოეზიას ვერ ვხედავ ..იყო დამაჯერებელი არ ნიშნავს ქმნიდე მაღალ ხელოვნებას....პრიმიტიული_ მარტივად აღსაქმელი ტექსტი ყოველთვის პოპულარობით სარგებლობს ხალხში ეს ოდითგან ასე იყო და ასე იქნება რაოდენობა არსოდეს არ განსაზღვრავს ხარისხს პირიქით....ამის დასტურად შედიტ იუტუბში და დააკვირდით გალაკტიონის ტერენტი გრანელის ცისფერყანწელების ლექსების ნახვებს და მერე თანამედროვე ვიტომ პოეტების....
4. რა მაგარია, როცა ავტორის შემოქმედებას მიჰყვები და მისი მცირე თუ დიდი პირადი მეტამორფოზების დანახვის საშუალება გეძლევა მისივე გულწრფელობის გამო. ამიტომ მიყვარს თანანას პოეზია. ერთი ჩვეულებრივი ადამიანის გულის და სულის გახსნაა და არა შეთითხნილ-შეკოწიწებული ისტორიები. რა მაგარია, როცა ავტორის შემოქმედებას მიჰყვები და მისი მცირე თუ დიდი პირადი მეტამორფოზების დანახვის საშუალება გეძლევა მისივე გულწრფელობის გამო. ამიტომ მიყვარს თანანას პოეზია. ერთი ჩვეულებრივი ადამიანის გულის და სულის გახსნაა და არა შეთითხნილ-შეკოწიწებული ისტორიები.
3. ძალიან პირადული, ადამიანური, გრძნობადი, სულის შენძვრელი ლექსები გაქვთ ავტორო. სულ უკეთ ყოფნას გისურვებ! ძალიან პირადული, ადამიანური, გრძნობადი, სულის შენძვრელი ლექსები გაქვთ ავტორო. სულ უკეთ ყოფნას გისურვებ!
2. ფინალი გადასარევი :)
ლექსს არა უშავს
მე 4-ს ვწერ :) ფინალი გადასარევი :)
ლექსს არა უშავს
მე 4-ს ვწერ :)
1. თანანა, "ნელა მიჰყვები შენს ხერხემალს კიბე-მალებით, ახვალ შუამდე, დაგორდები ისევ ფეხებთან,"-ძალიან მომწონს. ამას ეკუთვნის ხუთი.:) თანანა, "ნელა მიჰყვები შენს ხერხემალს კიბე-მალებით, ახვალ შუამდე, დაგორდები ისევ ფეხებთან,"-ძალიან მომწონს. ამას ეკუთვნის ხუთი.:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|