 | ავტორი: შირო ჟანრი: პროზა 7 დეკემბერი, 2018 |
*** ფანჯარასთან იჯდა ნისა და ქარგავდა. მისი თეთრი ხელები საოცარ ამბებს ჰყვებოდნენ, ჭრელ ფიგურებად დნებოდნენ თეთრ, მკვრივ ნაჭერზე. ნისა და თამთიკე ერთად ისხდნენ დედის მუცელში, ერთ ძუძუს წოვდნენ და მაინც, შეუძლებელი იყო გეპოვათ ორი ისეთი გოგო, რომელიც ხასიათით ასე განსხვავდებოდა. თამთიკე სიბილას ასლი იყო, ურჩი, მეამბოხე. გაზაფხულზე მოვარდნილ მეწყერს ჰგავდა, თუმცა მისი წყენაც და დარდიც მალევე ქრებოდა. ნისა კი წყნარი, მშვიდი და უხმო იყო. მის სახეზე ვერ ამოიკითხავდით ხასიათის ცვლილებას, თუმცა ისევე, როგორც ზამთარში ყინულის ქვეშ იმალება მოძრავი წყალი, მისი სიმშვიდის მიღმაც დიდი განცდები იმალებოდა. ლაპარაკი არავისთან არ უყვარდა, თამთიკეს გარდა. უჩუმრად ეზიდებოდა წყალს, ჰგვიდა ეზოს და ცდილობდა, ზედმეტად არავის მოხვედროდა თვალში. მისი ერთადერთი გასართობი ქარგვა იყო. თანატოლმა გოგოებმა შეამჩნიეს მისი ნიჭი და მალე ყველა ქალს მერცხლებით, იებითა და ვარდებით აფერადებული კაბები დაუგროვდა სახლში. ნისა სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა, ლამაზი ძაფებისა და მძივების გარდა. საიდუმლოც ჰქონდა, რომელიც თამთიკემაც კი არ იცოდა. ვერცხლისფერი, მძიმე ნაჭრისგან შეკერილი კაბა, რომელიც სინათლეზე ათასფერად ლიცლიცებდა, ღამით კი თევზის ქერცლივით ბრწყინავდა. ნისას სჯეროდა, რომ ეს კაბა დედამ უსახსოვრა. სიბილა იქამდე დაიღუპა, სანამ ტყუპები მისი სახის დამახსოვრებას შეძლებდნენ. მამას კი ეკითხებოდნენ, დედა სად წავიდაო, მაგრამ ორბელი ან პასუხს არ სცემდა, ან სახლში ყველაფერს ლეწავდა. მხოლოდ ერთადერთხელ, არყით გაბრუებულს წამოსცდა: - თევზებთანაა დედათქვენი, მორევში ჩაიხრჩო. მას შემდეგ ყოველ ღამე ესიზმრებოდა ნისას დედა, თმაგაშლილი იდგა წყლის პირას, მის სახეს ვერ ხედავდა, მაგრამ ხმა ესმოდა ,,მოდი ჩემთან, ნისა''. ძილში სიარული დასჩემდა. თამთიკემ ბევრჯერ გააჩერა, როცა ოთახიდან გასვლას აპირებდა. თუმცა, ერთ ღამეს, როცა დას ღრმად ჩაეძინა ნისამ ისევ ნახა სიბილა, რომელიც წყლის პირას იდგა და ეძახდა. სახეს მუქი ნისლი უფარავდა, ამჯერად ნისა სახლიდან გავიდა და მორევთან სულ ახლოს მივიდა. - დე... - მოდი ჩემთან, ჩემო გოგონა... ხელები მოხვია ნისას, ნისლი გაიფანტა და ახლაღა შეამჩნია გოგომ, დედას ლაყუჩები ჰქონდა ყელზე და ხელები თევზის ქერცლით დაჰფარვოდა. - წამიყვანე შენთან. - ადრეა, ძალიან ადრე. ახლა გაიღვიძე, მორევთან აღარ მოხვიდე, გესმის? - მესმის. - ჩემს საჩუქარს მოუფრთხილდი. დრო რომ მოვა, ჩემთან ამ კაბით მოხვალ. სიბილას ხმა გაუფერულდა, მიილია. ნისამ თვალები გაახილა და ფეხებთან დაგდებული მოციაგე კაბა დაინახა. მორევი დედის ხმით დუდუნებდა - ნისა, ნისა. შენი თეთრი ხელებით ამოქარგე და უფრო გაალამაზე. არ დაგავიწყდეს, არავის აჩვენო. კაბა მსუბუქი იყო და სრიალა, ლოყაზე მიიდო. შემდეგ აქეთ-იქით მიმოიხედა და სახლში დაბრუნდა. მას მერე ნისა კაბას ქარგავდა. სახელოებზე და გულისპირზე მსხვილი მარგალიტები დააბნია, თევზები ამოქარგა, ვერცხლისფერი, მოუსვენარი თევზები, რომლებიც თითქოს დაცურავდნენ, მაგრამ კაბას მაინც რაღაც აკლდა, დასრულებული არ იყო. წინა ზაფხულს ერთ ღამეს სახლში არავინ იყო, ჰოდა ნისამაც ამოიღო კაბა და მთვარეს დაანახა. მაშინ ჯერ გულისპირი არ ჰქონდა დასრულებული. ფანჯარასთან იდგა, ზურგშექცეული და იზომებდა. - ჰოდა ემაგ კაბით წამომყვები ცოლად. მოულოდნელობისგან შეხტა. კანკალით შემოტრიალდა. სულხანი იდგა, იცინოდა, თაფლისფერ თვალებში მზეები უცინოდნენ და ლოყები ეჩხვლიტებოდა. - არ შემომიშვებ სახლში? ნისა გარეთ გავარდა და პირდაპირ სულხანის ღონიერ მკლავებში აღმოჩნდა. თავი ჩარგო მის მკერდში და უხმოდ ატირდა. მზისა და მიწის სუნი ასდიოდა სულხანს, ერთგული და საიმედო. - რა გატირებს, გოგო. - რამდენი ხანია წასული ხარ. - კარგი, ნუ დამახრჩე ცრემლებში. სულხანი სულ ერთი ღობის იქით ცხოვრობდა. უცნაურ და გულჩათხრობილ ნისას მის გარდა ვერავინ უგებდა, ამიტომ სულ ერთად თამაშობდნენ. ტყის მარწყვსაც ერთად კრეფდნენ და სოკოსაც ერთად აგროვებდნენ. მერე გაიზარდნენ, სულხანს მამა გარდაეცვალა და ოჯახის სარჩენად მოჯამაგირედ მოუწია წასვლამ. ორი წელი არ ენახა ნისას. ტანი აეყარა, დამსხვილებულიყო. აქედან უწვერული გაუშვა, ახლა კი შავი წვერი ამშვენებდა. ნისას თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა. - მოგენატრე? პასუხად ნისამ აკოცა. სულხანს კინაღამ მუხლები წაერთვა. მაშინ გადაწყვიტა, რომ ამ გოგოს მეტს ცოლად არავის მოიყვანდა. - კიდევ უნდა წახვიდე? - ერთი წელიც. ჰოდა ნისაც იჯდა და ქარგავდა. ორბელი ყოველდღე ემუქრებოდა, სულელივით ნუ იღიმებიო, მაგრამ ნისა წყალივით იყო, ნებისმიერ დაბრკოლებას გვერდს აუვლიდა და ისევ თავის გზას გააგრძელებდა ხოლმე. ემატებოდნენ კაბას მარგალიტები და ერთი წელიც იწურებოდა. შავი მორევივით ღელავდა ნისას გული.
*** მშვიდი გაზაფხული იდგა იმ წელს. თავგამეტებით ჰყვაოდნენ ალუბლები და ატმები, მაგრამ მაინც, ჰაერში მოსალოდნელი ცვლილებების სუნი ტრიალებდა. არაფერი აღარ იქნებოდა ისე, როგორც უწინ და ეს ყველაზე კარგად მორევმა იცოდა. მორევი ჯერ კიდევ იმ დროიდან ატრიალებდა მუქლურჯ ტალღებს, როცა აქ ადამიანები არ სახლობდნენ. მას ესმოდა, როგორ ააშენეს პირველი სახლი, როგორ მოიყვანა გადმოხვეწილმა კაცმა ცოლი. მისი პირმშოს ტირილიც ესმოდა, ბედნიერი სიცილიც და პირველი სიკვდილისას ცაში აჭრილი კივილიც. ყველაფრის მოწმე იყო, ყველაფერს ინახავდა უძირო არსებაში. მან კარგად გაიცნო ადამიანები, რომელთა ბუნებაც მისას ჰგავდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ გაშლეგდებოდა და გარშემო ყველაფერს ანადგურებდა, ისიც შეურყვნელი, ანკარა წყაროდან იწყებოდა. ასე იყვნენ ადამიანებიც. მათში არ არსებობდა ბოროტება სიკეთის და სიკეთე ბოროტების გარეშე. თავიანთ ნამდვილ ანარეკლს მხოლოდ მორევში თუ დაინახავდნენ და მაშინაც თვალს აარიდებდნენ ხოლმე. კვდებოდნენ და იბადებოდნენ, იბადებოდნენ და კვდებოდნენ და ამ გაუთავებელ ორომტრიალში საკუთარ თავს კარგავდნენ. მორევმა იცოდა, რომ ყველა სხვა არსებისაგან განსხვავებით, ადამიანებს ასი გარსი ჰქონდათ. ცხოველები, ფრინველები, მდინარეები - ზუსტად ისეთები იყვნენ, როგორებსაც აირეკლავდა მისი უსწორმასწორო ზედაპირი. ადამიანის არსი კი უძირო ჭა იყო, მრავალი ხასიათით და თვისებით სავსე. მასთან ადამიანები თავიანთ ყველაზე დაფარულ, ყველაზე სანუკვარ აზრებს ამხელდნენ. სწორედ ამიტომ არ განსჯიდა იგი არავის, თანაბრად უყვარდა როგორც არწივივით მხრებგაშლილი დემნა, რომელიც თავისი ნებით ჩაიძირა ცივ სილურჯეში, ასევე ნაპირზე მიწაში თავჩარგული, მხეცივით აღრიალებული ორბელი.
*** იმ წელს პირველად იგრძნო ორბელმა, როგორ მოხშირებულიყვნენ თმებში ჭაღარები, როგორ სტეხდნენ სახსრები ამინდის ცვლილებისას. ერთ დილით, ეზოში რომ გამოვიდა, ყურებში ისეთი შხუილი გაისმა, თითქოს ადევებულ წყალში ჩავარდა. მუხლები მოეკვეთა, ძალა წაერთვა და კედელს მიეყრდნო. სულ მთლად გადაფითრდა და ცივმა ოფლმა დაასხა. ცისკენ ააპყრო ჭროღა, ჭრელი თვალები და დაინახა, როგორ ფარფატებდნენ ჰაერში თეთრი, თითქმის გამჭვირვალე ყვავილები. ოდნავ გაეღიმა, წუთით დაბრუნდა ბავშვობაში, ოღონდ მხოლოდ წუთით. ნელა მოშორდა კედელს და კანკალით გადადგა ნაბიჯები. სახლიდან ნისა გამოვიდა, დაინახა, რომ მამა ძლივს მიაბიჯებდა. ჯერ დახმარება დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა და ისევ სახლში შებრუნდა. ორბელმა მისი კაბის შრიალი გაიგონა. ,,ჩემს შვილებს ვძულვარ...'' მტკივნეულად გაუელვა თავში და ტუჩის კუთხე მწარედ აუპრიხა ღიმილმა. ისევ მორევთან წავიდა, აჩემებულ ადგილას. საკინძე შეიხსნა, პირქვე დაემხო და ბალახის სუნი ღრმად ჩაისუნთქა. უჩვეულოდ გულაჩუყებული იყო, ია-ია მოწყვიტა, დაკოჟრილ, დაძარღვულ ხელზე დაიდო და დააშტერდა. დიდი ხნის წინ მივიწყებული სურათები ამოძრავდნენ გონებაში. პატარა იყო, ჯერ კიდევ რძის სუნი ასდიოდა. გარეთ თამაშობდა, თოვლში. ხის ჯოხი მოუჭრა მამამ და დააჭენებდა აქეთ-იქით, ცას აღწევდა მისი კისკისი. - ორბელ, სახლში შემოდი, გაცივდები. კარში გამოდგა დედა, ალუბლის ყვავილებით მოჩითული წინსაფარი აეფარებინა. წითური ნაწნავები წელამდე სცემდა. - მოვდივარ, დედა. მორჩილად მიუჯდა მაგიდას, ლოყები ასწითლებოდა. გაყინული ხელები ჰქონდა. დედამ შუბლზე აკოცა. - მამა დამპირდა, სანადიროდ წაგიყვანო. - წაგიყვანს, შვილო. ღიმილით ურევდა ცეცხლზე შემომდგარ ქვაბს საბედო. მაწვნის შეჭამადის სუნი ტრიალებდა. მამის ლოდინში დააღამა ორბელმა, მაშინღა გაეღვიძა, დედამ რომ ლოგინში გადააწვინა. - არ მოსულა? - არა. დაიძინე, გენაცვალოს დედა. წითურ კულულებზე ღიმილით გადაუსვა ხელი, ორბელსაც ჩაეძინა, ციყვები და ირმები ესიზმრებოდა. მხიარულად ტკაცუნობდა შეშა. დედის კივილმა გააღვიძა. მამამისი ზვავში ჩატანებული ეპოვათ, გამთენიისას მოასვენეს სახლში. სამყაროს თალხი გადაეფარა, დილებს კი ისეთივე გამყინავი ლურჯი ფერი დაედოთ, როგორი ფერისაც მამა იყო, როცა ორბელმა ბოლოჯერ აკოცა. მძიმე შრომა დააწვათ ქვრივსა და პატარა ბიჭს. არც არავინ ჰყავდათ მომხმარე და ნათესავი. ორბელმა ხის ცხენს თავი გადააჭრა და ახლა ამ ჯოხით მწყემსავდა ორ ძროხას და სამ თხას. სხვა ბავშვები როცა თამაშობდნენ, შურით სავსე მზერით უცქერდა, მერე მორევის პირას მიდიოდა და სიმწრით დიდხანს ტიროდა, ხელებს იჭამდა. მეგობრად მხოლიდ მურია ჰყავდა, შავცხვირა, უზარმაზარი ნაგაზი. ასე გავიდა 5 წელი. ერთ დღეს სახლში შავწვერა, გაბანჯგვლული კაცი დახვდა. დედა მოეხვია. - ახლა მამა გეყოლება. კარგად ვიქნებით. კარგისკენ არაფერი შეცვლილა, პირიქით, ყველაფერი გაუარესდა. გიგუა სვამდა, პირველად მხოლოდ ქვაბს წაჰკრა ფეხი და გადააყირავა. მერე კი საბედოსაც გაუთამამდა და წიხლებით შესდგა. სახლში შემოსწრებულმა ორბელმა რკინის საჩხრეკს წამოავლო ხელი და ბეჭებზე გადაუჭირა. შუაში საბედო ჩაუვარდათ. - არ გინდა, შვილო, ჩემო ბრალია, მე გავამწარე... ორბელმა გიგუას მხარეს ზიზღით გადააფურთხა და სახლიდან გავარდა. ისევ მორევთან მივიდა, პირქვე ჩაემხო, გველივით იკლაკნებოდა, სიმწრით მიწას ჭამდა და მხეცივით ბღაოდა. ,,სად ხარ, მამაჩემო, ვის იმედზე დაგვტოვე...'' სახლში გამთენიისას მივიდა. საბედოს და გიგუას ეძინათ, არც გაუგიათ მისი მისვლა. გიგუა ცოფიანივით ერიდებოდა ორბელს, კარგად ახსოვდა ბეჭებზე გადაჭერილი რკინის სიმძიმე, მაგრამ სახლში მისულ ბიჭს ხან თვალჩალურჯებული ხვდებოდა საბედო, ხან ტუჩგახეთქილი. - არაფერია, ფეხი წამოვკარი, წავიქეცი. მათ ოჯახში კოჭობი თუხთუხებდა, რომელიც კაცმა არ იცოდა, როდის გადმოივლიდა. გაიზარდა ორბელი, ტანი აიყარა, წვერი აუბიბინდა. უკვე წარამარა ვეღარ ბედავდა გიგუა ხმის შემაღლებას. ცოლი მოიყვანა, მარიამი, მზისფერი თმები ჰქონდა და ბალახზე უფრო მწვანე თვალები. ორბელს რომ დაინახავდა, კისერზე შემოაჭდობდა მკლავებს და ბალღურად ეტიტინებოდა, უყვებოდა მთელი დღის ამბებს. მარიამით სუნთქავდა და იბრუნებდა სულს ცხოვრებისგან დაჩაგრული ბიჭი. ბავშვიც ეყოლათ, ვაჩე დაარქვეს. მამის ჟღალი თმები ჰქონდა და დედის თვალები. იარები პირს იკრავდნენ. საბედო თავის დასთან იყო სტუმრად წასული, იმ დღეს გვიან ღამით დაბრუნდა ორბელი სახლში. მურია არ შეეგება ყეფით, გაუკვირდა. ბებერი ძაღლი პატრონის დაბრუნებისას ყოველთვის ჭიშკართან ხვდებოდა, ახლა კი სულისშემხუთავი სიჩუმე იდგა. სახლს რომ მიუახლოვდა ვაჩეს ტირილი გაიგონა. ოთახში შევარდა, ბნელოდა, რაღაცას წამოჰკრა ფეხი. ხელში აიყვანა ბიჭი, მიეალერსა. - ჩუ, გენაცვალე, მარიამ, სად ხარ, ქალო? გიგუას ხვრინვა ესმოდა. ისევ მთვრალი იყო. ხელის ცეცებით იპოვა სანთელი. აანთო, ოთახის კედელზე შავად აზვავდნენ ჩრდილები. ახლაღა იგრძნო, რომ სველზე იდგა, ძირს დაიხედა და დაიკვნესა. სისხლის გუბეები იდგა ყველგან. - მარიამ... ზღურბლთან ეგდო მარიამი. ტანსაცმელი შემოფლეთილი ჰქონდა, სხეული დალურჯებული. გულში ჩაერტყა დანა უბედურ გოგოს და მუქად ჟონავდა სისხლი ჭრილობიდან. სახე წაეშალა ორბელს, ჩაიმუხლა, ცივი სახე დაუკოცნა ცოლს. ხელები მთლად გაუსისხლიანდა, სახეზე ჩამოისვა. ცოლს დანა ამოაძრო გულიდან და კატასავით ჩუმად გავიდა მეორე ოთახში. სახლში მობრუნებული საბედოს კივილმა შეძრა მთელი სოფელი, ბავშვი ლოგინში იწვა, ეძინა. ერთ ოთახში ყელგამოჭრილი გიგუა ეგდო, მეორეში კი ორბელს მარიამი ჩაეხუტებინა და თითქოს ქვად ქცეულიყო, ხელიდან ვერ აცლიდნენ ქალს. დასაფლავების მერეც არ ამოუღია ხმა, მორევთან მივიდოდა ხოლმე, ჩარგავდა თავს მიწაში და ჩუმად ქვითინებდა. ვაჩეს სახადი შეხვდა, საბედოსაც გადაედო, ერთ თვეში ორი კუბო კიდევ გაიტანეს სახლიდან. ამის შემდეგ სოფლიდან წავიდა ორბელი. წლობით გადაიკარგა. როცა დაბრუნდა, იმაზე მეტად ჰგავდა გიგუას, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდა. ,,არადა, როგორი სხვანაირი იქნებოდა ცხოვრება'' გაიფიქრა და ჭროღა თვალებიდან ცრემლები წამოგორდნენ. ალუბლების სუნი იდგა ჰაერში. მორევი ღელავდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. რამდენი სიკვდილია ამ პატარა ტექსტში რამდენი სიკვდილია ამ პატარა ტექსტში
14. ტენდი
რა საწყენად ♥ პირიქით, ძალიან ვცდილობ, რომ მსგავსი შეცდომები არ გამეპაროს, მაგრამ მაინც ხდება. უღრმესი მადლობა, რომ ასეთი ყურადღებით კითხულობთ ♥ აუცილებლად შევასწორებ უახლოეს მომავალში. იმედი მაქვს, თქვენს ინტერესს ბოლომდე შევინარჩუნებ. ტენდი
რა საწყენად ♥ პირიქით, ძალიან ვცდილობ, რომ მსგავსი შეცდომები არ გამეპაროს, მაგრამ მაინც ხდება. უღრმესი მადლობა, რომ ასეთი ყურადღებით კითხულობთ ♥ აუცილებლად შევასწორებ უახლოეს მომავალში. იმედი მაქვს, თქვენს ინტერესს ბოლომდე შევინარჩუნებ.
13. ტენდი
რა საწყენად ♥ პირიქით, ძალიან ვცდილობ, რომ მსგავსი შეცდომები არ გამეპაროს, მაგრამ მაინც ხდება. უღრმესი მადლობა, რომ ასეთი ყურადღებით კითხულობთ ♥ აუცილებლად შევასწორებ უახლოეს მომავალში. იმედი მაქვს, თქვენს ინტერესს ბოლომდე შევინარჩუნებ. ტენდი
რა საწყენად ♥ პირიქით, ძალიან ვცდილობ, რომ მსგავსი შეცდომები არ გამეპაროს, მაგრამ მაინც ხდება. უღრმესი მადლობა, რომ ასეთი ყურადღებით კითხულობთ ♥ აუცილებლად შევასწორებ უახლოეს მომავალში. იმედი მაქვს, თქვენს ინტერესს ბოლომდე შევინარჩუნებ.
12. ტენდი
რა საწყენად ♥ პირიქით, ძალიან ვცდილობ, რომ მსგავსი შეცდომები არ გამეპაროს, მაგრამ მაინც ხდება. უღრმესი მადლობა, რომ ასეთი ყურადღებით კითხულობთ ♥ აუცილებლად შევასწორებ უახლოეს მომავალში. იმედი მაქვს, თქვენს ინტერესს ბოლომდე შევინარჩუნებ. ტენდი
რა საწყენად ♥ პირიქით, ძალიან ვცდილობ, რომ მსგავსი შეცდომები არ გამეპაროს, მაგრამ მაინც ხდება. უღრმესი მადლობა, რომ ასეთი ყურადღებით კითხულობთ ♥ აუცილებლად შევასწორებ უახლოეს მომავალში. იმედი მაქვს, თქვენს ინტერესს ბოლომდე შევინარჩუნებ.
11. მგონი, ესეც შესაწორებელია:
"პატარა იყო, ჯერ კიდევ რძის სუნი ასდიოდა. გარეთ თამაშობდა"
"- მამა დამპირდა, სანადიროდ წაგიყვანო."
ბავშვები, რომლებსაც ჯერ კიდევ რძის სუნი ასდით, არც ასე გამართულად ლაპარაკობენ და არც გარეთ, თოვლში თამაშობენ ჯოხის ცხენით, არ ის იციან, ნადირობა რა არის.
ვფიქრობ, მარტო "პატარა" იყო უნდა დატოვო, "ჯერ კიდევ რძის სუნი ასდიოდა"-ამოიღე.
ნუ, ეს ჩემი აზრია. იმედია, შენიშვნას საწყენად არ მიიღებ. მე თვითონაც ვუშვებ შეცდომებს და შენიშვნებს ვითვალისწინებ. :)
დანარჩენი ძალიან საინტერესოა და სიამოვნებით ვკითხულობ. კადრებივით ჩანს ყველაფერი, როგორც ფილმებში.
5 მგონი, ესეც შესაწორებელია:
"პატარა იყო, ჯერ კიდევ რძის სუნი ასდიოდა. გარეთ თამაშობდა"
"- მამა დამპირდა, სანადიროდ წაგიყვანო."
ბავშვები, რომლებსაც ჯერ კიდევ რძის სუნი ასდით, არც ასე გამართულად ლაპარაკობენ და არც გარეთ, თოვლში თამაშობენ ჯოხის ცხენით, არ ის იციან, ნადირობა რა არის.
ვფიქრობ, მარტო "პატარა" იყო უნდა დატოვო, "ჯერ კიდევ რძის სუნი ასდიოდა"-ამოიღე.
ნუ, ეს ჩემი აზრია. იმედია, შენიშვნას საწყენად არ მიიღებ. მე თვითონაც ვუშვებ შეცდომებს და შენიშვნებს ვითვალისწინებ. :)
დანარჩენი ძალიან საინტერესოა და სიამოვნებით ვკითხულობ. კადრებივით ჩანს ყველაფერი, როგორც ფილმებში.
5
10. "ვერცხლისფერი, მძიმე ნაჭრისგან შეკერილი კაბა", აქ გიწერია მძიმე ნაჭერი, მერე წერ, რომ "კაბა მსუბუქი იყო და სრიალა". - მგონი, ეს უნდა გაასწორო.
ჯერ ბოლომდე არ ჩავსულვარ. :) "ვერცხლისფერი, მძიმე ნაჭრისგან შეკერილი კაბა", აქ გიწერია მძიმე ნაჭერი, მერე წერ, რომ "კაბა მსუბუქი იყო და სრიალა". - მგონი, ეს უნდა გაასწორო.
ჯერ ბოლომდე არ ჩავსულვარ. :)
9. აბა ეხლა გადვიდე მე-4-ზე. ამ ნაილსაც დიდი 5-იანი.:) შემეცოდა ორბელი , ეგ საწყალიც ანკარა წყაროთი დაწყებულა:( აბა ეხლა გადვიდე მე-4-ზე. ამ ნაილსაც დიდი 5-იანი.:) შემეცოდა ორბელი , ეგ საწყალიც ანკარა წყაროთი დაწყებულა:(
8. გამოქვეყნებაზეც გეტყვით ბარემ. საჯარო ვირტუალურ სივრცეში ნაწარმოების დადება, საქართველოს კანონმდებლობით საჯარო გამოქვეყნებად ითვლება. თუ ფიქრობთ, მხოლოდ ქაღალდზე დაბეჭდილი წიგნის წარდგენა-მაღაზიებში შეტანა და ისბნ კოდის მინიჭება ითვლება გამოქვეყნებად, -ასე არ არის. ასე რომ "მორევი" გამოქვეყნებულია.
გამოქვეყნებაზეც გეტყვით ბარემ. საჯარო ვირტუალურ სივრცეში ნაწარმოების დადება, საქართველოს კანონმდებლობით საჯარო გამოქვეყნებად ითვლება. თუ ფიქრობთ, მხოლოდ ქაღალდზე დაბეჭდილი წიგნის წარდგენა-მაღაზიებში შეტანა და ისბნ კოდის მინიჭება ითვლება გამოქვეყნებად, -ასე არ არის. ასე რომ "მორევი" გამოქვეყნებულია.
7. შირო, ეს მხოლოდ რეკომენდაცია იყო და არა კრიტიკა. ნაწერი ძალიან კარგია და მომწონს, ყველა ნაწილზე 5 ქულ დავტოვე. ასეთი სპეციფიკური ეპიზოდები, ჯობია პროფესიონალებს ჰკითხოთ. მუხა, მაგალითად ვფიქრობ - ექიმია. გულისხმიერი ადამიანია, მოსაზრებას აუცილებლად მოგწერთ, თუ სთხოვთ. თავიდან მეგონა რომ გიგუამ მოკლა მარიამი, ანუ ის უფრო მოახერხებდა დანით მოეკლა ქალი. კარგი იქნება თუ მკითხველის თვალით შეხედავთ ნაწერს, ბევრ რამეს თავადაც მიხვდებით. მიხარია რომ კარგი მწერალი მობრძანდით აქ. აკლია კარგი პროზა აქაურობას ნამდვილად. ასევე კარგი მწერლები არიან თქვენი მკითხველები, როგორც კომენტარებიდან ჩანს. ასე რომ ინტერესი თქვენი შემოქმედების მიმართ, ნამდვილად არსებობს. ეცადეთ ეს ინტერესი შეინარჩუნოთ. პატივისცემით,
შირო, ეს მხოლოდ რეკომენდაცია იყო და არა კრიტიკა. ნაწერი ძალიან კარგია და მომწონს, ყველა ნაწილზე 5 ქულ დავტოვე. ასეთი სპეციფიკური ეპიზოდები, ჯობია პროფესიონალებს ჰკითხოთ. მუხა, მაგალითად ვფიქრობ - ექიმია. გულისხმიერი ადამიანია, მოსაზრებას აუცილებლად მოგწერთ, თუ სთხოვთ. თავიდან მეგონა რომ გიგუამ მოკლა მარიამი, ანუ ის უფრო მოახერხებდა დანით მოეკლა ქალი. კარგი იქნება თუ მკითხველის თვალით შეხედავთ ნაწერს, ბევრ რამეს თავადაც მიხვდებით. მიხარია რომ კარგი მწერალი მობრძანდით აქ. აკლია კარგი პროზა აქაურობას ნამდვილად. ასევე კარგი მწერლები არიან თქვენი მკითხველები, როგორც კომენტარებიდან ჩანს. ასე რომ ინტერესი თქვენი შემოქმედების მიმართ, ნამდვილად არსებობს. ეცადეთ ეს ინტერესი შეინარჩუნოთ. პატივისცემით,
6. ნეფერტარი
პირველ რიგში, უღრმესი მადლობა წაკითხვისთვის ♥ ჩემთვის თქვენი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია. გეთანხმებით, ასეთი შეცდომები, ალბათ, არაერთი მაქვს :( შევეცდები, გავითვალისწინო და შემდგომში, თუ გადავწყვეტ ამის გამოქვეყნებას, აუცილებლად ჩავასწორებ. უდიდესი პატივისცემა თქვენ ჩემგან და დიდი მადლობა, რომ წასაკითხად მოიცალეთ ♥ ნეფერტარი
პირველ რიგში, უღრმესი მადლობა წაკითხვისთვის ♥ ჩემთვის თქვენი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია. გეთანხმებით, ასეთი შეცდომები, ალბათ, არაერთი მაქვს :( შევეცდები, გავითვალისწინო და შემდგომში, თუ გადავწყვეტ ამის გამოქვეყნებას, აუცილებლად ჩავასწორებ. უდიდესი პატივისცემა თქვენ ჩემგან და დიდი მადლობა, რომ წასაკითხად მოიცალეთ ♥
5. გულში დანის ჩარტყმა >> ძნელი დასაჯერებელია. გულში დანის ჩარტყმას ძალიან დიდი ძალა ჭირდება. გულისფიცრის განგრევა არაა ადვილი. ცოტა ძნელი დასაჯერებელია რომ ეგ გოგო, შეძლოს. რაღაც უფრო დამაჯერებელია საჭირო. :) თხრობა კარგად მიდის, მაგრამ აი ასეთი ეპიზოდები ხელს მიშლის ვიფიქრო რომ ეს შეიძლებოდა სინამდვილეში ზუსტად ასე მომხდარიყო. შეიძლება სწორად ვერ გავიგე რაიმე.
გულში დანის ჩარტყმა >> ძნელი დასაჯერებელია. გულში დანის ჩარტყმას ძალიან დიდი ძალა ჭირდება. გულისფიცრის განგრევა არაა ადვილი. ცოტა ძნელი დასაჯერებელია რომ ეგ გოგო, შეძლოს. რაღაც უფრო დამაჯერებელია საჭირო. :) თხრობა კარგად მიდის, მაგრამ აი ასეთი ეპიზოდები ხელს მიშლის ვიფიქრო რომ ეს შეიძლებოდა სინამდვილეში ზუსტად ასე მომხდარიყო. შეიძლება სწორად ვერ გავიგე რაიმე.
4. მეუდაბნოვე
დიდი მადლობა <3 მეუდაბნოვე
დიდი მადლობა <3
3. ნაწარმოების ღერძი მისტიკური მორევია, რომელიც დანაწევრებულ სიუჟეტს კრავს და ერთ ამბად აქცევს. კარგია. ნაწარმოების ღერძი მისტიკური მორევია, რომელიც დანაწევრებულ სიუჟეტს კრავს და ერთ ამბად აქცევს. კარგია.
2. მუხა
მადლობა, წაკითხვისთვის <3 ცუდ ამბებს რაც შეეხება, ვიცი :) მთელი ნაწარმოები კარგის და ცუდის მონაცვლეობაა. მგონი, ცხოვრებაშიც ასეა, მაგრამ ცუდი ოდნავ, სულ ოდნავ სჭარბობს კარგს. მაპატიე, თუ დაგასევდიანე. <3 მუხა
მადლობა, წაკითხვისთვის <3 ცუდ ამბებს რაც შეეხება, ვიცი :) მთელი ნაწარმოები კარგის და ცუდის მონაცვლეობაა. მგონი, ცხოვრებაშიც ასეა, მაგრამ ცუდი ოდნავ, სულ ოდნავ სჭარბობს კარგს. მაპატიე, თუ დაგასევდიანე. <3
1. კარგი გამართული მხატვრულ-ლიტერატურულად არის დაწერილი კი მომეწონა, , მარა ამდენი უბედური ამბების წაკითხვით დავითგურნე. კარგი გამართული მხატვრულ-ლიტერატურულად არის დაწერილი კი მომეწონა, , მარა ამდენი უბედური ამბების წაკითხვით დავითგურნე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|