 | ავტორი: დევი ჟანრი: პოეზია 7 დეკემბერი, 2018 |
არასდროს ტყუის ჩემი სიზმარი. შენ ხარ! მაგრამ როგორც ვარსკვლავი დღისით, სუნთქავ და სუნთქვას ახშობს მანძილი, ამბობ და მე სხვა რამეს ვგულისხმობ, არ ემთხვევა ჩვენი აზრები, გეგმები, იმედები, თუ მუსიკალური გემოვნება. ხომ გეუბნები, არასდროს ტყუის ჩემი სიზმარი და ზუსტად ვიცი რა და როგორ.
წერენ, ამბობენ, იგონებენ ათასგვარ ტყუილს: ყველანი ჩვენს თავს თითონვე ვქმნითო ყოველდღიურად, დააფასეო შენი თავი და დაგაფასებენ! შეიყვარეო და შეგიყვარებენ. აქ მოუხდება შორისდებული, ფიე! ვიშ! ან აჰ! ან ეჰ! ვინაიდან, სინამდვილეში სხვები მძერწავენ, სინამდვილეში იმდენი ვღირვარ, როგორც დამაფასებენ, ვაჭრობას თითქმის აზრი არ აქვს, ან აქვს დროებით და ეს უფრო ამაზრზენია. სიყვარულით კი მასაც აღარ ვუყვარვარ ვისაც უნდა ვუყვარდე, და სანამ ვინმეს შევიყვარებ, კარგად უნდა გავზომო ჩემი თავი, ვჯდები ჩარჩოში? ვაკმაყოფილებ გემოვნებას, ან სხვა კრიტერიუმებს? ჰოდა, ასე !
აბა დაფიქრდი, მიშველის ახლა თვითშეფასების ამაღლება? ააა! არა? მეც მაგას ვამბობ და ჩემი სიზმარიც.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. დიახ, ნეფერტარ, მასეა, მაგრამ ადვილი როდია იყო თავისუფალი. :) მადლობა, რომ ჩემთან შემოიხედე :-* დიახ, ნეფერტარ, მასეა, მაგრამ ადვილი როდია იყო თავისუფალი. :) მადლობა, რომ ჩემთან შემოიხედე :-*
9. სერენა რომერსონ, დიდი მადლობა. :) სერენა რომერსონ, დიდი მადლობა. :)
8. ყველაზე თავისუფალი ისაა, ვისაც შეუძლია არ მოიტყუოს. /ა.კამიუ/
ყველაზე თავისუფალი ისაა, ვისაც შეუძლია არ მოიტყუოს. /ა.კამიუ/
7. ბოლო დროს პირდაპირ ვაფრენ რაღაც ყოფით ფილოსოფიაზე, წმინდა ადამიანურზე, ნატურალიზმზე, არაფერი ამაღლებული, მხოლოდ ფაქტები.
ლექსმა ჩამაფიქრა, მასიამოვნა, მაგრძნობინა. ლექსის მეორე ნახევარი განსაკუთრებით იძლევა ფიქრის საშუალებას. მადლობა ავტორს რეალიზმისთვის და ცხადია ლექსისთვის :) <3 ბოლო დროს პირდაპირ ვაფრენ რაღაც ყოფით ფილოსოფიაზე, წმინდა ადამიანურზე, ნატურალიზმზე, არაფერი ამაღლებული, მხოლოდ ფაქტები.
ლექსმა ჩამაფიქრა, მასიამოვნა, მაგრძნობინა. ლექსის მეორე ნახევარი განსაკუთრებით იძლევა ფიქრის საშუალებას. მადლობა ავტორს რეალიზმისთვის და ცხადია ლექსისთვის :) <3
6. მადლობა, მუხა :) მადლობა, მუხა :)
5. დააფასეო შენი თავი და დაგაფასებენ! შეიყვარეო და შეგიყვარებენ. მოსინჯე, თუ არაა მასე და ნახავ რო მართალია მაი. დააფასეო შენი თავი და დაგაფასებენ! შეიყვარეო და შეგიყვარებენ. მოსინჯე, თუ არაა მასე და ნახავ რო მართალია მაი.
4. მადლობა :-* მადლობა :-*
3. აქ რაც წერია, იმის საპირისპიროში :) ანუ ეს ხო სიზმარია და ცხადში დაგეთანხმე რა აქ რაც წერია, იმის საპირისპიროში :) ანუ ეს ხო სიზმარია და ცხადში დაგეთანხმე რა
2. ირაკლი, რაში დაეთანხმე? ირაკლი, რაში დაეთანხმე?
1. ცხადში გადმოვიყვანე, სპეციალური ფორმულით, და დავეთანხმე :) ცხადში გადმოვიყვანე, სპეციალური ფორმულით, და დავეთანხმე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|