 | ავტორი: ბერეთელი ჟანრი: პოეზია 6 თებერვალი, 2009 |
ფიქრებს, ქვევრივით ვიწროყელიანს, ვხეხავ შიგნიდან და აზრებს ვაცლი: კაცი კაცისთვის თუკი მგელია, მგელი მგელისთვის იქნება კაცი?
ცას სისხლის კვალი ისევ ატყვია, ისევ ქვიშაში გაგვიდგამს ფესვი და წიწამურთან შემხმარ ნატყვიარს ვიღაც ყოველდღე ჯიუტად ესვრის.
ბაქანზე ცლიან შიშის ვაგონებს და შიში ახლა ქალაქში ცხოვრობს... ქარის აწეწილ ნაწნავს მაგონებს, ხელში ჩამწყდარი ეს თოკის ბოლოც.
ტკივილზე წერენ ისე, ყასიდად, სიზიფე ათრევს მუყაოს "ლოდებს". თვით "კაროლს" უთხრეს ყველამ "პასი" და კვლავ საქართველოს "შეტენეს" ოდენ.
რა საერთო აქვს ამ ბოლო ორ სტროფს?! თუმცა, რა ვუყოთ, აეწყო ისე... ზოგჯერ, მორჩილიც "ნაგლობს" და "ოსტრობს", თქვენი, და მონა,_გამომრჩა ისევ!
ან მე გამოვრჩი ცხოვრების საზრისს, გაჩრილი წარსულს და აწმყოს შუა, ოცდამეერთის მონათა ბაზრის ურჩი მონა ვარ! ჯალათი ყრუა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
52. შენს შიგნიდან გამოხეხილ აზრად ქცეულ ფიქრებს ვენაცვალე ბერეთელო !!!!!!!!;)
შენს შიგნიდან გამოხეხილ აზრად ქცეულ ფიქრებს ვენაცვალე ბერეთელო !!!!!!!!;)
51. მაგარი კაცი ხარ ძმაო, შენ გენაცვალე ქართულ სულში ;) მაგარი კაცი ხარ ძმაო, შენ გენაცვალე ქართულ სულში ;)
49. კაცი კაცისთვის თუკი მგელია, მგელი მგელისთვის იქნება კაცი?
სალმით და პატივისცემით...:) კაცი კაცისთვის თუკი მგელია, მგელი მგელისთვის იქნება კაცი?
სალმით და პატივისცემით...:)
48. ბერეთელო, ყველაზე დადებითო და მართალო... იცი როგორ მავსებ? არ იცი... ბერეთელო, ყველაზე დადებითო და მართალო... იცი როგორ მავსებ? არ იცი...
46. ბრავო! მე შენი თაყვანისმცემელი ვარ ბერეთელო:) ბრავო! მე შენი თაყვანისმცემელი ვარ ბერეთელო:)
45. ოცდამეერთის მონათა ბაზრის ურჩი მონა ვარ! ოცდამეერთის მონათა ბაზრის ურჩი მონა ვარ!
44. არ ვიცი რა ვთქვა, არ მინდა ერთი რიგითი კომენტარი გამომივიდეს_მაჟრიალებს და ამით ყველაფერია ნათქვამი......... არ ვიცი რა ვთქვა, არ მინდა ერთი რიგითი კომენტარი გამომივიდეს_მაჟრიალებს და ამით ყველაფერია ნათქვამი.........
43. მაგრად მიყვარხარ.. ნუკრა..
თქვენი, და მონა,_გამომრჩა ისევ!
წერე ძმა.. წერე.. მაგრად მიყვარხარ.. ნუკრა..
თქვენი, და მონა,_გამომრჩა ისევ!
წერე ძმა.. წერე..
41. უკომენტაროდ! :) გულს მოხვდა, ისე მწარედა.... სიტყვით ვერ ვუტყვი... უკომენტაროდ! :) გულს მოხვდა, ისე მწარედა.... სიტყვით ვერ ვუტყვი...
40. ბატონო ანზუ, გამიხარდა, თქვენ და ავტორმა კარგად რომ იმუშვეთ ამ ლექსის ერთი სტრიქონის დახვეწაზე. მივესალმები ასეთ თანამშრომლობას.
შვიდი ქულა. ბატონო ანზუ, გამიხარდა, თქვენ და ავტორმა კარგად რომ იმუშვეთ ამ ლექსის ერთი სტრიქონის დახვეწაზე. მივესალმები ასეთ თანამშრომლობას.
შვიდი ქულა.
39. :) ჩემს აზრს მერე გეტყვი პირადში ;) :) ჩემს აზრს მერე გეტყვი პირადში ;)
38. ხოოო, ტყუილად არ მეუბნება თამრიკო, - კითხვა ბერეთელით დაიწყე-ხოლმეო! გაიხარე, კარგო ადამიანო და ნაღდად კარგო პოეტო! 5 ხოოო, ტყუილად არ მეუბნება თამრიკო, - კითხვა ბერეთელით დაიწყე-ხოლმეო! გაიხარე, კარგო ადამიანო და ნაღდად კარგო პოეტო! 5
37. კი, რამდენი კაციცაა, იმდენი აზრია, შეიძლება ყველაფერი არ მოგეწონოს, მაგრამ ლექსს აქვს მუხტი, სათქმელი და თანაც, ისეთი სთქმელი, რომელიც ყველა ჩვენთაგანს უნდა ტკიოდეს, და ცოტა მეტს რომ ვფიქრობდეთ ამაზე და არა მხოლოდ ჩვენს პირად ტკივილებზე, უფრო უკეთესი იქნებოდა:) გაიხარე, ბერეთელო, კარგი კაცი ხარ და კარგი პოეტი:) კი, რამდენი კაციცაა, იმდენი აზრია, შეიძლება ყველაფერი არ მოგეწონოს, მაგრამ ლექსს აქვს მუხტი, სათქმელი და თანაც, ისეთი სთქმელი, რომელიც ყველა ჩვენთაგანს უნდა ტკიოდეს, და ცოტა მეტს რომ ვფიქრობდეთ ამაზე და არა მხოლოდ ჩვენს პირად ტკივილებზე, უფრო უკეთესი იქნებოდა:) გაიხარე, ბერეთელო, კარგი კაცი ხარ და კარგი პოეტი:)
36. პასუხი 28-ე კომენტარზე: შეცვალე და კარგი ქენი! არაფერს. რაფერ უნდა მომმართოთ და, - "იმდუგუდი"-ც ქვე შეიძლება, მარა ნამეტანი ძნელად გამოითქმის მაი სიტყვა და... :( რავი, აბა? :) პასუხი 28-ე კომენტარზე: შეცვალე და კარგი ქენი! არაფერს. რაფერ უნდა მომმართოთ და, - "იმდუგუდი"-ც ქვე შეიძლება, მარა ნამეტანი ძნელად გამოითქმის მაი სიტყვა და... :( რავი, აბა? :)
35. 55555555555 55555555555
34. ხოო, რა ვიცი,, ხოო, რა ვიცი,,
32. ძალიან მომეწონა! მეოთხე სტროფის ბოლო ორი სტრიქონი და მეხუთე სტროფი შედარებით ნაკლებად! 5555 ძალიან მომეწონა! მეოთხე სტროფის ბოლო ორი სტრიქონი და მეხუთე სტროფი შედარებით ნაკლებად! 5555
31. ძალიან მომეწონა! მეოთხე სტროფის ბოლო ორი სტრიქონი და მეხუთე სტროფი შედარებით ნაკლებად! 5555 ძალიან მომეწონა! მეოთხე სტროფის ბოლო ორი სტრიქონი და მეხუთე სტროფი შედარებით ნაკლებად! 5555
28. მერე არ თქვან,ბერეთელი ყრუაო!აი,შევცვალე! :) აქაც მადლობა ანზუს!(თუ,ქვე რაფერ მოგმართოთ,გვითხარი მაინცა! :) ) მერე არ თქვან,ბერეთელი ყრუაო!აი,შევცვალე! :) აქაც მადლობა ანზუს!(თუ,ქვე რაფერ მოგმართოთ,გვითხარი მაინცა! :) )
27. უჰ...ძარღვიანი... უჰ...ძარღვიანი...
26. ავტორო, აკი გითხარი, - ვიცი, რისი თქმაც გინდა მეთქი. ილიას ნათელ შუბლში დახლილი ტყვია ისევ სულზე ამჩნევია საქართველოს. იქნებ უკეთესად გეცადა მეთქი, მარტო ეს ვთქვი. ავტორო, აკი გითხარი, - ვიცი, რისი თქმაც გინდა მეთქი. ილიას ნათელ შუბლში დახლილი ტყვია ისევ სულზე ამჩნევია საქართველოს. იქნებ უკეთესად გეცადა მეთქი, მარტო ეს ვთქვი.
25. ძალიან მაგარია პოეტოოოოოოო :)
მოკითხვააააააააა ღიმილითურთ :) ძალიან მაგარია პოეტოოოოოოო :)
მოკითხვააააააააა ღიმილითურთ :)
24. და წიწამურში გაჩრილ ნატყვიარს ვიღაც ყოველდღე ჯიუტად ესვრის.
ანუ ეს სტროფი თუ ისეა,როგორც მე გავიგე,საღოლ ძმა! ილია ხო მოკლეს,მაგრამ დღესაც გლეხუჭურად მოაზროვნე ტიპები რო დადიან,აგინებენ ილიას,აქაოდა ბატონი იყოო. კარგით რა ხალხნო,მოდით აზრზე,რამე წაიკითხეთ! ჩემთვის ილია არ იყო არც გალაკტიონი და პოეტური ხედვით ჩემ ბარე ოცეულშიც ვერ მოხვდება,მაგრამ ილია უფრო მეტი იყო ვიდრე მწერალი და პოეტი,ილია არტერია იყო,რომელიც გაწყვიტეს და დღემდე ამ სისხლის გუბეში ვცურავთ ჩვენ.
ნუ ესვრით თავიდან მის სახელს!!!
ბერეთელო,გაიხარე. და წიწამურში გაჩრილ ნატყვიარს ვიღაც ყოველდღე ჯიუტად ესვრის.
ანუ ეს სტროფი თუ ისეა,როგორც მე გავიგე,საღოლ ძმა! ილია ხო მოკლეს,მაგრამ დღესაც გლეხუჭურად მოაზროვნე ტიპები რო დადიან,აგინებენ ილიას,აქაოდა ბატონი იყოო. კარგით რა ხალხნო,მოდით აზრზე,რამე წაიკითხეთ! ჩემთვის ილია არ იყო არც გალაკტიონი და პოეტური ხედვით ჩემ ბარე ოცეულშიც ვერ მოხვდება,მაგრამ ილია უფრო მეტი იყო ვიდრე მწერალი და პოეტი,ილია არტერია იყო,რომელიც გაწყვიტეს და დღემდე ამ სისხლის გუბეში ვცურავთ ჩვენ.
ნუ ესვრით თავიდან მის სახელს!!!
ბერეთელო,გაიხარე.
23. მაგარია ძაან10 მაგარია ძაან10
22. ძალიანაც კარგი ლექსია, ეს ლექსი! ძალიანაც კარგი ლექსია, ეს ლექსი!
21. ჯალათი ყრუა... და კარგი კაცი ხარ, ბერეთელო შენ! ჯალათი ყრუა... და კარგი კაცი ხარ, ბერეთელო შენ!
20. მოდი,მერვე კომენტარს გამოვეხმაურები ჯერ.არ იფიქროთ,მიშა ბატონო,კრიტიკული აზრის გამოთქმის წინააღმდეგი ვიყო,პირიქით.ამ ლექსით მეც არ ვარ კმაყოფილი და შეიძლება მეც დავარქვა "კალმის წვალება".რას ვიზამთ,როცა მუზები გვებუტებიან,გვიწევს ხოლმე...მაგრამ თუ თქვენ თვლით, რომ მე "ხარკს ვუხდი...მოდურ პოლიტიკურ მოდას", არ გცნობივართ საერთოდ,რადგან ბერეთელის გადახდილი ხარკით ჯერ არავის "ჩაუკოკლოზინებია" ყელი და არც მომავალში მგონია ვინმეს ეღირსოს. :) "მოდაზეც" განსხვავებული აზრის ვარ ცოტა და სწორედ "მოდიდან გადასულ" თემებზე მიწევს უმეტესად წერა,მაგრამ იმიტომ კი არა,რომ ასე "უნდა ვწერო",იმიტომ რომ ამაზე მეფიქრება და ეს მტკივა,რაზეც ვწერ! როგორ ვწერ_ეს უკვე გემოვნების საკითხია და ჩემი ლექსები კი არა, "ვეფხისტყაოსანი" არ დარჩებოდა,"სხვანაირი გემოვნების" ადამიანები რომ არ გამორეოდნენ "დალოცვილ მასსებს". :) და აქვე მეთვრამეტესაც გამოვეხმაურები: "აზრგამოცლილი ფიქრების" კვალობაზე შეიძლება აღარ მოგჭრას ასე ძალიან ყური,კარგო, მაგ სტრიქონმა.ამ თვალით შეხედე აბა... :) და მითხარი აუცილებლად საკუთარი აზრი ისევ! მოდი,მერვე კომენტარს გამოვეხმაურები ჯერ.არ იფიქროთ,მიშა ბატონო,კრიტიკული აზრის გამოთქმის წინააღმდეგი ვიყო,პირიქით.ამ ლექსით მეც არ ვარ კმაყოფილი და შეიძლება მეც დავარქვა "კალმის წვალება".რას ვიზამთ,როცა მუზები გვებუტებიან,გვიწევს ხოლმე...მაგრამ თუ თქვენ თვლით, რომ მე "ხარკს ვუხდი...მოდურ პოლიტიკურ მოდას", არ გცნობივართ საერთოდ,რადგან ბერეთელის გადახდილი ხარკით ჯერ არავის "ჩაუკოკლოზინებია" ყელი და არც მომავალში მგონია ვინმეს ეღირსოს. :) "მოდაზეც" განსხვავებული აზრის ვარ ცოტა და სწორედ "მოდიდან გადასულ" თემებზე მიწევს უმეტესად წერა,მაგრამ იმიტომ კი არა,რომ ასე "უნდა ვწერო",იმიტომ რომ ამაზე მეფიქრება და ეს მტკივა,რაზეც ვწერ! როგორ ვწერ_ეს უკვე გემოვნების საკითხია და ჩემი ლექსები კი არა, "ვეფხისტყაოსანი" არ დარჩებოდა,"სხვანაირი გემოვნების" ადამიანები რომ არ გამორეოდნენ "დალოცვილ მასსებს". :) და აქვე მეთვრამეტესაც გამოვეხმაურები: "აზრგამოცლილი ფიქრების" კვალობაზე შეიძლება აღარ მოგჭრას ასე ძალიან ყური,კარგო, მაგ სტრიქონმა.ამ თვალით შეხედე აბა... :) და მითხარი აუცილებლად საკუთარი აზრი ისევ!
19. მთავარია რომ ურჩი :) მთავარია რომ ურჩი :)
18. ბრჭყალებში აყვანილი სიტყვები კი არ ჭრის ყურს, რამდენადაც ეს სტრიქონი -
"და წიწამურში გაჩრილ ნატყვიარს".
გასაგებია, რისი თქმაც სურს, მაგრა "გაჩრილი ნატყვიარი" - ეგებ სხვანაირად თქვას ავტორმა?
6
ბრჭყალებში აყვანილი სიტყვები კი არ ჭრის ყურს, რამდენადაც ეს სტრიქონი -
"და წიწამურში გაჩრილ ნატყვიარს".
გასაგებია, რისი თქმაც სურს, მაგრა "გაჩრილი ნატყვიარი" - ეგებ სხვანაირად თქვას ავტორმა?
6
16. მე_13 კომენტარს ვეთანხმები:)
5 მე_13 კომენტარს ვეთანხმები:)
5
15. ასეა სწორედ........ 5 ასეა სწორედ........ 5
14. ფიქრებს, ქვევრივით ვიწროყელიანს, ვხეხავ შიგნიდან და აზრებს ვაცლი:
მარტო ამ ორი ხაზიდან ჩანს, რომ ეს კაცი ნამდვილი პოეტია:) თუმცა ეს ლექსი ბერეთელის კვალობაზე არ მომეწონა:) თუმცა რაკი ქულებს არა ნიჭის სრულყოფილად გამოვლინებაში არამედ უბრალოდ ლექსში ვწერ - 5 :) ფიქრებს, ქვევრივით ვიწროყელიანს, ვხეხავ შიგნიდან და აზრებს ვაცლი:
მარტო ამ ორი ხაზიდან ჩანს, რომ ეს კაცი ნამდვილი პოეტია:) თუმცა ეს ლექსი ბერეთელის კვალობაზე არ მომეწონა:) თუმცა რაკი ქულებს არა ნიჭის სრულყოფილად გამოვლინებაში არამედ უბრალოდ ლექსში ვწერ - 5 :)
13. გემრიელი ლექსია
გემრიელი ლექსია
12. პოეზიის სიზიფე ხარ შენ! მუზა კი ყრუა! აი ის კი, რისი თქმაც გინდოდა, მიგიხვდი და მომეწონა! პოეზიის სიზიფე ხარ შენ! მუზა კი ყრუა! აი ის კი, რისი თქმაც გინდოდა, მიგიხვდი და მომეწონა!
11. პაწუს ძალიან უყვარხარ ბერეთელო, გიჟდება შენზე :-* აი ასე ;;) პაწუს ძალიან უყვარხარ ბერეთელო, გიჟდება შენზე :-* აი ასე ;;)
10. ბაქანზე ცლიან შიშის ვაგონებს და შიში ახლა ქალაქში ცხოვრობს... ქარის აწეწილ ნაწნავს მაგონებს, ხელში ჩამწყდარი ეს თოკის ბოლოც. -ეს მომეწონა...
ბაქანზე ცლიან შიშის ვაგონებს და შიში ახლა ქალაქში ცხოვრობს... ქარის აწეწილ ნაწნავს მაგონებს, ხელში ჩამწყდარი ეს თოკის ბოლოც. -ეს მომეწონა...
9. ტკივილზე წერენ ისე, ყასიდად, სიზიფე ათრევს მუყაოს "ლოდებს".
ჩემი ბერეთელი ხარ შენ... სითბოდ, გულთან :) ტკივილზე წერენ ისე, ყასიდად, სიზიფე ათრევს მუყაოს "ლოდებს".
ჩემი ბერეთელი ხარ შენ... სითბოდ, გულთან :)
8. უნდა გითხრათ გატეხილად, რომ მე ეს ლექსი საერთოდ არ მომეწონა. ოღონდ რომ მკითხოთ, რატომო, ვერ გეტყვით, რატომ... უბრალოდ, კალმის წვალებაა... არადა, ეს კაცი უდავოდ ნიჭიერი პოეტია... ჩემი რჩევა იქნებოდა: ხარკს ნუ მოუხდის ნიჭიერი შემოქმედი მოდურ პოლიტიკურ მოდას, თორემ სულ რაღაც ათიოდე წელში ლექსი ოდენ ფარატინა ქაღალდი იქნება... პოეზიის და, ზოგადად, ხელოვნების უმთავრესი სანიშნე მარადიული ღირებულები უნდა იყოს... ნუ გაბრაზდებით... ანდაზაა: მამალმა თქვა, მე კი ვიყივლებ და გათენდება თუ არა, ეგ უფალმა უწყისოო... უნდა გითხრათ გატეხილად, რომ მე ეს ლექსი საერთოდ არ მომეწონა. ოღონდ რომ მკითხოთ, რატომო, ვერ გეტყვით, რატომ... უბრალოდ, კალმის წვალებაა... არადა, ეს კაცი უდავოდ ნიჭიერი პოეტია... ჩემი რჩევა იქნებოდა: ხარკს ნუ მოუხდის ნიჭიერი შემოქმედი მოდურ პოლიტიკურ მოდას, თორემ სულ რაღაც ათიოდე წელში ლექსი ოდენ ფარატინა ქაღალდი იქნება... პოეზიის და, ზოგადად, ხელოვნების უმთავრესი სანიშნე მარადიული ღირებულები უნდა იყოს... ნუ გაბრაზდებით... ანდაზაა: მამალმა თქვა, მე კი ვიყივლებ და გათენდება თუ არა, ეგ უფალმა უწყისოო...
7. ფიქრებს, ქვევრივით ვიწროყელიანს, ვხეხავ შიგნიდან და აზრებს ვაცლი: კაცი კაცისთვის თუკი მგელია, მგელი მგელისთვის იქნება კაცი?
მაგარი ხარ, ნუკრი, ძალიან მაგარი! შემოგევლე შენ! 5 და არ გაბედოს ვინმემ, მიტხრას, რატომ ეფერებიო! :) :-* ფიქრებს, ქვევრივით ვიწროყელიანს, ვხეხავ შიგნიდან და აზრებს ვაცლი: კაცი კაცისთვის თუკი მგელია, მგელი მგელისთვის იქნება კაცი?
მაგარი ხარ, ნუკრი, ძალიან მაგარი! შემოგევლე შენ! 5 და არ გაბედოს ვინმემ, მიტხრას, რატომ ეფერებიო! :) :-*
6. ან მე გამოვრჩი ცხოვრების საზრისს, გაჩრილი წარსულს და აწმყოს შუა, ოცდამეერთის მონათა ბაზრის ურჩი მონა ვარ! ჯალათი ყრუა.
ყრუაა !!!! მაგრამ არა მუნჯი...:) ან მე გამოვრჩი ცხოვრების საზრისს, გაჩრილი წარსულს და აწმყოს შუა, ოცდამეერთის მონათა ბაზრის ურჩი მონა ვარ! ჯალათი ყრუა.
ყრუაა !!!! მაგრამ არა მუნჯი...:)
5. მაგარიააა!!! მაგარიააა!!!
4. უკარგესია 555555555 ნუკრი მოგიკითხე :-* უკარგესია 555555555 ნუკრი მოგიკითხე :-*
2. ჩემი ძმა ხარ შენ...მაგარი ძმა!
ჩემი ძმა ხარ შენ...მაგარი ძმა!
1. ჯალათი ყრუაო, ბერეთელმა.
ჯალათი ყრუაო, ბერეთელმა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|